ქვეყანათმცოდნეობა

ირანის პრეზიდენტი აჰმადინეჟადი ახალ წელს ულოცავს ქრისტიანებს

ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა ქრისტიანული კალენდრით ახალი, 2011 წელი მიულოცა ყველა მორწმუნე ქრისტიანს,

პირველ რიგში კი, ირანში მცხოვრებ ქრისტიანებს. აჰმადინეჟადის ოფიციალურ მოლოცვაში ნათქვამია:

"მე შევთხოვ ყოვლისშემძლე ღმერთს, ახალ წელიწადს სიკეთე უბოძოს ჩემს თანამემამულე ქრისტიანებს და მთელი მსოფლიოს ქრისტიანებს, ახალი წელი იყოს სიხარულით და კეთილდღეობით სავსე. ვიმედოვნებ, რომ ახალ ქრისტიანულ წელიწადში ჩვენ გავხდებით იმ ჟამის დადგომის მოწმენი, რომელიც იქნება სულიერებით, მეგობრობითა და ღვთის მონათა მიმართ შეუბღალავი მსახურებით აღვსილი, მსოფლიოს ყველა კუთხეში".

 

ეს მოლოცვა კიდევ ერთი ზედმეტი დასტურია იმისა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის აგრესიულობა და მტრული დამოკიდებულება ქრისტიანობის მიმართ ირანის არაკეთილისმსურველთა და იმ ბნელი ძალების გამონაგონია, რომლებიც უკმაყოფილონი არიან ქრისტიანთა და მუსლიმთა შორის მეგობრული ურთიერთდამოკიდებულებით.