სამშობლოს დამცველთა დღეს ვულოცავთ გივი ვანიშვილს!

სამშობლოს დამცველთა დღეს ვულოცავთ გივი ვანიშვილს!
ჩვენს მეგობარს, თანამებრძოლს, ახლა კი რუსეთის არმიის რიგებში ნეონაციზმის წინააღმდეგ მებრძოლ გივი ვანიშვილს ვულოცავთ 23 თებერვალს, რომელიც რუსეთში სამშობლოს დამცველთა დღედ არის გამოცხადებული.
 
1946-1992 წლებში ეს დღე აღინიშნებოდა, როგორც "საბჭოთა არმიისა და საბჭოთა სამხედრო-საზღვაო ფლოტის დღე". ამიტომ, გივისთან ერთად, ყველა იმ ქართველს მივულოცავთ, ვინც მსახურობდა საბჭოთა არმიაში და ფიცისთვის არ უღალატია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საქართველოს სიყვარულთან და საქართველოსთვის თავგანწირვასთან იყო და არის შეთავსებული, როგორც 1941-1945 წლების ომში, ჩვენი დიდი წინაპრებისთვის იყო.
 
გივი ვანიშვილი კი, ამ დღეებში კვლავ ცხელ ფრონტზე მიემართება, ზურგში, პოლიგონზე ყოფნის შემდეგ. ვუსურვებთ მას გმირულ ბრძოლას და შინ საღ-სალამათად დაბრუნებას. ყველაფერი ღვთის ხელშია!
 
 
ევრაზიის ინსტიტუტი