ქვეყანათმცოდნეობა

ირანის არჩევნები და დასავლეთის იმედები

2013 წლის 14 ივნისს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებთან ერთად.

ირანის არჩევნები და დასავლეთის იმედები

ირანის ისლამური რესპუბლიკა განაგრძობს განმტკიცებას

სწორედ ასე შეიძლება შევაფასოთ ამა წლის 2 მარტს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგი ირანში. ისლამური რესპუბლიკის ლიდერები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ამ მოვლენას.

ისტორიის გახსენება

უკანასკნელ თვეებში განსაკუთრებით დაიძაბა ვითარება ირანის ისლამური რესპუბლიკის გარშემო. აშშ-ს და ისრაელის ოფიციალური წარმომადგენლები ხმამაღლა მსჯელობენ ამ ქვეყნის წინააღმდეგ

მაჰმუდ აჰმადინეჟადი: “ერები სამართლიანობას ითხოვენ

ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა ირანულ-რუსული ურთიერთობების ბოლოდროინდელი გააქტიურების ფონზე ინტერვიუ მისცა რუსეთის ტელეარხ “რაშა ტუდეი”-ს.

ირანი ისევ ყურადღების ცენტრშია

თებერვლის შემდეგ დასავლურ მედიას, მსოფლიოს საზოგადოება ირანის ისლამური რესპუბლიკის ამბებით არ შეუწუხებია. არაბულ ქვეყნებში მიმდინარე რევოლუციებმა, ლიბიის ომმა მედია-საზოგადოების ყურადღება შთანთქა. აღარ ისმის ირანის ყბადაღებული ბირთვული კვლევითი სამუშაოების შესახებ, არც ხელისუფალთა მიერ ოპოზიციური მიტინგის დარბევის თაობაზე ლაპარაკობენ ისე ინტენსიურად და სიყალბით გაჟღენთილი პათოსით, რასაც ორი თვის წინათ ჰქონდა ადგილი.

როგორც ჩანს, დასავლეთმა სხვა „გასართობს“ მიაგნო არაბთა ამბოხის სახით, ირანის თემა კი სხვა დროისათვის გადაიდო. ირანამდე შორი გზაა, მაგრამ დასავლეთი რა დასავლეთია, ეს გზა რომ არ დაამოკლოს? ვინ იცის, რა გეგმები იქსოვება აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ლაბირინთებში არაბეთის, ახლო აღმოსავლეთის, განსაკუთრებით სირიის და ირანის მიმართ?

აშშ–ში შექმნილი მძიმე საფინანსო-ეკონომიკური ვითარება, სახელმწიფო ვალის 14 ტრილიონ დოლარს გადაჭარბება, ავღანეთში წარმოებული სამხედრო მოქმედების წარუმატებლობა აშშ-ს ხელს არ უნდა აძლევდეს ისეთ თემებზე ყურადღების გასამახვილებლად, რომლებიც ხელოვნურად ძაბავენ ვითარებას. მათ შორისაა ირანის ბირთვული პროგრამაც. თუმცა, სწორედ ვითარების ხელოვნური დაძაბვას მოსდევს ხოლმე პოლიტიკური და სამხედრო ქმედება, ამა თუ რეგიონში სიტუაციის აბუნტება-აბურდვა, მღვრიე წყალში ხელის ფათური.

არაბულ სამყაროში, განსაკუთრებით ლიბიაში მიმდინარე ომი აშკარა დამადასტურებელია იმ მენტალური დაავადებისა, რაც დასავლეთში და აშშ-ი დომინირებს. გონების დაძაბვა სულაც არ არის საჭირო იმისათვის, რომ დაინახო ავადმყოფური აზროვნების ზეიმი. სხვას ვერაფერს დაარქმევთ ოფიციალური ვაშინგტონის, პრეზიდენტის ჩათვლით, განცხადებას, რომ საჰაერო თავდასხმები ლიბიაზე მანამ გაგრძელდება, ვიდრე არასასურველი კადაფი არ გადადგება. კადაფის „არასასურველობა“ კი საკუთარი ხალხის ხოცვით არის გამოწვეული - ასე ნათლავს ვაშინგტონი ლიბიის მოვლენებს.

დასავლური მედია, განსაკუთრებით, ტელეკომპანიები საშური თანმიმდევრულობით გვაწვდიან ინფორმაციას ბენღაზისა და სხვა ქალაქებში მიმდინარე მოვლენების შესახებ. გვიჩვენებენ საავადმყოფოებს, სადაც უხვადაა კადაფის არმიის მიერ დაჭრილ-დასახიჩრებული აჯანყებულები. არც ერთი კადრი ნატოს მიერ განხორციელებული სისტემატური თავდასხმების შესახებ დედაქალაქ ტრიპოლის სამოქალაქო ობიექტებზე, მსხვერპლსა და დაჭრილებზე. ნატოს მიერ ნასროლმა რაკეტებმა „იციან“, ვინ გაანადგურონ. ისინი მშვიდობიან მოქალაქეებს თავს „არიდებენ“. ბარაქალა ნატოელებს, უფრო მეტად „სი-ენ-ენ“-ს, „ბი-ბი-სი“-ს, „ენ-ბი-სი“-ს, სხვა ტელეკომპანიებს. ასეთ ინფორმაციას, უფრო სწორედ დეზინფორმაციას ხომ უნდა მომზადება. გამონაკლისს შეადგენდა გასული კვირის დაბომბვა, რომელმაც კადაფის შვილი და შვილიშვილები შეიწირა. კადრები აღნიშნულის შესახებ სხვადასხვა ტელეკომპანიებმა გაავრცელეს.

მედიის ძალისხმევით, სულ უფრო მეტი შავი ღრუბლებით იფარება სირიის პოლიტიკური ზეცა. ხელისუფლება-ოპოზიციის დაპირისპირებას მძიმე შედეგი მოაქვს. უკვე გაისმის დასავლელ მაღალჩინოსანთა გაფრთხილება პრეზიდენტ ასადის მიმართ, შეწყვიტოს მშვიდობიან დემონსტრანტთა ხოცვა. არავინ კითხულობს, ვინ არიან დემონსტრანტები. არც იმას კითხულობენ, ვინ ხოცავს ხალხს. იქნებ დემონსტრანტთა ხოცვა პროვოკატორთა მიერ ხორციელდება? რის შესახებაც არაერთხელ ითქვა ბაშარ ასადის მიერ.

დასავლეთს აწყობს სირიაში ვითარების დაძაბვა, ხელისუფლებიდან ასადის ჩამოშორება, იმ სამოკავშირო ურთიერთობის დარღვევა, რაც თეირანსა და დამასკოს შორისაა. ამ კავშირის დარღვევის აშკარა მომხრეა ისრაელი, თუმცა ძნელი დასაჯერებელია ასადის ჩამოგდების შემთხვევაში სირიაში ისეთი ხელისუფლების გამოჩენა, რომელიც ისრაელს წაადგება.

არც სხვა არაბულ ქვეყნებშია შესაძლებელი დასავლელთათვის სასიამოვნოთა მოსვლა. ახალ ხელისუფალთა რიგებში უდავოდ იქნებიან „მუსლიმი ძმების“ წარმომადგენლები, ისინი, ვინც ყოველივე დასავლურს ამრეზით უყურებენ.

ერთადერთი, ვინც ლიბიის ამბების მშვიდობიანი მოწესრიგების ინიციატივით გამოდის, რუსეთია, რაც ალბათ უკვე დაშვებული უხეში შეცდომის საპირწონეა. სწორედ რუსეთის ნეიტრალურმა პოზიციამ გამოიწვია უშიშროების საბჭოს მიერ ანტიკადაფური რეზოლუციის მიღება. რუსეთს უნდა სცოდნოდა, რომ ხარბი დასავლეთი იმაზე მეტს გააკეთებდა, რაც რეზოლუციით არის გათვალისწინებული. გასაკვირი ისაა, რომ ნატოს ჯერ არ დაუწყია ლიბიაში სახმელეთო ოპერაციები. რუსეთი ითხოვს საერთაშორისო დამკვირვებლების მივლინებას და რეალური ვითარების დადგენას. კადაფიმ და მისმა მომხრეებმა არაერთხელ განაცხადეს მეამბოხეებთან მოლაპარაკების მზაობაზე, რასაც ვერ ვიტყვით ამ უკანასკნელებზე. იქნებ იმიტომ, რომ სწორედ დასავლეთს არ სურს მსგავსი რამ?

არაბეთში მიმდინარე დაძაბულობა გრძელდება. უკვე ტრადიციული ბუნტის ქვეყანა - იემენს სირია დაემატა, ამ ორივეს - მაროკოს სამეფოს ტერორისტული აქტი. არის პოზიტიური მომენტიც - პალესტინის ჰამასისა და ფათეჰის შერიგება. თუმცა ამ ამბვით მთლად კმაყოფილი არ არის ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ. არც ამერიკელები უნდა იყვნენ კმაყოფილნი. გაერთიანებულ პალესტინასთან პაექრობა იოლი არ იქნება, მით უმეტეს, თუ ჰამასს გვერდში უდგას ისეთი ძალა, როგორიც ირანია.

დასაწყისში აღვნიშნე ირანის „დავიწყების“ თაობაზე, რაც ქარიშხლის წინ სიმშვიდეს უფრო ჰგავს. და აი ეს სიმშვიდეც დაირღვა „ევრონიუს“-ის მიერ, რომელმაც გვაუწყა იმ სახელისუფლებო დაპირისპირების თაობაზე, რასაც ადგილი აქვს ირანში. ინფორმაციის მიხედვით, დიდი უთანხმოებაა ირანის წინამძღოლ აიათოლა ხამენეისა და პრეზიდენტ აჰმადინეჟადს შორის. დასავლური მედიის მიხედვით (ამ ამბავს სხვა ტელეკომპანიებიც ახმოვანებდნენ), სრული შესაძლებლია პრეზიდენტ აჰმადინეჟადის გადაყენებაც სულიერი ლიდერის მიერ. როგორც ჩანს, დასავლური სიმპატიები ხამენეის მხარეს უფროა, ვიდრე აჰმადინეჟადის. ისე, კი არც ერთი მათგანი გულზე არ ეხატებათ. დასავლეთს საერთოდ არ მოსწონს ის პოლიტიკური სტრუქტურა, რომელიც ირანის რევოლუციის ლიდერის აიათოლა ხომეინის მიერ არის ჩამოყალიბებული. სისტემა, რომელმაც უდიდესი წარმატება მოუტანა ირანს.

კონსტიტუციის მიხედვით, ადამიანი, რომელიც, მეცნიერული თვალსაზრისით კომპეტენტურია, რაც აუცილებელია მუსლიმური იურისპრუდენციის შესაბამისად სხვადასხვა საკითხის გადასაჭრელად, შეიძლება იყოს ქვეყნის პირველი პირი, ანუ წინამძღოლი. გარდა ამისა, აუცილებელია სამართლიანობა და ღვთისმოსაობა, ესოდენ აუცილებელი ისლამური თემის ლიდერობისათვის, ჯანსაღი პოლიტიკური, საზოგადოებრივი ხედვა, გონიერება, სიმამაცე, ხელმძღვანელობის უნარი და წინამძღოლობისთვის საჭირო ძლევამოსილება. წინამძღოლს ხალხის მიერ არჩეული ექსპერტები ირჩევენ.

კონსტიტუციის 110-ე მუხლში აღნიშნულია, რომ წინამძღოლს შეუძლია „თავისი მოვალეობის შეუსრულებლობის გამო, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რესპუბლიკის პრეზიდენტის გადაყენება უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ან ისლამური საბჭოს კრების სანქციით“.

კონსტიტუციის 113-ე მუხლში წერია, რომ „რესპუბლიკის პრეზიდენტი, წინამძღოლის შემდეგ, ქვეყანაში უმაღლეს ოფიციალურ პირად ითვლება“.

ირანის პოლიტიკური სისტემა 30 წელია რაც არსებობს. ამ ხნის განმავლობაში მან მთელს მსოფლიოს დაუმტკიცა პოლიტიკური სიცოცხლისუნარიანობა, სიმტკიცე, მოქნილობა. განვლილი პერიოდის წარმატებულობა გვაფიქრებინებს, რომ ქვეყნის სასულიერო-საერო ელიტა გაუძლებს გარე შემოტევებს და თავს გაართმევს იმ პრობლემებს, რომლებმაც განსაკუთრებით იჩინა თავი ბოლო, 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს და შემდეგ. თუ საპრეზიდენტო არჩევნების დროს ოპოზიციის მხარდამჭერები პრეზიდენტობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატის მაჰმუდ აჰმადინეჟადის წინააღმდეგ გამოსვლისას აუგ სიტყვასაც არ თაკილობდნენ, არჩევნებში აჰმადინეჟადის სამართლიანი გამარჯვების შემდეგ ოპოზიცია კატეგორიულად მოითხოვდა მის გადაყენებას, თუმცა მოგვიანებით შეცვალა მოთხოვნა და ირანის წინამძღოლის აიათოლა ხამენეის გადადგომა მოითხოვა.

კლერიკალურ-საერო მმართველობა, რომელიც ირანის რევოლუციის ლიდერმა აიათოლა ხომეინიმ შემოიღო, ბევრს არ მოსდის თვალში, განსაკუთრებით დასავლელ პოლიტიკოსებს, მათზე ჩამოკიდებულ ირანის ყოფილი შაჰის მოჰამედ რეზა ფეჰლევის მომხრეებს, რომლებიც საკმაო რაოდენობით ცხოვრობენ შეერთებულ შტატებსა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ისინი თავის რიგს ელოდებიან და ამ რიგის მოსაახლოებლად ირანის ხელისუფალთა წინააღმდეგ აშშ-ს ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსთან ერთად ანტიირანულ გეგმებს ადგენენ.

შიიტურ ირანში რევოლუციის გამარჯვებიდან დღემდე არ ყოფილა სასულიერო და საერო სფეროების მკაცრი გამიჯვნა. მორწმუნე მუსლიმანის მთელი ამქვეყნიური ცხოვრება და მისი დამოკიდებულება სახელმწიფოსადმი უნდა ექვემდებარებოდეს ყურანის ნორმებს. უზენაესი ხელისუფლების ლეგიტიმურობის წყაროს წარმოადგენს იმამთა ინსტიტუტი. რევოლუციის ლიდერი აიათოლა ხომეინი თავის წიგნში „ისლამური მმართველობა“ ასე ამართლებდა იმამთა ინსტიტუტის არსებობას: „ალაჰს რომ კანონიერებისა და წესრიგისთვის იმამი არ განემწესებინა ხალხის სამწყემსად, რწმენა განიცდიდა ლპობას, გაცამტვერებას. გაქრებოდა წეს-ჩვეულებები. ინსტიტუტებში შეიცვლებოდა ისლამის წესები, შესაძლოა საერთოდ გამქრალიყო ისლამი. ალის რომ არ დაეყენებინა ხალხის წინამძღოლი, რომელსაც ის წინასწარმეტყველის მიერ მითითებული სწორი გზით არ წაეყვანა, ხალხი გაირყვნებოდა, ინსტიტუტები, წეს-ჩვეულებები, ისლამის რიტუალები მოექცეოდა უცხო გავლენის ქვეშ, განიცდიდა ცვლილებას, რასაც შედეგად მოჰყვებოდა კაცობრიობის ჭეშმარიტების გზიდან გადაცდენა“.

შიიტი მუსლიმანებისთვის უმაღლესი ძალაუფლების წყაროდ მიიჩნევა უხილავი იმამი მაჰდი - სულიერი ლიდერი და ხელმძღვანელი, რომლის მოსვლამდე იმამთა ინსტიტუტი ასრულებს მაჰდის საქმეს. აქედან გამომდინარე, უზენაესი ისლამური იმამთა ინსტიტუტი არის ისლამური ირანის ელიტა, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის უმთავრეს საშინაო და საგარეო პოლიტიკას.

შიიტური სასულიერო ელიტა შედგება აიათოლებისგან. სიტყვა „აიათოლა“ არაბულიდან იღებს სათავეს - „აიატუ ლლახ” (ღმერთის ნიშანი). აიათოლა შეიძლება გახდეს სწავლული მუსლიმანი მართლმსაჯულებისა და რელიგიური ფილოსოფიის საკითხებში. სწავლული მის ირგვლივ შემოიკრებს მოსწავლეებს. როგორც წესი, აიათოლები რელიგიური იდეებით კვებავენ მორწმუნეებს, რომლებიც პარასკევობით მიდიან სალოცავად მეჩეთებში. როდესაც აიათოლას სულიერი დარიგება ირანის მთელ რეგიონზე ან მთლიანად ქვეყანაზე ვრცელდება, ის იღებს უზენაესი აიათოლას სტატუსს.

ირანში 85 აიათოლა და 40 უზენაესი აიათოლაა, როგორც წესი, უზენაესი აიათოლების საშუალო ასაკი 75-80 წელია. ირანის ისლამური რევოლუციის ლიდერის ხომეინის მეცადინეობით, გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩამოყალიბდა საერო-სასულიერო სახელმწიფო მართვის შერეული სისტემა. მაგალითად, დემოკრატიულად არჩეული პარლამენტისა და პრეზიდენტის გვერდით ფუნქციონირებს ხელისუფლების ორგანოები, რომლებიც შედგება სასულიერო პირთა წარმომადგენლებისაგან, მაგალითად კონსტიტუციის დაცვის საბჭო, ექსპერტთა საბჭო და სხვა.

შიიტური სასულიერო იერარქიის უმაღლეს საფეხურად ითვლება მარჯა ე ტახლიტის სტატუსი (სამაგალითო ნიმუში). მარჯა უფლებამოსილია, გამოსცეს ფეტვები - აუცილებლად შესასრულებელი განკარგულებები სხვადასხვა საკითხებში. ირანული წყაროების მითითებით, სხვადასხვა რაოდენობის მარჯა ფიქსირდება, მიუხედავად ამისა, უმრავლესი მიუთითებს ყველაზე ავტორიტეტულებს: უზენაეს აიათოლებს მოქარემ შირაზის, იუსეფ სანეის, ალი მოჰამედ დასტგეიბ შირაზის, მუჰამედ ტაგი მესბაჰ იაზდის, ხოსეინ ნური ხამადანის, კაზიმ ხოსეინ ხაერის, ალი ალ სისტანის, ალი ხამენეის.

ექსპერტების მიხედვით, იმამთა ინსტიტუტში გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა შეიქმნა 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რაც ძირითადად გამოწვეულია პოლიტიკურ არენაზე ისლამური რევოლუციის მეორე თაობის მომძლავრებით. ეს თაობა ძირითადად ცნობილია ტექნოკრატობითა და ძალოვანი ინსტიტუტებით, რომლებიც მჭიდრო კავშირში არიან პრეზიდენტ აჰმადინეჟადთან. პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ აიათოლათა ნაწილი ოპოზიციისკენ გადაიხარა, ნაწილმა მხარეებს შერიგებისკენ მოუწოდა, ხოლო ნაწილმა მაჰმუდ აჰმადინეჟადს დაუჭირა მხარი, მათ შორის იყო უზენაესი აიათოლა მესბაჰ იაზდი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტი აჰმადინეჟადი, მიუხედავად იმისა, რომ მჭიდრო კავშირშია კონსერვატორ აიათოლებთან, მთელ რიგ საყოფაცხოვრებო საკითხებში მას განსხვავებული პოზიცია უკავია, მაგალითად, ის მომხრეა ირანის პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალის როლის გაძლიერებისა. ის მაღალ თანამდებობებზე ნიშნავს ქალებს. ამ მხრივ ქვეყნის წინამძღოლი ალი ხამენეიც ეთანხმება პრეზიდენტს. თვით აიათოლა ხამენეი შორს არის ფანატიზმისგან. ის ერთობ განსწავლული პიროვნებაა. ახალგაზრდობაში პოეტი და პროზაიკოსი იყო. ხამენეი კარგად იცნობს დანტეს, ლევ ტოლსტოის, შოლოხოვის შემოქმედებას, იცის ევროპული ფილოსოფია, აფასებს ჟან-პოლ სარტრს. 2009 წლის არჩევნებში აიათოლა ხამენეიმ მტკიცედ დაუჭირა მხარი აჰმადინეჟადს. მიუხედავად ამისა, როგორც ექსპერტები ამბობენ, პრეზიდენტმა დაიწყო იმ საზოგადოებრივი კლასის შევიწროება, ვინც ახლოსაა რაჰბართან (წინამძღოლთან). დამკვირვებლები ხედავენ, რომ პრეზიდენტის მიერ გადადგმული ნაბიჯები სხვა არაფერია, თუ არა სასულიერო ხელმძღვანელობის კონტროლისგან თავის დახსნის მცდელობა. მაგალითად მოჰყავთ პრეზიდენტის მიერ ოთხი დესპანის დანიშვნა - აზიის, ახალი აღმოსავლეთის, ავღანეთის და კასპიის ზღვის აუზის მიმართულებით. დამკვირვებლების მიხედვით, ასეთი ნაბიჯი ნიშნავს საერთაშორისო საკითხებში აიათოლების გარეშე გადაწყვეტილების მიღებას.

გასული წლის დეკემბერში საგარეო საქმეთა მინისტრის მანუჩეჰრ მოთაქის განთავისუფლებით პრეზიდენტმა აშკარად უგულებელყო აიათოლათა ინტერესები.

ირანის ეკონომიკამ მძიმე ტვირთი მოიშორა

დღეს ხშირად ისმის კითხვა, არაბული რევოლუციები გადაედება თუ არა ანტიამერიკულად განწყობილ სახელმწიფოებს ახლო აღმოსავლეთში, განსაკუთრებით ირანს,

ირანის პრეზიდენტი აჰმადინეჟადი ახალ წელს ულოცავს ქრისტიანებს

ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა ქრისტიანული კალენდრით ახალი, 2011 წელი მიულოცა ყველა მორწმუნე ქრისტიანს,

ირანის ისლამური იდეალები და რევოლუცია

ჩვენს მკითხველებს ვთავაზობთ მეტად საყურადღებო ნაწყვეტებს რუსული გაზეთ „ზავტრას“ მთავარი რედაქტორის ა. პროხანოვის და ირანული გაზეთ „კეიხანის“ (ქართულად - „კოსმოსი“)

კულტურული აგრესია და საპნის ოპერები

2009 წლის აგვისტოში მაუწყებლობა დაიწყო თანამგზავრულმა ტელეარხმა Farsi1. ის დაფუძნებულია არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში და თავისი პროგრამების ტრანსლაციას აწარმოებს ირანზე,