ქვეყანათმცოდნეობა

ამერიკული "გადატვირთვის" პოლიტიკისა და "დემოკრატიული" რიტორიკის არსი რუსეთში აშშ ელჩის მ.მაკფოლის ბიოგრაფიის ფონზე

ევრაზიის ინსტიტუტის საიტზე არაერთხელ აღინიშნა, რომ ე. წ. "გადატვირთვის" პოლიტიკა რუსეთისთვის მეტ რისკებს შეიცავს,

ვიდრე უპირატესობებს. რუსეთი სტრატეგიულად მოქცეულია დასავლური იდეოლოგიის ფარგლებში და თავის პოლიტიკას სწორედ ამ  ფარგლებში უძებნის ლეგიტიმაციასა და გამართლებას. საკუთარი იდეოლოგიის არარსებობა კი  არსებითად აბრკოლებს საშუალებას, რუსეთი ჩამოყალიბდეს თვითკმარ გეოპოლიტიკურ ცენტრად.

ეს მოსაზრება კიდევ ერთხელ დასტურდება რუსეთის ფედერაციაში შეერთებული შტატების ახალი ელჩის, მაიკლ მაკფოლის ბიოგრაფიითაც. სააგენტო "რეგნუმს" საკმაოდ ბევრი მკითხველი ჰყავს, მაგრამ საჭიროდ მივიჩნიეთ, ამ სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ერთი მასალისადმი ჩვენი მკითხველების ყურადღებაც მიგვეპყრო, კერძოდ, ალექსანდრე ჩაიკოვსკის ვრცელ სტატიაზე, რომელიც შესაბამისი წყაროების მითითებით არის გამყარებული.

ამ სტატიიდან კეთდება მთავარი დასკვნა: ყველაზე "რბილი" ამერიკული ადმინისტრაციაც კი ცდილობს, შეინარჩუნოს და გაამყაროს აშშ-ის ჰეგემონია მსოფლიოში. რუსეთის ხელისუფლება კი ხშირ შემთხვევაში ამერიკულ კეთილმოსურნე რიტორიკაზეც თანახმაა ისე, რომ მის უკან რა დგას, არ უღრმავდება. რუსეთში ამერიკელებმა შეძლეს არა მხოლოდ მარგინალური ძალების დახმარება, არამედ მრავალრიცხოვანი მოკავშირეების გაჩენა გავლენიანი პოლიტიკის ექსპერტების,  ბიზნეს-წრეების, საზოგადო მოღვაწეების და თვით მაღალი რანგის პოლიტიკოსებს შორის. შეიძლება ითქვას, რომ რუსეთში მოქმედებს ამერიკული ლობი, და არცთუ ისე წარუმატებლად. საინტერესოა, რომ თავის დროზე მაიკლ მაკფოლმა პუტინს "პარანოიდალური ლიდერი" უწოდა, მაგრამ რუსეთის ხელისუფლება ამჯერად მაინც დათანხმდა მის ელჩად მოვლინებას და ე. წ. "აგრემანი" მასზე გასცა.

 

ყოველივე ამის შესახებ სტატიაში, რუსულ ენაზე.