ქვეყანათმცოდნეობა

საერთაშორისო კონფერენცია ”რუსეთ-ირანის ენერგეტიკული თანამშრომლობა: ჰუმანიტარული სტრატეგიები”

მოსკოვში, რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში გაიხსნა ორდღიანი კონფერენცია თემაზე: ”რუსეთ-ირანის ენერგეტიკული თანამშრომლობა:

ჰუმანიტარული სტრატეგიები”. ამგვარი ღონისძიების ჩატარება სრულიად ლოგიკური ჩანს მოსკოვის მიერ ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებთან - თურქეთთან, ირანთან და ავღანეთთან კონტაქტების გააქტიურების კონტექსტში. საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება ღონისძიების ფორმულირებაც, რომელშიც ერთმანეთს უკავშირდება რუსეთ-ირანის თანამშრომლობის ენერგეტიკული და ჰუმანიტარული ასპექტები. ამ თანამშრომლობას მომავალში ინტენსიფიკაციის პერსპექტივები აქვს.

კონფერენციის პირველ დღეს ჩატარდა პლენარული სხდომა, რომელშიც აქტიური მონაწილეობა მიიღო წარმომადგენლობითმა დელეგაციამ ირანის ისლამური რესპუბლიკიდან (ოფიციალური დღის წესრიგი მოყვანილია ქვემოთ).

უნდა ითქვას, რომ აზრთა გაცვლა-გამოცვლა მთლიანობაში საკმაოდ ოპტიმისტურ და მშვიდ ხასიათს ატარებდა. თუმცა, ეს როდი ნიშნავს, რომ დისკუსია უინტერესო და არასაგნობრივი იყო.

დაწვრილებით გაანალიზდა რუსეთ-ირანის ურთიერთობათა ფართო სპექტრი, მაგრამ მთავარი ყურადღება მაინც ენერგეტიკას დაეთმო (ბირთვულის ჩათვლით). კაცობრიობის მომავალი პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე, თუ ვის ხელში იქნება ენერგიის ძირითადი წყაროები.

მეორე მხრივ, ენერგეტიკული ფაქტორების გავლენა კულტურაზე წარმოადგენს ახალ მოვლენას სოციოლოგიისთვის, რაც დამატებით გააზრებას მოითხოვს. აქ რუსეთის და ირანის ურთიერთქმედების რესურსები სრულიად არ არის ამოწურული. ამის გასააზრებლად საკმარისია შემდეგი მონაცემების მოყვანა: ამჟამად რუსეთს აქვს 48 ტრილიონი კუბომეტრი გაზი (მსოფლიო მარაგების 30%) და 75 მილიარდი ბარელი ნავთობი (8%). რაც შეეხება ირანს, მის განკარგულებაშია 27 ტრილიონი კუბ. მ. გაზი (მსოფლიო მარაგების 17%) და 130 მილიარდი ბარ. ნავთობი (12%). აქედან გამომდინარე, კონფერენციის ირანელი მონაწილეების მიერ ფორმულირებულ იქნა ორი ქვეყნის საერთო ინტერესები, რომელთა შორის არცთუ უკანასკნელ როლს იკავებს თანამშრომლობა მსოფლიოს უმსხვილესი გაზის საბადოს ”სამხრეთ ფარსის” ათვისების საქმეში. ინვესტიციების მოცულობა ირანის ნავთობის და გაზის სექტორში ”გაზპრომის” მხრიდან 750 მლნ დოლარს აღწევს და ნათელია, რომ ეს ნამდვილად არ არის ზღვარი. არანაკლები მნიშვნელობა აქვს ირანის და რუსეთის ერთობლივ ქმედებებს კავკასიაში, სადაც თეირანი წინადადებას აყენებს, შეიქმნას უსაფრთხოების რეგიონული სისტემა.

ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული შეკითხვები, რომლებიც კონფერენციის ზოგიერთ მონაწილეს გაუჩნდა, არ დარჩა ირანის წარმომადგენელთა ყურადღების მიღმა. მათ ხაზი გაუსვეს თავიანთი ქვეყნის კონტაქტებს IAEA-სთან (ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო), ასევე ირანის ქმედებების ტრანსპარენტულობას არაანგაჟირებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ.

კონფერენციის დროს წარმოდგენილი იქნა ზოგიერთი ცნობები, რომლებიც ნაკლებად ცნობილია ფართო აუდიტორიისთვის. ასე მაგალითად, ამჟამად ირანი არის რეგიონის ელექტროენერგეტიკული ფლაგმანი, რომლის ”აკვატორიაშიც” თანდათან შედიან არა მარტო უახლოესი მეზობლები, არამედ ინდოეთი და რუსეთი. ელექტროენერგიის დადგმული სიმძლავრე ირანში 53000 მეგავატია, ხოლო მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზთა ჯამური სიგრძე 10000 კმ-ია.

ოდნავ სხვანაირად დაისვა აქცენტები სტრატეგიული განვითარების მოდელირების ცენტრის პირველი ვიცე-პრეზიდენტის, გრიგორი ტროფიმჩუკის გამოსვლაში, რომელიც პლენარული სხდომის ბოლოსკენ გაიმართა,. ტროფიმჩუკმა აღნიშნა, რომ განხილვის შედეგად იქმნება ზედმეტად უზრუნველი სურათი, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩვენი ქვეყნები ახალი გამოწვევების წინაშე დგანან - როგორც ეკონომიკაში, ასევე პოლიტიკაში. და მარტივი, კარგად ჩამოყალიბებული პასუხების გარეშე არავითარი გარღვევა რა იქნება. გარკვეული ძალები ცდილობენ მოსკოვი ნებისმიერი მეთოდით აიძულონ ირანთან ურთიერთობა გაწყვიტოს - იმისთვის, რომ შემდეგ თეირანს ხელები გადაუგრიხონ. ირანი და რუსეთი ამჟამად ერთმანეთის მიმართ, შესაძლოა, ყველაზე ახლო ქვეყნები არიან,რადგან მათ მიმართ ხორციელდება თანმიმდევრული ზეწოლა დასავლეური სტრუქტურების მიერ.

არავითარი სრულფასოვანი რუსულ-ირანული ეკონომიკური ურთიერთობა არ იქნება მათ შორის საერთო პოლიტიკური პლატფორმის შექმნის გარეშე. ამასთან, ირანის შესახებ ნაკლებია საჭირო ინფორმაცია, როგორც რუსეთში, ასევე ევროპაში. ციფრები და დიაგრამები ვერ ახდენენ საზოგადეობის ცნობიერებაზე გავლენას, მაშინ როცა ირანის უძველესი და თვითმყოფადი კულტურის ადეკვატურ წარმოდგენას თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით შეუძლია მნიშვნელოვანი ეფექტი იქონიოს.

უნდა ითქვას, რომ გ. ტროფიმჩუკის გამოსვლა არაპირდაპირი, მაგრამ ამისდა მიუხედავად, ერთობ პრინციპული დისკუსიის საგანი გახდა, რომლის შედეგების მიხედვით შეუძლებელია გარკვეული დასკვნები არ გამოვიტანოთ. ყურადღებას იქცევს არა მხოლოდ ლოგიკა, არამედ არგუმენტების თანმიმდევრობა, რომლებიც მის მიერ გამოთქმული იდეების ალტერნატივად წამოაყენეს. ასე მაგალითად, შეკრებილთა ყურადღება მიაპყრეს იმას, რომ ირანი და რუსეთი არა მარტო პარტნიორები არიან, არამედ კონკურენტებიც, განსხვავებული (ლამის დაპირისპირებული) ინტერესებით მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. ასევე იმასაც, რომ რუსულ-ამერიკული ურთიერთგაგებას და თანამშრომლობას, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში, ვერსად გავექცევით.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ ამგვარი აზრები, როგორც მინიმუმ, უფრო კრიტიკულ განხილვას საჭიროებენ, როგორც ბოლო დროის ”ენერგეტიკული განვითარების”, ასევე პრეზიდენტის და პრემიერის გამონათქვამების კონტექსტში, რომლებიც ხაზს უსვამენ ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან მრავალმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას. ეს აზრები არაორაზროვნად მიუთითებენ იმ ექსპერტულ ”უზრუნველყოფის” დონეზე, რომელიც შეიძლება გაწიონ იმ ადამიანებმა, ვინც ექსპერტულად ემსახურებიან რუსეთის აღმოსავლური პოლიტიკის ვექტორს... განვაზოგადოთ: პირველმა დღემ შედეგიანად ჩაიარა. 10 აპრილს დანიშნულია სამი მრგვალი მაგიდა, რომელთაგან თითოეული შეიძლება საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდეს.

გამომსვლელები:

მაჰდი სანაი, ისლამური საბჭოს მაჯლისის დეპუტატი, რუსეთ-ირანის ურთიერთობების განმტკიცების საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი, თეირანის უნივერსიტეტის პროფესორი - რუსეთ-ირანის თანამშრომლობის საერთაშორისო ასპექტები.

ჰაფეზ სალიხოვი, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი, ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტთან ურთიერთობის სადეპუტატო ჯგუფის კოორდინატორი - რუსეთსა და ირანს შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის სფეროში ეროვნული ინტერესების ჰუმანიტარული ორიენტირები.

ირინა კარაპეტიანცი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის პრორექტორი საერთაშორისო საქმიანობაში - რუსეთის და ირანის საგარეო და შიდა პოლიტიკის ჰუმანიტარული ასპექტები.

აბუზარ ებრაჰიმი ტორკამანი, რუსეთის ფედერაციაში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოსთან არსებული კულტურული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი - ენერგეტიკა და ზოგადკულტურული თანამშრომლობა.

კიმ კოშევი, აზიის და აფრიკის ხალხებთან სოლიდარობის და თანამშრომლობის საზოგადოების ხელმძღვანელი - საერთაშორისო არასამთავრობო საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციების ადგილი და როლი რუსეთს საგარეო პოლიტიკაში.

და სხვები.

09-10.04 რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია ”რუსეთ-ირანის ენერგეტიკული თანამშრომლობა: ჰუმანიტარული სტრატეგიები”. კონფერენციის ორგანიზატორებია: რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტი, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო რუსეთის ფედერაციაში, VII საერთორუსული ენერგეტიკული ფორუმი ”რუსეთის სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსი XXI საუკუნეში”.

კონფერენციის პროგრამა

09.04.2009: პლენარული სხდომა, მიღება კონფერენციის გახსნის აღსანიშნავად.

10.04.2009: სექციების სხდომები

სექცია 1: ”რუსეთ-ირანის ენერგეტიკული თანამშრომლობა მსოფლიო პოლიტიკის სივრცეში და საზოგადოებრივ ცნობიერებაში”;

სექცია 2: ”რუსეთ-ირანის თანამშრომლობა კასპიის აუზში: თანამშრომლობის რეგიონული და გლობალური დონეები”;

სექცია 3: ”რუსეთის და ირანის ენერგეტიკული პროექტების ჰუმანიტარული განზომილება”. პლენარული სხდომის ფარგლებში, რომელიც გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა ეფიმ პივოვარმა, გამოვიდნენ:

მოჯტაბა ქარამი, რუსეთში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მრჩეველი

ოლეგ აკულინიჩევი, რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული რუსეთ-ირანის საქმიანი საბჭოს გენერალური დირექტორი

ისრაფილ ახმედოვი, რუსეთში აზერბაიჯანის საელჩოს მრჩეველი ეკონომიკის დარგში

ანდრეი ერემინი, ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქი (მოსკოვი)

ვიქტორ მუროგოვი, მოსკოვის საინჟინრო-ფიზიკური ინსტიტუტის ბირთვული განათლების საერთაშორისო ცენტრის დირქტორი, IAEA-ს გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე

ირინა კარაპეტიანცი, რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის პრორექტორი საერთაშორისო საქმიანობაში

მაჰდი სანაი, ისლამური საბჭოს მაჯლისის დეპუტატი, რუსეთ-ირანის ურთიერთობების განმტკიცების საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი

ჰაფეზ სალიხოვი, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი, ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტთან ურთიერთობის სადეპუტატო ჯგუფის კოორდინატორი

აბუზარ ებრაჰიმი ტორკამანი, რუსეთის ფედერაციაში ირანის საელჩოსთან არსებული კულტურული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი

კიმ კოშევი, აზიის და აფრიკის ხალხებთან სოლიდარობის და თანამშრომლობის საზოგადოების ხელმძღვანელი

გრიგორი ტროფიმჩუკი, სტრატეგიული განვითარების მოდელირების ცენტრის პირველი ვიცე-პრეზიდენტი

ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაციაში ასევე შედიოდნენ: შუაიბ ბაჰმანი (თავისუფალი ისლამური უნივერსიტეტის პროფესორი), საიედ ემადე ჰოსეინი (ისლამური საბჭოს მაჯლისის დეპუტატი), ჯაჰანგირ ქარამი (თეირანის უნივერსიტეტის პროფესორი).

ირანის დელეგაციის წარმომადგენლებმა აცნობეს დისკუსიის მონაწილეებს იმ სამუშაოს შესახებ, რომელიც ტარდება ირანელი მეცნიერების მიერ ენერგეტიკული პროგრამების ფარგლებში, მისი ტექნოლოგიური ეტაპების ტრანსპარენტულობის შესახებ, რომლებიც იმყოფებიან საერთაშორისო სტრუქტურების კონტროლის ქვეშ.

კერძოდ, მრჩეველმა მ. ქარამიმ განაცხადა:

”ენერგეტიკის პრობლემა გადაიქცა ერთ-ერთ საჭირბოროტო საკითხად. ენერგეტიკის როლი გასცდა მხოლოდ ეკონომიკური პრობლემის ფარგლებს და გახდა საერთაშორისო პოლიტიკის ფაქტორად. ირანის ისლამურ რესპუბლიკას და რუსეთის ფედერაციას, როგორც გაზის და ნავთობის ორ უმსხვილეს მწარმოებელს, შეუძლიათ ურთიერთქმედების ახალი საფუძველი შექმნან. ამასთან პრაქტიკული თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროები უნდა იყოს გააქტიურებული.

ორი ქვეყნის მეცნიერების ინტელექტუალურმა მუშაობამ უნდა მოიტანოს ფასწარმოქმნის და ნახშირწყალბადების ინფრასტრუქტურის აგების ახალი წესები, წინააღმდეგ შემთხვევაში სატრანზიტო სახელმწიფოების როლი უფრო დიდი გახდება, ვიდრე მწარმოებელი ქვეყნებისა”.

ასევე ირანის დელეგაციის წარმომადგენლების მიერ აქცენტი გაუკეთდა შემდეგ მომენტებს: ”რუსეთი აშენებს ირანში ატომურ სადგურს, მაგრამ, სამწუხაროდ, დიდწილად არ ასრულებს თავის თავზე აღებულ ვალდებულებებს, რაც აიძულებს ირანს ეძიოს საკუთარი შესაძლებლობები, რაც გარანტიას მისცემს პროექტის გეგმიურ განვითარებას.

ჩვენ გავააქტიურებთ ურთიერთობებს არაბულ სამყაროსთან.

რაც შეეხება, ბაჰრეინს, რომელზეც საუბრობდა ქ-ნი მელკუმიანი. ირანის პოლიტიკა ეფუძნება სხვა ქვეყნების საზღვრების პატივისცემას. ირანს არ გააჩნია ტერიტორიული პრეტენზიები არც ერთ მეზობელთან. ბაჰრეინზე გამოთქმული აზრი ეკუთვნოდა ერთ-ერთ მეცნიერს, ამიტომ არ შეიძლება პროპაგანდის აგება ირანის წინააღმდეგ კერძო პირის ცალკეულ აზრზე”.

დისკუსიის დროს, რომელიც 1 სექციის ფარგლებში გაიმართა, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ირანის სექტორის მეცნიერ-თანამშრომელმა ვლადიმერ საჟინმა შემდეგ განაცხადა:

”იქმნება შთაბეჭდილება, რომ ირანი მაგატე-ს კატა-თაგვობანას ეთამაშება. თეირანს არ აქვს არავითარი საფუძველი ეჭვი შეიტანოს რუსეთის მიერ თავისი ვალდებულებების შესრულებაში ერთობლივი ენერგეტიკული პროექტის ფარგლებში. ამასთან ირანი მიდის სრული ბირთვული ციკლის შექმნის საკუთარი პროექტის გზით.

გაუჰებარია ირანის მხრიდან აქტიურობა პოლონიუმ-210 საკითხში, რომელიც - თუკი ჩვენ ვსაუბრობთ მშვიდობიან მიზნებზე - შეიძლება გამოყენებული იქნას მხოლოდ ვიწრო დანიშნულებით, კოსმოსურ პროგრამებში, რომელბიც თეირანს ჯერჯერობით პრაქტიკულად არ გააჩნია, თუ არ ჩავთვლით ერთადერთ თანამგზავრს. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ბერილიუმთან ერთად პოლონიუმი იძენს სამხედრო დანიშნულებას.

ირანი მიდის საკუთარი ბირთვული იარაღის შექმნის გზით. რაც შეეხება ამგვარი იარაღის მიზნამდე მიტანის საშუალებებს, ირანის სარაკეტო პროგრამა ირიბად ამტკიცებს ბირთვული პროგრამის არსებობას. ირანის ჯიუტი სურვილი არ შეასრულოს საერთაშორისო ორგანიზაციების რეზოლუციები შეშფოთებას იწვევს.

თეირანის მიერ თავისი მიზნების მიღწევის შემთხვევაში მსოფლიოს მრავალი რეგიონი ქაოსის მდგომარეობაში ჩავარდება, რაც ირანის ხელმძღვანელობას კიდევ უფრო ნაკლებად დამჯერეს გახდის. ირანის ატომური ბომბი შანტაჟის და მუქარის მთავარი იარაღი გახდება. მსოფლიო საზოგადოება ვერ იქნება კმაყოფილი ამგვარი სიტუაციით”.

ამ მოხსენების კვალობაზე გამართული დისკუსიის დროს ირანის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს გამოსვლა პროვოკაციული იყო და არ შეესაბამებოდა მიმდინარე კონფერენციის სულისკვეთებას.

ამასთან დაკავშირებით CMSR აფიქსირებს პოზიციას:

ვ. საჟინის გამოსვლა წარმოადგენს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის აღმოსავლეთ ევროპაში განლაგების ირიბ მოტივაციას. მოხსენების თეზისები იმეორებენ თეთრი სახლის არგუმენტაციას, რომელიც არაერთხელ აცხადებდა, რომ ობიექტები პოლონეთში და ჩეხეთში მიმართული არიან არა რუსეთის ფედერაციის, არამედ ირანის წინააღმდეგ. ამ მომენტიდან ამერიკის ადმინისტრაციას შეუძლია მოიყვანოს არა საკუთარი სუბიექტური მონაცემები, რომლებიც ასაბუთებენ რთს-ს განლაგებას აღმოსავლეთ ევროპაში, არამედ რუსი მეცნიერების ავტორიტეტული თვალსაზრისიც. ამგვარი პოზიციის არსებობა რუსული სამეცნიერო თანამეგობრობის შიგნით მაქსიმალურად გაართულებს რუსეთის ხელმძღვანელობის მოქმედებას, მიმართულს აღმოსავლეთ ევროპაში NATO-ს მესამე პოზიციური რაიონის შექმნის წინააღმდეგ.