ქვეყანათმცოდნეობა

თვალთმაქცობა და სიცრუე, როგორც ცხოვრების წესი

საფრანგეთის პრეზიდენტის მეუღლემ კარლა ბრუნიმ ახლახანს ხელი მოაწერა პეტიციას ირანის ხელისუფლების მიმართ და დაწერა ღია წერილი ირანელი ქალის,

საქინე აშთიანის დასაცავად, რომელსაც ჯერ კიდევ 2006 წელს მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა ქმრის მკვლელობაში მონაწილეობისთვის და ღალატისთვის.

ამ წერილში კარლა ბრუნი ამბობს: „რატომ უნდა დაღვარონ მათ თქვენი სისხლი და დატოვონ თქვენი ბავშვები ობლად? იმიტომ რომ თქვენ ცხოვრობდით, გიყვარდათ, იმიტომ რომ თქვენ ქალი ხართ და ირანელი? მთელი ჩემი არსება უარს ამბობს ამის აღიარებაზე“.

პასუხად ერთ-ერთმა ირანულმა გაზეთმა საფრანგეთის პირველ ლედის „მეძავი“ და ამორალური ქცევის ქალი უწოდა, ისევე როგორც ცნობილ მსახიობს იზაბელ აჯანის, რომელმაც ასევე მოაწერა ხელი შეწყალების პეტიციას. თუმცა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეეცადა დიპლომატიური სკანდალის მოგვარებას და დაგმო პუბლიკაცია, როგორც ისეთი, რომელთანაც ირანის ხელისუფლებას საერთო არაფერი აქვს. მაგრამ გაზეთმა ორი დღის შემდეგ კვლავ გაიმეორა თავისი ბრალდებები საფრანგეთის პრეზიდენტის მეუღლის მიმართ.

შევეცადოთ როგორღაც გავერკვეთ ამ სიტუაციაში. რა თქმა უნდა, ჩვენთვის, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის, მიუღებელია დასჯის ისეთი მეთოდი, როგორიცაა ქვებით ჩაქოლვა, რომელიც, სხვათა შორის, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში კი არ არის მოგონილი, არამედ ნახსენებია და გაწერილია შარიათის კანონებში. სხვათა შორის, ირანის სასამართლო ორგანოებს ძალიან იშვიათად გამოაქვთ ამგვარი განაჩენი, ამ შემთხვევაში კი ხელისუფლებამ შეაჩერა მისი აღსრულება და განიხილება შეცვლის შესაძლებლობა (ესეც რომ არ მიეწეროს „დასავლეთის ზეწოლას“, შეგახსენებთ, რომ განაჩენი ჯერ კიდევ 2006 წელს არის გამოტანილი). მაგრამ ამჟამად მკითხველის ყურადღების შეჩერება სხვა საკითხზე გვსურდა, კერძოდ, თვალთმაქცობის და ტყუილის იმ საშიშ დონეზე, რომელმაც პირდაპირ გამსჭვალა ე.წ. „ცივილიზებული ქვეყნების“ მთელი ცხოვრება. ამ ისტორიამდე რამდენიმე თვით ადრე, კარლა ბრუნი ხმაურიან სკანდალში გაეხვა, როცა ვიდეოჰოსტინგის საიტ Youtube-ზე დაიდო ვიდეო, რომელშიც იგი მსჯელობს სექსის შესახებ ოთხ ენაზე. ჩანაწერი, რომელიც საფუძვლად დაედო ამ ვიდეოს, პირველად ნაჩვენები იქნა 1996 წელს ერთ-ერთ ევროპულ არხზე. ამ გადაცემაში საფრანგეთის მომავალი პირველი ლედი იღებს ხელჩანთიდან გზამკვლევებს რამდენიმე ენაზე და ამბობს შემდეგ სიტყვებს: „ჩვენ გვჭირდება ასეთი წიგნი, რადგან ვმოგზაურობთ მთელ მსოფლიოში, ყოველდღე ვხვდებით ახალ ადამიანებს. და უნდა ვიცოდეთ, რა უნდა ვუთხრათ მათ, თუ ერთად ლოგინში აღმოვჩნდებით“... და შემდეგ: „მაგალითად, თუკი თქვენ შეხვდით გერმანელს და გინდათ უთხრათ მას: შენ მე ძლიერ აღმაგზნებ“, თქვენ ამბობთ: "Sie erhalten mich sehr heiss". ახალ ვიდეოში, რომელიც 2010 წელს გამოქვეყნდა, საუბარია იმ ცნობილ ადამიანებზე, რომლებთანაც კარლა ბრუნის ინტიმური ურთიერთობები ჰქონდა და ნახსენებია მისი ცნობილი განცხადება, რომელიც მან გააკეთა 2007 წელს: „მონოგამია ჩემთვის მოსაწყენია“.

ჩვენ, ისევ და ისევ ქრისტიანული მოსაზრებების გამო, არ დავიწყებთ საკუთარი სახელით მის განსჯას წარსული ცოდვების გამო, თუმცა კი ის საჯარო პირია. მაგრამ ამ ქალბატონის პოლიტიკური (ზემოთ ნახსენები წერილი კი უდავოდ პოლტიკურია) და „ჰუმანური“ განცხადებები უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდება და გვაიძულებს, ახლადგამომცხვარი „უფლებადამცველის“ არცთუ უმწიკვლო წარსული გავიხსენოთ. სახეზეა ჩვეული დასავლური თვალთმაქცობა, როცა ახალი იმიჯის ფორმირების მცდელობისას ყველა დასაშვები თუ დაუშვებელი მეთოდი გამოიყენება. ცხადია, რომ სწორედ წესიერი და გულჩვილი ქალის იმიჯის შესაქმნელად არის გაკეთებული ეს განცხადებები. ამასთან, მრჩეველები, რომლებმაც ქ-ნ ბრუნის ურჩიეს ამ თემაზე „გაეპიარებინა“ საკუთარი თავი, მეორე, უფრო მნიშვნელოვან მიზანსაც ისახავდნენ: კიდევ ერთხელ გაელანძღათ ირანი და მისი ხელისუფლება. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ რაღაც არ გვახსოვს კარლას გულწრფელი მონანიება ძველი ცხოვრების წესის გამო და ამ წესის დაგმობა. ვერ ვიხსნებთ, რომ მას მიემართოს იმ ქვეყნის ახალგაზრდობითვის, რომლის ”პირველი ლედი” თავად არის, და სხვა ევროპული ქვეყნების ახალგაზრდებისთვის, რომ არ არის მოსაწონი უწესრიგო სექსუალური ცხოვრება, ლოგინში ჩახტომა პირველ შემხვედრთან და ამისთვის ფრაზების დასწავლა ლამის მთელი მსოფლიოს და ევროპის ენებზე. ვერ ხერხდება იმ ფაქტის აღმოჩენაც, რომ მას მიემართოს ღია წერილით, ვთქვათ, ამერიკის ხელისუფლებისთვის, რომ ამ უკანასკნელმა შეაჩეროს სიკვდილით დასჯის პროცედურა, მაგალითად, ქალების, არასრულწლოვანების და გონებრივად ჩამორჩენილების მიმართ.

ეს ყველაფერი გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ, სამწუხაროდ, ისევ საქმე გვაქვს ჩვეულ თვალთმაქცობასთან და ფარისევლობასთან, რომლებიც ბრწყინვალედ აითვისა დასავლეთის ქვეყნების მმართველმა კლასმა. ამგვარი მიდგომა კი მოდის საოცარ კონტრასტში იმავე ირანის ხელმძღვანელობის ქცევის სტილთან და აზროვნებასთან, რომელიც ცდილობს საერთაშორისო ურთიერთობებში დაამკვიდროს ახალი პარადიგმა: სამართლიანობა, მორალის და რელიგიის ფასეულობები, მაგრამ არა ფარისევლურად გაგებული, არამედ რეალურად ცხოვრებაში გატარებული. ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ იწვევს ირანის ისლამური რესპუბლიკა დასავლეთის მმართველი წრეების ესოდენ დიდ გაღიზიანებას, არის სწორედ იმ პოლიტიკური დისკურსის სიახლე, რომელსაც მსოფლიოს სთავაზობს ეს ქვეყანა. ამგვარი მიდგომა ძირს უთხრის დასავლური პროპაგანდის და მას-მედიის მიერ დანერგილ მითებს „დემოკრატიის“ და „ადამიანთა უფლებების“ შესახებ, რაც არაფერია სხვა, თუ არა თვალთმაქცობა და სხვა ქვეყნების ნეოკოლონიური დამონების საშუალება. ამიტომაც დასავლურმა პროპაგანდამ უკანსაკნელ წლებში თავს დაატეხა თავის მოქალაქეებს და მთელი მსოფლიოს მოსახლეობას ირანის შესახებ ნეგატიური ინფორმაციების მეგატონები. აურზაურიც ამ უბედური ქალის ირგვლივ ამ მიზნით გამოიყენება, რაც ჩანს თუნდაც იქიდან, რომ ანალოგიური და უფრო მკაცრი სასჯელები, რომლებიც გამოაქვთ სხვა მუსულმანურ ქვეყნებში, ოღონდ აშშ-ს და ევროპის მოკავშირეებში, თითქმის უყურადღებოდ რჩება „ცივილიზაციის“ დამცველი „რაინდების“ მხრიდან.