რატომ ალაპარაკდა პუტინი საქართველოს შესახებ

რუსული ტელერადიოკომპანიებისა და ბეჭდვითი მედიის მთავარ რედაქტორებთან ვლადიმერ პუტინის შეხვედრაზე მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა და სავარაუდოდ, რუსეთის მომავალმა პრეზიდენტმა, მოულოდნელად საქართველოზე ჩამოაგდო სიტყვა.

საქართველო და აშშ-ირანის შესაძლო ომი

როგორც ცნობილია, ბოლო თვეებში მწვავდება სიტუაცია ირანის გარშემო, რომელსაც დასავლეთის რამდენიმე ქვეყანა, აშშ-ს მეთაურობით, ბირთვული იარაღის შექმნის საიდუმლო მცდელობაში ადანაშაულებს. თუმცა თეირანის „ბოროტი განზრახვების“ არავითარი დამადასტურებელი საბუთი არ წარმოდგენილა, აშშ-ს ადმინისტრაცია მაინც ახროციელებს ძლიერ ზეწოლას ევროკავშირის ქვეყნებზე და აზიის სახელმწიფოებზე, რათა მათ გაწყვიტონ ირანთან კონომიკური კავშირები, კერძოდ, უარი თქვან ირანული ნავთობის შეძენაზე.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტ-საჭადრაკო პარტია: ძლიერი სვლა – სუსტი სვლა – ძლიერი სვლა...

ევრაზიის ინსტიტუტმა არაერთხელ მისცა შეფასება ბ.ივანიშვილის ამა თუ იმ მოქმედებას პოლიტიკურ არენაზე და, ბუნებრივია, განაგრძობს ვითარებაზე დაკვირვებას. ენერგიული და არასტანდარტული დასაწყისის შემდეგ ივანიშილმა ერთგვარი „დამუხრუჭება“ და ინიციატივის ხელიდან გაშვება იწყო. მისი ცალკეული ნაბიჯების კრიტიკული ანალიზი ჩვენს საიტზე საკმარისადაა წარმოდგენილი. მაგრამ ევრაზიის ინსტიტუტი არ ეწევა კრიტიკას კრიტიკის მიზნით, არამედ შეძლებისდაგვარად ცდილობს რეკომენდაციების შემუშავებას.

ჩინეთი და იაპონია სავალუტო შეთანხმებას ამზადებენ

მუდმივი კონკურენტები პარტნიორები ხდებიან: პეკინი და ტოკიო ერთობლივ სავალუტო შეთანხმებას გეგმავენ, რომელიც, სავარაუდოდ, უზარმაზარ გავლენას იქონიებს აზიის ეკონომიკაზე.

მედვედევმა საქართველო რუსეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნად აღიარა

რუსეთის პრეზიდენტ მედვედევის საკმაოდ პირდაპირი სიტყვები იმის შესახებ, რომ რუსული ჯარების შეყვანა სამხრეთ ოსეთში 2008 წლის ზაფხულში სამშვიდობოებისა და ადგილობრივი მოსახლეობის დაცვის გარდა, მიზნად ისახავდა, ნატოში რუსეთის „ზოგიერთი პარტნიორისათვის“ იმის გაგებინებას, რომ „მანამ, სანამ ალიანსის გაფართოების გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ნაფიქრი უნდა იყოს გეოპოლიტიკურ სტაბილობაზე“, ნიშნავს ერთს – მოსკოვისთვის სულ ერთი არ არის, რა გზას დაადგება საქართველო.

კახა ბენდუქიძის „გამონათების“ არასაკმარისი ფაქტები

კახა ბენდუქიძე ალბათ ერთადერთი პიროვნებაა ამჟამად ცოცხალი ქართული სახელისუფლებო ელიტის წარმომადგენლების რიგებიდან, რომელსაც შეიძლება პიროვნება ვუწოდოთ და თან, საინტერესო პიროვნება.

პროექტი ივანიშვილი: კითხვები, რომლებიც საზოგადოებას აწუხებს

ბ.ივანიშვილის პიროვნებისა და პოლიტიკური პერსპექტივების მიმართ ინტერესი საქართველოში არ ცხრება. ეს ინტერესი დროის განმავლობაში მხოლოდ გაიზრდება. რამდენიმე შეკითხვა, რომლებიც ქართულ საზოგადოებრიობას აღელვებს, გაზეთ „ახალი თაობის“ ჟურნალისტმა დაუსვა ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელს გულბაათ რცხილაძეს.

ბ.ივანიშვილის შეხვედრა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

სასტუმრო „მერიოტში“ გამართულმა შეხვედრამ, რომელსაც ამ სტრიქონების ავტორიც ესწრებოდა, გარკვეული სუბიექტური შთაბეჭდილებები დატოვა და ზოგიერთ საკითხზე წარმოდგენა შექმნა.

ივანიშვილი ხალხს აშკარად მოსწონს, თუმცა...

ორი ვრცელი წერილობითი განცხადება, დიალოგი ოპოზიციურ პოლიტიკოსებთან, შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან, ორი-სამი ინტერვიუ უცხოელი და ქართველი ჟურნალისტებისთვის, ახლა კი პრესკონფერენცია, რომელმაც უზარმაზარი ინტერესი გამოიწვია ჟურნალისტურ წრეებში.

ქართული საზოგადოებრიობა მზად არის სააკაშვილის რეჟიმის შეცვლისა და რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებისათვის

ამგვარი დასკვნის გამოტანა შეიძლება საქართველოს პოლიტიკისა და საზოგადოებრივი სექტორის წარმომადგენლების შეხვედრის შედეგების მიხედვით, რომელიც საქართველოს ხალხების მსოფლიო კონგრესისა (პრეზიდენტი – ალექსანდრე ებრალიძე) და პარტია თავისუფალი საქართველოს (თავმჯდომარე – კახა კუკავა) თანამშრომლობის საფუძველზე შედგა 2011 წლის 25 – 26 ოქტომბერს ბრიუსელში, სასტუმრო Royal Windsor-ში. ქართული მასმედია, როგორც ყოველთვის, იუწყება მხოლოდ მეორეხარისხოვანზე და მხედველობიდან უშვებს მთავარს – ამა თუ იმ ღონისძიების შინაარსობრივ ნაწილს, არ აკეთებს მომხდარის ანალიზს. ჩვენ ჩვენი მხრივ შევეცდებით, მოკლედ და ლაკონურად შევავსოთ ეს სიცარიელე, ყურადღების მხოლოდ მთავარზე გამახვილების გზით.