"ზილი", როგორც არშემდგარი „ავრორა“

23 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სატელევიზიო მრავალსერიანი „დოკუმენტური“ ფილმის „სახიფათო კავშირები“ მორიგი სერია წარმოადგინა. პირველი სერია 2007 წლის ნოემბერში იხილა ტელემაყურებელმა, და მას შემდეგ სერიალი წარმატებით გადის ქართული ტელეარხების (ძირითადად „რუსთავი2-ის“) ეკრანებზე.

კოკოითი და სააკაშვილი - რომელი წავა მესამე „წრეზე“?

დაძაბული ვითარება შეიქმნა „სამხრეთ ოსეთის“ დედაქალაქ ცხინვალში. როგორც ცნობილია, პრეზიდენტად წოდებული ედუარდ კოკოითი უკვე ორჯერ იყო არჩეული ამ თანამდებობაზე - 2001 და 2006 წლებში - და ამა წლის შემოდგომაზე მას უფლებამოსილებანი ეწურება. ამავე დროს, „სამხრეთ ოსეთის“ კონსტიტუცია არ ითვალისწინებს ერთი და იმავე პიროვნების სამჯერ ზედიზედ არჩევას პრეზიდენტად.

გულბაათ რცხილაძე: ჩერქეზთა გენოციდის აღიარება საქართველოსთვის მხოლოდ უარყოფითი შედეგის მომტანია

ქართულ საზოგადოებაში არსებული აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა ცოტა ხნის წინათ “რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარების შესახებ” რეზოლუციის პროექტი დაამტკიცა და ამ ნაბიჯით 1763-1864 წლებში ჩერქეზთა წინააღმდეგ ეთნიკური ნიშნით განხორციელებული გენოციდი ოფიციალურად აღიარა.

საქართველოს პარლამენტის მიერ “ჩერქეზთა გენოციდის” აღიარების მიზეზები და შესაძლო შედეგები

აშკარაა, რომ საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების მიერ ინიცირებული ჩერქესული წარმოშობის ხალხთა ე. წ. გენოციდის თემის განხილვა სახელმწიფო სტრუქტურების დონეზე და ამ ე. წ. გენოციდის ოფიციალური და საზეიმო აღიარება პარლამენტის მხრიდან განპირობებულია საქართველოსა და რუსეთს შორის ამჟამად არსებული ურთულესი სიტუაციით. საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს გამოუცხადა ერთგვარი “ცივი ომი”, უკვე დიდი ხანია, ხელისუფლების წარმომადგენლები რუსეთის მუდმივ ოპონენტებად იქცნენ, რაც ხშირ შემთხვევაში ელემენტარული დიპლომატიური ეთიკის ფარგლებსაც კი სცილდება.

რუსეთი მტრის ის ხატია, რომელზეც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც წარმატებით ითბობს ხელს

რუსეთის თემა რომ ამ ხელისუფლების მთავარი მამოძრავებელია, არ-ახალია. დიდი მეზობელი ნეგატიურ გრძნობებს აღძრავს საქართველოს ხელისუფალთა გონებაში, თუმცა აღძრავს თუ არა, საკითხავია, ვინაიდან სწორედ ამ ნეგატივს ეფუძნება საქართველოს მმართველთა არსებობა.

აშშ-მ 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - ფარსად გადააქცია

სამწუხაროდ, მოვლენები სწორედ ჩვენი პროგნოზების შესაბამისად განვითარდა - ოპოზიციის მცდელობამ, ჩაეშალა 26 მაისის სამხედრო აღლუმი, ხელისუფლების ერთადერთი რეაქცია გამოიწვია - მიტინგი დაუნდობლად იქნა დარბეული. გამართლდა ჩვენს მიერ გაკეთებული მეორე პროგნოზიც: სამწუხაროდ, ხელისუფლების ძალოვანი ქმედებები დღეს მოსახლეობის ისეთსავე მასშტაბურ რეაქციას აღარ იწვევს, როგორც ეს იყო ორიოდე წლის წინათ. ამის მიზეზი ბევრია, ჩვენ მათზე არა ერთხელ შევჩერდით, ახლა კი სხვა რამეზე იქნება საუბარი.

ეროვნული სირცხვილი სახელად „შერონობა“

იმას, რაც შაბათ-კვირას „ეროვნული არხების“ ეთერში და თბილისის ცენტრალურ ადგილებში ხდებოდა, არ შეიძლება სხვა სახელი დაერქვას, თუ არა ეროვნული სირცხვილი. არის ასეთი ჟარგონული სიტყვაც - „ქაჯობა“. ამ სიტყვას ხმარობენ ე.წ. პროვინციელის აღსანიშნავად, რომელიც „ელიტარულ“ საზოგადოებაში მოხვედრას ცდილობს.

გერმანია ატომურ სადგურებს ხურავს

გერმანიის მთავრობამ, რომელიც ქრისტიან-დემოკრატებისგან, ქრისტიან-სოციალისტებისგან და თავისუფალი დემოკრატებისგან შედგება, მიიღო გადაწყვეტილება 2022 წლისთვის მთლიანად გააჩეროს ქვეყანაში არსებული 17 ატომური რეაქტორი.

“უმაღლესი ინსტანციების” უმოქმედობის პირობებში მ.სააკაშვილი საქართველოს ფარაონი ხდება

“უმაღლეს ინსტანციებში” პირობითად ვგულისხმობთ იმ ძალებს, რომლებსაც აქვთ მ.სააკაშვილისა და მისი რეჟიმის ნებისმიერ ქმედებებზე უპირობო გავლენა, ასევე მთავარი - ძალუძთ მისი ფიზიკური მოცილება. ეს ძალები ასივე პროცენტით საქართველოს გარეთ იმყოფებიან.

საქართველოს მთავარი კლოუნი "აღლუმს" "პრეობრაჟენსკის მარშის" ფანფარების ფონზე იბარებს

ხალხზე მიღწეული გამარჯვების შემდეგ საქართველოს მთავარი კლოუნი და შეთავსებით საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილი ამ წუთებში იღებს "სამხედრო აღლუმს", რომელზეც იგი გამოვიდა ცნობილი რუსული "პრეობრაჟენსკის მარშის" - პირველი აკორდების თანხლებით.