საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა პოლიტიკური ორიენტაციის გზაგასაყარზე

გლობალიზაციის პროცესიAთანამედროვე მსოფლიოსთვის შეუქცევადი ფორმით ხასიათდება, რაც სახელმწიფოებს ურთიერთდამოკიდებულს, ზოგ შემთხვევაში კი ურთიერთდაპირისპირებულ ძალებად წარმოაჩენს.

გლობალიზაციის ნეოლიბერალური ფორმულა საქართველოსთვის?

ნეოლიბერალიზმი, როგორც გვიანი მე-20 საუკუნის ფილოსოფია, ფაქტობრივად წარმოიშვა ეკონომიკის შესახებ არსებული ნეოკლასიკური თეორიების გავლენის შედეგად. თავად ცნება "ნეოლიბერალიზმი' სამეცნიერო ლიტერატურაში განმარტებულია, როგორც გლობალური საბაზრო ლიბერალიზმისა (კაპიტალიზმის) და თავისუფალი სავაჭრო პოლიტიკის განხორციელების საერთაშორისო ქსელი.

საქართველოს ახალი საგარეო პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილის საგარეო-პოლიტიკური პროგრამის ერთ-ერთ უმთავრეს გაცხადებულ მიმართულებას წარმოადგენს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დარეგულირება, დასავლური ორიენტაციის, მათ შორის, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრირების კურსის, შენარჩუნებით.

საქართველოს ახალი საგარეო პოლიტიკა

ვარდების რევოლუცია. შედეგები

"კავკასიური თანამშრომლობის" ვებ-გვერდი აქვეყნებს ქართველ ექსპერტთა მოხსენებას ე. წ. "ვარდების რევოლუციის" მიერ საქართველოსთვის მოტანილი შედეგების შესახებ - ანალიზი ფაქტებითა და სტატისტიკური მონაცემებით... ცნობისათვის: მოხსენება ბროშურის სახით გამოიცა ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. იგი ვრცელდება უფასოდ. ქართულენოვანი ვერსია გამოვა გაზეთ "ახალ თაობასთან" ერთად, 25 სექტემბერს.

ვარდების რევოლუცია. შედეგები

1812 წელი - ევრაზიული ცივილიზაციის გამარჯვება დასავლურ გლობალიზმზე

ორგანიზაციამ „ისტორიული მემკვიდრეობა“ 1812 წლის საფრანგეთ-რუსეთის ომს, რომელშიც ქართველმა სამხედროებმაც ისახელეს თავი, კონფერენცია - „1812 წლის სამამულო ომი და ქართველები“ - მიუძღვნა, რომელზეც ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძეც წარსდგა სიტყვით.

1812 წელი - ევრაზიული ცივილიზაციის გამარჯვება დასავლურ გლობალიზმზე

შეასრულებს 27 მაისის მიტინგი თავის დანიშნულებას?

თავისუფლების მოედანზე ჩატარებული მიტინგი, რომელიც კოალიცია „ქართული ოცნების“ ეგიდით გაიმართა, უდავოდ ერთ-ერთი უდიდესი იყო ბოლო წლების საპროტესტო აქციებს შორის. მასში მონაწილეთა რაოდენობა, სხვადასხვა შეფასებებით, 80-100 ათასის ფარგლებში მერყეობდა. ეს ნამდვილად შთამბეჭდავი ციფრია მილიონიანი ქალაქისთვის, თუმცა მომიტინგეთა შორის სხვა ქალაქებიდან ჩამოსულნიც იყვნენ (განსაკუთრებით - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური რაიონიდან).

ერთ–ერთი ოპოზიციური ლიდერი თუ სააკაშვილის საპირწონე?

27 მაისი, პოლიტიკური ლოგიკით, წყალგამყოფად უნდა ქცეულიყო. ხალხის რაოდენობით აღფრთოვანებული აქციის ორგანიზატორები ერთმანეთს ულოცავდნენ, თუმცა ამ ეიფორიაში საბოლოოდ სხვა პოზიტივის დასახელება მათაც გაუჭირდათ. აქციების კატეგორიული უარყოფის საპირისპიროდ კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ ჯერ თბილისში, შემდეგ კი რეგიონებში აქციათა სერია დაგეგმა. კითხვაზე, რა იყო (და იქნება) აქციების მიზანი, პასუხი ასე ჟღერდა: “ეს იყო საარჩევნო კამპანიის გახსნა და საინფორმაციო მიტინგი”.

„ნაცების“ დასჯის აუცილებლობა

მართალია, სააკაშვილის რეჟიმი ჯერ კიდევ ანგარიშგასაწევი ძალაა, რომელიც ყველაფერზე წავა ძალაუფლების შესანარჩუნებლად, მაგრამ 27 მაისის გრანდიოზულმა მიტინგმა, რომელიც სხვათა შორის, ერთი წლის წინანდელი მოვლენების ირიბ შედეგსაც წარმოადგენს, ცხადჰყო, რომ მას უკვე წყალი ჩაუდგა, ნებისმიერ შემთხვევაში ოქტომბრიდან სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი.

დავით გარეჯის საკითხის პერიოდული გამწვავების შესახებ

აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა, რომელთაც დავით გარეჯას სამონასტრო კომპლექსის ნაწილი დაიკავეს, ქართული საზოგადოების მძაფრი პროტესტების შემდეგ დატოვეს მონასტრის ტერიტორია, სიტუაცია შედარებით დამშვიდდა, მართლმადიდებელ ბერებსა და მორწმუნეებს, ისევე როგორც ტურისტებს, კვლავ შეუძლიათ, მშვიდად გადაადგილდნენ მონასტრის ტერიტორიაზე.

რას მოასწავებს ივანიშვილთან ამერიკელი მცველების გამოჩენა?

დაახლოებით ბოლო ორი თვეა, რაც ქართველი ტელემაყურებლები ივანიშვილის გარემოცვაში რეგულარულად ხედავენ ძლიერ აფროამერიკელ „სეკიურიტებს“. ჩვენ სპეციალურად ვაკეთებთ აქცენტს სიტყვებზე - „ტელემაყურებლები“, „აფროამერიკელები“.