ანონსი: ნაციზმზე გამარჯვება: დროებითი თუ საბოლოო გამარჯვება?– ებრაელი რაბინის ხედვა

ანონსი: ნაციზმზე გამარჯვება: დროებითი თუ საბოლოო გამარჯვება?– ებრაელი რაბინის ხედვა

,,ნაციზმზე გამარჯვება 1945-ში: დროებითი თუ საბოლოო გამარჯვება? – ებრაელი რაბინის ხედვა“. ეს პირობითი სახელწოდებაა ევრაზიის ინსტიტუტის მიერ დაგეგმილი ღონისძიებისა, რომელიც უნდა განხორციელდეს 2015 წლის 12–13 მარტს თბილისში, ქართული აუდიტორიისთვის. ღონისძიება მოიცავს ცნობილი რაბინის, ე.წ. ხაბადური ხასიდიზმის წარმომადნელის, იგაელ იეჰუდის ლექციას დღევანდელ მსოფლიოში ნაცისტური იდეოლოგიის რეციდივების მიზეზებსა და გამოვლინებებზე, აბრაამიტული რელიგიების ფასეულობების წინააღმდეგ მიმდინარე შემოტევასა და რელიგიურ-ეროვნული იდენტურობის შენარჩუნების პერსპექტივებზე.

  რაბინი იგაელ იეჰუდი თეოლოგიური საკითხების გარდა, ისტორიის ბრწყინვალე მცოდნეა, იგი წარმოშობით  ბელარუსიდან არის, მრავალი წლის მანძილზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ისრაელშიც. ასეთი ებრაელი ორიგინალური მოაზროვნის წარდგენა ფართო ქართული საზოგადოების წინაშე  განსაკუთრებული მოვლენაა და უდავოდ დიდ ინტერესს გამოიწვევს.

  შეხვედრები იგაელ იეჰუდისთან გაიმართება 12 მარტს 13 საათზე სასტუმრო "ვერე–პალასში" (ქუჩიშვილის ქ. 22–24), 13 მარტს 10:30 საათზე "რია–ნოვოსტის" სტუდიაში (გრიბოედოვის სახელობის თეატრის შენობა) და იმავე დღეს 12:00 საათზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში (ჩარგლის ქ. 73).

Publish the Menu module to "offcanvas" position. Here you can publish other modules as well.
Learn More.