ნარმანიას იძულებითი პატარა საცხრამაისო საჩუქარი თბილისს

ნარმანიას იძულებითი პატარა საცხრამაისო საჩუქარი თბილისს

 როგორც იქნა, თბილისის ერთ-ერთი ულამაზესი ხიდი – მარჯანიშვილის, ისევ ძველებურად ლამაზია.

შეგახსენებთ: 2014 წლის აგვისტოში „ნაციონალების“ ვანდალებმა მოაჯირი რამდენიმე ადგილზე საქართველოსადმი არამეგობრულად განწყობილი სახელმწიფოს – უკრაინის დროშის ფერებში გადაღებეს. იმ უკრაინის დროშის ფერებში, რომელიც დამნაშავე სააკაშვილს იფარავს და საკუთარ ტერიტორიას უთმობს საქართველოში არეულობების მოსახდენად.

  პოლიციამ ვანდალები არ შეაჩერა და მას შემდეგ მარჯანიშვილის ხიდის მოაჯირის ნაწილი ასე საზიზღრად იყო გათხუპნული. ქალაქის მერი ნარმანია თავს არ იწუხებდა ხიდისათვის პირვანდელი სახის დასაბრუნებლად. ეს იმიტომ, რომ მას, სავარაუდოდ, „ნაცების“ რეაქციის ეშინოდა. თუმცა 8 მაისს მარჯანიშვილის ხიდი ქალაქს ისევ პირვანდელი სახით შეხვდა – მერიამ მცირე, მაგრამ მაინც კარგი საჩუქარი გაუკეთა ქალაქს მოახლოებული გამარჯვების დღის წინ. მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ამ მცირე საჩუქარს „ნაცებისგან“ გაბეზრებული ხალხის მხრივ უცენზურო რეაგირება დასჭირდა. ყველაფერი ქვემოთ ნაჩვენები ფოტოების მიხედვით ხდება გასაგები, რომლებიც სოციალურ ქსელ „ფეისბუკზე“ გავრცელდა:

  1. „ნაციონალების“ ვანდალების მიერ მარჯანიშვილის ხიდის წაბილწვა – 2014 წ. აგვისტო2. ხალხის უხამსი პასუხი „ნაციონალებს“ – 2015 წ. 8 მაისის დილა                    3. მერიის სწრაფი რეაგირება: მარჯანიშვილის ხიდი ისევ ლამაზია – 2015 წ. 8 მაისის შუადღე

Publish the Menu module to "offcanvas" position. Here you can publish other modules as well.
Learn More.