აშშ კბილს უსინჯავს „მეგრულ სეპარატიზმს“

აშშ კბილს უსინჯავს „მეგრულ სეპარატიზმს“

 ზუგდიდში მეგრული ენისთვის რეგიონული სტატუსისა და სამეგრელოსთვის ავტონომიის მინიჭების მომხრე საზოგადოების აქტივისტების შეხვედრა გაიმართა,

რაც, როგორც ქვემოთ წარმოდგენილი ვიდეოდან კარგად ჩანს, აშშ განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით გახდა შესაძლებელი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აშშ ელჩის ნორლანდის შეფარული მუქარების ფონზე ეს ნაბიჯი სავსებით ლოგიკურია - საქართველოს აფრთხილებენ, რომ რუსეთთან დაახლოება ვაშინგტონის ისტერიულ რეაქციას გამოიწვევს.

  მადლობა ღმერთს, ე. წ. მეგრულ სეპარატიზმს თავად მეგრელები სცემენ ხოლმე საკადრის პასუხს. ასე იყო ლავრენტი ბერიას დროს და ასე იქნება ახლაც. საკუთრივ ამ მცირერიცხოვან შეკრებაზეც გამოჩნდა ხალხი, ვინც მეგრულ ენასა და ცნობიერებაზე ყალბი პათოსით მოლაყბე სეპარატისტებს ლოგიკური პასუხი გასცა. იხ. ვიდეო:

 

Publish the Menu module to "offcanvas" position. Here you can publish other modules as well.
Learn More.