ს. ლავროვი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ

ს. ლავროვი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს რუს სენატორებს განუცხადა, რომ "რუსეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებისათვის მზად არ არის", თუმცა ამავე დროს, აღნიშნა, რომ ვიზების გაცემა საქართველოს მოქალაქეებზე უკვე გამარტივდა. ამის შესახებ სააგენტო "რია ნოვოსტი" იუწყება.
 
მკითხველებს შევახსენებთ, რომ სააკაშვილის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყდა, ხოლო ახალი ხელისუფლება ჯერ-ჯერობით არ აპირებს ამ ურთიერთობების აღდგენას. ასეთ ვითარებაში სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საუბარი არარეალურია.