უკრაინის დესუვერენიზაცია

უკრაინის დესუვერენიზაცია

სწორედ დესუვერენიზაცია შეიძლება ეწოდოს კიევში მიმდინარე პროცესებს. მაგრამ პრაქტიკის

საწინააღმდეგოდ, რომლის მიხედვითაც მიღებულია რუსეთის დადანაშაულება თავისი მეზობლების საქმეებში ჩარევაში, ამჯერად ნათელია, რომ უკრაინის საქმეებში დასავლეთი აფათურებს ხელს. და ეს ხდება სრულიად დაუფარავად და ძალიან თავხედურად. ევროპარლამენტარებისა და საქართველოს სირცხვილის - სააკაშვილის შემდეგ, კიევში გადასხეს ეშტონ-ნულანდის ქალური „დესანტი“, რომელთაც დაამცირეს უკრაინის სახელმწიფოებრიობა, როდესაც თავიანთი უარყოფითი მოსაზრებები გამოთქვეს უკრაინელი სამართალდამცველების მიერ ბარიკადების მშვიდობიანი, თითქმის „ხავერდოვანი“ მეთოდებით აღების გამო. „დასავლეთის ქალები“ თითს უქნევენ უკრაინელებს და მოითხოვენ, რომ მათ კიევის ცენტრში ქაოსი მანამ ითმინონ, სანამ ხელისუფლება არ ჩამოინგრევა.

   რუსეთს რაც შეეხება, როდესაც მან უკრაინას მოსთხოვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე უარის თქმა, რა თქმა უნდა, ასევე ზეწოლა განახორციელა კიევზე - დავაფიქსიროთ ეს ფაქტი. თუმცა რუსეთს უკრაინაში არ გაუგზავნია თავისი პოლიტიკოსები, არ მოუწყია „გარჩევა“, თუ ვინაა მართალი და ვინ მტყუანი „მაიდანზე“... რუსეთი მხოლოდ თავისი ბაზრის დახურვით დაიმუქრა. ეს ზეწოლაა, მაგრამ ლეგიტიმური ზეწოლა, რომელიც მეზობელი სახელმწიფოს დესუვერენიზაციას არ გულისხმობს (საკუთარი ბაზრის დაცვა აპრიორი არ შეიძლება, რომ ჩარევა იყოს!). ხოლო ის, რასაც აკეთებს დასავლეთი (სხვათა შორის, აშშ და ევროკავშირის მხრიდანაც უკვე გაისმა უკრაინის მიმართ ეკონომიკური სანქციების მუქარები), არის ტიპიური არალეგიტიმური ზეწოლა (ჩარევას პირდაპირი ხასიათი აქვს), რაც მიზნად ისახავს უკრაინის სუვერენიტეტის ლიკვიდირებას მისი კანონიერი ხელისუფლების დამხობის გზით, რათა ეს ქვეყანა მთლიანად დამორჩილებულ იქნას. უკრაინას წაუყენეს ულტიმატუმი: ან მიიღებთ თქვენთვის არახელსაყრელ პირობებს ასოციაციასთან დაკავშირებით ან გექნებათ ქაოსი. სამწუხაროდ, უნდა დავასკვნათ, რომ უკრაინაში არსებული ერთი მუჭა ნაციონალ-ფაშისტები, ილუზორული ხელისუფლებისკენ სწრაფვის გამო დასავლურ კაპიტალს მიყიდულნი, გაცილებით უფრო შეკრულნი, ორგანიზებულნი და აქტიურნი არიან, ვიდრე უკრაინელთა კეთილსინდისიერი უმრავლესობა, რომელიც საკუთარი ქვეყნის ბედის მიმართ სრულ აპათიას ავლენს.

   უკრაინის დესუვერენიზაცია დიდი ტემპებით მიმდინარეობს...