რუსეთთან ფრთხილი დაახლოების დასაწყისი

რუსეთთან ფრთხილი დაახლოების დასაწყისი

რუსული გამოცემა „ВЗГЛЯД“ ბიძინა ივანიშვილის 5 თებერვლის პრეს-კონფერენციის იმ ნაწილით

დაინტერესდა, რომელიც რუსულ-ქართულ ურთიერთობებს შეეხებოდა. ამასთან დაკავშირებით, ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გულბაათ რცხილაძემ „ВЗГЛЯД“-ს განუცხადა:

«ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი პირობითი ხდება. შესაძლოა, რიტორიკა რჩება, კანონი რჩება, მაგრამ პოლიტიკურად საქართველოს ხელისუფლება ცალსახად ორიენტირებულია რუსეთთან არა მხოლოდ ურთიერთობების დარეგულირებაზე, არამედ რუსეთთან თანდათანობით, ფრთხილ დაახლოებაზე.

ივანიშვილის გარემოცვა ძალზე ჭრელია. იქ არიან არაპროფესიონალებიც და დაუფარავი პროვოკატორებიც. ისინი ბლოკირებას უკეთებენ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხს. მაგრამ ქართული საზოგადოება ხედავს, რომ ეს აუცილებელია. ამასთან, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა არასგზით არ ნიშნავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას საქართველოს მხრიდან.

დღესდღეობით მთავარ საკითხად გვევლინება რკინიგზის გახსნა. ივანიშვილმა საკმაოდ ცხადად მიანიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენით, თუმცა ამ მიმართებით არსებობს სერიოზული პოლიტიკური დაბრკოლებები. ეს არა საქართველო და რუსეთი, არამედ სხვა აქტორებია, რომელნიც მოწადინებულნი არიან, არ იქნას დაშვებული მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სარკინიგზო კომუნიკაციების აღდგენა».

 მასალა მთლიანად.