„პროლეტარებო ყველა ქვეყნისა...“

„პროლეტარებო ყველა ქვეყნისა...“

   დღეს 25 თებერვალია, საქართველოს გასაბჭოებისა და თანამედროვე ვაი-პატრიოტების დღე.

უკვე მომაბეზრებელია საქართველოს ვითომ მოყვარულთა ვიშვიში და გოდება, რომელიც ყოველ 25 თებერვალს იმართება. ამიტომ, 25 თებერვალი, პირველ რიგში, ფარისევლობის დღედ უნდა გამოვაცხადოთ.

„პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!

ამხანაგო მუშებო! მოქალაქენო, შეიარაღდით!“

  ეს ბოლშევიკური პროკლამაცია არ გეგონოთ. ეს არის საქართველოს მენშევიკური მთავრობის მოწოდება საქართველოს მოსახლეობისადმი, გაკეთებული 1921 წელს, როდესაც წითელი არმია თბილისს მოადგა. „პროლეტარებო“, „ამხანაგო მუშებო“ – ასეთი რიტორიკა და სულისკვეთება იყო გაბატონებული მაშინდელ „დამოუკიდებელ“ საქართველოში.

სწორედ ამიტომ, 1921 წელს საქართველომ დაკარგა არა დამოუკიდებლობა (რომელიც მას მხოლოდ ქაღალდზე ჰქონდა, რეალურად კი ქვეყანა ხან გერმანული, ხან ინგლისური, ხან თურქული ოკუპაციის პირობებში არსებობდა 1918–1921 წწ. მანძილზე), არამედ მენშევიკური ხელისუფლება, რომელიც თავისი სულისკვეთებით ბოლშევიკურისაგან არაფრით განსხვავდებოდა და ზოგი პარამეტრით ბოლშევიკურზე უარესიც იყო. ილია ჭავჭავაძე ბოლშევიკებს არ მოუკლავთ, იგი მენშევიკებმა მოკლეს. ჯერ ლანძღეს, შემდეგ კი მოკლეს. 1918–21 წლებში ილია აღარავის ახსოვდა. ილიას სახელი ააღორძინა ბოლშევიკმა იოსებ სტალინმა, რომელმაც ილია ჭავჭავაძე ოქროს ასოებით ჩაწერა საქართველოს ისტორიაში და მისი ჯალათები სიკვდილით დასაჯა.

ამიტომ, ჩემო თანამედროვე ძვირფასო პატრიოტებო კი არა და, ფარისევლებო, ნუ იხოკავთ ლოყებს, ნერვებსაც გაუფრთხილდით. საქართველოს ისტორიაში ბევრად უფრო ტრაგიკული დღეებიც არსებობს, ვიდრე 25 თებერვალი.

 

გულბაათ რცხილაძე