ვილოცოთ მართლმადიდებელთა ერთიანობისათვის!

ვილოცოთ მართლმადიდებელთა ერთიანობისათვის!

 ყველა ჯანსაღი ძალა – ასეთი კი ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში უმრავლესობაა – სოლიდარულია პატრიარქ ილია მეორესთან, რომელმაც გასული წლის ბოლოს რუს ჟურნალისტთან საუბარში განაცხადა,

რომ ლოცულობს რუსეთისათვის. მართლაც, როგორი მართლმადიდებლები ვიქნებით, თუკი ერთმანეთისათვის და მართლმადიდებლების ერთიანობისთვის არ ვილოცებთ?

   ამონარიდი მეუფე სპირიდონის (აბულაძე) – სხალთის ეპისკოპოსის, ამასწინანდელი ქადაგებიდან:

„მოგეხსენებათ, რომ რუსეთი დაიწყო კიევიდან. თავიდან იყო კიევის რუსეთი და შემდეგ როცა გამრავლდა ეს ერი, ზოგი წავიდა ჩრდილოეთით, ზოგი ჩრდილო დასავლეთით, ზოგი – ბელორუსიაში. მაგრამ ეს ერთი ხალხია. არის მოსკოვის რუსეთი „ბალშაია რასსია“, არის „ბელაია რასსია“, ბელორუსია და არის „მალაია რასსია“, რომელსაც ერქვა კიევის ოლქები. ეს ესე იყო ყოველთვის, ერთი ხალხი და ერთი ერი.

ამდენად, ძალიან გულსატკენია ის, რომ გარკვეული ძალების, მესამე ძალების წაქეზების და არამართლმადიდებლების ძალიან დიდი მზაკვრობით, მოხდა ძმათა შორის სისხლის ღვრა და შევევედროთ უფალს, რომ კიევ-პეჩორის მამების ლოცვით, ყველაფერი მოგვარდეს. თქვენ ალბათ წაგიკითხავთ წიგნი „რუსეთი მეორედ მოსვლის წინ“ – ეს წიგნი სისტემატიზირებულია დაახლოებით 30 წლის უკან და საოცარის ის არის, რომ ამ წიგნში განხილულია ზუსტად ის მოვლენები, რომელიც დღეს ხდება. ნაწინასწარმეტყველებია ის მოვლენები, რაც დღეს ხდება უკრაინაში და საოცარი რამე წერია იქ და წერია, რომ კიევ-პეჩორის მამების ლოცვით გააერთიანებს რუსული ტომის სლავებს – უკრაინას, ბელორუსიას და რუსეთს.

ეს იქნება ძალიან დიდი სახელმწიფო, ერთი ძლიერი მმართველობის ქვეშ, ისეთი ძლიერი სახერლმწიფო, რომ თვით ანტიქრისტესაც შეეშინდება მისიო. და ისინი შექმნიან ერთ ძლიერ მართლმადიდებლურ სახელმწიფოს, რომელსაც ეყოლება მირონცხებული მეფე. რა თქმა უნდა, ჩვენ ამისთვის უნდა ვილოცოთ“.