პატრიარქმა სოროსისტების „მეხუთე კოლონაში“ პანიკა გამოიწვია

პატრიარქმა სოროსისტების „მეხუთე კოლონაში“ პანიკა გამოიწვია

 ჭეშმარიტების სიტყვებმა, რომელნიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ „როსსიისკაია გაზეტასთვის“ მიცემულ ინტერვიუში გაჟღერდა,

შოკის მდგომარეობაში ჩააგდო საქართველოში მოქმედი დასავლეთის მეხუთე კოლონა - მასმედიაში და თვით საპატრიარქოს ადმინისტრაციულ შენობაში მოკალათებული სოროსისტები. „რგ“-ში პატრიარქთან მოკლე ინტერვიუ გამოქვეყნდა 29 ოქტომბერს, ჩვენ კი ამ მასალის აქტიური გავრცელება ჩვენი ვებ-გვერდისა და მასმედიის (ძირითადად, სოციალური ქსელების) საშუალებით დავიწყეთ 31 ოქტომბერს, დღისით. იმავე დღის ბოლოსვე ერთ-ერთმა ცნობილმა საინფორმაციო სააგენტომ, რომელიც ჯორჯ სოროსის ფონდის მიერ ფინანსდება (იხილეთ ბანერი ამ ვებ-გვერდის ბოლოს, მარჯვენა მხარეს), ავრცელებს „საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას“, რომელშიც ნათქვამია, რომ „რგ“-ის ჟურნალისტმა თითქოს საკუთარი ინტერპრეტაცია მისცა პატრიარქის ნათქვამს, რომ პატრიარქმა თითქოს განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე რუსეთთან ურთიერთობები შეუძლებელია და ა. შ. - მოკლედ, საქმე გვაქვს მცდელობასთან, მოხდეს მართლმადიდებლური ერთიანობის ამსახველი ჭეშმარიტების სიტყვების ნიველირება.

  სახელდახელოდ შეთითხნილი „საპატრიარქოს განცხადება“ ან ყალბია ან უბრალოდ არ გააჩნია რაიმე იურიდიული და მორალური ძალა. „საპატრიარქო“, როგორც ასეთი, უბრალო კანტორაა, სადაც წერენ. ბიუროკრატებს არ შეუძლიათ, შეცვალონ პატრიარქისა და ეკლესიის სხვა იერარქთა სიტყვები, საპატრიარქო ეკლესია არ არის. განცხადებას უნდა ჰყავდეს ავტორი, ხელის მომწერი. მაგრამ სოროსული საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებული „განცხადება“ არ შეიცავს რაიმე კონკრეტიკას, ხოლო საპატრიარქოს ვებ-გვერდი დუმს. ამიტომ ჩვენ ვამტკიცებთ, რომ პატრიარქის სიტყვებით შოკირებული სოროსისტები ცრუობენ. თუკი საჭირო იქნება, შეიძლება აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით მივმართოთ „როსსიისკაია გაზეტას“. მაგრამ რამდენად ლამაზი იქნება და რამდენად დაამშვენებს ასეთი აურზაური საქართველოს?

   სხვა მხრივ კი, რომ ვიმსჯელოთ სოციალურ ქსელებში გამოხმაურებების მიხედვით, პატრიარქის სიტყვებმა დიდი მოწონება ჰპოვა ნამდვილ ქართველებს შორის - გამოქვეყნებიდან სულ ორი დღის მანძილზე უკვე აღინიშნა ათასზე მეტი მაჩვენებელი „მომწონს“, ასზე მეტი განმეორებითი პუბლიკაცია, ათეულობით კეთილგანწყობილი კომენტარი „ფეისბუკის“ გვერდზე... ყოველივე ეს კი მხოლოდ ერთი ჩვენი მოკრძალებული ვებ-გვერდის წყალობით მოხდა, სინამდვილეში კი პატრიარქის სიტყვებს ქართველი ერის აბსოლუტური უმრავლესობა იზიარებს.

 

ევრაზიის ინსტიტუტი