პატრიარქის პასუხი ანტირუს პირუტყვებს

პატრიარქის პასუხი ანტირუს პირუტყვებს

რუსეთის სამთავრობო გაზეთი „როსსიისკაია გაზეტა“ აქვეყნებს ძალზე თბილ, პოზიტიურ სიტყვებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობა და უნეტარესობის, ილია მეორის მისამართით.

კორესპონდენტი ალექსანდრე იაროშენკო პატრიარქთან ინტერვიუს ჩასაწერად იმყოფებოდა. ქვემოთ გთავაზობთ გამოქვეყნებული მასალიდან ამონარიდს - პატრიარქის სიტყვებს:

 ,,რას ნიშნავს დღეს ჩემთვის რუსეთი? - იმას, რასაც ნიშნავდა ყოველთვის. რუსეთი - ეს არის ქვეყანა, რომელიც ეძებს საკუთარ ჭეშმარიტ გზას. სწორედ იქ მივიღე მე  სასულიერო განათლება, დავამთავრე მოსკოვის სასულიერო სემინარია და აკადემია.  იქ ჩამოყალიბდა ჩემი მსოფლმხედველობა, საბოლოოდ იქ მოხდა ჩემი სულიერი მდგომარეობის ფორმირება.

   მე დიდ პატივს ვცემ რუსეთს, მე ვლოცულობ რუსეთისათვის.

   იცით, რწმენა- ეს არის ყოველივეს საფუძველი. საქართველოს და რუსეთს ერთი რწმენა აქვთ, მაგრამ ჩვენ ჩამოვშორდით ერთმანეთს. მე ეს ძალიან მამწუხრებს. ჩვენი ქვეყნები უნდა დაუბრუნდნენ დიალოგს - ეს გარდაუვალია. საქართველო ხომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. პოლიტიკოსები ცდილობენ, რომ ჩვენი ხალხები ერთმანეთს დააშორონ, მაგრამ ღვთის წყალობით, მათ ეს არ გამოსდით.

  მჯერა, რომ ჩვენი რუსი და ქართველი ხალხები იპოვნიან  საკუთარ თავში ძალას და სიბრძნეს, რათა შეჩერდნენ და შეხედონ ერთმანეთს. ის, რაც გვაერთიანებს, ძებნას არ საჭიროებს, ის აშკარაა. არ შეიძლება, კვლავაც ერთმანეთისგან გაქცევა,  ჩვენ ერთმანეთს უნდა ვთხოვოთ პატიება, გავაკეთოთ დასკვნები და დავიწყოთ დიალოგი.

  მართლმადიდებლებმა არ უნდა დაბომბონ სხვა მართლმადიდებლები, აუცილებელია, ჩვენი პოლიტიკოსები დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და მოილაპარაკონ. სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს. გადაეცით რუსეთში ჩემი თბილი სურვილები, რათა იყოს სიკეთე და კეთილდღეობა“.

ჩვენი მხრიდან დავძენთ, რომ ჩვენი პატრიარქი არა მხოლოდ უდიდესი სულიერი მოძღვარი, არამედ საუკეთესო ქართველი დიპლომატიცაა. სწორედ მან გადაარჩინა ქართულ-რუსული ურთიერთობები სრული კრახისაგან, 2008 წლის შემდეგ, როდესაც რუსი და ქართველი ხალხების ერთმანეთისათვის მტრებად წაკიდება იყო დაგეგმილი. ჩვენს კომენტარებში ეს არაერთხელ აღგვინიშნავს კიდეც. საინტერესოა ისიც, რომ რუსული „საზოგადოებრივი აზრის კვლევის ფონდის“ ბოლო მონაცემების მიხედვით, რუსეთში საქართველოს მტრად აღიქვამს გამოკითხულთა მხოლოდ 1 პროცენტი, მაშინ, როცა 2008 წელს ეს ციფრი 25 პროცენტს აჭარბებდა.

ყოველივე ამას გაფრთხილება უნდა. ეს ესმის პატრიარქს. ეს უნდა გაიგოს ყველამ.

 

ევრაზიის ინსტიტუტი