კოსოვო სერბეთი აღარ არის? - ძალზე საშიში ტენდენცია საქართველოსთვის

კოსოვო სერბეთი აღარ არის? - ძალზე საშიში ტენდენცია საქართველოსთვის

სერბეთის პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ „სერბეთს მომავალი

მხოლოდ კოსოვოსგან გამიჯვნისა და ახალი, რეალური საზღვრების დადგენის შემდეგ ექნება“ (იხ. განცხადების ტექსტი), რაც, ბუნებრივია, სერბეთის მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებას გულისხმობს, ნიშნავს იმას, რომ იკვეთება საქართველოსთვის უაღრესად საშიში პოლიტიკური ტენდენცია. თუკი სერბეთის პრემიერ-მინისტრის მოსაზრების რეალიზება მოხდა, მაშინ საქართველოს გამთლიანების შანსები უკიდურესად მცირდება - აფხაზებისა და ოსების ისედაც რადიკალური პოზიცია კიდევ უფრო შეუვალი გახდება. ეს, რუსეთის კეთილი ნების შემთხვევაშიც, რუსულ დიპლომატიას უფრო პასიურს გახდის საქართველოსთან მიმართებაში, სამაგიეროდ, საშუალებას მისცემს დასავლეთს, წააქეზოს საქართველო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ, ნატოსა და ევროკავშირის სატყუარის საშუალებით (ისევე, როგორც ეს სერბებს გაუკეთეს - სწორედ ევროკავშირისკენ დაუოკებელი სწრაფვა აიძულებს სერბეთის პრემიერს, ფაქტობრივად უღალატოს თავისი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს).  

ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ამგვარ სიტუაციას იგი პირველ რიგში არა რუსეთს, არამედ დასავლეთს უნდა უმადლოდეს. შეგახსენებთ: კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება და ამ დამოუკიდებლობის აღიარება დასავლეთის ძირითადი სახელმწიფოების მხრივ მოხდა 2008 წლის თებერვალში. არც თუ ისე ცოტა ანალიტიკოსი მოელოდა, რომ რუსეთი, რომელიც კოსოვოს აღიარების წინააღმდეგი იყო, დასავლეთის საპირისპიროდ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს აღიარებდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. რუსეთის ხელისუფლებამ კარგად უწყოდა, რომ ამგვარი ნაბიჯი რუსეთის ინტერესებს არ შეესაბამება. ქართული ტერიტორიები დამოუკიდებლად რუსეთის მხრიდან იძულებით, სააკოიდურ-ამერიკული პროვოკაციის შემდეგ იქნა ცნობილი, იმავე წლის აგვისტოს ომის შედეგად. ამ ვითარებით, პირველ რიგში, დასავლეთმა ისარგებლა, რომელმაც გააღრმავა ნაპრალი რუს და ქართველ ერებს შორის და კავკასიაში საკუთარი გავლენა გააძლიერა.

ამ ფონზე გულისამრევია ანტიქართული „ნაცმოძრაობის“ მიერ დატერორებული „ქართული ოცნების“ წევრების ლუღლუღი „დასავლური კურსის ურღვევობაზე“, ქართული ინტერესების ხარჯზე.