გერმანელები უკრაინაში დასავლეთის პოლიტიკის წინააღმდეგ

გერმანელები უკრაინაში დასავლეთის პოლიტიკის წინააღმდეგ

მიუხედავად იმისა, რომ დასავლური მასმედია არაობიექტურად აშუქებს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, გერმანიის მოსახლეობა მთლიანობაში არ ემხრობა დასავლეთის პოლიტიკას და მას გერმანიის ინტერესებისთვის მიუღებლად მიიჩნევს.

  გერმანიის საზოგადოებრივი ტელევიზიის  აპრილის თვის გამოკითხვა „დოიჩლანდტრენდი“, რომელიც ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ - infratest dimap  ჩაატარა, ცხადჰყოფს, რომ გერმანიის მოქალაქეთა მხოლოდ 45 პროცენტი უჭერს მხარს, გერმანიამ უკრაინის კონფლიქტში დასავლეთის მხარე დაიკავოს. ამის საწინააღმდეგოდ, 49 პროცენტი ფიქრობს, რომ გერმანიამ შუალედური პოზიცია უნდა დაიცვას.

  მიღებული შედეგი, იმის გათვალისწინებით, რომ გერმანული მასმედია რუსეთის დისკრედიტაციას ეწევა, გარკვეულწილად სენსაციად შეიძლება, რომ მივიჩნიოთ.

  ჟურნალი „შპიგელი“ გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ეს დაკავშირებულია გერმანელებში დომინირებულ ანტიამერიკულ განწყობებთან. მაგრამ ასეა თუ ისე, "დემოკრატიული" დასავლური მთავრობები, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, არ ითვალისწინებენ საკუთარი ხალხების ნებას.

 

   „პოლიტფორუმი“