ანტირუსულ ელემენტებს უკვე ხალხი უსწორდება

ანტირუსულ ელემენტებს უკვე ხალხი უსწორდება

  გუშინ რუსი შემსრულებლების, MiyaGi & Эндшпиль-ის კონცერტზე თბილისში, რომელიც „Night Office”-ში გაიმართა, ერთ-ერთი სააკაშისტური ორგანიზაციის ორმა წარმომადგენელმა პროვოკაცია მოაწყო.

კერძოდ, ისინი ავიდნენ სცენაზე და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მისამართით შეურაცხმყოფელი სიტყვების ყვირილი დაიწყეს.

  მათ რატომღაც ეგონათ, რომ ხალხი მათ აჰყვებოდა, მაგრამ პირიქით მოხდა: ბედოვლათები სცენიდან ჩამოხსნეს და კარგადაც დაჟეჟეს, შემდეგ კი გარეთ გაყარეს.

  ეს მცირე ინციდენტიც მიანიშნებს, რომ ხალხს უკვე ყელში აქვს ამოსული აკვიატებული რუსოფობია, რომელსაც თავს ახვევდნენ საზოგადოებას. თანაც ლაპარაკია ახალგაზრდობაზე, რომელსაც არ სურს ორმხრივი კონტაქტების უადგილო პოლიტიზაცია. ჩვენი ინსტიტუტის ახალგაზრდული ორგანიზაციის რამდენიმე წევრი ესწრებოდა ამ კონცერტს და შესაბამისად, ყველაფერი საკუთარი თვალით იხილა.

  მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს ეს და თავად აღკვეთოს პროვოკატორთა საქმიანობა, „თავისუფალი ზონის“ ტიპის ორგანიზაციები უნდა აიკრძალონ, როგორც ექსტრემისტული ორგანიზაციები. ხალხი, განსაკუთრებით კი ტურისტული სექტორი, დაისვენებს და არ იქნება დაძაბული მუდმივი ანტირუსული (სინამდვილეში კი - ანტიქართული) პროვოკაციების მოლოდინში.