XX საუკუნის საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიიდან 1947-48 წლებში პალესტინის დაყოფის გამო გაერო_ში დიპლომატიური ბრძოლის ზოგიერთი ასპექტი

წარმოდგენილი სტატია დაიბეჭდა აკად. გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტისა და თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის პეიოდულ გამოცემაში პერსპექტივა XXI (კრებული IX)

ნოდარ ხონელიძე

ძნელია დაასახელო სხვა რომელიმე რეგიონი, ახლო აღმოსავლეთზე უფრო ზუსტად რომ ასახავდეს წინამდებარე სტატიის ეპიგრაფად გამოტანილ ამ სავსებით მართებულ მოსაზრებას _ გამოთქმულს სწორედ მისი მისამართით [1,1]. ჩვენი წერილის სათაურიდან ჩანს ისიც, რომ იგი ეხება დროსა და ვითარებაში თემატურად ლოკალიზებულ კონკრეტულ მოვლენას. ცხადია, საუბარი გვაქვს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტისა1 და მისი მოგვარების, დარეგულირების მცდელობის ერთ, მაგრამ ძალზედ მნიშვნელოვან ეპიზოდზე. ეს კონფლიქტი, რა თქმა უნდა 1947-48 წლებში არ დაწყებულა და როგორც ვიცით, არც დასრულებულა. იგი დღესაც საერთაშორისო პოლიტიკის თავსატეხად რჩება. უნდა ითქვას _ და ამაში ახალი არაფერია _ რომ ამ დრამატულ მოვლენათა, ფაქტობრივად უწყვეტი ჯაჭვის ნებისმიერი მონაკვეთის განხილვა საერთაშორისო ასპექტებიდან გამოცალკევებით; ისრაელის სახელმწიფოს შექმნაზე (ისევე, როგორც პალესტინელ არაბთა ვერ შემდგარ სახელმწიფოებრიობაზე), გეოპოლიტიკური ფაქტორების გაუთვალისწინებლად მსჯელობა, ფუჭი მეცადინეობაა. ამასთან დაკავშირებით ერთ საყურადღებო შეხედულებას დავიმოწმებთ: “ისრაელის სახელმწიფოზე მსოფლიო დიპლომატიის ტენდენციების არსებითი გავლენა გამოიხატა უკვე იმით, რომ თვით გადაწყვეტილება სახელმწიფოს შექმნის შესახებ, მიღებულ იქნა არა ორმხრივი, ან მრავალმხრივი მოლაპარაკებებისას პალესტინის მოსახლეობის მონაწილეობით, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის ყველაზე წარმომადგენლობითის, გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე. ომებიც კი, ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის დიდწილად ,,გარედან სცენარის” მიხედვით ხდება~ [2, 10]. ჩვენ მიერ გაზიარებული ამ შეხედულების ავტორი, ისრაელის სახელმწიფოს ისტორიისა და სოციალურ-პოლიტიკურ საკითხთა მკვლევარი, ფილოსოფიის დოქტორი ალეკ ეპშტეინი, შემდეგ ჩამოთვლის ისრაელის სახელმწიფოს მიერ, მისი არსებობის მანძილზე წარმოებულ ყველა ომს (გარდა ლიბანის ომისა _ 1982-85), არ ავიწყდება ახსენოს ანტიერაყული კოალიციის ომიც სპარსეთის ყურეში 1991 წელს _ რომელშიც ისრაელი უშუალოდ არ მონაწილეობდა, მაგრამ გარკვეულად დაზარალდა _ და სრულიად სწორად დაასკვნის, რომ `ისრაელ-არაბული კონფლიქტის განვითარების ტენდენციები, ისევე, როგორც მხარეებს შორის ყველა მოლაპარაკებისა, პირდაპირაა დამოკიდებული მსოფლიოში ძალთა საერთო განლაგებაზე, რაც, ახლო აღმოსავლეთს მსოფლიო პოლიტიკის მართლაც ყველაზე არასტაბილურ არენად აქცევს. თუმცა კი, მთლიანობაში უზრუნველყოფს კონფლიქტში ჩართულ მხარეთა ურთიერთობების ჯერ კიდევ 1940-იან წლებში ჩამოყალიბებულ სისტემას” [იქვე] ჩვენი წერილის თემით განსაზღვრული ქრონოლოგიური ჩარჩოს თანახმად, ამჯერად ყურადღებას გავამახვილებთ და ვიმსჯელებთ სწორედ იმის შესახებ, თუ როგორი ინტერპრეტაციითა მოცემული ზემოთ მითითებულ მონაკვეთში ისრაელსა და არაბულ სახელმწიფოებს შორის პირველი ომი,2 რომლის ძირითადი და გადამწყვეტი ბატალიები 1948 წელს ხდებოდა; რა მიზნებს ისახავდნენ ამ დროს ახლო აღმოსავლეთში დიდი სახელმწიფოები, პირველ რიგში ორი უძლიერესი _ ამერიკის შეერთებული შტატები (აშშ) და საბჭოთა კავშირი (სსრკ). დოქტორი ეპშტეინი ასე მსჯელობს: `აშშ-ის სიფრთხილემ, ისრაელისადმი დახმარების შემთხვევაში არ გამოეწვია საბჭოთა კავშირის შესაძლო ჩარევა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტებში (როგორც პალესტინაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ), ისრაელი, დამოუკიდებლობისთვის ომისას ფაქტობრივად ეფექტიანი ამერიკული დახმარების გარეშე დატოვა. რამაც საგრძნობლად გააჭიანურა ომი და ისრაელის მხარეს დიდი დანაკარგები განაცდევინა~ [იქვე]. ვინაიდან ავტორი ამ მომენტს _ შენიშვნებში ფრაგმენტული ციტირების სახით [იქვე, 199] _ განმარტავს იმ დოკუმენტების საფუძველზე, რომელიც ჩვენ ხელთაც არის [3], გადავწყვიტეთ საგანგებოდ შევჩერდეთ ამ საკითხზე და წარმოვადგინოთ შესაბამისი არგუმენტები, რომლებიც აღნიშნულ ეპიზოდს, მეტი რომ არ ვთქვათ, განსხვავებულად წარმოაჩენს. თუმცა, აქვე შევნიშნავთ, რომ ჩვენის სტატიის განმაპირობებელი იმპულსი არა იმდენად ბ-ნ ეპშტეინთან პოლემიკის სურვილია (ა ფორტიორი დაუსწრებლად), რამდენადაც ამ ეპიზოდთან დაკავშირებული კოლიზია, მაჩვენებელი იმისა, თუ რაოდენ ცვალებადია საერთაშორისო პოლიტიკა, როდესაც საქმე დიდი სახელმწიფოების ეროვნულ ინტერესებს, მათ გეოპოლიტიკურ ამოცანებს ეხება. როგორც ითქვა, გადაწყვეტილება პალესტინაში ებრაული სახელმწიფოს შექმნის შესახებ _ ისევე, როგორც არაბულისა _ გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო (რეზოლუცია 181/II, 1947 წლის 29 ნოემბერი). ეს, რა თქმა უნდა უცებ არ მომხდარა. აღნიშნული რეზოლუცია [4, 5-29; 5, 626-627; 6, 1-15] გახდა შედეგი ხანგრძლივი, მწვავე დისკუსიების და დიპლომატიური შეხლა-შემოხლისა თვით გაერო-ში (არაფერი რომ აღარ ვთქვათ მის გარეთ განვითარებულ მოვლენებზე), მას შემდეგ რაც, პალესტინაზე მანდატის მფლობელმა სახელმწიფომ, დიდმა ბრიტანეთმა 1947 წლის 2 აპრილს, ამ ტერიტორიაზე თავისი უფლებამოსილების საკითხი _ დამტკიცებული ერთა ლიგის მიერ 1922 წელს _ და ქვეყნის მომავალი სტატუსის განსაზღვრის დილემა, განსახილველად გადასცა ახალ უნივერსალურ საერთაშორისო ფორუმს [7, 1-2; 3, Кн. 1, Док. 99., 256-257]. დიდი ბრიტანეთისთვის ეს იძულებითი ნაბიჯი იყო. თუმცა, იგი დიპლომატიური მანევრის ელემენტსაც შეიცავდა იმაზე დაიმედებით, რომ პალესტინის გაყოფა არაბებსა და ებრაელებს შორის არ მოხდებოდა; ან თუ მოხდებოდა ისე, რომ გაერთიანებული სამეფო (ანუ დიდი ბრიტანეთი) ამა თუ იმ სახითა და დოზით შეინარჩუნებდა კონტროლს პალესტინაზე [3, Кн. 1, Док. 73., 186-187; Док. 74., 189; 8, Т. 2., 230, 234-235]. ამიტომაც, გაერო-ს გენერალური მდივნისადმი ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით მიმართვის ტექსტი ორაზროვნებას მოკლებული არ იყო [7, 1-2]. იგი მანდატთან დაკავშირებით რეკომენდაციების მიღების სურვილს გამოთქვამდა და არა მისი გაუქმების მოთხოვნას. თუმცა, ლონდონი ხედავდა, რომ ამის შანსი დღითიდღე არარეალური ხდებოდა . ეს, პირველ რიგში, მიმდინარე გეოპოლიტიკური ძვრებით იყო გამოწვეული. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილ ვითარებაში, ორ ზესახელმწიფოს, აშშ-სა და სსრკ-ს მიეცათ შესაძლებლობა საკმაოდ დაესუსტებინათ დიდი ბრიტანეთის პოზიციები ახლო აღმოსავლეთში, შეევიწროვებინათ მისი გავლენის სფეროები. რა თქმა უნდა, ორივე ზესახელმწიფო საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა, მაგრამ აი, გარკვეულ გარემოებათა უცნაური თანხვედრის შედეგად პალესტინის გაყოფის გეგმის თაობაზე გენერალური ასამბლეის რეზოლუცია, აშშ-ისა და სსრკ-ს `უიშვიათესი ორმხრივი თანხმობის~ შედეგად გახდა შესაძლებელი [9, 43]. თუმცა, ორივე მხარის მიერ ოფიციალურად გამოხატული ეს პოზიცია დღის წესრიგიდან ვერ ხსნიდა მათ შორის არსებულ ღრმა ანტაგონიზმს და ამის შესახებ სიონისტურ მმართველ წრეებში კარგად უწყოდნენ. ამაზე მიუთითებს თუნდაც ის ორი დოკუმენტი, რომელთა მიმართ აპელირებს დოქტორი ეპშტეინი ზემოთ აღნიშნულ თავის დასკვნაში და რომლებიც ჩვენ აქ უფრო სრულად მოგვყავს. პირველი მათგანია: ОТЧЁТ ПОЛИТИЧЕСКОГО СОВЕТНИКА ПРЕДСТАВИТЕЛЬСТВА ЕВРЕЙСКОГО АГЕНТСТВА ДЛЯ ПАЛЕСТИНЫ3 В НЬЮ-ЙОРКЕ Л. ГЕЛБЕРА О БЕСЕДЕ С ДИРЕКТОРОМ ОТДЕЛА ОБЪЕДИНЕННЫХ НАЦИИ ГОСУДАРСТВЕННОГО ДЕПАРТАМЕНТА США Д. РАСКОМ 5 ноября 1947 г. Строго конфеденциально Политика Соединенных Штатов В воскресенье вечером 2 ноября 1947 г., как было поручено правлением (Еврейского агентства), я вновь встретился с г-ном Дином Раском (...) Г-н Раск принял меня в собственном гостиничном номере г-на Маршалла (…) Было бы логично предполагать, что г-н Раск не является обычным главой департамента, он тот, кто пользуется доверием и говорит от имени самого генерала Маршалла. И если это так, то некоторым нижеследующим высказываниям г-на Раска следовало бы придать самое большое значение. 1) Для нашей собственной пользы, по его мнению, мы должны избегать любого проявления привязки к России. Вызывает удивление выступление России в пользу раздела своей новизной в казавшейся просионистской политике. (…) Г-н Раск посоветовал нам присмотреться к эффекту, который окажет на Соединенные Штаты и западный мир любая особая связь, которую будут усматривать между сионистами и Советским Союзом. 2) (...) В американских кругах имеется понимание, что главным инструментом американской политики против России сегодня является план Маршалла4. Не меньшее согласие есть и в том, что главная цель России по отношению к Соединенным Штатам – подрыв плана Маршалла (...). Если с целью достижения этой цели русские смогли бы привлечь на свою сторону евреев Европы (возможно, также и Америки), то они заручились бы поддержкой мощной влиятельной силы (…). Рассмотрев другие возможности, он не исключил, что русская политика в сионистском вопросе может заключаться в отсутствии заинтересованности, как он видит это с точки зрения Соединенных Штатов. [3, Кн. 1, Док. 101., 262-263] [ნიუიორკში პალესტინის ებრაული სააგენტოს წარმომადგენლობის პოლიტიკურ მდივან ლ. გელბერის საუბრის ანგარიში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გაერთიანებული ერების განყოფილების დირექტორ დ. რასკთან 1947 წლის 5 ნოემბერი მკაცრად კონფიდენციალურად შეერთებული შტატების პოლიტიკა 1947 წლის 2 ნოემბერს, კვირა საღამოს, გამგეობის (ებრაული სააგენტოს) დავალებისამებრ, მე კვლავ შევხვდი ბ-ნ დინ რასკს (...) ბ-ნმა რასკმა ბ-ნ მარშალის საკუთარ სასტუმრო ნომერში მიმიღო (...) ლოგიკური იქნებოდა გვევარაუდა, რომ ბ-ნ რასკი დეპარატამენტის უბრალო ხელმძღვანელი კი არ არის, არამედ გენერალ მარშალის ნდობით სარგებლობს და თვით მისი სახელით ლაპარაკობს. და თუ ეს ასეა, მაშინ ბ-ნი რასკის ზოგიერთ ქვემოთ მოყვანილ გამონათქვამს, ჯერ არს, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა მივანიჭოთ. 1. მისი აზრით, ჩვენივე სასიკეთოდ, ჩვენ უნდა მოვერიდოთ რუსეთთან შეკავშირების ნებისმიერ გამოვლინებას. რუსეთის გამოსვლა გაყოფის სასარგებლოდ გაკვირვებას იწვევს თავისი სიახლით თითქოსდა პროსიონისტურ პოლიტიკაში. (...) ბ-მა რასკმა გვირჩია ყურადღება მივაქციოთ ეფექტს, რომელსაც შეერთებულ შტატებსა და დასავლურ სამყაროზე მოახდენს ნებისმიერი განსაკუთრებული კავშირი, შემჩნეული სიონისტებსა და საბჭოთა კავშირს შორის. 2. (...) ამერიკის წრეებში შეგნებული აქვთ, რომ დღეს რუსეთის წინააღმდეგ ამერიკული პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტი მარშალის გეგმაა. არანაკლები თანხმობა სუფევს იმის შესახებაც, რომ შეერთებული შტატების მიმართ რუსეთის მთავარი მიზანი _ მარშალის გეგმის ჩაშლაა (...). თუ ამ მიზნის მისაღწევად რუსები მოახერხებენ თავისკენ მიიმხრონ ევროპის ებრაელები (შესაძლოა აგრეთვე, ამერიკისაც), მაშინ მათ მძლავრი გავლენიანი ძალის მხარდაჭერა ექნებოდათ (...) განიხილა რა სხვა შესაძლებლობები, მან (რასკმა – ნ. ხ.) არ გამორიცხა, რომ სიონისტურ საკითხში რუსული პოლიტიკა, შესაძლოა დაინტერესების არარსებობაში მდგომარეობდეს, როგორც იგი ამას შეერთებული შტატების პოზიციებიდან ხედავს]. ეს უკანასკნელი მოსაზრება, ვარაუდი გამოთქმული ბ-ნი რასკის მიერ ალოგიკურად ჟღერს მისივე მსჯელობის ფონზე. მოცემულ მომენტში არსებული ვითარებისთვის კი _ მით უფრო. საქმე ისაა, რომ პალესტინის საკითხისა და იქ ებრაული სახელმწიფოს დაარსებისადმი კრემლის პოზიცია _ საიდანაც მისი დაინტერესებაც გამოსჭვიოდა _ იმ დროისთვის (1947 წლის ნოემბერი) გამოკვეთილად იყო გაცხადებული გაერო-ში საბჭოთა კავშირის მუდმივ წარმომადგენელ ა. გრომიკოს გამოსვლებში ამ ორგანიზაციის ტრიბუნიდან, და პალესტინის კომიტეტში5 საბჭოთა წარმომადგენელ ს. ცარაპკინის წინადადებებითაც. ამერიკელები (ისევე, როგორც ინგლისელები), ცხადია არა მხოლოდ თვალყურს ადევნებდნენ კრემლის მანევრებს, არამედ საპასუხო სვლებს ამზადებდნენ და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ისეთი მაღალი რანგის მოხელე, როგორიც ბ-ნი რასკი იყო, შექმნილ ვითარებაში, ცხადია, სიტუაციური ანალიზის ერთ-ერთ აქტიურ მონაწილედ უნდა ვიგულისხმოთ. ძნელი წარმოსადგენია, რომ მას არ სცოდნოდა პალესტინისადმი კრემლის დამოკიდებულების განმსაზღვრელი თუნდაც ის მოტივაცია, რომლის შესახებ იტყობინებოდა საბჭოთა კავშირში აშშ-ის ელჩი უოლტერ სმიტი. მის მოხსენებაში ნათქვამი იყო, რომ `რუსეთი, თავისი პოლიტიკური ამბიციების რეალიზებისა და ახლო აღმოსავლეთში დამკვიდრებისათვის იძულებულია ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს. პირველი ასეთი შესაძლებლობა ჩრდილოეთ ირანი იყო, მეორე – სრუტეები და საბერძნეთი6. ორივე შემთხვევაში დასავლეთი ენერგიულად შეეწინააღმდეგა საბჭოთა ზეწოლას, როგორც ჩანს, მესამე შესაძლებლობა საბჭოთა კავშირისთვის პალესტინაში ისახებოდა – იმ ვარაუდით, რომ ინგლისელების იქიდან წასვლით პოლიტიკური ვაკუუმი შეიქმნებოდა. მოსკოვის თვალსაზრისით, ნაციონალიზმის სულისკვეთებით გამსჭვალული თანამედროვე ებრაული სახელმწიფოს შექმნა, უფრო სწრაფად გამოიწვევს დიდი ბრიტანეთის გამოძევებას, ვიდრე კიდევ ერთი ჩამორჩენილი არაბული რეჟიმი, რომელსაც ლონდონი მრჩევლებს, ფულსა და იარაღს მიაწვდის. თუ ებრაული სახელმწიფო პალესტინაში ინგლისელთა წასვლისთანავე არ წარმოიქმნა, არაბებსა და ებრაელებს შორის ალბათ სისხლისმღვრელი კონფლიქტი დაიწყება. ქაოსი, რომელიც წმინდა მიწაზე დაისადგურებს ხელსაყრელი იქნება მოსკოვისთვის, თუკი ინგლისელთა ევაკუაციას ამერიკელთა გავლენის ზრდა არ მოჰყვება~ [8, Т. 2., 248-249]. ამ თვალსაზრისის დადასტურებად ცნობილი სპეციალისტი, პროფესორი ჰ. მ. საკერი მიიჩნევს იმას, რომ `1947 წლის 13 ოქტომბერს პალესტინის საკითხის შემსწავლელ გაერო-ს სპეციალურ კომიტეტში სემიონ ცარაპკინმა ოფიციალურად დაუჭირა მხარი გაერო-ს კომისიის მიერ წარმოდგენილ გაყოფის გეგმას. გარდა ამისა მან მოითხოვა, რომ გარდამავალ პერიოდში პალესტინის მმართველობა მომხდარიყო უშუალოდ უშიშროების საბჭოს კონტროლით (...) ცარაპკინი დაბეჯითებით მოითხოვდა, რომ დიდ ბრიტანეთს დაუყოვნებლივ ეთქვა უარი მანდატზე და სამომავლოდ, პალესტინის საკითხის რეგულირებაში აქტიური მონაწილეობის პრეტენდენტობაზეც. ახლო აღმოსავლეთში საბჭოთა ინტერესები ახლა უკვე სავსებით აშკარა გახდა” [იქვე]. როგორც ვხედავთ, აღნიშნულ პერიოდში, კრემლის პოლიტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით, დაინტერესებულ მხარეთათვის საიდუმლოს აღარ წარმოადგენდა. ხოლო რა მნიშვნელობა ენიჭებოდა ასეთ კურსს და რაოდენ შეშფოთებას იწვევდა იგი შეერთებული შტატების შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებში, ამაზე ნათლად მიუთითებს მეორე დოკუმენტი, რომელსაც დაპირებისამებრ აქ წარმოვადგენთ. ТЕЛЕГРАММА ЧЛЕНА ДЕЛЕГАЦИИ ЕВРЕЙСКОГО АГЕНТСТВА ДЛЯ ПАЛЕСТИНЫ ПРИ ООН Г. РУФФЕРА ДИРЕКТОРУ ПОЛИТИЧЕСКОГО ДЕПАРТАМЕНТА ПРАВЛЕНИЯ ЕВРЕЙСКОГО АГЕНТСТВА ДЛЯ ПАЛЕСТИНЫ М. ШЕРТОКУ 12 февраля 1948 г. (...) следующие две вещи волнуют умы ведущих военных фигур и людей из государственного департамента относительно генеральной и ближневосточной политики США – обе они связаны с СССР. 1) В том, что касается угрозы со стороны арабских государств американским интересам (в особенности нефтяным) на Ближнем Востоке, США не способны проводить линию на защиту своих интересов, оказавшихся под угрозой, путём направления американских войск на Ближний Восток. Это немедленно позволило бы русским вторгнуться в Северный Иран под предлогом защиты своих интересов там (нератифицированное соглашение между СССР и Ираном по нефти7). 2) Американские военные и представители государственного департамента выступают против участия СССР в международных силах не потому, что они опасаются, что русские могут не уйти из страны, а потому, утверждают американцы, что везде, где размещаются русские войска, русские насаждают своих агентов, организуют подрывную сеть (...) рассчитывая таким образам на подготовку почвы для революционного переворота, который может произойти значительно позже, после вывода русских войск [3, Кн. 1, Док. 112., 286-287].. [ებრაული სააგენტოს გაერო-სთან არსებული დელეგაციის წევრ გ. რუფერის ტელეგრამა ებრაული სააგენტოს გამგეობის პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორ მ. შერთოკს 1948 წლის 12 თებერვალი (...) წამყვან სამხედრო ფიგურებსა და სახელმწიფო დეპარტამენტის პირებს, აშშ-ის გენერალური და ახლოაღმოსავლური პოლიტიკის თაობაზე შემდეგი ორი საკითხი აღელვებთ და ორივე დაკავშირებულია სსრკ-სთან. 1. იმას, რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთში ამერიკის ინტერესებისთვის არაბული სახელმწიფოებისგან მომდინარე საფრთხეს (განსაკუთრებით ნავთობინტერესებისთვის), აშშ-ს არ შეუძლია საფრთხის ქვეშ აღმოჩენილი თავისი ინტერესები დაიცვას ახლო აღმოსავლეთში ამერიკის ჯარების გაგზავნის გზით. ეს დაუყოვნებლივ მისცემდა გასაქანს რუსებს, თავიანთი ინტერესების დაცვის საბაბით შეჭრილიყვნენ ჩრდილოეთ ირანში (არარატიფი¬ცირებული შეთანხმება ნავთობის შესახებ სსრკ-სა და ირანს შორის). 2. საერთაშორისო ძალებში სსრკ-ს მონაწილეობის წინააღმდეგ ამერიკელი სამხედროები და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები გამოდიან არა იმიტომ, რომ შიშობენ _ შესაძლოა რუსები არ გავიდნენ ქვეყნიდან, არამედ იმიტომ _ ირწმუნებიან ამერიკელები _ რომ ყველგან სადაც ჩადგება რუსული ჯარი, რუსები ამკვიდრებენ თავიანთ აგენტებს, ქმნიან ძირგამომთხრელ ქსელებს (...) რევოლუციური გადატრი¬ალებისთვის ნიადაგის მომზადების მიზნით, რომელიც რუსული ჯარების გაყვანიდან გაცილებით გვიან შეიძლება მოხდეს]. მოვლენების განვითარების თანადროული ასეთი პროგნოზის მიხედვით დაასკვნის დოქტორი ეპშტეინი 55 წლის შემდეგ, რომ აშშ-მა ისრაელს, დამოუკიდებლობის ომისას დახმარება ვერ გაუწია რეგიონში საბჭოთა კავშირის ექსპანსიის საშიშროების გამო. ამასთან დაკავშირებით, პირველ ყოვლისა ჩნდება კითხვები: იყო კი ეს ერთადერთი და გადამწყვეტი ფაქტორი ახლო აღმოსავლეთში ამერიკის სამხედრო ექსპედიციის დასაბრკოლებლად? რამდენად ერთსულოვანი იყო ტრუმენის ადმინისტრაცია “ეფექტიანი დახმარება“ აღმოეჩინა ებრაელთათვის პალესტინაში; როგორი დამოკიდებულება სუფევდა ამ პრობლემისადმი ამერიკის ისტებლიშმენტის სხვა სექტორებში? ყოველივე ამის გამო უნდა ითქვას რომ _ ჯერ ერთი, თავისი ქვეყნის ფარგლებს გარეთ შეერთებული შტატებისთვის ცალმხრივად, გაერო-ს გვერდის ავლით, ჯარების გაგზავნა მეტად პრობლემური იქნებოდა მთელი რიგი სამართლებრივი, პოლიტიკური, მორალური ნორმებისა და პრაქტიკული მოსაზრებების გამო; უშიშროების საბჭოში ამ საკითხის განხილვის შემთხვევაში მას, ვეტოს გამოყენების უფლებით, საბჭოთა კავშირი უეჭველად ჩააგდებდა; არც იმის თქმა შეიძლება დარწმუნებით, რომ დიდი ბრიტანეთი _ ასევე მუდმივი წევრი უშიშროების საბჭოსი _ აღფრთოვანებით შეეგებებოდა ამერიკის შეიარაღებული ძალის შესვლას რეგიონში (რუსული საფრთხის გათვალისწინებითაც კი!), რომელსაც, ჯერ კიდევ, თავისი ტრადიციული გავლენის სფეროდ მიიჩნევდა და სადაც ამერიკული ნავთობკომპანიები თანდათანობით სულ უფრო საგრძნობლად ავიწროებდნენ ინგლისელ კონკურენტებს მაშინ, როდესაც სწორედ ნავთობს ჰქონდა სასიცოცხლო მნიშვნელობა ბრიტანეთის თითქმის დაწრეტილი ეკონომიკისთვის. შეერთებულ შტატებსა და ბრიტანეთს რომც მიეღწიათ ამ საკითხში კონსენსუსისთვის, როგორი იქნებოდა ამაზე რეაქცია ისედაც ძლიერ გაღიზიანებულ, ექსტრემიზმით გაჯერებულ არაბულ სამყაროში, სადაც ასეთ სამხედრო ექსპედიციას, გარკვეული ძალების მიერ აუცილებლად მიეცემოდა ებრაელთა მხარდამჭერი აქციის ინტერპრეტაცია და როგორ ეცდებოდა ასეთ ვითარებაში ებრაულ-არაბული კონფლიქტის გამოყენებას თავის სასარგებლოდ, თუნდაც იგივე საბჭოთა კავშირი? ცხადია, პოლიტიკის ამერიკელი ექსპერტები და მრჩევლები ყოველივე ამას ითვალისწინებდნენ და აანალიზებდნენ. არც ის იქნებოდა იოლი გადასაწყვეტი თუ სად, რომელ ტერიტორიებზე უნდა განელაგებინათ ამერიკული ჯარი, რომ ათასობით კილომეტრზე გადაჭიმული ნავთობსადენების უსაფრთხოება უზრუნველეყოთ (პრობლემა, რომელიც ფაქტობრივად განაპირობებდა ბრიტანეთის პროარაბულ პოზიციას პალესტინასთან მიმართებაში [8, Т. 2., 180.]). საკითხავია, ისიც თუ რამდენად მიზანშეწონილი იქნებოდა ტრუმენის ადმინისტრაციისთვის, ქვეყნის ელექტორატისა და იმ დროისთვის თეთრი სახლისადმი უკვე ოპოზიციური კონგრესის8 განწყობის გათვალისწინებით, ევროპასა და განსაკუთრებით შორეულ აღმოსავლეთში, ჩინეთში9 არსებული ისედაც რთული ვითარების მოსალოდნელი გაუარესების ფონზე, კიდევ ერთი მიმართულებით დაეძაბა სახელმწიფოს სამხედრო, ფინანსური და მატერიალური სახსრები. ცნობილია, რომ “ომის დამთავრები შემდეგ აშშ-ს რაც შეიძლება სწრაფად სურდა ევროპასა და აზიიდან თავისი ჯარების შინ დაბრუნება. არმიაში, ავიაციასა და ფლოტში მასობრივი დემობილიზაცია ჩატარდა (...) ამერიკის მოსახლეობას უნდოდა მალე დაბრუნებოდა ნორმალურ ცხოვრებას. მათ არავითარი სურვილი არ ჰქონდათ მშვიდობიან დროს ეხადათ დიდი გადასახადები უზარმაზარი არმიის შესანახად. ტრუმენიც, თავის საშინაო პოლიტიკაში, დაბალანსებულ ბიუჯეტს ესწრაფვოდა” [10, 365]. პრეზიდენტი სწორად ვარაუდობდა, რომ ახლო აღმოსავლეთში ჯარის გაგზავნა უდავოდ უარესობისკენ შეცვლიდა ისედაც საავდრო საერთაშორისო კლიმატს და ვერც ქვეყნის შიგნით აისახებოდა დადებითად მის რეიტინგზე. რაც შეეხება საკუთრივ პალესტინას, ტრუმენს არასოდეს არ გამოუმჟღავნებია დიდი მონდომება იქ ჯარის გასაგზავნად; არც 1945 წლის აგვისტოში, თავისი პრეზიდენტობის პირველ თვეებში, როდესაც პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ არც მას და “არც მის მრჩევლებს აზრად არ აქვთ ოკეანის გაღმა გაგზავნონ მსხვილი სამხედრო ძალები, ვთქვათ 500 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი პალესტინაში, იქ მშვიდობის შესანარჩუნებლად~ [3, Кн. 1, примеч., 48., 509; 11, 795]; და არც მოგვიანებით _ როდესაც პალესტინის პრობლემა მთელი სიგრძე-სიგანით ჰქონდა გაცნობიერებული _ 1948 წლის ადრეულ გაზაფხულზე, როცა მან სახელმწიფო მდივნის მოადგილე რ. ლოვეტს უთხრა, რომ `არ სურს მტკიცედ ივალდებულოს პალესტინაში ჯარის გაგზავნა~ [8, Т. 2., 280]. ამასთანავე, ნიშანდობლივია და ხაზგასმით აღსანიშნავი, რომ თეთრი სახლი სულ უფრო ნაკლებ სურვილს ამჟღავნებდა ინგლისელებთან ერთობლივი თანამშრომლობით მოეგვარებინა პრობლემა. `ამერიკელები ესწრაფვოდნენ ებრაელთა დახმარებას და არ სურდათ საეჭვოდ იმპერიალისტური ხასიათის მქონე ბრიტანული პოლიტიკის თანაზიარნი აღმოჩენილიყვნენ იმავდროულად10 (ამერიკელთათვის ინგლისელები რეგიონში ღირსეულ მოკავშირედ იქცნენ ცივი ომის პერიოდში სსრკ-ს მხრიდან მომდინარე საფრთხის გამო)” [12, 452]. უშუალოდ გაერო-ს ეგიდით საერთაშორისო სამხედრო ძალების შექმნისა და პალესტინაში მათი წარგზავნის შესაძლებლობის შესახებ დაინტერესებულ მხარეთა შორის მიმდინარე კონსულტაციებზე გარკვევით მოგვითხრობს და საკითხს, ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო გარემოებათა სპექტრში წარმოგვიჩენს თუნდაც ის რამდენიმე ამონარიდი დოკუმენტებიდან ქვემოთ რომ გავეცნობით. 1947 წლის 26 ოქტომბერს (!) მ. შერთოკს, ს. ცარაპკინთან საუბრისას (ესწრებოდა საქმეში ჩახედულ პირთა ვიწრო წრე) დროულად მიუჩნევია ყურადღება გაემახვილებინა პალესტინიდან ინგლისელთა წასვლის შემდეგ ხელისუფლების გადაცემის მექანიზმის შემუშავებაზე და ამის უზრუნველსაყოფად საბჭოთა წარმომადგენელს ორ ვარიანტს სთავაზობდა: ან ებრაული ფორმირების შექმნა, ან გაერო-ს მიერ წარგზავნა უშიშროების ძალებისა, რომლებიც ებრაელთა თანადგომით იმოქმედებდნენ. საბჭოთა დიპლომატების შენიშვნას, რომ აუცილებელი არ არის განსაკუთრებული მექანიზმის შექმნა, რადგან უკვე არსებობს დამკვიდრებული პრაქტიკა სამხედრო პრობლემების გადაცემისა უშიშროების საბჭოს კომპეტენციაში (ეს ნიშნავდა, რომ საბჭოთა კავშირი დაინტერესებულია უშუალოდ მონაწილეობდეს ასეთ შესაძლო ოპერაციაში) სიონისტების მხრიდან შეკამათება არ მოჰყოლია [3, Кн. 1, Док. 98., 253-256].Aსაუბრის დასასრულს ცარაპკინს უახლოესი მომავლის მანძილზე ასეთი დეტალური განხილვების გაგრძელების სურვილი და მზადყოფნა გამოუთქვამს [იქვე]. ეს, დიპლომატის პირადი ინიციატივა ან მხოლოდ თავაზიანობის გამოვლინება არ იყო. საბჭოთა წარმომადგენლებს ნიუ-იორკში უკვე ჰქონდათ მკაფიო მითითება მოსკოვიდან: По всем важным вопросам Палестины необходимо запрашивать мнение евреев... [იქვე, Док. 99., 259]. [პალესტინისთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე აუცილებელია ებრაელთა აზრის მოკითხვა]; სულ მალე კი, უმაღლეს დონეზე შეთანხმებული, პუნქტებად ჩამოყალიბებული დირექტივაც ამ და სხვა აუცილებელ მოქმედებებთან დაკავშირებით [იქვე, Док. 100, 260-261]. ებრაული სააგენტოს ემისრებთან კონსულტაციების პრაქტიკა გაგრძელდა პალესტინის გაყოფის შესახებ რეზოლუციის მიღების შემდეგაც. მით უმეტეს, რომ სიტუაცია პალესტინაში მკვეთრად გაუარესდა რეზოლუციისადმი მანდატარი სახელმწიფოს ობსტრუქციის გამო. ინგლისელები, ფაქტობრივად კონფლიქტის ესკალაციას უწყობდნენ ხელს და, ფაქტობრივად, აღარც მალავდნენ თავიანთ პროარაბულ პოზიციას [8, Т. 2., 268]. ამითაც იყო გამოწვეული, რომ 1947 წლის დეკემბრის დასაწყისში, ებრაული სააგენტოს წარმომადგენელს აშშ-ში, ე. ეპშტეინს ისევ ცარაპკინთან საუბარში, სხვა საკითხებთან ერთად იარაღის მოპოვებისა და იშუვისთვის მიწოდების სიძნელეების ხსენებისას აღუნიშნავს, რომ მათ არალეგალურად გააქვთ იარაღი აშშ-სა და ზოგიერთი სხვა ქვეყნიდან, მაგრამ ჯერ არ აპირებენ სსრკ-ს მიმართონ იარაღისა და მოწყობილობების მიწოდების თხოვნით, რადგან არ სურთ საბაბი წარმოშვან ინსინუაციებისთვის _ ებრაელებს ისედაც აბრალებენ, თითქოსდა მათ რაღაც საიდუმლო ხელშეკრულება დადეს საბჭოთა მთავრობასთან” [3, Док. 107., 276-277; იხ. აგრეთვე 13, 401]. პალესტინაში იარაღის უკანონო შედინების პრობლემას, ისევე როგორც საერთაშორისო სამხედრო შენაერთების შექმნისა და მათი იქ წარგზავნის საკითხებს შეხებია მ. შერთოკი გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, საბჭოთა დიპლომატ ა. სობოლევთან საუბრისასაც [იქვე, Док. 108., 278-280]. ამ უკანასკნელის ერთ-ერთ შეკითხვაზე შერთოკს სხვათაშორის უთქვამს: “კარგადაა ცნობილი, რომ ამერიკელები თავიანთი ჯარების პალესტინაში წარგზავნის წინააღმდეგნი არიან და, აგრეთვე _ საბჭოთა ჯარებისაც”-ო [იქვე, 279]. მ. შერთოკი, ამ საუბრისას, ამერიკელთა მიერ ცოტა ხნის წინ დაწესებულ ემბარგოს საკითხთან ერთად, იშუვისთვის შეიარაღების უკიდურეს მოთხოვნილებათა” სიძნელეებსაც შეეხო და სწორედ აქ, ერთი მეტად მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას საკვანძო მომენტი იკვეთება: შერთოკს სობოლევისთვის გაუზიარებია ინფორმაცია ჩეხოსლოვაკიის მიერ არაბული ქვეყნების მთავრობებისადმი იარაღის მიყიდვის შესახებ [იქვე]. ეს ინფორმაცია დასტურდება კრებულში მომდევნო, 1948 წლის 22 იანვრით დათარიღებული დოკუმენტითაც _ სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრ ვ. მოლოტოვისადმი, მისი მოადგილე ვ. ზორინის ბარათით, ჩეხოსლოვაკიის მიერ სირიისათვის იარაღის (ნაღმტყორცნები, ნაღმები, ვაზნები) მიყიდვის თაობაზე; მაშინ, როდესაც ებრაულ სააგენტოს ამაზე უარი ეთქვა ჩეხების მიერ [იქვე, Док. 109., 280-281]. ქვემოთ დავინახავთ, როგორ სრულიად საპირისპიროდ, 180 შეიცვალა ვითარება ამ მხრივ, ჩეხოსლოვაკიაში სულ მალე მომხდარი თებერვლის, “კომუნისტური გადატრიალების” შემდეგ. 1948 წლის 26 იანვარს ეპშტეინი, კვლავ ცარაპკინთან საუბრისას უჩიოდა ინგლისელთა ობსტრუქციულ ქმედებებს პალესტინაში; უსახელებდა მას მთავარ მოქმედ ოდიოზურ პირებს და იმ შეიარაღებული ფორმირებების შესახებაც აცნობებდა საბჭოთა დიპლომატს, რომლებსაც ინგლისელები იყენებდნენ ამისთვის [იქვე, Док. 110., 281-285]. შემდეგ ეპშტეინს, შერთოკთან ერთად სახელმწიფო დეპარტამენტში, ჰენდერსონსა და ლოვეტთან შეხვედრის არსებითი დეტალები გაუცვნია ცარაპკინისთვის. სიონისტებს პირველ რიგში “აშშ-დან პალესტინაში საომარ მასალებზე ემბარგოს მოხსნის საკითხი” დაუყენებიათ. შერთოკსა და ეპშტეინს უთქვამთ, რომ ემბარგოს შემოღებით “ამერიკის მთავრობამ ებრაელები ძალიან რთულ და არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენა. მაშინ, როდესაც პალესტინელ არაბებს _ განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთის მიერ ერაყთან და ტრანსიორდანიასთან დადებული ხელშეკრულების შემდეგ _ სრული თავისუფლება აქვთ მათთვის აუცილებელი იარაღი შეიძინონ ინგლისელებისგან, მითითებული და სხვა არაბული ქვეყნების მეშვეობით, ებრაელებს ასეთი შესაძლებლობა ფაქტობრივად აღკვეთილი აქვთ, რადგან ერთადერთი ადგილი სადაც მათ შეეძლოთ იარაღის შეძენა, აშშ მათთვის მიუწვდომელი ხდება (...). ასეთ გარემოებებში ემბარგო (...) ფორმით თუ არა, თავისი არსით, ფაქტობრივად მხოლოდ ებრაელთა წინააღმდეგ მიმართული ამერიკის მთავრობის დისკრიმინაციული ღონისძიებაა [იქვე, 283]. ეპშტეინს ცარაპკინისთვის უთქვამს, “რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ასეთ პოზიციაზე უეჭველად ძლიერ გავლენას ახდენს შეერთებული შტატების ამჟამინდელი სტრატეგიული, პოლიტიკური და ეკონომიკური მოსაზრებები, რომლებმაც თავისი ასახვა ჰპოვეს მარშალის გეგმასა და კონგრესში ამჟამად მიმდინარე დისკუსიებში. ამასთანავე გასათვალისწინებელია, _ განაგრძობდა ეპშტეინი _ რომ სახელმწიფო დეპარტამენტში საერთოდ ძლიერია პროარაბული და ანტიებრაული განწყობები; თანაც სახელმწიფო დეპარტამენტზე მძლავრი ზეწოლაა არაბულ ქვეყნებში კონცესიებისა და სხვა ინტერესების მქონე ამერიკული სანავთობო კომპანიების მხრიდან [იქვე].” უნდა შევნიშნოთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს გარეშე მხრიდან რაიმე განსაკუთრებული ზეწოლა ამ საკითხთან დაკავშირებით არ სჭირდებოდა. ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ უწყებაში ომის დამთავრებამდე და მოგვიანებითაც მიაჩნდათ, რომ “სიონისტური საქმიანობა აშშ-ში სერიოზული საფრთხე იქნება შეერთებულ შტატებსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის მეგობრულ ურთიერთობებისთვის იქამდე, ვიდრე ამ პრობლემის გადაწყვეტა არ მოიძებნება” [8, Т. 2., 186] სპეციალისტთა ასეთი დასკვნები გარკვეულად განაპირობებდა კიდეც ტრუმენის წინამორბედ პრეზიდენტ ფ. დ. რუზველტის ფრთხილ დამოკიდებულებასა და მოზომილ განცხადებებს პალესტინის პრობლემისადმი [იქვე, 187-188]. ახლო აღმოსავლეთიდან ნავთობის მიღებასთან დაკავშირებით 1947 წლისთვის შეშფოთება გაიზარდა თავდაცვის სამინისტროშიც. “შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტი ტრუმენს შეახსენებდა, რომ არაბულ ნავთობზე ხელმისაწვდომობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ეროვნული თავდაცვისათვის და ადმინისტრაციამ, პალესტინის პრობლემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას, ეს მხედველობაში უნდა იქონიოს~ [8, Т. 2., 251]. შეერთებული შტატების ამ ორ მძლავრ სახელმწიფო სტრუქტურას, თავისი შეხედულებები ახლო აღმოსავლეთში ამერიკის ეროვნული ინტერესების პრიორიტეტული ვექტორის თაობაზე არც გაერო-ს მიერ პალესტინის გაყოფის შესახებ რეზოლუციის მიღების შემდეგ შეუცვლია (საკითხისადმი ასეთივე დამოკიდებულებას იჩენდა ცენტრალური სადაზვევრვი სამმართველოს დირექტორი რ. ჰილენკოიტერი [13. 401]). ზემოთ ნახსენები ემბარგო ამის ერთ-ერთი გამოვლინება იყო. 1947 წლის მიწურულს, ებრაული სააგენტოს ხაზინადრის თხოვნას _ იმიგრაციის საჭიროებისათვის 500 მილიონი დოლარის სესხის გაცემასთან დაკავშირებით თანადგომაზე, სახელმწიფო დეპარტამენტმა აგრეთვე, უარით უპასუხა [იქვე, 275] ეს ფაქტები საკმარისზე მეტ საფუძველს აძლევდა სიონისტებს შეშფოთებისა და უკმაყოფილებისათვის პალესტინის საკითხში აშშ-ის პოლიტიკური კურსის მანევრირების გამო. იგივე ეპშტეინი ცარაპკინთან მორიგ საუბარში _ 1948 წლის 9 თებერვლით დათარიღებული დოკუმენტის თანახმად _ ჩიოდა, რომ “თუ პალესტინის საკითხის გადაწყვეტისას შეერთებული შტატების პოლიტიკის განსაზღვრა ფორესტოლისა და ლოვეტის ხელთ იქნება, მაშინ, წინასწარ შეიძლება ითქვას რომ უშიშროების საბჭოში ამ საკითხის განხილვისას შეერთებული შტატები არაბებისთვის ხელსაყრელ პოზიციას დაიკავებს (...) ახლო აღმოსავლეთის არაბულ სახელმწიფოებში ახლახან მოგზაურობდა არაბულ-ამერიკული სანავთობო კომპანიის წარმომადგენელი, ვინმე დიუსი (...) მოგზაურობის შედეგად დიუსმა დაწვრილებითი მოხსენება შეადგინა _ განაგრძობდა ეპშტეინი _ რომელიც, როგორც ჩანს განხილული იქნება აშშ-ის სამთავრობო წრეებში. ამ მოხსენებით შეთავაზებულია, რომ შეერთებულმა შტატებმა გადასინჯოს თავისი პოლიტიკა პალესტინის საკითხში და ამით უზრუნველყოს აშშ-ისა და ამერიკული ნავთობკომპანიების პოზიციათა განმტკიცება არაბულ ქვეყნებში. მოხსენება, სავარაუდოა შეიცავს მტკიცებას, რომ პალესტინაში ებრაული სახელმწიფოს შექმნა საბჭოთა კავშირის ხელშეწყობით ხდება, რომ ებრაული სახელმწიფო გახდება ტროას ცხენი კომუნისტების ხელში, რომ ებრაელებსა და საბჭოთა კავშირს შორის საიდუმლო შეთანხმება არსებობს” [3, Кн. 1, 111., 285-286]. ამ ვერსიის ავტორად, დიდი ალბათობით შეგვიძლია მივიჩნიოთ სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც უფრო ადრეც და მოგვიანებითაც აქტიურად ცდილობდა მის ეფექტურ გამოყენებას [13, 401; 14, 32]. ასეთი მიდგომისა და გარკვეულ მომენტში პრეზიდენტ ტრუმენის ერთგვარი პასიურობის ფონზე, სახელმწიფო მდივანმა მარშალმა შესაძლებლად ჩათვალა შეერთებულ შტატებს, გაერო-ში თავისი წარმომადგენლის ი. ოსტინის პირით განეცხადებინა პალესტინის გაყოფის გეგმის _ მეურვეობით შეცვლის მიზანშეწონილობის შესახებ; რა თქმა უნდა გაერთიანებული ერების ეგიდით [3, Кн. 1, примеч., 79., 518]. 1948 წლის 19 მარტს ოსტინის ეს გამოსვლა უშიშროების საბჭოში ფაქტობრივად გახდა კულმინაცია იმ ფარული ოპოზიციისა პალესტინის საკითხში პრეზიდენტის კურსის მიმართ, რომელიც ჯ. მარშალის უწყებაში არსებობდა. თუმცა, ამ დემარშის ინიციატორებმა სასურველი შედეგს ვერ მიაღწიეს. ჯერ ერთი, თავისი შეშფოთება და აღშფოთებაც დაუყოვნებლივ გამოხატა ფაქტის წინაშე დაყენებულმა პრეზიდენტმა [8, Т. 2., 279; 14, 36.]; მეორეც _ ოსტინის წინადადება თვით გაერო-ში მიიჩნიეს გაუგებრად და ორგანიზაციის ავტორიტეტისთვის საზიანოდ; მესამე _ ამერიკელთა ამ დიპლომატიურ მანევრს მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა ებრაული სააგენტოს, ამერიკის სიონისტური ორგანიზაციებისა და იშუვის პოლიტიკურად აქტიური და მნიშვნელოვანი ნაწილის მხრიდან [8, Т. 2., 280; 11, 822]. ეს ყოველივე უარყოფითად აისახებოდა პალესტინაში ისედაც სავალალო მდგომარეობაზე. დაბოლოს, ამ შემთხვევაში ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებო და იმ მომენტისთვის გადამწყვეტი გარემოება: გენერალური ასამბლეის რეზოლუცია 181/II-ის გადასინჯვისა და პალესტინაზე მეურვვეობის დაწესებით მისი შეცვლის წინააღმდეგ კატეგორიულად გაილაშქრა საბჭოთა კავშირმა.11 1948 წლის 20 აპრილს ა. გრომიკომ გენერალურ ასამბლეის მეორე სპეციალური სესიის პირველი კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ `პალესტინის საკითხში შეერთებული შტატების პოზიციის შეცვლა ნაკარნახევია მისი სამხედრო და ნავთობინტერესებით. ამ ინტერესების ამსახველი ცნობილი გავლენიანი წრეები ცდილობენ პალესტინა თავის სტრატეგიულ და სამხედრო ბაზად, ხოლო ეკონომიკური თვალსაზრისით _ ამერიკულ ნახევარკოლონიად აქციონ. შეერთებული შტატების მიერ შემოთავაზებულმა მეურვეობის გეგმამ, შესაძლოა გამოიწვიოს ბრძოლის გამწვავება პალესტინაში. საფრთხე შეუქმნას მშვიდობას და გააძლიეროს მღელვარება ახლო აღმოსავლეთში (...) შეერთებული შტატების გეგმა გენერალურ ასამბლეას უხერხულ მდგომარეობაში აყენებს: ასამბლეამ, ამ საკითხის ხანგრძლივი შესწავლის შემდეგ, შეერთებული შტატების აქტიური მონაწილეობით მიიღო გაყოფის გეგმა, ახლა კი იგივე გეგმა ამერიკის მმართველი წრეების პოლიტიკური მაქინაციების ობიექტი ხდება" [3, Кн. 1, Док. 118., 299-303] გრომიკოს გამოსვლა ასევე მწვავე და უკომპრომისო იყო დიდი ბრიტანეთის მიმართაც. საბჭოთა წარმომადგენელმა მანდატარ სახელმწიფოს ბრალი დასდო მასში, რომ «მან ისარგებლა მის ხელით არსებული ყველა საშუალებით, რათა ხელი შეეშალა გენერალური ასამბლეის რეზოლუციის აღსრულებისთვის (...) მანდატარმა სახელმწიფომ არა თუ ვერ შეძლო ელემენტარული წესრიგის უზრუნველყოფა პალესტინაში, არამედ ამ ქვეყნის საზღვრებიც კი გაუხსნა შეიარაღებულ ბანდებს, რომლებიც იქ ასამბლეის გადაწყვეტილების წინააღმდეგ საბრძოლველად მიემართებიან. გაერთიანებული სამეფოსა და შეერთებული შტატების პოლიტიკას _ განაგრძობდა გრომიკო, უეჭველად ბევრი აქვთ საერთო. პალესტინის საკითხში ამ ორი სახელმწიფოს მოქმედებამ სერიოზული დარტყმა მიაყენა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ავტორიტეტს, რომელსაც სინამდვილეში უკვე კარგა ხანია ანგარიშს აღარ უწევენ შეერთებული შტატების მმართველი წრეები (...) სსრკ-ს დელეგაციას მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება პალესტინის გაყოფის შესახებ სწორი გადაწყვეტილებაა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ეფექტიან ღონისძიებებს უნდა მიმართოს მის განსახორციელებლად» [იქვე] გრომიკოს ამ გამოსვლის დროისთვის, მოსკოვის მიერ პალესტინაში ებრაული სახელმწიფოს შექმნის მხარდაჭერა მხოლოდ გაერო-ს ტრიბუნითა და დიპლომატიური ფრონტით არ შემოიფარგლებოდა. საბჭოთა კავშირის სატელიტად ქცეული ჩეხოსლოვაკია უკვე ინტენსიურად აწვდიდა იარაღს სიონისტებს პალესტინაში. ეს ფაქტი არანაირად არ არის მიჩქმალული ისრაელის [სახელმწიფოს] ისტორიოგრაფიაში და ხშირად დეტალურადაცაა გადმოცემული.10 ერთ-ერთი ასეთი ნაშრომი გვამცნობს, რომ ბენ-გურიონის პირად წარგზავნილ, ებრაული სააგენტოს ემისარ ეჰუდ ავრიელის მიერ დადებული `პირველი კონტრაქტი ითვალისწინებდა 4500 შაშხანის, 200 მსუბუქი ტყვიამფრქვევის და 5000000 ვაზნის მიწოდებას. ხელშეკრულება ჩეხოსლოვაკიასა და ვითომცდა ეთიოპიას შორის დაიდო (...). ჩეხოსლოვაკიის თანხმობა იარაღი მიეყიდა ებრაული იშუვისადმი, ეჭვს გარეშეა განპირობებული იყო მოსკოვიდან მონაბერი ქარით. მას შემდეგ რაც 1948 წლის თებერვლის «პრაღის გადატრიალების» შედეგად ჩეხოსლოვაკია კომუნისტების ხელში აღმოჩნდა, იარაღის ნაკადმა იმატა(...) 1948 წლის მაისის ბოლომდე ეჰუდ ავრიელმა პრაღაში შეისყიდა 24500-მდე შაშხანა, 5000-ზე მეტი მსუბუქი ტყვიამფრქვევი, 200 საშუალო ტყვიამფრქვევი, 54 მილიონი ვაზნა და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დარჩენილი, გერმანული წარმოების `მესსერშმიდტის~ ტიპის 25 თვითმფრინავი~ [15, 354; იხ. აგრეთვე 8, Т. 2, 327-328; 13, 401-403]. (ამასთან დაკავშირებით ბიბლიური ერთი ცნობილი გამოთქმის (რომაელთა მიმართ, 11, 33) პარაფრაზირების უფლებას თუ მივცემთ თავს, უნდა ითქვას, რომ `არასაცნაურ არიან კვალნი ... პოლიტიკისანი~). ებრაულ სამხედრო შენაერთებს _ სახელმწიფოს შექმნის შემდეგ ისრაელის არმიად რომ გაერთიანდნენ _ სწორედ ჩეხოსლოვაკიიდან დროულად მიწოდებულმა იარაღმა შეაძლებინა გამარჯვება დამოუკიდებლობისათვის ომში. იმ დამოუკიდებლობისათვის, რომლის გამოცხადებაზე თავის შეკავებას სიონისტებს უკანასკნელ მომენტამდე დაჟინებით ურჩევდნენ (და არა მხოლოდ ურჩევდნენ) შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში. ასე მაგალითად, 1948 წლის მაისის დასაწყისში, დ. რასკმა სიონისტები გააფრთხილა რომ, თუ ისინი დროებით მაინც არ გადადებენ დამოუკიდებლობის გამოცხადებას, ვაშინგტონი ამერიკული საქველმოქმედო ორგანიზაციების ფულადი დახმარების ბლოკირებას მოახდენს [8, Т. 2., 292; 11, 823]. ეს მუქარა მეტად შემაშფოთებელი იყო, რადგან ამ სახსრებს სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა იშუვისთვის. მიუხედავად ამისა ბენ-გურიონი დათმობაზე არ წავიდა... სახელმწიფო დეპარტამენტთან საკითხის საბოლოოდ გასარკვევად ვაშინგტონში გაფრინდა მ. შერთოკი და 8 მაისს, საათნახევრიანი, უკიდურესად დაძაბული საუბარი ჰქონდა ჯ. მარშალსა და მის მოადგილე ლოვეტთან. ამერიკელებმა მას უთხრეს, რომ არაბთა არმიების შეჭრა გარდაუვალია და `თუ ებრაელები აპირებენ უწინდელი კურსის გაგრძელებას, შეერთებულ შტატებს დახმარება არ სთხოვონ~ [8, Т. 2., 292-293]. შარეთს, თავის მხრივ უსაყვედურია მათთვის, რომ `პალესტინაში სისხლისღვრა მნიშვნელოვანწილად შეერთებული შტატების მთავრობის მანევრებმა განაპირობა _ რამაც არაბებს შეიარაღებული გამოსვლებისკენ უბიძგა~ [იქვე]. შემდეგ მას, შედარებით რბილი ტონით უთქვამს: `შეერთებული შტატების მთავრობამ ხმა მისცა ისრაელს და ჩვენ ამას არასოდეს არ დავივიწყებთ, მაგრამ ომში ჩვენ მარტონი ვიბრძოდით, ყოველგვარი დახმარების გარეშე. შეერთებულმა შტატებმა უარი გვითხრა იარაღის მიწოდებაზე, სამხედრო ინსტრუქტაჟსა და სამოქალაქო ავტობუსებზე შემოსაკრავად საჭირო ფოლადის ფურცლებზეც კი. ახლა ჩვენ დახმარებას არ გთხოვთ. ჩვენ მხოლოდ გთხოვთ შეწყვიტოთ ჩარევა ჩვენ საქმეებში~ [15, 383]. ამის შემდეგ ჯ. მარშალს თათბირი მალე დაუსრულებია შემდეგი სიტყვებით: `თქვენს მიერ ნათქვამიდან მე არაფერს არ დავივიწყებ (...) თქვენთვის რჩევა-დარიგების მოცემა ჩემ მოვალეობაში არ შედის, მაგრამ როგორც სამხედრომ უნდა გაგაფრთხილოთ: ნუ დაენდობით თქვენ სამხედრო მრჩეველებს. მათ გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს, მაგრამ რა მოხდება ხანგრძლივი შემოსევის შემთხვევაში? გესმით თუ არა რამდენად სახიფათოა ეს თქვენთვის (...) და მაინც, თუ აღმოჩნდება, რომ სიმართლე თქვენ მხარესაა და შეძლებთ ებრაული სახელმწიფოს დაარსებას, მე ბედნიერი ვიქნები. მაგრამ თქვენ საშინელ პასუხისმგებლობას კისრულობთ~ [8, იქვე; 15, 384]. შარეთის პასუხი სახელმწიფო მდივანთან დამშვიდობებისას დიპლომატიური და შემრიგებლური იყო: `ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ თქვენ პოზიციას, და თუ შეიტყობთ რომ ჩვენ სხვაგვარად გადავწყვიტეთ, გთხოვთ ეს თქვენი რჩევის უგულებელყოფად არ მიიჩნიოთ~ [15, იქვე]. როგორც ვიცით, ამ საუბრიდან რამდენიმე დღეში, 14 მაისს, ბენ-გურიონმა _ თანახმად გაერო-ს გენერალური ასამბლეის შესაბამისი რეზოლუციისა _ პალესტინაში ისრაელის სახელმწიფოს შექმნა და მისი დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პრეზიდენტმა ტრუმენმა შეასრულა სიონისტებისთვის მიცემული პირობა და დაუყოვნებლივ ცნო დე ფაცტო ისრაელის სახელმწიფო [11, 825; 16, 457]. საბჭოთა კავშირმა ორიოდე დღის შემდეგ, ისრაელის მხრიდან სათანადო მიმართვის პასუხად, ასევე ცნო ახლად დაარსებული ებრაული სახელმწიფო, მაგრამ არა მხოლოდ დე ფაცტო, არამედ დე ჯურე-ც [3, Кн. 1. Док. 120., 304-305; Док. 121., 305; Док. 124., 307-308; 13, 402]. მოვლენების ასეთი განვითარებით რამდენად ბედნიერად გრძნობდა თავს ჯ. მარშალი ძნელი სათქმელია, მაგრამ ებრაელები მიუხედავად პალესტინაში გაჩაღებული მძიმე ბრძოლებისა, არც თავის სიხარულს მალავდნენ მრავალსაუკუნოვანი ოცნების _ ჰქონოდათ სახელმწიფო ისტორიულ სამშობლოში _ რეალობად ქცევის გამო და არც მადლიერებას მათ მიმართ, ვინც ხელი შეუწყო ამაში. საბჭოთა კავშირისადმი ოფიციალურად გამოთქმული მადლიერების სიტყვები გაისმა ჯერ კიდევ 1947 წლის 26 ნოემბერს გენერალური ასამბლეის სპეციალურ სესიაზე გრომიკოს გამოსვლის [3, Кн. 1, Док. 104., 267-273] შემდეგ. მის მიმართ ამერიკელი სიონისტების ლიდერის აბა სილვერის 4 დეკემბრის წერილში ნათქვამია: `თქვენ აღმატებულებავ, პალესტინის ებრაულ სააგენტოს სურს გამოთქვას თავისი ღრმა მადლიერება საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის მთავრობისადმი გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული ებრაული სახელმწიფოს შექმნის მხარდამჭერ რეზოლუციასთან მიმხრობის გამო (...) ეროვნული კერის ორიათასწლიანი არ არსებობის შემდეგ, ებრაელებს ახლა მიეცათ შესაძლებლობა ფეხი შედგან ერთა ოჯახში და თავისი საგრძნობი წვლილი შეიტანონ საერთაშორისო ცხოვრებაში (...) ებრაელი ხალხი მუდამ მადლიერი იქნება თქვენი მთავრობისა, რომელიც გენერალური ასამბლეის ამ სესიაზე დაეხმარა მას ეროვნული განთავისუფლების მიღწევაში~ [იქვე, Док. 105., 273-274]. 1948 წლის 17 აგვისტოს ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ ბენ-გურიონს ისრაელში საბჭოთა კავშირის დესპან პ. ერშოვისგან რწმუნების სიგელის ჩაბარების შემდეგ, ხანმოკლე საუბარში აღუნიშნავს, რომ `ისრაელის ხალხი დავალებულია საბჭოთა კავშირისგან გაერო-ში მისი მორალური მხარდაჭერის გამო. ისრაელის სახელმწიფო ახლა უკვე მოღონიერდა (...) არმიამ მნიშვნელოვანი რაოდენობის იარაღი მიიღო ჩეხოსლოვაკიასა და იუგოსლავიიდან, მათ რიცხვში არტილერიაც, რომელიც ომის დასაწყისში საერთოდ არ ჰქონდათ~ [იქვე, Док. 149., 348-349]. შეიარაღებასთან დაკავშირებით ნათქვამი, რა თქმა უნდა, მოსკოვის მიმართ მადლობის გამოხატვას ნიშნავდა, უკვე არა მხოლოდ მორალური მხარდაჭერის გამო (პრემიერს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ცხადია არ შეეძლო ღია ტექსტით გამოეთქვა ეს). სიონისტური ხელმძღვანელობა უძლიერესი სოციალისტური სახელმწიფოს მიმართ თავისი დამოკიდებულების გამოხატვისას არ თვალთმაქცობდა. ცივი ომის საწყის ეტაპზე, საერთაშორისო სისტემის ბიპოლარიზაციის ადრეულ ფაზაში, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მზარდი იდეოლოგიური კონფრონტაციისას ისრაელი ყველანაირად ცდილობდა აშშ-სა და სსრკ-ს შორის `ოქროს შუალედის~ დაცვას[8,თ.3,142-147]. ამის მკაფიო დამადასტურებელი და მრავლისმეტყველია მ. შერთოკის, იმჟამად უკვე ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრის პასუხი დიდ ბრიტანეთში ისრაელის დესპან მ. ელიაშუს მემორანდუმზე (2. IX. 1949) სადაც ეს უკანასკნელი, მსოფლიოს ორ ბანაკად დაყოფა-დაპირისპირების პირობებში, დაეჭვებას გამოთქვამდა მიუმხრობლობის პოზიციის მიზანშეწონილობაში, რომლის შენარჩუნებაც, გლობალური კონფლიქტის შემთხვევაში, მისი აზრით შეუძლებელი იქნებოდა [3, Кн. 2, примеч., 10., 496]. ამაზე, შერთოკი (შარეთი), 1949 წლის 11 სექტემბრით დათარიღებულ წერილში, გრიფით `სრულიად საიდუმლოდ~ მიუთითებდა, რომ, ისრაელს ჯერ-ჯერობით არ შეუძლია გადაუხვიოს თავისი ოფიციალური პოლიტიკის გენერალურ ხაზიდან. თავისი მსჯელობის პირველ ორ პუნქტში იგი ასაბუთებდა, რომ დასავლეთის მიმართ ცალსახა და ღია სოლიდარობის გამოცხადება, ან პირიქით _ დასავლეთისადმი მიუმხრობლობის პრინციპზე უარის თქმა, უთუოდ უარყოფითად აისახებოდა აღმოსავლეთ ევროპისა და საბჭოთა ებრაელებზე, იქნებოდა ეს რეპატრიაციისა თუ მათი საერთო მდგომარეობის საკითხი; მესამე და ჩვენი წერილის თემისთვის განსაკუთრებით საყურადღებო არის ის (და აქ, კიდევ ერთხელ გვსურს მივმართოთ დოკუმენტის ენას), თუ რატომ მიიჩნევდა შარეთი დაუშვებლად დასავლეთისკენ ისრაელის ცალმხრივად გადახრას: `... `это было бы вопиющей неблагодарностью по отношению к СССР и его союзникам, особенно учитывая ту бесценную политическую и практическую помощь, которую они нам оказали на решающем этапе. Если бы не их позиция тогда, то весьма сомнительно, чтобы мы получили поддержку со стороны США идеи создания еврейского государства, резолюцию от 29 ноября (1947 г.), быстрое признание Израиля Соединенными Штатами и прием в ООН. И сейчас наш путь в ООН достаточно тернист, и мы не имеем права пренебрегать помощью, с чей бы стороны она ни приходила. В практическом плане представляется, что ни политическая линия, занимаемая в отношении нас Великобританией на всех этапах обсуждения в ООН, ни сегодняшняя позиция госдепартамента США по жизненно важным вопросам границ и беженцев не являются причинами, которые могли бы заставить нас отказаться от поисков помощи со стороны СССР на международной арене. Наконец, в моральном плане Израилю не следует демонстрировать на международной арене пример черной неблагодарности и приучать своих граждан платить злом за добро~ [იქვე, Док. 262., 67-68]. [`ეს აღმაშფოთებელი უმადურობა იქნებოდა სსრკ-სა და მისი მოკავშირეების მიმართ, განსაკუთრებით იმ ფასდაუდებელი პოლიტიკური და პრაქტიკული დახმარების გათვალისწინებით, რომელიც მათ გადამწყვეტ ეტაპზე აღმოგვიჩინეს. რომ არა მათი პოზიცია მაშინ, ერთობ საეჭვოა აშშ-ის მხრიდან ებრაული სახელმწიფოს შექმნის იდეის მხარდაჭერა; 29 ნოემბრის (1947) რეზოლუცია; შეერთებული შტატების მიერ ისრაელის სწრაფი ცნობა და გაერო-ს წევრობა მიგვეღო. გაერო-ში ჩვენი გზა ახლაც საკმაოდ ეკლიანია და უფლება არ გვაქვს უგულებელვყოთ დახმარება, რომელი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს იგი. პრაქტიკული თვალსაზრისით ირკვევა, რომ არც დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური ხაზი, რომელსაც იგი ჩვენ მიმართ მისდევდა გაერო-ში საკითხის განხილვის ყველა ეტაპზე, არც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ახლანდელი პოზიცია საზღვრებისა და ლტოლვილების სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე საკითხების მიმართ, არ წარმოადგენენ მიზეზებს, რომლებიც გვაიძულებდა სსრკ-ს მხრივ საერთაშორისო არენაზე დახმარების მოპოვებაზე უარი გვეთქვა. დაბოლოს, მორალური თვალსაზრისით, ისრაელმა საერთაშორისო არენაზე პირშავობის დემონსტრირება არ უნდა მოახდინოს, ხოლო თავისი მოქალაქეები სიკეთის ბოროტებით გადახდას არ მიაჩვიოს~]. მინისტრის ეს მსჯელობა მით უფრო საგულისხმოა, რომ იგი ხელქვეითისადმი მკაცრად კონფიდენციალურ ინსტრუქტაჟს წარმოადგენს და არა საბჭოთა წარმომადგენლებთან დიპლომატიურ საუბარში კრემლის მიმართ რევერანსს.13 დასასრულ, ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების თვითნება კომენტატორთა საყურადღებოდ, სიტყვა _ ისრაელის სახელმწიფოს პირველ დესპანს საბჭოთა კავშირში (1948. IX-1949. IV), მოგვიანებით კი (1969-74) ისრაელის პრემიერ-მინისტრ გოლდა მეირს _ წარმოთქმული დროისა და გამოცდილების დინჯი გადასახედიდან: `რაოდენ რადიკალურადაც არ უნდა შეცვლილიყო საბჭოთა დამოკიდებლობა ჩვენ მიმართ მომდევნო ოცდახუთ წელიწადში, არ შემიძლია დავივიწყო მაშინ წარმოსახული სურათი. ვინ იცის გავძლებდით თუ არა ჩვენ, რომ არა ჩეხოსლოვაკიაში შესყიდული იარაღი და საბრძოლო მასალები, ტრანსპორტირებული იუგოსლავიისა და ბალკანეთის სხვა ქვეყნების გავლით ომის დაწყების იმ შავბნელ დღეებში (იგულისხმება ისრაელის ომი დამოუკიდებლობისათვის _ ნ.ხ.), ვიდრე მდგომარეობა არ შეიცვალა 1948 წლის ივნისში. ომის პირველი ექვსი კვირის განმავლობაში ჩვენ ძალზე დანდობილნი ვიყავით ჭურვებზე, ტყვიამფრქვევებსა და ტყვიებზე, რომელთა შეძენაც ჰაგანამ აღმოსავლეთ ევროპაში შეძლო, მაშინ როდესაც ამერიკამაც კი ემბარგო გამოაცხადა ახლო აღმოსავლეთში იარაღის გაგზავნაზე, თუმცა ჩვენ რა თქმა უნდა მხოლოდ ამის იმედით არ ვიყავით. არ შეიძლება ხაზი გადაუსვა წარსულს იმიტომ, რომ აწმყო მას არ ჰგავს და ფაქტი რჩება ფაქტად: მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი შემდგომ ასე გააფრთებით დაგვიპირისპირდა, საბჭოთა ცნობამ ისრაელისა 18 მაისს ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა იქონია” [17, 258]14. სრულიად წარმოუდგენელია (და ყოვლად დაუშვებელიც!), რომ დოქტორი ეპშტეინი ამ მასალებსა და ლიტერატურას არ იცნობდეს. მით უფრო გასაკვირია ასეთი კვალიფიციური მკვლევრის მიერ მკითხველთა ფართო წრისათვის შეთავაზებული ინტერპრეტაცია. თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ამჯერად საქმე ეხება წერილში განხილულ მხოლოდ ერთ ეპიზოდს და არა მთლიანად წიგნს, რომელიც ბევრ საინტერესო მასალას და სწორ დასკვნებს შეიცავს. მაგ., სრული ჭეშმარიტებაა ის, რომ `მსოფლიო გეოპოლიტიკის ზოგადი ტენდენციები ამჟამადაც კრიტიკულ გავლენას ახდენს მასზე, რაც ისრაელის სახელმწიფოში ხდება და ასევე ისრაელ-არაბული კონფლიქტის განვითარებაზეც.~ [2, 9-10] საკამათო არაფერი გვაქვს არც იმის თაობაზე, რომ «ისრაელ-არაბული დაპირისპირება გამოკვეთილი მაგალითია იმისა, თუ როგორ მოჰყვება პოლიტიკური ინტერესების გამწვავებას ეროვნებათ და კონფესიათშორისი კონფლიქტების გაჩაღება. არაბულ-ებრაული ურთიერთობების გამუდმებით დაძაბვის საკმაოდ მნიშვნელოვანი მიზეზი გახდა დიდ სახელმწიფოთა მცდელობები ამა თუ იმ მხარის ხარჯზე შეესუსტებინა თავისი კონკურენტების პოზიციები ახლო აღმოსავლეთში (...) ამგვარად, `ებრაული პრობლემა~ პალესტინაში თავიდანვე იქცა საერთაშორისო პრობლემად. ამიტომ, სათუოა ისრაელის წარმოქმნასთან დაკავშირებული მოვლენები წარმოვიდგინოთ ისე, თითქოს განსაკუთრებული დამსახურება ამაში სიონისტურ მოძრაობასა და მის ლიდერებს მიუძღოდეთ. მათი ძალისხმევა საკმარისი არ იქნებოდა, ამისთვის, ხელსაყრელ საერთაშორისო ვითარებაში რომ არ მიემართათ, რომლის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, ჰოლოკოსტის15 შემდეგ ებრაელი ხალხის წინაშე ბრალეულობის ძლიერი განცდა გახდა ~ [იქვე, 11]. ამას მხოლოდ დავსძენთ, რომ სიონისტები პასიურად არასოდეს არ ელოდნენ `ხელსაყრელ საერთაშორისო ვითარებას~, არამედ შეძლებისდაგვარად ზრუნავდნენ მის შესაქმნელად . ამ თვალსაზრისით ისინი ახალ ისტორიულ ეპოქასა და პოლიტიკურ გარემოებებში, ამოცანის ახლებური გადაწყვეტის გზით აგრძელებდნენ იმ ძირძველ პრაქტიკას, რომლის შესახებაც სპეციალისტი მოკლედ და ამომწურავად ამბობს: `ებრაელები _ მიუხედავად იმისა, ჰქონდათ მათ სახელმწიფო თუ არა _ უძველეს დროში და ახლაც, მუდმივ და ძალზედ არსებით გავლენას ახდენენ ორგანიზებულ საზოგადოებაზე~. [8, თ. I, 11] ეს კი, შესაძლებელი ხდებოდა პირველ რიგში იმით, რომ მათი ორგანიზებულობის ხარისხი არასოდეს არ ჩამოუვარდებოდა _ ხშირად აღემატებოდა კიდეც _ გარემომცველი სამყაროს იმავე კომპონენტს. ისრაელის სახელმწიფოს შექმნის უშუალოდ წინა პერიოდი, 1945-48 წლები, ამის დამაჯერებელი მაჩვენებელია. ჩვენი წერილისთვის მოხმობილი ძირითადი წყარო [3], დოკუმენტების ეს კრებული, ბევრი სხვა რამის გარდა, მოწმობს სიონისტ ლიდერთა პოლიტიკური აზროვნების მაღალ კულტურას, დიპლომატიის ნიუანსებში ღრმად გათვითცნობიერებას და ფართო ინფორმირებულობას, ტაქტიკურ გამჭრიახობას, ქცევისა და ისტორიული მომენტის არა მხოლოდ ადეკვატური შეფასების, არამედ _ გადამწყვეტი მოქმედებების უნარსაც. წინამდებარე სტატია ალბათ დაუმთავრებელ და ხელოვნურად შეკვეცილის შთაბეჭდილებას დატოვებს, ორიოდ სიტყვით მაინც რომ არ ვთქვათ ისრაელის სახელმწიფოს შექმნაში იმ დროის საერთაშორისო არენაზე მთავარი `დამნაშავის~, საბჭოთა კავშირის მოტივაციის შესახებ. ვფიქრობთ, საკმარისი საფუძველი არსებობს, ამასთან დაკავშირებით, გარკვეულწილად გავიზიაროთ ცნობილი ისტორიკოსისა და პუბლიცისტის ჟორეს მედვედევის შემდეგი შეხედულება: `ძალიან ხშირად გამოითქმის ვარაუდი, რომ სტალინის16 ჩანაფიქრით, იგი შეძლებდა საბჭოთა ბლოკისთვის მიეერთებინა ისრაელი. ასეთი განზრახვა სტალინს არ ჰქონია. ისრაელის პროამერიკული ორიენტაცია მეტად აშკარა იყო. ახალი ქვეყანა იქმნებოდა მდიდარი ამერიკული სიონისტური ორგანიზაციების ფულით, რომლებიც იმ იარაღშიც იხდიდნენ, აღმოსავლეთ ევროპაში, რომ შეისყიდებოდა (...) სინამდვილეში, სტალინის აზრით ისრაელის შექმნა იმ პერიოდსა და თვალმისაწვდომ მომავალშიც სსრკ-ს საგარეო პოლიტიკურ ინტერესებს პასუხობდა. ისრაელის მხარდაჭერით სტალინს განხეთქილება შეჰქონდა (`вбивал клин~) აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის და აშშ-სა და არაბული ქვეყნების ურთიერთობებში (...) სტალინის საგარეო პოლიტიკური პროგნოზი ძირითადად გამართლდა. არაბულ და ბევრ სხვა მუსლიმურ ქვეყანაში არა მხოლოდ ბრიტანეთის, არამედ აშშ-ის გავლენაც შეირყა~ [18, 103--104]. მაგრამ, მართლაცდა `არა საცნაურ არიან კვალნი პოლიტიკისანი.~ ისტორია ჯიუტად ამბობს უარს თავის კონფიდენტად აქციოს ადამიანი, თუნდაც დიდი პოლიტიკოსი. ყველაფრის განჭვრეტა შეუზღუდავი ძალაუფლების ოლიმპოდანაც არავის ძალუძს. გასული საუკუნის 90-იან წლებში მომხდარმა გეოპოლიტიკურმა ძვრებმა ბევრი რამ შეცვალა მსოფლიოში: აღარ არსებობს თვით საბჭოთა კავშირი და შესაბამისად აღარც ბიპოლარული საერთაშორისო სისტემა, მაგრამ დარჩა საბჭოეთის სამართალმემკვიდრე რუსეთი, რომელიც სულაც არ ფიქრობს თავის გეოპოლიტიკურ `მემკვიდრეობაზე~, გენეტიკურად იმპერიულ მისწრაფებებსა და დიდმპყრობელური მსოფლხედვის სტერეოტიპებზე უარის თქმას. თუმცა, ახლა ირანში შეჭრას კი არ გეგმავს არამედ პირიქით იარაღით ამარაგებს მას [19] ხოლო აშშ-თვის პირიქით, ამჟამად სწორედ ირანი (მისი ბირთვული პროგრამით), ერაყსა და რაღა თქმა უნდა, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტთან ერთად # 1 პრობლემაა ახლო აღმოსავლეთში. ეს, და ბევრი სხვა ფაქტორიც ცხადია ღრმად და მწვავედ აისახება რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, რომლის თანამედროვე მდგომარეობის დასახასიათებლად აქ ადგილი აღარ რჩება და არც ჩვენი წერილის თემა ითვალისწინებს ამას. გროსსო მოდო კი კიდევ ერთხელ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ `საერთაშორისო ურთიერთობების ფუძემდებლური ბუნება უცვლელი დარჩა ათასწლეულთა განმავლობაში. ეს ურთიერთობები კვლავაც წარმოადგენს მუდმივ განმეორებად ბრძოლას დამოუკიდებელ აქტორებს შორის სიმდიდრისა და ძალაუფლებისათვის _ ანარქიის პირობებში~ [20,7]. ამ პირობებსა და აღნიშნულ ბრძოლაში თუ მაინც შეინიშნება რაიმე ცვლილება, ეს _ ამჟამინდელ `გლობალურ ჯუნგლებში~ მათი სირთულისა და სიმწვავის ხარისხია. ვერსად წავუვალთ იმ ფაქტს, რომ უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თანამედროვე ადამიანი _ ეს, “პოლიტიკური ცხოველი” (კინაღამ არ წამოგვცდა: პოლიტიკური კანიბალი) _ თავის სიღრმისეულ, გაუცნობიერებელ ინსტინქტებსა თუ რაციონალიზებულ, გათვლილ-დაგეგმილ ინტერეს _ მისწრა-ფებებში რჩება იგივე, როგორიც ოდითგანვე იყო. ათასგზის მართალია პოლიტოლოგი განსჯისას, რომ `ადამიანის ბუნება, რომელსაც პოლიტიკის კანონები ეფუძნება, არ შეცვლილა მას შემდეგ რაც ჩინეთის, ინდოეთისა და საბერძნეთის კლასიკური ფილოსოფიური მოძღვრებები ამ კანონების აღმოჩენას ცდილობდნენ~ [21, 18], _ და შემდეგ კონსტატაციაშიც, რომ `სახელმწიფო მოღვაწეები ძალის კატეგორიით გამოხატული ინტერესთა საფუძველზე მოქმედებენ და აზროვნებენ, რაც ისტორიულადაც არის დადასტურებული~ [იქვე, 19]. დიახ, ინტერესებია მარადიული, იცვლება მხოლოდ მათი დაკმაყოფილების, განხორციელების ხერხები და საშუალებები. ამის შეგნებისა და შედარებით ფართო დიაპაზონში გააზრებით არის ნათქვამი: Pლუს çა ცჰანგე, პლუს ც’ესტ ლა მêმე ცჰოსე. უფრო მეტყველი და კონკრეტული კი გაცილებით ადრე გამოთქმული სიბრძნეა: `თაობა მიდის, თაობა მოდის, ეს ქვეყანა კი უცვლელია უკუნისამდე~ [ეკლესიასტე 1, 4]. თუმცა, ეს უცვლელობა როდი ნიშნავს უძრაობას. თუნდაც იმიტომ, რომ, `თაობა მიდის, თაობა მოდის...~, რაც დრო-ჟამის მონაცვლეობაზე მიუთითებს _ რომ არის `ჟამი ქვათა მიმოფანტვისა და ჟამი მათი შეგროვებისა...~ (ვიცით ყოფილა ჟამი `ქვათა ღაღადისაც~...), იქნებ არც ამჟამად იყოს უიმედოდ დაგვიანებული კაცობრიობისა და საკუთრივ ჩვენ ისტორიაში მიმოფანტული პოლიტიკური აზროვნების ნიმუშთა კრიტიკული შეგროვება-მოხილვა ქართული სახელმწიფოს ბალავრისთვის გადასარჩევად; მისი აღმშენებლობის საძირკვლის განსამტკიცებლად. შენიშვნები 1. ტერმინები: `ისრაელ-პალესტინის...~; `ისრაელ-არაბული...~; ` არაბულ-ებრაული...~; `ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი (საკითხი, პრობლემა რეგულირება)~, წინამდებარე ტექსტში ტრადიციისამებრ, სინონიმებად რჩება. თუმცა, კონფლიქტის დინამიკა გვიჩვენებს, რომ ეს ტერმინები დიფერენცირებულ (განსაკუთრებით ამჟამად), შინაარსობრივი ასპექტების მკაფიო დაზუსტებით გამოყენებას მოითხოვს. 2. ამ მოვლენას, ისრაელის ისტორიოგრაფიაში დამოუკიდებლობისათვის ომი ეწოდება და იგი ქრონოლოგიურად ორ ეტაპად იყოფა: I ეტაპი დაიწყო 1947 წლის 30 ნოემბერს _ გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ პალესტინის გაყოფის შესახებ რეზოლუციის მიღებიდან მეორე დღესვე _ და 1948 წლის 14 მაისამდე გაგრძელდა; II ეტაპზე, განსხვავებით პირველისგან, საომარ მოქმედებებში პალესტინელ არაბთა მხარდასაჭერად დაუფარავად ჩაერთო და 15 მაისს ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეიჭრა ხუთი არაბული ქვეყნის _ ეგვიპტის, იორდანიის, ერაყის, სირიისა და ლიბანის ჯარები. ომი ფორმალურად დასრულდა 1949 წლის 20 ივლისს დადებული დროებითი ზავით. აქტიური საომარი მოქმედებები, ფაქტობრივად აღარ მიმდინარეობდა 1949 წლის 7 იანვარს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების შემდეგ [22, кол. 705_717] 3. ამ სახელწოდებით, ორგანიზაცია დაფუძნდა 1929 წელს, თანახმად ბრიტანეთისთვის გაცემული მანდატის პირობებისა (თანამშრომლობა სამანდატო ადმინისტრაციასთან პალესტინაში ებრაული თემის სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვ. საკითხთა მოსაგვარებლად და ებრაელთა შემდგომი რეპატრიაციის უზრუნველსაყოფად). ჩვეულებრივ მოიხსენიება, როგორც ებრაული სააგენტო (იგივე `სოხნუთ~-ი, ებრაულ ენაზე დასახელების პირველი სიტყვის მიხედვით, რაც სააგენტოს ნიშნავს). 1929 წლამდე, ზემოთ ჩამოთვლილ ფუნქციათა შემსრულებლად მანდატი ცნობდა მსოფლიო სიონისტურ ორგანიზაციას (მსო; შეიქმნა 1897 წელს). ებრაული სააგენტოს მიმდინარე საქმიანობას მისი გამგეობა, იგივე აღმასრულებელი კომიტეტი ხელმძღვანელობდა. ჩვენი მიმოხილვის პერიოდში არსებობდა ორგანიზაციის ორი ძალზედ მნიშვნელოვანი ფილიალი: ლონდონში (დაიხურა 1948 წ.) და ნიუ-იორკში (ამერიკული სექცია), რომლებიც პირველ ყოვლისა საგარეო პოლიტიკური ამოცანების გადაჭრით იყვნენ დაკავებულნი. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ დიპლომატიური აქტიურობის ცენტრმა ნიუ-იორკში გადაინაცვლა. ისრაელის სახელმწიფოს დაარსების შემდეგ ებრაული სააგენტოს გამგეობის წევრთა უმრავლესობა მთავრობის შემადგენლობაში შევიდა. დღეს ამ ორგანიზაციის სრული სახელწოდებაა _ ებრაული სააგენტო ისრაელისათვის. 4. აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯორჯ მარშალის მიერ 1947 წლის 5 ივნისს გამოც-ხადებული ევროპის აღდგენის პროგრამა. საბჭოთა კავშირმა და შესაბამისად აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტურმა ქვეყნებმა _ აგრეთვე, ფინეთმაც - იგი უარყვეს. მარშალის გეგმის საშუალებით _ თუმც, მას უწოდებენ, `ყველაზე უანგარო აქტს ისტორიაში~ _ აშშ-მა უზრუნველყო სტრატეგიული სამხედრო-პოლიტიკური ინტერესები დასავლეთ ევროპაში და ქვეყნის შიგნით მოსალოდნელი ეკონომიკური დაქვეითების პირობებში კოლოსალურ ექსპორტს შეუწყო ხელი~ [23 , 325]. 5. საბჭოთა კავშირმა სიონისტებისადმი თავისი დამოკიდებულება გამოავლინა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მათთვის მოულოდნელად მხარი დაუჭირა ებრაული სააგენტოს თხოვნას დასწრებოდა გენერალური ასამბლეის სპეციალურ სესიას [11, 813]. ამ სესიაზე, 1947 წლის 15 მაისს შექმნილი პალესტინის სპეციალური კომისიის რეკომენდაციების შესასწავლად გენერალური ასამბლეის მეორე სესიამ ად ჰოც შექმნა კომიტეტი (რომელსაც ზოგჯერ სპეციალურ კომიტეტს, ხანაც პალესტინის კომიტეტს უწოდებენ). იგი თავის მხრივ დაიყო სამ ქვეკომიტეტად: I) კომისიის წევრთა უმრავლესობის მიერ შეთავაზებული გაყოფის გეგმის განხილვისა და საბოლოო დამუშავებისთვის; II) უმცირესობის გეგმის, ანუ ფედერაციული (ბინაციონალური, ებრაულ-არაბული) სახელმწიფოს შექმნის განსახილველად და III) კომპრომისული გადაწყვეტილების შესამუშავებლად. სსრკ და აშშ პირველ ქვეკომიტეტში შედიოდნენ [3, Кн 1. примеч., 66, 515. უფრო დაწვრილებით იხ. 3, Кн. 1., Док. 99, 256-260]. 6. ირანის პროგერმანული ორიენტაციის უვნებელსაყოფად და მის ნავთობსაბადოებზე კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით, საბჭოთა კავშირისა და დიდი ბრიტანეთის ჯარები _ ამ ორი ქვეყნის მთავრობათა შეთანხმებისამებრ _ 1941 წლის აგვისტოში შევიდნენ ირანის ტერიტორიაზე. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ (2.IX.1945), საბჭოთა კავშირი, მიუხედავად 1942 წლის 29 იანვრის სამმხრივი ხელშეკრულების (დიდ ბრიტანეთსა და ირანთან ერთად) პირობისა, აყოვნებდა თავისი ჯარის გაყვანას ჩრდილოეთ ირანიდან, იქ თავისი გავლენის სფეროებისა და დასაყრდენის შენარჩუნებს განზრახვით (ჩრდილო აზერბაიჯანისა და ქურთისტანის ავტონომიური ოლქები). ეს გარემოება დაძაბულობას ქმნიდა რეგიონში და შესაბამისად, მთელ საერთაშორისო პოლიტიკაზე აისახებოდა. თუმცა, მართალია მოგვიანებით, მაგრამ 1946 წელს საბჭოთა ჯარმა მაინც დატოვა ირანი [9, 14-16; 12, 528-530; 22, 17-24; 23, 203-204]. საბჭოთა გეოპოლიტიკური ექსპანსიის არეალში მოიაზრებოდა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებიც, რასაც დასავლეთის სახელმწიფოები, პირველ რიგში დიდი ბრიტანეთი, არა მხოლოდ (და არა იმდენად) თურქეთზე მიმართულ მუქარად მიიჩნევდნენ, არამედ საკუთარი ნაციონალური ინტერესების საშიშროებად [9, 39; 24, 71-73]. ამავე კუთხით განიხილებოდა ჯერ ლონდონისა და შემდეგ ვაშინგტონის მიერაც სამოქალაქო ომი საბერძნეთში, სადაც ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ უპირისპირდებოდნენ მონარქისტები და მათ წინააღმდეგ გაერთიანებული არაეთგვაროვანი პოლიტიკური ძალები, კომუნისტების აქტიური და ქმედითი მონაწილეობით, რომლებიც კრემლიდან მიღებული დირექტივებით მოქმედებდნენ [10, 340, 346-348; 25, 353-378]. სწორედ საბჭოური ექსპანსიონიზმის რეალურმა საშიშროებამ აღნიშნულ პერიოდში, გამოიწვია აშშ-ის საპასუხო რეაქცია ე.წ. `ტრუმენის დოქტრინის~ სახით 1947 წლის 12 მარტს 7. 1946 წლის 4 აპრილს სსრკ-მ და ირანმა შეთანხმება დადეს ჩრდილოეთ ირანში ნავთობსაბადოების ერთობლივი დაზვერვისა და ექსპლუატაციის შესახებ. შექმნილი ირანულ-საბჭოთა სანავთობო სააქციო კომპანიის საკონტროლო პაკეტის 51% საბჭოთა მხარეს ეკუთვნოდა. 1947 წლის 22 ოქტომბერს ირანის მეჯლისმა შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა. ამას, სსრკ-ს მხრიდან მკვეთრი განცხადებები მოჰყვა. Mმით უმეტეს, რომ ირანმა, მაშინვე, ნავთობის მოპოვების კონცესიები ამერიკულ ნავთობკომპანიებს გადასცა. 8. 1946 წლის ნოემბერში აშშ-ის კონგრესის არჩევნებში დემოკრატიულმა პარტიამ, რომლის წევრიც იყო პრეზიდენტი ტრუმენი, მარცხი იწვნია. წარმომადგენელთა პალატასა და სენატში უმრავლესობა რესპუბლიკურმა პარტიამ მოიპოვა. 9. 1946-49 წლებში ჩინეთში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. ძალაუფლების მოპოვებისთვის ერთმანეთს ებრძოდნენ გომინდანი (ნაციონალური პარტია) და ჩინეთის კომუნისტური პარტია. პირველს, მხარს შეერთებული შტატები უჭერდა, მეორეს _ ცხადია, საბჭოთა კავშირი. ეს ომი ჩინელი კომუნისტების გამარჯვებით დამტავრდა. საინტერესოა და ამ შემთხვევაში, ვფიქრობთ აღუნიშნავი არ უნდა დარჩეს, რომ როდესაც 1948 წლის მაისში, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯ. მარშალი შერთოკს ურჩევდა სიონისტებს თავი შეეკავებინათ სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადებისგან, არაბებთან გარდაუვალი ომის საშიშროების გამო, სხვა ყველაფერთან ერთად სახელმწიფო მდივანს ჩინეთში არსებული მდგომარეობაც უხსენებია. კერძოდ, მარშალს უთვამს: ` ... მე მქონდა გამოცდილება ჩინეთში. ყველაფერი იოლი გამარჯვებით დაიწყო. და აი, ისინი უკვე ორი წელია ომობენ და დაკარგეს მანჯურია (იგულისხმება გომინდანელთა ჯარის მარცხი ჩინეთის ამ მეტად მნიშვნელოვან რაიონში _ ნ.ხ.)~ [8, თ. 2, 293]. 10. ასეთი დამოკიდებულება ინგლისელების მიმართ ღრმად ფესვგამდგარი განწყობის გამოვლინება იყო. საქმე ისაა, რომ მეორე მსოფლიო ომის პერიოდშიც კი `რუზველტი და მისი გარემოცვა უღრმესი დაეჭვებით ეკიდებოდნენ ბრიტანეთის მოტივებს; განსაკუთრებით _ ბრიტანეთის ნაციონალური და იმპერიული ინტერესების წინა პლანზე წამოწევის შესაძლებლობას ჩერჩილის (ბრიტანეთის მთავრობის პრემიერი _ ნ.ხ.) მხრივ, და მისწრაფებას, არა იმდენად ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნისკენ, არამედ, უპირველესად ძალთა წონასწორობის დამყარებისკენ (...) ამერიკელი ლიდერები ამას ბრიტანული თვისებების თანდაყოლილ ნაკლად აღიქვამდნენ (...) რუზველტმა ეს შემდეგნაირად გამოთქვა: `ჩვენ საზოგადოებაში დამკვიდრებული წარმოდგენა ამ როლის თაობაზე, შესაძლოა არც თუ მთლად ობიექტური იყოს, ხოლო ბრიტანული თვალსაზრისით ასი პროცენტით მცდარი, მაგრამ საქმის ვითარება სწორედ ასეთია და მე გამუდმებით ვცდილო გავაგებინო მას (ჩერჩილს), რომ იგი აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს ამას. ინგლისელებისადმი უნდობლობა, ეს ათვალწუნება და სიძულვილიც კი, ამერიკული ტრადიციის შემადგენელი ნაწილია...~ [24, 359-360]. რაც შეეხება ამერიკელთა სწრაფვას დახმარებოდნენ ებრაელებს, ეს პირველ რიგში თვით პრეზიდენტ ტრუმენის დამოკიდებულებას გამოხატავდა და არა მთელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის პოზიციას. 11. ნიშანდობლივია ამასთან დაკავშირებით ს. ცარაპკინის ოპერატიული განცხადება, რომ `ვერავინ ვერ გახდის საკამათოდ ებრაელი ხალხის კულტურული, სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების მაღალ დონეს. ასეთი ხალხის მეურვეობა არ შეიძლება. ამ ხალხს აქვს ყველა უფლება თავისი დამოუკიდებელი სახელმწიფო იქონიოს~ [13, 402]. 12. ჩეხოსლოვაკიიდან შეიარაღების მიღებას ალეკ ეპშტეინიც ახსენებს გაკვრით [2, 30-32], მაგრამ არ განმარტავს როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო ეს. 13. დოკუმენტი მთლიანობაში, რა თქმა უნდა, სსრკ-სადმი მიძღვნილი პანეგირიკი არაა. ამ ინსტრუქტაჟში არ გამორჩენიათ მითითება სათანადო სიტუაციებში იმის აღნიშვნის თაობაზე, რომ `(...) თავის აწმყოსა და მომავლის ხედვაშიც ისრაელი დემოკრატიული დასავლური სამყაროს ნაწილია (...) სანდო პოლიტიკურ მოღვაწეებთან საუბრებისას, ჩვენთვის უპრიანია ღიად გამოვთქვათ NAთO-ს ფაქტორის, დასავლეთ ევროპის აღდგენის, დასავლეთის სახელმწიფოების ძალის დემონსტრირების პოზიტიური მნიშვნელობა, როგორც რუსეთის შემაკავებელი და კომპრომისებზე მისი დაყოლიების საშუალებებისა~. ციტირების მიღმა დარჩენილი დოკუ¬მენტის ნაწილში კარგად ჩანს, თუ როგორ ჰქონდა გააზრებული ქვეყნის ეროვნული ინტერესები ისრაელის მთავრობას. ამის საილუსტრაციოდ კიდევ ერთი მცირე მონაკვეთი: `თუ ომი გარდაუვალი გახდა, განსაკუთრებით თუ რეალური დემოკრატიის ქვეყნებმა აგრესია განიცადეს ტოტალიტარული რეჟიმის მხრიდან (...) ისრაელი ნეიტრალური არ დარ¬¬ჩება ადამიანის თავისუფლებასა და მის დამონებას შორის გადამწყვეტი არჩევანის წინაშე. მაგრამ ჩვენგან არ უნდა მოითხოვდნენ, რომ მოვლენების მხოლოდ ოდესმე ასეთი განვითარების საშიშროების გამო დაუყოვნებლივ გავაკეთოთ არჩევანი, რადგან ნაჩქარევი თვითგანსაზღვრა შეიძლება ჩვენივ ზრდისა და განვითარების პროცესის დაბრკოლებად გვექცეს. ისრაელის პრინციპული პოზიცია დემოკრატიული სამყაროს ფუძემდებლურ საკითხთა მიმართ საკმარისი გარანტია უნდა იყოს დასავლეთის სახელმწიფოებისთვის და აგვარიდოს მათი მცდელობები არჩევანის წინაშე დააყენოს ჩვენი სახელმწიფო _ უარი ვთქვათ მათი მხრიდან დახმარებაზე თუ საჯაროდ და დაუყოვნებლივ განვაცხადოთ მათდამი ჩვენი სრული სოლიდარობის შესახებ~[3,кн.2,Док.262.,70]. 14. დამოუკიდებლობისათვის ომში გამარჯვების შემდეგ, ისრაელის ტერიტორიამ _ ნაცვლად რეზოლუციით გათვალისწინებული 14,1 ათასი კვ.კმ-ისა _ 20,594 ათასი კვ.კმ მოიცვა. ცოცხალი ძალის დანაკარგებმა 6 ათასი დაღუპული და 30 ათასზე მეტი დაჭრილი შეადგინა; Mმხოლოდ სამხედრო საჭიროებისათვის 500 მილიონი დოლარი დაიხარჯა. ზედმეტი არ იქნება აღინიშნოს, რომ ამ ომის სტრატეგიულ შედეგებს ისრაელისათვის, ალეკ ეპშტეინი ერთობ მაღალ შეფასებას აძლევს [2, 38] და ამ შემთხვევაში, ნამდვილად არაფერი არ ეშლება. 15. ტერმინი (Hოლოცაუსტ) წარმოშობილია ბერძნული სიტყვისგან და თვადაპირველად ნიშნავდა `ცეცხლზე სრულად დამწვარ შესაწირს~. XX საუკუნის 50-იანი წლებიდან, იგი ძირითადად, გამოიყენება ნაციზმის პერიოდში (1933-45) ევროპელ ებრაელთა გენოციდის აღსანიშნავად, რომელმაც ექვსი მილიონი ებრაელი იმსხვერპლა. 16. სტალინი (ჯუღაშვილი) იოსებ ბესარიონის-ძე (1879-1953). საბჭოთა სახელმწიფოს მეთაური და მსოფლიო კომუნისტური მოძრაობის ლიდერი. მისი უშუალო ხელმძღვანელობით საბჭოთა კავშირმა შეძლო გამარჯვება დიდ სამამულო ომში (1941-45) და მანვე განსაკუთრებული როლი შეასრულა მეორე მსოფლიო ომში (1939-1945) ანტიჰიტლერული კოალიციის მიერ ფაშიზმის დამარცხებაში. თავისებურად გაგებული მარქსისტული ინტერნაციონალიზმის პრინციპებიდან გამომდინარე და სახელმწიფოში ერთპარტიული, ტოტალიტარული მმართველობის შესაბამისად, შეუწყნარებლობას იჩენდა ნებისმიერი ნაციონალისტური გამოვლინებებისადმი (მიზეზთა გამო განსაკუთრებით ებრაული და ქართული ნაციონალიზმისადმი). Pპალესტინაში ებრაული სახელმწიფოს შექმნის სიონისტური პროექტისადმი მისი, როგორც მსოფლიოში არსებული ორიდან ერთი ზესახელმწიფოს საჭეთმპყრობელის მხარდაჭერა, ეჭვს გარეშეა, გეოპოლიტიკური მიზანდასახულობით იყო განპირობებული. საკითხისადმი სტალინის დამოკიდებულების უფრო მკეთრად წარმოსაჩენად ჟ. მედვედევი არაპირდაპირ მოწმობას იშველიებს, რომლის მიხედვითაც სტალინს აღნიშნულ ვითარებასთან დაკავშირებით უთქვამს: `მოდით დავეთანხმოთ ისრაელის შექმნას. ეს სადგისივით იქნება არაბული სახელმწიფოების უკანალში და აიძულებს მათ ზურგი შეაქციონ ბრიტანეთს. საბოლოო ჯამში ბრიტანეთის გავლენა ეგვიპტეში, სირიაში, თურქეთსა და ერაყში მთლანად მოიშლება~ [18, 104]. არსებობს სხვა გადმოცემებიც, რომლებიც ფორმით თუ არა შინაარსით მაინც ადასტურებენ (ირიბად) ზემოთ ციტირებულს. მაგ., ცნობილ საბჭოთა დიპლომატ ოლეგ გრინევსკის მოგონებების თანახმად `როდესაც 1948 წელს პოლიტბიურო კენჭს უყრიდა ებრაული სახელმწიფოს ცნობის საკითხს, სტალინი დიდხანს მიმოდიოდა კაბინეტში, ჩობუხს აბოლებდა და დუმდა, შემდეგ თქვა: `მშვიდობა იქ აღარ იქნება~ [25} საქმე ეხებოდა არა მხოლოდ დიდი ბრიტანეთის ახლო აღმოსავლეთიდან გამოდევნას (როგორც ეს, ზოგჯერ მიჩნეულია მოვლენების ზედაპირული ხედვით), არამედ საერთაშორისო და საშინაო პოლიტიკის პრობლემათა ვრცელ დიაპაზონს; მათ შორის საბჭოთა კავშირის სამხრეთი საზღვრების უსაფრთხოებასა და მათთან მიმდებარე არეალში მიმდინარე მოვლენებსაც [18., 105-111]. უნდა ვახსენოთ ალბათ, საკითხთან ასე თუ ისე დაკავშირებული ე.წ. `სამხრეთი პროექტის~ (`южный проект~) არსებობაც, რომელიც ყირიმში გარკვეული ავტონომიური ხარისხის ებრაული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის დაარსებისთვის შემუშავდა რუსეთში, 1917 წლის ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ ძალიან მალე, 20-იან წლებში, ამერიკული ფინანსური წრეების აქტიური მონაწილეობით [13, 90-99; 18, 76-91; იხ. აგრეთვე Независимая газета, 20, III, 98 – Сергей Усов, Как Россия потеряла Крым]. თუმცა ეს, ცხადია, ცალკე საუბრის თემაა და შესაბამისი ავთენტიკური დოკუმენტების არქონის პირობებში აქ, სიტყვას, აღარ გავაგრძელებთ. მოხმობილი ლიტერატურა 1. Броутон Т. Р. С., Преемственность и борьба на Ближнем Востоке в древности, Изд. «Наука», М., 1970. 2. Эпштейн Алек Д., Войны и дипломатия. Арабо-израильский конфликт в ХХ века. ДУХ I ЛIТЕРА, Киев, 2003. 3. Советско-израильские отношения: Сборник документов. Т. 1; В 2-х кн., Кн. 1, Кн. 2., М., «Международные отношения», 2000. 4. Палестинская проблема. Документы ООН, международных организации и конференции. Составитель Давидков Р.,М., 1984. 5. The Jew in the Modern World. A Documentary History. Second Edition, Oxford University Press, 1995. 6. UN General Assembly Rуsolution 181, source: http://www.israel.org/peace/part 181.html. 7. Request for a special session of the General Assembly on Palestine, source: http://www.israel-mfa.gov.il/mfa/go.asp?MFAH01da0. 8. Сакер Говард М., История Израиля. От Возникновение сионизма до создания государства Израиль, Библиотека – Алия, Т. Т. 1,2,3; 1992, 199,1995. 9. Новейшая история стран Азии и Африки: ХХ век: Гуманит. изд. центр ВЛАДОС, 2001. – Ч. 3: 1945-2000. 10. Гренвилл Дж. История XX века. Люди, События, Факты. М., ”Аквариум”, 1999. 11. Лакер В. История сионизма. М., КРОН-ПРЕСС, 2000. 12. Кальвокоресси П. Мировая политика после 1945 года. 2-х кн., Кн. 1., М., “Международные отношения”. 2000. 13. Костырченко Г.В., Тайная политика Сталина: власть и антисемитизм. Изд. ”Международные отношения”, М., 2001. 14. Factors influencing President Truman’s decision to support partition and recognize the state of Israel // The Palestine question in American history. ARNO PRESS. A New York Times Company. New York. 1978. 15. Бар-Зохар М., «Бен-Гурион», Биография. Кн., 1. Библиотека-Алия, 1991. 16. Вейцман Х., В поисках пути. Кн., 2. Библиотека-Алия, 1991. 17. Меир Г., Моя Жизнь, Автобиография, Кн. 1, Библиотека-Алия. 18. Медведев Ж.А., Сталин и еврейская проблема. Новый анализ. Изд. ”Права человека”, М., 2003. 19. Выступление Президента России В. В. Путина на Мюнхенской конференции по вопросам политики безопасности, Германия, 10 февраля 2007 года. 14. 02. 2007 /инопресса Редакционная статья Los Angeles Times. Источник: www. mid.ru 20. Gilpin R., War and Change in World Politics. Cambridge University Press, 1981. 21. ჰანს მორგენთაუ, პოლიტიკური რეალიზმის ექვსი პრინციპი // საერთაშორისო ურთიერთობების თეორია, ქრესტომათია. სამოქალაქო ინიციატივების ინსტიტუტი, 2004. 22. Переписка Председателя Совета Министров СССР И.В. Сталина с Президентами США и Премьиер-министрами Великобритании во время Великой Отечественной воины (1941 – 45), Том I, М., 1957. 23. Верт А. Россия в войне 1941-45, М., 1967. 24. gegeSiZe arC. geopolitika, Tbilisi 1999. 25. Ботсвеин Т., Николсон К., Греция. История страны, М.: Эксмо; СПб.: Мидгард, 2007. 26. Краткая Еврейская Энциклопедия. Т. 1. Иерусалим, 1976. 27. Политика: Тольковый словарь: Русско-английский. Oxford University Press, 1996; Изд. “Весь Мир», 2001 28. Киссинджер Г. Дипломатия. М., Изд., ”Ладомир”, 1997. Р е з ю м е Из истории международных отношении ХХ века Некоторые аспекты дипломатической борьбы в ООН по вопросу о разделе Палестины в 1947-48 гг. На основе соответствующего документального материала в статье рассмотрены позиции супердержав – США и СССР – а также, Великобритании по вопросу о разделе Палестины на специальных сессиях Генеральной Ассамблеи ООН в 1947-48 гг. Привлеченные для этого материалы (с учетом объема данной публикации) опровергают мнение будто «опасение США по поводу возможного военного вмешательства Советского Союза в ближневосточные конфликты (как в самой Палестине, так и за ее пределами) из за их помощи Израилю, фактически оставили Израиль без эффективной американской поддержки в ходе Войны за независимость»[2,10]. Цитируемые в настоящей статье документы однозначно и совершенно четко свидетельствуют, что указанное выше «опасение» была далеко не единственная, и отнюдь не главная причина определившая позицию США в данном вопросе. Из тех же материалов ясно следует, что именно занятый тогдашним советским руководством внешнеполитический курс в отношении Палестины – естественно, исходя из собственных государственных интересов и геополитической целесообразности - способствовал не только созданию и международно-правомому признанию государства Израиль, но и во многом обеспечил победу Израиля в Войне за независимость в 1947-49 годах.