საერთაშორისო ურთიერთობები

ნოდარ ხონელიძე

სამანდატო პალესტინა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი გეოპოლიტიკური ინტერესების ფოკუსში (1945-48); საერთაშორისო ურთიერთობების იმანენტურ ნიშან-თვისებათა გამოსავლენად

”…იქნებ გვეაზრა, რომ ომი კი არ არის პოლიტიკის გაგრძელება, არამედ, სწორედ პოლიტიკაა ომის გაგრძელება _ სხვა საშუალებებით’’ 1. მიშელ ფუკო საისტორიო მეცნიერებაში, ისევე როგორც მის მომიჯნავე დარგებში, ბევრი საკამათო, გადაუჭრელი საკითხია _ იქნება ეს მეთოდოლოგიური ხასიათის თუ ფაქტების ანალიტიკურ დამუშავებასთან დაკავშირებული სირთულე; ქრონოლოგიური პრობლემა; მოვლენის შესაბამისი კრიტერიუმის დადგენა ან მისი გადაფასების დილემა თუ სხვა და ა.შ. ერთი მოსწრებული თქმით: `ისტორია – დაუსრულებელი დავაა”. შესაბამისად, მისი შესწავლაც პერმანენტული დისკუსიის, ხშირად ერთობ მწვავე პოლემიკის პირობებში მიმდინარეობს. ამასთანავე, არსებობს ჭეშმარიტების უბრალოებით აღბეჭდილი დებულებებიც. მაგალითად ის, რომ აწმყო არასოდეს არ არის სრულიად თავისუფალი წარსული მემკვიდრეობისგან; აღმოცენებულია, გამომდინარეობს მისგან _ ან ევოლუციურად, ან რადიკალური საშუალებების გამოყენებით, ომებისა და რევოლუციური ძალადობის გზით. თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები უშუალოდ მისი წინამორბედი ბიპოლარული საერთაშორისო სისტემის მოშლის, გაუქმების, ძალის ერთი პოლუსის (საბჭოთა კავშირი, ვარშავის პაქტი) `გაქრობის” შედეგად წარმოქმნილი რეალობაა, სადაც პოლიტიკურ ერთეულებს შორის დაპირისპირება, ინტერესთა კონფლიქტი, სულაც არ გამქრალა. ამიტომ, ზედმეტად არ მიგვაჩნია კიდევ ერთხელ მოვაქციოთ ახლო წარსული რეტროსპექტული განხილვის არეში, მაგრამ ამჯერად არა მხოლოდ კარგად, ან ნაკლებად ცნობილი ფაქტების ნარატიული მოწოდებით, არამედ საერთაშორისო ურთიერთობათმცოდნეობაში არსებული თეორიული მიმდინარეობების, ჩამოყალიბებული სკოლების მიღწევების ფონზე, ემპირიულად ტესტირებული პარადიგმის კონცეპტუალურ განაზრებებში წარმოჩენით. გარდა წმინდა დისციპლინური ინტერესისა, ასეთი მიდგომის მიზანშეწონილობაზე მიუთითებს უკვე თვით ფაქტი _ სუვერენული სახელმწიფოს სტატუსით საქართველოს არსებობისა; მისი გარდაუვალი ჩართვა გლობალურ საერთაშორისო სისტემაში და ბუნებრივი სურვილი, რომ ეს ხდებოდეს არა დაქვემდებარებული რგოლის ფუნქციით, არამედ რეალურად სრულუფლებიანი აქტორის სახით. მართებული იქნება აგრეთვე, ახლავე მივუთითოთ ჩვენი მსჯელობის საყრდენ `ქვაკუთხედზე”. კერძოდ იმაზე, რომ ნებისმიერ ეპოქაში სახელმწიფოთა ურთიერთობების სიღრმისეული ანალიზი, ამ დამოკიდებულებათა ზოგადი კანონზომიერებების, მათი დეტერმინანტების მეტ-ნაკლები სიზუსტით გამოვლენის შესაძლებლობას ქმნის. მსგავსი ამოცანის ამოხსნისას, ცხადია, გარკვეული სიფრთხილე გვმართებს, რადგან გარდასულ ეპოქათა პარადიგმების მექანიკური ექსტრა-პოლაცია თანამედროვეობაზე (მითუმეტეს ამ გზით მომავლის განჭვრეტა) ისტორიკოსისთვის დაუშვებელი ცდომილების საფრთხეს შეიცავს. ყოველივე ამის უეჭველი გათვალისწინებით, საერთაშორისო ურთიერთობებისადმი რეალის-ტური მიდგომისა და შესწავლის თვალსაჩინო წარმომადგენელი (ნეორეალიზმის სკოლა), ამერიკელი სპეციალისტი რობერტ გილპინი (ღობერტ Gილპინ) საკითხის ასეთ ხედვას გვთავაზობს: “საერთაშორისო ურთიერთობების ფუძემდებ-ლური ბუნება უცვლელი დარჩა ათასწლეულთა მანძილზე. ეს ურთიერთობები კვლავაც წარმოადგენს სიმდიდრისა და ძალა-უფლებისათვის მუდმივ განმეორებად ბრძოლას დამოუკიდებელ აქტორებს შორის _ ანარქიის პირობებში. თუკიდიდეს კლასიკური ისტორია, დღესაც ისეთივე მნიშვნელოვანი სახელ-მძღვანელოა სახელმწიფოთა ქცევის შესა-სწავლად, როგორც მაშინ, როდესაც იგი დაიწერა, _ ძვ. წ. V საუკუნეში” [3. პ.7]. შესაძლოა ეს თეზისი შესამეცნებელ ფენომენს ერთგვარად გამარტივებული სქემით წარმოგვიდგენს, მაგრამ იგი უდავოდ შეიცავს ჭეშმარიტების მარცვალს და ამის გამო, ციტირებულიდან ორ მომენტზე გვსურს ყურადღების გამახვილება: პირველი _ ესაა საერთაშორისო ურთიერთობების ანარქიული ხასიათი, რაც “ამ შემთხვევაში არ ნიშნავს ქაოსს, სრულ უწესრიგობას, მაგრამ სუვერენული სახელმწიფოებისგან შემდგარი საერთაშორისო სისტემა გულისხმობს ძალზე დეცენტრალიზებულ სისტემას, რომელსაც არ ჰყავს ისეთი უზენაესი ხელისუფლება, როგორიც სახელმწიფოში მთავრობაა (...) საერთაშორისო ანარქია ნიშნავს სუვერენული სახელმწიფოს ურთიერთობათა ძირეულ სტრუქტურას, რომლის ჩარჩოებში მრავალნაირი სისტემური ვარიაციები შეიძლება იყოს” [4. გვ. 27-28]. ასეთ ვითარებაში, ომებმა და ფართო-მასშტაბურმა შეიარაღებულმა კონფლიქტებმა რომ თვით სისტემა _ ანუ “მთლიანობა, შექმნილი რეგულარული ურთიერთობების მქონე პოლიტიკურ ერთეულთა მიერ, რომელთაგან თითოეულს გააჩნია საყოველთაო ომში ჩაბმის მიდრეკილება” [5. გვ. 102] _ არ დააყენოს სრული განადგურების წინაშე, საჭიროა გარკვეული წესრიგის დამყარება, სისტემის ფუნქცი-ონირებისთვის აუცილებელი პირობების მინიმუმის უზრუნველყოფა მაინც. ეს კი ყოველთვის, საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების ნებისმიერ ეტაპზე, მხოლოდ ძალის (მისი გამოყენების ან ასეთი მუქარის) და პირველ რიგში სამხედრო ძალის საშუალებით იყო შესაძლებელი [6. с.273], რაც განაპირობებდა კიდეც ასეთი შესაძლებლობის მქონე სახელმწიფოთა პრივილეგირებულ მდგომა-რეობას, “სისტემის იერარქიულობასა და მის შემადგენელ ნაწილებს (სახელმწიფოებს) შორის ურთიერთობათა ხასიათს” [4. გვ. 30]. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი პრივილეგიების მქონედ მოგვევლინენ გამარჯვე-ბული ანტიჰიტლერული კოალიციის წამყვანი სახელმწიფოები: პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატები, საბჭოთა კავშირი და ბიპოლარული სისტემის გამოკვეთის ადრეულ ფაზაში, ცივი ომის საწყის ეტაპზე, _ დიდი ბრიტანეთი, რომელიც ჯერ კიდევ “რჩებოდა მსოფლიო ისტორიაში უდიდეს იმპერიად”, მაგრამ მისი “ოკეანის გაღმა მდებარე, გაბნეული კოლონიების “ერთგულება” სულ უფრო საეჭვო ხდებოდა” [7. გვ. 71]. საერთო მტრის, ფაშიზმის დამარცხების შემდეგ, მოკავშირეებს შორის მალე იჩინა თავი ჯერ უთანხმოებამ, შემდეგ კი იმ შეურიგებელმა წინააღმდეგობებმა, რომელიც თვით ამ სახელმწიფოთა ბუნებიდან, მათ მიერ აღიარებულ ფასეულებებსა და სოციალური წყობიდან გამომდინარეობდა; რამაც თანდათან, მძაფრი იდეოლოგიური კონფრონტაციის სახე მიიღო. ლიბერალურ-დემოკრატიული დასავლეთი შეშფოთებით ადევნებდა თვალს კომუნისტთა გავლენის გაძლიერებას ევროპასა და აზიაში. საბჭოთა ლიდერი და მსოფლიო კომუნისტური მოძრაობის ბელადი იოსებ სტალინი, წარმატებით ახორციელებდა ომით მოპოვებულის პოლიტი-კურად ლეგიტიმირებას, წითელი არმიის მიერ დაკავებულ ქვეყნებში პროსაბჭოური რეჟიმების დამყარების გზით. ამასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ 1945 წლის გაზაფხულზე, ვიწრო წრეში საუბრისას, მან თავისი კრედო ასე ჩამოაყალიბა: “ეს ომი ძველებურ ომებს არ წააგავს. აქ, ვინც იპყრობს ტერიტორიას, იქვე რჩება, შეჰყავს თავისი არმია და თავის სოციალურ სისტემას ნერგავს. სხვანაირად არც შეიძლება” [8. გვ.120]. აღმოსავლეთ ევროპის გადაქცევა სოციალისტური ბანაკის შემადგენელ სატელიტური ქვეყნების კრებულად, ანუ საბჭოთა კავშირის დასავლეთ საზღვრებთან მძლავრი ბუფერული ზონის შექმნა, კრემლის დიქტატორის ასეთი სტრატეგიის შედეგს წარმოადგენდა. მართალია, დიდი ბრიტანეთის იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერ¬ჩილი ითვალისწინებდა მოვლენების ამ სცენარით განვითარებას და ყოველმხრივ ცდილობდა საბჭოთა ექსპანსიის შესაძლო შედეგების მინიმუმამდე დაყვანას, მათ შორის კრემლთან მორიგებისა და ევროპაში გავლენის სფეროების გადანაწილების გზით [9. с. 448-449; 10. с. 27-28], მაგრამ მთლიანობაში საქმე ეხებოდა არა მარტო ევროპას და არა მხოლოდ ბრიტანეთსა და საბჭოეთს შორის საეჭვო კონსენსუსს, არამედ, ომის შემდგომ მსოფლიო მოწყობასთან დაკავშირებულ იმ პრინციპულ განსხვავებებს ვაშინგტონსა და ლონდონს შორის, რასაც თუმცა არ ჰქონდა ისეთი იდეოლოგიური “შეუთავსებლობის” ხასიათი, როგორც ეს საბჭოთა კავშირის მიმართ იყო, მაგრამ საკმარისი აღმოჩნდა, რომ კოლიზია შეექმნა ატლანტიკური ქარტიის2 ავტორთა ურთიერთობებში, ხოლო მსოფლიოს გარკვეულ რეგიონებში _ პირველ ყოვლისა ახლო აღმოსავლეთში _ ორი ქვეყნის გეოპოლიტიკური ინტერესების “ხახუნს” 1945-48 წლებში კრიტიკულ ნიშნულამდეც კი მიეღწია. ამას დიდი ბრიტანეთი განსაკუთრებით მტკივნეულად აღიქვამდა. ცხადია, დასავლელი მოკავშირეები ერთობლივად ფხიზლობდნენ საბჭოთა კავშირიდან მომდინარე საფრთხის წინაშე, მაგრამ ცივი ომი, ეს “ფორმით იდეოლოგიური და არსით მატერიალური (...) უაღრესად წინააღმდეგობრივი, დახლართული მოვლენა” [10. с. 9-10], წარმოადგენდა რა ზესახელმწიფოებს შორის ბრძოლას გლობალური მასშტაბით გაბატონე-ბისთვის, თავის საწყის ეტაპზევე მოიცავდა განსხვავებული შესაძლებლობის მრავალ აქტორს _ პატარა სახელმწიფოს, დამოუკიდებლობის მოსურნე კოლონიურ ქვეყანას, ამა თუ იმ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას და ა.შ. _ რომლებიც მსოფლიო არენაზე ახლახან დამთავრებული შერკინებით გამოწვეული ტექტონიკური ძვრების პირობებში ირჯებოდნენ გადარჩენის, არსებობის უფლების მოპოვებისა თუ საერთაშორისო საზოგადოებაში დამკვიდრე-ბისათვის. საგარეო ორიენტაციების სხვაობამ, დიდი სახელმწიფოების მხრივ მოკავშირედ მათი მიმხრობის, გავლენის არეში შენარჩუნების ან მოქცევის მიზნით გამოყენებულმა ზემოქმედების მეთოდებმა და საშუალებებმა, მაშინვე (40-იანი წლების მეორე ნახევარსა და 50-იანის დასაწყისში) შექმნა ბანაკებს შორის არსებული მძაფრი იდეოლოგიური კონფრონტაციის უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებში გადაზრდის საშიშროების პრეცედენტი. გასაკვირი არაა, რომ ამას, თავდაპირველად ცენტრალურ ევროპაში, დაპირისპირებულ მხარეთა შეიარაღებული ძალების დიდი კონცენტრაციის პირობებში ჰქონდა ადგილი. ამ და მომდევნო ხანის პოლიტიკური პროცესების ერთ-ერთი საუკეთესო ანალიტიკოსი პიტერ კალვოკორესი [Pეტერ ჩალვოცორესსი] ბიპოლარულ სისტემის საერთო პანორამას, დროსა და სივრცეში დაშორებულ მოვლენათა ურთიერთკავშირს, შემდეგნაირად წარმოაჩენს: “ცივი ომის ფოკუსში გერმანია იყო მოქცეული, სადაც ბერლინის გამო კონფრონტაცია კინაღამ შეიარაღებულ კონფლიქტამდე მივიდა 1948-49 წლებში, მაგრამ სამხედრო შეტაკებების გარეშე, დასავლეთის მხარის გამარჯვებით დასრულდა. ძალების ამ კონტროლირებადმა გამოცდამ მოაწესრიგა სიტუაცია ევროპაში (...) თუმცა, თითქმის იმავდროულად, სამხედრო მოქმედებებმა _ დაწყებული კომუნიზმის ტრიუმფით ჩინეთში და ომით კორეაში _ აზიაში გადაინაცვლა (...) დაპირისპირებული მხარეები (ზესახელმწიფოები _ ნ.ხ.) უშუალოდ ერთმანეთის წინააღმდეგ არსად არ გამოდიოდნენ, მაგრამ ცდილობდნენ თავისი გავლენის გაფართოებას და ტერიტორიული უპირატესობების მოპოვებას მსოფლიო სხვადა-სხვა მიმდებარე ნაწილებში, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში (კურსივი ჩვენია-ნ.ხ.), ხოლო დეკოლონიზაციის შემდეგ _ აფრიკაში” [10. с. 26]. ახლო აღმოსავლეთი ამ შემთხვევაში უნდა გამოვყოთ არა მხოლოდ თემის სათაურიდან გამომდინარე, არამედ იმის გამოც, რომ რეგიონის მაგალითზე ცხადად იკვეთება რ. გილპინის ზოგადი დებულების ის მეორე მომენტი, რომლის აქცენტირებასაც ვაპირებთ: “ბრძოლა დამოუკიდებელ აქტორებს შორის სიმდიდრისა და ძალაუფლებისთვის”. საკამათო არაა, რომ “დღეს ახლო აღმოსავლეთის მთავარი გეოპოლიტიკური სიმდიდრე ნავთობია, ანუ დასავლეთის ყველა განვითარებული სახელმწიფოსა და იაპონიის აყვავებისთვის აუცილებელი ნედლეული. მეორე მსოფლიო ომამდე ახლოაღმოსავლური ნავთობის მარაგს დიდი მნიშვნელობა არ ენიჭებოდა, რადგან მთავარი ექსპორტიორები აშშ, მექსიკა და ვენესუელა იყვნენ. (...) ომის შემდეგ დასავლეთის სახელმწიფოთა ეკონომიკები ქვანახშირიდან ნავთობზე გადაერთვნენ (...) რის გამოც ახლო აღმოსავლეთის სანავთობო ქვეყნებმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინეს. აშშ-მა ნავთობის ექსპორტის ნაცვლად, მის იმპორტს მიჰყო ხელი” [11. с. 422]. უფრო კონკრეტულად ამასვე ადასტურებს სხვა სპეციალისტიც: “1946 წლიდან დაიწყო ნავთობის მოპოვება ქუვეითში. მალე აღმოჩნდა, რომ ნავთობით მდიდარია უდაბური და ხალხმცირე საშეიხოები აბუ-დაბი და დუბაი (მომავალი გაერთიანებული არაბული საამიროების წევრები). ამ პერიოდიდან მოყოლებული “ახლო აღმოსავლეთი” სულ უფრო მეტადაა გაიგივებული “ნავთობთან” [12. გვ. 52]. იმ დროისთვის კი რეგიონი ჯერაც რჩებოდა ბრიტანული გავლენის ტრადიციულ სფეროდ, რომელსაც ლონდონი ყოველთვის განიხილავდა თავისი აღმოსავლური პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს რგოლად. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დიდი ბრიტანეთის ახლო-აღმოსავლური კურსი, რომელიც მთავრობის ახალი კაბინეტის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ერნესტ ბევინმა შეიმუშავა, “მიზნად ისახავდა იმპერიის უმნიშვნელოვანესი კოლონიური რესურსებიდან უმთავრესის, მრეწველობის ენერგოუზრუნველყოფის საფუძვლისა და უცხოური ვალუტის მიღების წყაროს, ნავთობის შენარჩუნებას. ამ მხრივ ინგლისელებს საზრუნავი ჰქონდათ (...) პოლიტიკური თვალსაზრისით არასტაბილური არაბული სახელმწიფოების ტერიტორიაზე გამავალი, ასობით კილომეტრებზე გადაჭიმული ნავთობსადენების ქსელის დაცვის თვალსაზრისით, რომლის უზრუნველყოფაც უშუალოდ იყო დამოკიდებული ბრიტანეთისა და არაბული ქვეყნების ურთიერთობების მეგობრულ ხასიათსა და რეგიონში მშვიდობიან ვითარებაზე3 (...) მეორე ფაქტორი გეოპოლიტიკური სტრატეგიისა იყო. 1943-47 წლებში ინგლისელებმა მიაღწიეს იმას, რასაც დიდი ხანია ესწრაფოდნენ _ მათ გამოდევნეს ფრანგები სირიასა და ლიბანიდან, (...) მაგრამ ბრიტანეთის სამხედრო-ეკონიმიკურ ჰეგემონიას ახლო აღმოსავლეთში იმავდროულად დაემუქრა ახალი და გაცილებით სერიოზული საფრთხე საბჭოთა კავშირის მხრიდან. ეს საშიშროება ომის დამთავრე-ბისთანავე შეინიშნა, (...) ბევინი ილუზიებს არ მისცემია საბჭოური საფრთხის მასშტაბების თაობაზე. პოტსდამის კონფერენციის (17.VII-2.VIII.1945) შემდეგ, პარლამენტში გამოსვლისას მან უნდობლობა გამოთქვა რუსების პოლიტიკის მიმართ და ისიც კი განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირი “ცდილობს ყელში სწვდეს ბრიტანეთის თანამეგობრობას” [13. с. 179-181]. ასეთ ვითარებაში, დიდი ბრიტანეთი აშშ-თან ერთად, რომლისთვისაც იგი მაინც მთავარ მოკავშირედ რჩებოდა, ყოველ ღონეს ხმარობდა რათა ახლო აღმოსავლეთი _ ეს ამოუწურავი ნავთობრეზერვუარი _ არ დაეკარგა. ლონდონი იძულებული იყო ამ ტანდემში უმცროსი პარტნიორის როლს დასჯერებოდა. ამერიკელები კი, რომლებსაც “დიდი ბრიტანეთი კვლავ იმპერიალისტურ სახელმწიფოდ და პოტენციურად მძლავრ სავაჭრო კონკურენტად მიაჩნდათ” [11. с. 340], თავის მხრივ სულ უფრო ფართოდ ითვისებდნენ რეგიონს ეკონომიკურად _შესაბამისი პოლიტიკური კურსის მეშვეობით. გარდა ამ გადამწყვეტი “ნავთობფაქტორისა”, დროულია ზემოთ მითითებულ კიდევ ერთ გარემოებასთან _ საერთაშორისო არენაზე, მოქმედ აქტორთა სიმრავლესა და მათ ხშირად საპირისპირო მიზანდასახულობებთან, კონფლიქტურ ინტერესებთან დაკავშირებით, რეგიონთან მიმართებაში დავაკონკრეტოთ, რომ აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მეტოქეობამ ახლო აღმოსავლეთში, ყველაზე მწვავე გამოვლინება ჰპოვა არასანავთობო ქვეყნის, ან უფრო ზუსტად, იმ ტერიტორიის სტატუსის _ და იქ მცხოვრები ხალხის _ გამო სადაც ეს სტრატეგიული ნედლეული არ მოიპოვებოდა (მაგრამ, მისი ტრანსპორტირებისთვის მნიშვნელობა ენიჭე-ბოდა). საქმე ეხებოდა ბრიტანეთის სამანდატო პალესტინას და მისი ორი ძირძველი თემის, ებრაელებისა და არაბების პრეტენზიებს ჰქონოდათ დამოუკიდებლობა ქვეყანაში, რომელიც ორივე მხარეს თავის ისტორიულ სამშობლოდ მიაჩნდა, რაც განაპირობებდა კონფლიქტს როგორც მათ შორის, ასევე ცალ-ცალკე ორივე თემისას მანდატარ სახელმწიფოსთან, თუმც კი სხვადასხვა ინტენსიურობით, ფორმითა და ხასიათით4. ჩვენი დისკურსი დაბეჯითებით მოითხოვს ითქვას, რომ ებრაული და არაბული თემების დაპირისპირება მხოლოდ პალესტინის შიდა, მანდატარი სახელმწიფოს მოსაგვარებელი პრობლემა აღარ იყო. საკითხს საერთაშორისო რეზონანს ანიჭებდა თუნდაც ის გარემოება, რომ პალესტინელ არაბებს მხარს უჭერდა მთელი ისლამური სამყარო, ხოლო ებრაულ თემს (იშუვს), საფუძვლიანად შემუშავებული პროგრამით, გეგმაზომიერად ხელმძღვანელობდა მსოფლიო სიონისტური ორ¬გა¬ნი¬ზაცია5 (მსო), მტკიცე პოლიტიკური ნების ლიდერებით სათავეში. აღსანიშნავია აგრეთვე, მსოფლიო საზოგადოებრიობის თანაგრძნობა ებრაელი ხალხისადმი, რადგან, ძირითადად უკვე ცნობილი იყო მათ მიმართ განხორციელებული ნაცისტური გენოციდის, ჰოლოკოსტის მასშტაბები და სისასტიკე. სტატიის დიაპაზონი და განსახილველ საკითხთა განშრევება არ ითვალისწინებს ამ თემატიკის სრულად გაშლას. ჩვენი მსჯელობის რადიუსში პალესტინა ამჯერად მოქცეულია ვაშინგტონის, ლონდონისა და მოსკოვის გეოპოლიტიკური ინტერესების გადასახედიდან. ამიტომ, მოვლენების განვითარების, ისევე როგორც მათი წინაპირობების, შესახებ მსჯელობაც ამ კუთხით გაგრძელდება. ფრიად საყურადღებო ავტორი გვიდასტურებს: “ინგლის-ამერიკის მოკავშირეობამ სწორედ პალესტინაში განიცადა ყველაზე სერიოზული ომის შემდგომი გამოცდა” [11. с. 436]. თუ რატომ _ ეს, შეძლებისდაგავარად დეტალურ მსჯელობას, საერთაშორისო ურთიერთობათ-მცოდნეობის თეორიულ ასპექტებსა და მათ ისტორიულ კონტექსტთან მიბრუნებას მოითხოვს. ჩვენ წინაშე წამოჭრილ საკითხს, პოლიტიკურ მეცნიერებათა ერთ-ერთი ყველაზე კომპე-ტენტური წარმომადგენელი, გამორჩეულად წარმატებული დიპლომატიური პრაქტიკის მქონე დოქტორი ჰენრი კისინჯერი [Hენრყ Kისსინგერ], ასე აშუქებს: “..თავისი ისტორიული განვითარებისას, ამერიკის მიერ შეძენილმა სპეციფიკურმა ნიშან-თვისებებმა, საგარეო პოლიტიკის საკითხებისადმი ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მიდგომა წარმოშვა. პირველი მდგომარეობს მასში, თითქოს ამერიკა თავის ფასეულობებს ყველაზე უკეთ ამკვიდრებს დემოკრატიის სრულყოფით შინ, და ამიტომაა მანათობელი შუქურა კაცობრიობის დანარჩენი ნაწილისთვის; მეორის არსი კი ისაა, რომ თვით ეს ფასეულობები აკისრებს ვალდებულებას ამერიკას იბრძოლოს მსოფლიო მასშტაბით მათი დამკვიდრებისთვის (...) ამგვარად, ორივე მიდგომა (...) ასახავს მათ საფუძველში არსებულ რწმენას, რომ შეერთებული შტატები მსოფლიოში საუკეთესო მმართველობის სისტემას ფლობს და დანარჩენი კაცობრიობა მშვიდობასა და აყვავებას შეძლებს ტრადიციულ დიპლომატიაზე უარის თქმით, საერთაშორისო სამართლისა და დემოკრატიისადმი _ ამერიკისთვის დამახასიათე-ბელი პატივისცემის გაზიარების გზით” [14. с. 10]. ეს რწმენა, აშშ-მა “დანარჩენი კაცობრი-ობისთვის” გასაზიარებლად, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საერთაშორისო არენაზე უკვე დიდი სახელმწიფოს რანგში გამოსვლისთანავე გამოიტანა კონკრეტული პროგრამის, პრეზიდენტ ვუდრო ვილსონის “თოთხმეტი პუნქტის” სახელით ცნობილი დოკუმენტის სახით. იგი მართლაც შეიცავდა სახელმწიფოთა ქცევის ახალ, პროგრესულ დებულებებს და ერთა შორის დამოკიდებულებათა გაუმჯობესების გზებს ამერიკული იდეალების შესაბამისად სახავდა. ამასთან უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ვილსონისეული პრინციპების გაზიარების მოთხოვნასთან ერთად, პროგრამიდან გამოსჭვიოდა პრეტენზიაც მსოფლიო პოლიტი-კაში ლიდერობისა. “...თავის ცნობილი “თოთხმეტი პუნქტით” _ განაგრძობს ჰ. კისინჯერი _ ვილსონმა ევროპელებს აუწყა, რომ ამიერიდან საერთაშორისო ურთიერთობების სისტემა უნდა აიგოს არა ძალთა წონასწორობის კონცეფციაზე, არამედ ეთნიკური თვითგამორკვევის პრინციპზე, რომ მათი უსაფრთხოება დამოკიდებული უნდა იყოს არა სამხედრო კავშირზე, არამედ კოლექტიურ ღონისძიებებზე და რომ მათი დიპლომატია აღარ უნდა იყოს საიდუმლო და მხოლოდ სპეციალისტების გამგებლობაში მყოფი, არამედ დაემყაროს “ღიად მიღწეულ, ღია შეთანხმებებს” (...) მაგრამ თუ დემოკრატია და საერთაშორისო სამართლის პრინციპები ამერი-კისთვის ფუძემდებლური გახდა უსაფრთხოების მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი შეგრძნების შედეგად, ევროპული დიპლომატია მძიმე განსაც-დელთა ქურაში იყო გამოჭედილი” [14. с. 11-12]. ეს მძიმე განსაცდელი კი აბ ანტიქუო იყო თითქმის განუწყვეტელი ომები, საიდანაც გამოიკვეთა, რომ ადამიანთა საზოგადოებაში, მითუმეტეს კი პოლიტიკურ ერთეულებს შორის დამოკიდე-ბულებებში, მშვიდობა არ არის თავისთავადი მოცემულობა, და რომ პახ ქუაერენდა ესტ. ამ რეალობით იყო ნაკარნახევი თითქოსდა პარადოქსული იმპერატივიც სი ვის პაცემ, პარა ბელლუმ. “ამიტომაც, _ დაასკვნის კიდევ ერთი ავტორიტეტი საერთაშორისო ურთიერთობების სფეროდან, კენეთ ნ. უოლცი [Kენნეტჰ N. ჭალტზ] _ ბერძნულ და იტალიურ ქალაქ _ სახელმწიფოებსა თუ ევროპული ერი-სახელმწიფოებიდან ნებისმიერს, რომელიც სხვებზე მეტად გაძლიერებას მოისურვებდა, შეეძლო ევარაუდა, რომ ისინი მის შეზღუდვას შეეცდებიან. ამის მიზეზი ის კი არ იყო, რომ მათ ერთმანეთის შეზღუდვის პროცესი სიამოვნებას ანიჭებდა, არამედ ის, რომ თითოეული სახელმწიფოსთვის, სხვებთან მიმართებაში შედარებითი ძლიერების მოპოვება თვითგადარჩენის საწინდარია” [15. გვ. 233]. ისეთ ვითარებაში, როდესაც ხანმოკლე მშვიდობა საეჭვოდ და უფრო სახიფათოდაც (!) კი მიიჩნეოდა ვიდრე ომი, მოკავშირეების შერჩევა და მოწინააღმდეგის ბანაკში განხეთქილების შეტანა, ძალთა გადანაწილება _ გაწონასწორება და მასზე კონტროლის დამყარება, საგარეო პოლიტიკის (არა მხოლოდ საგარეოსი) განმსაზღვრელად რჩებოდა მაშინაც, როცა ასეთ კურსს ულმობელი რომაული ლაკონიურობით დივიდე ეტ იმპერა - ეწოდებოდა, და მოგვიანებითაც, როდესაც ბრიტანული დინჯი პირდაპირობით, იმპერიული ქედმაღლობისა და პატრიოტიზმის არისტოკ-რატიულ ცინიზმთან შეზავებით ითქვა: “ჭე ჰავე ნო ეტერნალ ალლიეს, ანდ წე ჰავე ნო პერპეტუალ ენემიეს. Oურ ინტერესტს არე ეტერნალ, ანდ ტჰოსე ინტერესტს იტ ის ოურ დუტყ ტო ფოლლოწ”6. ამგვარი მრავალსაუკუნოვანი პოლიტიკური პრაქტიკისა და მენტალობის “ევროპის ერებს ვილსონი მიმართავდა თხოვნით საგარეო პოლიტიკა მორალის პრინციპებზე დაეფუძნე-ბინათ. თანაც უსაფრთხოება (...) ამის შედეგად ბუნებრივად უნდა წარმოქმნილიყო. მაგრამ ინტერესებს მოკლებულ ასეთი პოლიტიკის დასანერგ კონცეპტუალურ მეთოდიკას ევროპა არ ფლობდა” [14. с. 39]. ძველი სამყაროს სახელმწიფო მოღვაწეები და პოლიტიკური ლიდერები _ განსაკუთრებით მას შემდეგ რაც საერთაშორისო ურთიერთობებმა სისტემური ხასიათი შეიძინა (1648 წ. ვესტფალიის ზავი) და ამ ურთიერთობების სუვერენულ აქტორებად ერი-სახელმწიფოები [ნატიონ სტატე] იქცნენ (XVII-XVIII სს) - როგორც წესი მოქმედებდნენ პრინციპით რაისონ დ’ეტატ, ან მისი უფრო ხისტი ნაირსახეობით რეალპოლიტიკ. დაუსრულებელი დაპირისპირების, ომის ან მისთვის მზადების პირობებში სახელმწიფოს გადარჩენის მიზანი აშკარად ვერ ჰგუობდა მაღალზნეობრივ საშუალებებს და შეგონება პაცტა სერვანდა სუნტ ამა თუ იმ ძლიერი, ან ახლად მომძლავრებული სახელმწიფოსთვის ანგარიშ-გასაწევი იყო მანამ, ვიდრე ეს მის ეროვნულ ინტერესებს პასუხობდა. მართლაც “ზნეობრივი ქცევა სხვა რამაა სისტემაში, რომელიც უსაფრთხოების მოსალოდნელ ხარისხსა და ტიპს უზრუნველყოფს და სრულიად სხვაა სისტემაში, სადაც ამგვარი უსაფრთხოება არ არსებობს” [15. გვ. 230]. XIX ს. 70-იანი წლებიდან საერთაშორისო არენაზე რეალპოლიტიკ იწყებს პრევალირებას, რამაც ძალთა არსებული ბალანსის რღვევა და საბოლოო ჯამში ის, მანამდე არნახული ხალხთა სასაკლაო გამოიწვია, რომელსაც ისტორია პირველ მსოფლიო ომს (1914-18) უწოდებს. სწორედ მისი დასრულების შემდეგ შესთავაზა ვ. ვილსონმა ევროპას კოლექტიური უსაფრთხოების პრინციპი, ხოლო მის განსახორციელებლად _ ერთა ლიგა; იმ იმედით და რწმენით, რომ დამთავრებული ომი უკანასკნელი იქნებოდა კაცობრიობისთვის. ეს, როგორც ვიცით, უტოპია აღმოჩნდა, მაგრამ ჩვენთვის ამჯერად საყურადსაღებოა ის, რომ ვილსონისეული “იდეალიზმი”, ანუ მსოფლიოს-თვის დემოკრატიული ფასეულობების ამერიკული “რეცეპტით” შეთავაზება, პირველ რიგში აშშ-ის ეროვნულ ინტერესებზე ზრუნვას გულისხმობდა (ეს, სავსებით ბუნებრივია და ამგვარი “ზრუნვის” გარეშე არც შეიძლება არსებობდეს სახელმწიფო მოღვაწე). კერძოდ, 1919 წლის 24 თებერვალს, ამერიკის პრეზიდენტი საჯარო გამოსვლისას აცხადებდა: “ჩვენ, ადამიანთა თავისუფლები-სათვის შევქმენით ეს ნაცია, და ახლა, კონცეფციებისა და მიზნებიდან გამომდინარე არ ვიფარგლებით რა ამერიკით, ყველა ადამიანს თავისუფალ გავხდით. ხოლო თუ ამას არ მოვიმოქმედებთ, ამერიკის დიდება გაუჩინარდება, მისი ძლიერება კი გაქრება” [Aრტჰურ შ. Lინკ, ედ. თჰე Pაპერს ოფ ჭოოდროწ ჭილსონ. Pრინცეტონ, N. ჟ.: Pრინცეტონ Uნივ. Pრესს, 1966. V. 29. P. 4. ციტირებულია 14. с. 39 მიხედვით].7 ვილსონის მიერ ძალისა და მორალის პრინციპების ასეთი შერევა, ჰ. კისინჯერს მიაჩნია მიზეზად “ამერიკული ცნობიერების ამბივალენ-ტობისა”, რომელიც ათწლეულების მანძილზე “ცდილობს პრინციპები აუცილებლობასთან მოარიგოს” [14. с. 41]. ვ. ვილსონის პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი თვით აშშ-ისთვის უფრო მიუღებული აღმოჩნდა, ვიდრე ევროპისთვის, განსაკუთრებით ერთა ლიგასთან დაკავშირებით, რამაც ფაქტობრივად განაპირობა პრეზიდენტის კარიერის დასასრული. და მაინც “მიუხედავად ამისა _ დაასკვნის კისინჯერი _ ვილსონის ინტელექტუალური გამარჯვება უფრო ნაყოფიერი გამოდგა, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური ტრიუმფი იქნებოდა. რადგან, როგორც კი ამერიკა ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნის აუცილებლობასთან პირისპირ აღმოჩნდებოდა, იგი ამა თუ იმ სახით უბრუნდებოდა ვილსონის ფუძემდებლურ შეხედულებებს” [14. с. 43]. 1918-20-იანი წლების წარუმატებელი საერთაშორისო პოლიტიკურ-სამართლებრივი ექსპერიმენტის შემდეგ, ახალ მსოფლიო წესრიგზე ფიქრისა და თადარიგის დრო ამერიკელებს 1939-45 წლების კატაკლიზმის დასრულებამდე კარგა ხნით ადრე დაუდგათ (ეს, ატლანტიკურ ქარტიაშიც აისახა). ომის მიწურულს, სტრატე-გიული დაგეგმვის სპეციალისტებს ვაშინგტონში უკვე სავსებით რეალურად ესახებოდათ მომავალი Pახ Aმერიცანა. ამისათვის საკმარისზე მეტად სერიოზული წანამძღვრები არსებობდა. ამერიკული ოპტიმიზმის საფუძველთა საფუძველს სახელმწიფოს კოლოსალური სამრე-წველო და სამხედრო პოტენციალი წარმოადგენდა. აშშ-ის პრეზიდენტი ფრანკლინ დ. რუზველტი მართებულად ვარაუდობდა, რომ ქვეყნის ეკონომიკურ ძლიერებას საერთაშორისო პოლიტიკაზე გავლენის არა თუ ზრდა, არამედ მისი მართვის ბერკეტების დაუფლებაც მოჰყვებოდა. ამერიკა მსოფლიო ლიდერისა და მშვიდობის მთავარი გარანტის როლისთვის ემზადებოდა. ახალი მსოფლიო წესრიგი საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებზე უნდა დამყარებულიყო და როგორც ვ. ვილსონი 1918-1919 წლებში, რუზველტი 1945 წელს ცდილობდა შეექმნა ქმედითუნარიანი, უნივერსალური საერთაშორისო მარეგულირე-ბელი ორგანო, ანუ ის, რაც მისი გარდაცვალებიდან (12.IV.1945) რამდენიმე თვეში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სახელწოდებით დაფუძნდა და ამოქმედდა (26.VI-24.X.1945)8. ომის შემდგომი მსოფლიო წესრიგის შექმნაში პრეზიდენტი არა თუ ითვალისწინებდა აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს (ეს, თავისთავად ცხადია), არამედ მთელი მისი კონცეფციის ამოსავალს სწორედ ამის უზრუნველყოფა წარმოადგენდა. საერთაშორისო მასშტაბით დომინირება, ქვეყნის უსაფრთხოების გლობალურ სისტემას მოითხოვდა. ამიტომ გულისხმობდა ასეთი სისტემის დაგეგმვა სამხედრო ბაზების რგოლის შექმნას ამერიკის ნაპირებიდან საკმაოდ მოშორებით. მათ შორის იმ ქვეყნებსა და რეგიონებში, ბრიტანეთის იმპერიის შემადგენლობაში ან მისი გავლენის სფეროში რომ შედიოდნენ [18. с. 512-13]. ამერიკული ბაზების ეფექტური ფუნქციონირება დამოკიდებული იქნებოდა ოპერატიული მოქმედების ისეთ უსწრაფეს საშუალებაზე, როგორსაც სამხედრო-საჰაერო ძალები წარმოადგენენ. პრეზიდენტიც, თავის სტრატეგიაში სულ უფრო მეტ აქცენტს ავიაციაზე აკეთებდა. სხვა რომ არაფერი, უკვე ეს კმაროდა რათა ნავთობი ამერიკული პოლიტიკის ერთ-ერთი უპირველესი საზრუნავი გამხდარიყო. ამიტომაც “ამერიკელი დიპლომატები უაღრესად აქტიურად ეხმარებოდნენ თავისი ქვეყნის ნავთობკომპანიებს მსოფლიო ენერგეტიკულ რესურსებზე კონტროლის დამყარებაში. ომის ბოლოს ამერიკული კომპანიები ახლო აღმოსავლეთის ნავთობის მარაგის უკვე ნახევარს ფლობდნენ” [18. с. 517; 13. с. 249, 250]. იანკი ამას არ სჯერდებოდა. მოვლენების განვითარების ლოგიკა თეთრ სახლს ცალსახად ჰკარნახობდა რეგიონიდან ინგლისელების ეტაპობრივად გამოდევნას და პრობრიტანული რეჟიმების ამერიკაზე დამოკიდებული ქვე-სისტემით შეცვლას. საკითხის გადაწყვეტის მეთოდებისა და მოკავშირეთა მოძიებაში, დროს და რეგიონით დაინტერესებულ სხვა ძალთა მოქმედებებს თავისი კორექტივები შეჰქონდა. თუ იალტის კონფერენციიდან (4_11. II. 1945) სამშობლოსკენ გამგზავრებული პრეზიდენტი რუზველტი, არაბული ქვეყნების ლიდერებთან გზადაგზა შეხვედრებისას მათ მიმართ კეთილგანწყობას, სხვა ყველაფერთან ერთად, პალესტინაში ებრაული იმიგრაციისადმი თავშეკავებული პოზიციით გამოხატავდა [13. с. 186, 187; 18. с. 506, 507] მისი პოლიტიკური მემკვიდრის _ უკვე შეცვლილი ვითარების წინაშე მდგარი _ ჰარი ტრუმენის დამოკიდებულებას პალესტინის საკითხისადმი, პროსიონისტური უფრო ეთქმოდა. ტრუმენის პოზიცია არა მხოლოდ ლონდონის გაღიზიანებას, შეშფოთებას, ზოგჯერ კი ღიად გამოთქმულ აღშფოთებას იწვევდა, არამედ ჩუმ დრტვინვას და დიპლომატიურად შენიღბულ პროტესტს თვით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტშიც. ამ უწყებაში მიაჩნდათ, რომ ახლო აღმოსავლეთში ამერიკის ინტერესებისთვის გაცილებით მომგებიანია არაბული ქვეყნების მომხრობა-შემომტკიცება და ამის სანაცვლოდ პალესტინის მცირერიცხოვანი ებრაული თემის მოთხოვნის მხარდაჭერა, სუვერენული სახელმწიფოს შექმნის თაობაზე _ მსო-ს შესაძლებლობებისა და კავშირების ფართოდ განშტოებული ქსელის გათვალისწინებითაც კი _ არ ღირდა. მიუხედავად ამ განსხვავებებისა, პრეზიდენტისა და სახელმწიფო დეპარტამენტის (აგრეთვე, პენტაგონის) მიდგომაც, რეგიონში მყარად დამკვიდრებას ითვალისწინებდა ბრიტანეთის გავლენის თანდათანობით შესუსტების გზით. თანაც ისე, რომ საბჭოურ ექსპანსიონიზმს ამ მიმართულებით მორიგი სტიმული არ მისცემოდა. თავის მხრივ მოსკოვი გაფაციცებით ადევნებდა თვალს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს და იქ ინგლისელების ჩანაცვლება უფრო ძლიერი მოწინააღმდეგით, ცხადია მის ინტერესებს არ პასუხობდა. რეგიონში დარჩენისა (ჩრდილოეთ ირანი), თუ შეღწევის (თურქეთი) წარუმატებელი მცდელობების შემდეგ, პალესტინასთან დაკავშირებით წარმოქმნილი გართულებები კრემლისთვის მოსახერხებელი საბაბი ხდებოდა ოფიციალურად ჩარეულიყო პრობლემის გადაწყვეტაში. ლონდონი აშკარად ვეღარ ართმევდა თავს პალესტინას. მანდატარი-სახელმწიფოს მოქმედე-ბები: ლტოლვილ ებრაელ იმიგრანტთა არ შეშვება პალესტინაში, მათი იძულებითი უკან დაბრუნება სპეციალურ ბანაკებში და ამით გამოწვეული ებრაული ექსტრემიზმის პასუხად განხორცი-ელებული რეპრესიები, ან ორჭოფული დათმობები ადგილობრივი არაბების მიმართ, მხოლოდ უკუეფექტს იძლეოდა. “დიდი ბრიტანეთი არცთუ ღირსეულ პოლიტიკას ატარებდა _ აღიარებს ინგლისელი ისტორიკოსი _ მაგრამ ყოველივეში, რაც ხდებოდა, არა მხოლოდ იგი იყო დამნაშავე (...) ებრაელებს არ სურდათ არაბულ სახელმწიფოში ცხოვრება. მათ პალესტინის ტერიტორიაზე საკუთარი სახელმწიფო უნდოდათ (...), მაგრამ არაბები უარს ამბობდნენ პალესტინის ტერიტორიის გაყოფაზე (...). დიდ ბრიტანეთს არ სურდა თავისი ჯარის გამოყენება არაბთა წინააღმდეგ, რადგან მას ფართო ინტერესები გააჩნდა ახლო აღმოსავლეთში. ნებისმიერ შემთხვევაში, ებრაული სახელმწიფოს შექმნისათვის მხოლოდ დიდმა ბრიტანეთმა რატომ უნდა აგოს პასუხი? (ასეა ტექსტში _ ნ. ხ.) ეს, საერთაშორისო ვალდებულებების საგანი უნდა გამხდარიყო (...). ამიტომ დიდი ბრიტანეთი სავსებით ლოგიკურად მოქმედებდა, როდესაც 1947 წლის აპრილში პალესტინის ბედზე პასუხისმგებლობა გაეროს გადასცა” [11. с. 347]. საბჭოურმა დიპლომატიამ უმალ გაანალიზა ლონდონის ეს გადაწყვეტილება და მისგან გამომდინარე ვითარებაში სამოქმედო კურსიც დასახა. ამის შესახებ, დოკუმენტი გვეუბნება: “Передача вопроса о Палестине Объединенным Нациям отнюдь не означает, конечно, что Великобритания полностью и окончательно отказывается от Палестинны и готова немедленно эвакуировать оттуда свои войска. Решение о передаче этого вопроса в ЮНО9 представляет в настоящих условиях весьма ловкий дипломатический маневр. Бевин прекрасно отдает себе отчет в том, что какое-либо конкретное решение вопроса о Палестине Организацией Объединенных Нации отнюдь не является простым и быстро достижимым делом (...) Перекладывая ответственность в вопросе о Палестине на Объединенные Нации, Великобритания одновременно сохраняет свое положение в Палестине и свои войска. Она выигривает время и резервирует свои позиции” [19. док. 74. с. 189]. იქვე ვკითხულობთ აშშ-ის შესახებაც: “При Трумэне США выступили решительно с поддержкой еврейских требований по отнოшению к Палестине. В августе 1945 г. Трумен потребовал от Англии разрешение на въезд в Палестину 100 000 евреев (...) Поддержка США евреев в вопросе о Палестине привела к резкой полемике между Великобританией и США (...) позиция США в вопросе Палестины (...) в значительной мере зависит от наличия двух миллионов еврейских избирателей, за голосами которых охотятся как демократическая, так и республиканская партии (...) Для США Палестина, конечно, является исключительно важным пунктом как с точки зрения стратегической, так и экономической. Оставление Великобритании в Палестине означало бы для США английский контроль над вывозом нефти из Саудовской Аравии. С другой стороны, обладание Палестиной (в той или иной форме) для США означает серьезную опорную базу на Средиземном море. Других таких баз у США, как известно, на этом море не имеется” [с. 189, 190]. ციტირებულ დოკუმენტში საბჭოთა კავშირის შესაძლო პოზიციის შესახებ შემდეგი რეკომენდაციებია: “СССР прежде всего должен решительно высказаться в пользу упразднения мандата Великобритании на Палестину. (...) Предостовление Палестине независимости не решает, однако, еврейско-арабских противоречий в этой стране (...) Передача Великобританией вопроса о Палестине на обсуждение Объедененных Нации представляет для СССР в первые возможность не только высказать свою точку зрения по вопросу о Палестине, но и принять эффективное участие в судьбе Палестины ” [с. 190-191]. გაეროში პალესტინის საკითხის განხილვისას საბჭოთა წარმომადგენლობა ამ ხაზს მისდევდა. დისკუსიების დასკვნით ეტაპზე მოსკოვმა ცალსახად დაუჭირა მხარი პალესტინის გაყოფას და იქ ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს _ ებრაულისა და არაბულის _ დაარსებას. საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრ ვ. მოლოტოვის ინსტრუქციაში, მის მოადგილე ა. ვიშინსკისადმი, რომელიც იმ დროს ნიუ-იორკში იმყოფებოდა, პირდაპირაა მითითებული: `Вы должны иметь в виду, что когда предлагалось (...) в качестве первого варианта разрешение палестинского вопроса создание двуединого государства, то это делалось нами по тактическим соображениям (...) но нашу позицию лучше выражает второй вариант (...) о самостоятельном еврейском государстве [19. док. 25. с. 251, 252]. პირველი სოციალისტური სახელმწიფოსგან ნეგატიურ (მეტი რომ არ ვთქვათ) დამოკიდებულებას ჩვეული სიონისტებისთვის, კრემლის ასეთი მიდგომა, რასაც მართლაც მოჰყვა ებრაული სახელმწიფოს – ისრაელის შექმნა, წარმოუდგენელი სიურპრიზი იყო. ასე, რომ სსრკ-ს მონაწილეობა პრობლემის გადაწყვეტაში მართლაც მეტად “эффективнოе” გამოდგა. გარდა ამისა, ზემოთ ციტირებულ ტექსტში [док. 74] ნახსენებია აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის წამოჭრილი უთანხმოების ოფიციალური საბაბი _ ევროპაში, მოკავშირეთა საოკუპაციო ზონებში კონცენტრირებული 100 000 ებრაელი ლტოლვილის პალესტინაში დაშვების საკითხი, რასაც აუცილებლად უნდა შევეხოთ. ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჰუმანიტარული პრობლემა იყო, მაგრამ ისევე, როგორც ნებისმიერ მოვლენას საერთაშორისო ურთიერთობებში (განსაკუთრებით მასში), ამ საკითხსაც არა თუ ჰქონდა თავისი პოლიტიკური განზომილება, არამედ, შექმნილ ვითარებაში სწორედ ეს უკანასკნელი გახდა განმსაზღვრელი სცენარისა, რომლის მიხედვითაც სიონისტები ზეწოლას ახდენდნენ მანდატარ სახელმწიფოზე და იმავდროულად მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის თანადგომას იხვეჭდნენ. ადგილნაცვალ პირთა საკითხის წინა პლანზე წამოწევა პრეზიდენტ ტრუმენისთვის ოფიციალურად სახელმძღვანელო პრინციპად იქცა, მაგრამ საბჭოთა მთავრობაც არანაკლები ყურადღებით ეკიდებოდა ამ გარემოებას, რაც ცხადად გამოჩნდა გაეროში სსრკ-ს მუდმივი წარმომადგენლის, ანდრეი გრომიკოს გამოსვლისას გენერალური ასამბლეის სპეციალურ სესიაზე, 1947 წლის 14 მაისს [19. док. 83. с. 215, 216]. ამასთან დაკავშირებით, სიონისტურ მიმოწერაში მეორე დღესვე აღინიშნა: “...советская делегация поддержала нас сверх всяких ожидании в сравнении с тем, на что мы прывыкли рассчитавать от любой великой державы (...) реально можно предположить, что такое стало возможным также благодаря совпадению интересов и подходов (...) именно благодаря сотрудничеству с советским правительством в вопросах репатриации многих тысяч польских евреев, нам удалось увеличить число еврейских перемещенных лиц, находящихся сейчас в Германии с 70 тыс. человек в конце войны до почти четверти миллиона в настоящее время; (...) давление, оказываемое такой большой массой еврейских перемещенных лиц, имеет неоценимое значение для дела сионизма, имея в виду увеличение иммиграции в Палестину и формирование там еврейского большинства (...) агенство должно (...) закрепить достигнутое взаимопонимание для продолжения сотрудничества с советской стороной в качестве противовеса антиеврейской позиции, занятой как Великобританией, так и США (იგულისხმება სახელმწიფო დეპარტამენტის კურსი _ ნ.ხ.) что выявилось в ходе дебатов в ООН [19. док. 84. с. 2219,220]. უნდა აღინიშნოს, რომ სიონისტები არც მალავდნენ, რომ ებრაელ ადგილნაცვალ პირთა პალესტინაში განსახლების საკითხი, მიმდინარე პროცესებზე ზემოქმედების მძლავრ საშუალებად მიაჩნდათ. პალესტინის საკითხის გაეროში განხილვამდე, 1945 წლის შემოდგომაზე სიონიზმის გამორჩეული ლიდერი, ებრაული სააგენტოს გამგეობის თავმჯდომარე დავით ბენ-გურიონი, გერმანიის ქალაქ ლანდსბერგში თანამოძმე ლტოლვილებს მიმართავდა: “ნუ შედრკებით, თუ ხვალ ან ზეგ გაიგებთ, რომ ჩვენს წინააღმდეგ ახალი კანონები გამოუშვეს. ებრაელებს ახლა აქვთ ძალა, რომელიც მხარში გვიდგას ამაყი და დამოუკიდებელი პალესტინისათვის ბრძოლაში. (...) თქვენ არა მხოლოდ უბრალოდ განსაცდელში ჩავარდნილი ხალხი ხართ, თქვენ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენთ [13. с. 199-200, 212]. ბენ-გურიონის ოპტიმიზმს დიდწილად კვებავდა ამერიკელ ებრაელთა აქტიური მზადყოფნა ამ და სხვა პრობლემების გადასაწყვეტად. როგორც ისევ და ისევ წერს საკითხში ღრმად ჩახედული სპეციალისტი: ’”დამოუკიდებელი ებრაული სახელმწიფოსთვის უკომპრომისო მებრძოლად ბენ-გურიონი არა მხოლოდ ებრაული ტრაგედიის მასშტაბმა აქცია. 1942 წელს იგი შეერთებული შტატებს ეწვია და იქ “ხუთი მილიონი ებრაელის, დიდი ამერიკელი ებრაელობის პულსი შეიგრძნო. ამ პირველმა ვიზიტმა აშშ-ში რაღაც ახალი აღმოაჩენინა _ მან მთელი სისავსით აღიქვა თავისი ხალხის ფარული შესაძლებლობები” [13. ც. 165]. და არც შემცდარა: სწორედ აშშ-ში მცხოვრები ებრაელობის და 1940-იან წლებში მისი წამყვანი პოლიტიკური ძალის, სიონისტური ორგანიზაციების უკიდურესად შეუპოვარმა, მიზანმიმართულმა ძალისხმევამ შეასრულა მნიშვნელოვანი როლი ებრაული სახელმწიფოს დაარსებაში. ამერიკელი პოლიტიკური მოღვაწეები, მთელ რიგ შტატებში ებრაელ ამომრჩევლებზე იყვნენ დამოკიდებულნი. 1943 წელს ლობისტური საქმიანობისთვის შექმნილი საგანგებო სიონისტური საბჭო შეერთებული შტატების საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ზეწოლის მძლავრ ბერკეტად იქცა [20. кол. 361]. ჰარი ტრუმენმა ეს თავისი პრეზიდენტობის პირველივე თვეებში იგრძნო. ასეთი შთამბეჭდავი სააგიტაციო, საქველმოქმედო, ფსიქოლოგიური კამპანიის შეუფასებლობა ან უგულებელყოფა, მითუმეტეს ამერიკის სპეციფიკურობის მქონე სახელმწიფოს სათავეში მდგომ პოლიტიკოსს, ცხადია, არ შეეძლო. სიონისტების მოთხოვნისადმი ტრუმენის მხარდაჭერის ახსნა მხოლოდ ჰუმანური მოსაზრებებით ან საშინაო პოლიტიკის (წინასაარჩევნო სტრატეგია) აუცილებლობით, საკითხის მცდარი გამარტივება იქნება (ასევე, სრულიად დაუშვებელია ამ ფაქტორების დაკნინება ან უარყოფა). ტრუმენის პოზიციას _ გადამწყვეტს, როგორც მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოს პრეზიდენტისა _ უდავოდ ჰქონდა თავისი გეოპოლიტიკური ქვეტექსტი. საკითხთა ამ რიგის მიმართ ამერიკის 33-ე პრეზიდენტის დამოკიდებულების შესახებ ბევრი თქმულა და დაწერილა. ჩვენი მცირე ნაშრომი ამის ცალკე და დეტალურად განხილვას არ ისახავს მიზნად (თუმცა, უმთავრეს მოტივაციებს გვერდს მაინც ვერ ავუვლით). ამ შემთხვევაში მართებულად მიგვაჩნია მსჯელობა მივმართოთ საერთაშორისო ურთიერთობების, როგორც სამეცნიერო დისციპლინის კიდევ ერთი ასპექტისკენ, ან უფრო ზუსტად, თეორიული განაზრევებიდან შემოვიტანოთ კიდევ ერთი “დონე”. ეს _ “გადაწყვეტილების მიღების დონეა და ეხება საგარეო პოლიტიკის წარმართვის მექანიზმს, დაწყებული სამთავრობო სტრუქტურებით და პოლიტიკური მოღვაწის პიროვნული თვისებებით დამთავრებული” [შპანიერ ჟოჰნ. Gამეს Nატიონს Pლაყ. 2ნდ.Nეწ Yორკ. 1975. მოხმობილია 21. გვ. 389-ის მიხედვით]; რაც, ზოგიერთი ავტორიტეტული მკვლევრის აზრით, საერთაშორისო ურთიერთობების მდგომარეობას და მახასიათებლებს განსაზღვრავს [6. ც. 35]. ამდენად, ღირს ორიოდ სიტყვით შევჩერდეთ ტრუმენის პიროვნებაზე. საქმე ისაა, რომ “რუზველტის გარდაცვალებამ გავლენა იქონია შეერთებული შტატების არა იმდენად საშინაო, რამდენადაც საგარეო პოლიტიკაზე” [11. с. 365]. ეს, რა თქმა უნდა, საკითხთა ფართო სპექტრს შეეხებოდა და არა მხოლოდ პალესტინის პრობლემას, მაგრამ ჩვენთვის ამ შემთხვევაში საყურადღებოა ჯერ რუზველტის, შემდეგ კი, ტრუმენის მრჩევლის დევიდ. კ. ნაილზის დაეჭვება იმის თაობაზე _ შეიქმნებოდა თუ არა ისრაელის სახელმწიფო, რუზველტი რომ არ გარდაცვლი-ლიყო [13. с. 188; 22 с. 781]. მეორე მხრივ არც იმის დავიწყება შეიძლება, რომ სიონისტებმა ბილტმორის პროგრამა10 რუზველტის პრეზიდენტობისას მიიღეს. ამიტომ მოვლენების განვითარების კვალობაზე საკითხის მომწიფებას მარტოოდენ სუბიექტური მომენტით ვერ ავხსნით. რუზველტის პოლიტიკური მემკვიდრის საყურადღებო დახასიათებას იძლევა პ. კალვოკორესი: “ტრუმენი ძალიან განსხვავდებოდა რუზველტისგან და შეგნებული ჰქონდა ეს. მაღალი თანამდებობის ამერიკელი, რომელიც ამ დროს არ წარმოადგენდა მსოფლიო მასშტაბის ფიგურას, საკუთარი თვისებების გამო დაფასებული ადამიანი, ვისაც უბრალოება და პირდაპირობა უფრო ახასიათებდა, ვიდრე სინატიფე, ხოლო პოლიტიკური დახვეწილობის მაგივრობას, პოლიტიკური გამბედაობა უწევდა; ელემენტა-რული პრინციპებისა და იდეოლოგიურ პოსტულატთა რაღაც შენაკრეფის მიმდევარი (...) ტრუმენი პოლიტიკას, საბოლოო ჯამში, ერთგვარი დანაწესით უფრო წარმართავდა, ვიდრე ფხიზელი, ალღოიანი რეაქციით იმაზე, რაც ხდებოდა. იქ, სადაც რუზველტს აფიქრებდა ორი ზესახელმწიფოს ურთიერთობების პრობლემა, მისთვის მთავარი გამხდარიყო კონფლიქტი კომუნიზმსა და კიდევ უფრო ბუნდოვან ცნება _ “ანტიკომუნიზმს” შორის (...) ამერიკელებისა და რუსების შეხვედრას ევროპის ცენტრში ტრუმენი ცივილიზაციებისა და სისტემების დაპი-რისპირებად უფრო მიიჩნევდა, ვიდრე სახელმწიფოებისა” [10. ც. 37-38]. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს: თუ სადავო არაა ის, რომ აშშ-ის ახალ პრეზიდენტს აკლდა საგარეო პოლიტიკის წარმართვის გამოცდილება, ფაქტია ისიც, რომ მას საერთაშორისო ურთიერთობების გარდამტეხ, უპრეცედენტო ეტაპზე მოუწია ეტვირთა ზესახელმწიფოს მეთაურობა და შესაბამისად მთელი დასავლური სამყაროს ლიდერობა. დამთავრებული ომი არა მხოლოდ მასშტაბებით აღემატებოდა ყველა უწინდელს, მას თვისებრივად განსხვავებული განზომილებები ახლდა, ხოლო შედეგებმა არსებითი ცვლილებები მოიტანა საერთაშორისო სისტემაში. თუ ომით გამოწვეულმა სახელმწიფოებრივი ინტერესების თანხვედრამ ერთ ბანაკში მოაქცია კომუნისტურ-ტოტალიტარული საბჭოთა კავშირი და ლიბერალურ-დემოკრატიული ანგლო-საქსური სამყარო, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სახით (რომანული საფრანგეთი, როგორც ვიცით, გარკვეულ მომენტამდე ორად გაიხლიჩება თავის ორიენტაციაში), ფაშისტურ (აგრეთვე, ტოტალიტარული) _ ექსპანსიონისტური ღერძის: ბერლინი-რომი-ტოკიო, განადგურების შემდეგ, ანტიჰიტლერული კოალიციის სამმა “მძიმეწონოსანმა” საკუ¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬თარი ინტერესების უზრუნველყოფასა ¬და მიზნების განხორციელებას მიჰყო ხელი. გამომდინარე იქიდან, რომ მარქსისტულ-ლენინური მოძღვრების მედროშე საბჭოთა კავშირი, თავისი “ისტორიული მატერიალიზმით”, კლასთა ბრძოლის თეორიით და უკვე მოპოვებული გამარჯვებების სტიმულით, აშშ-ის (ასევე, დიდი ბრიტანეთისთვის) ომის დროინდელი მოკავშირე სახელმწიფო კი აღარ იყო, რომელთან ურთიერთობასაც რუზველტი ასე თუ ისე წარმატებით ართმევდა თავს, არამედ “კაპიტალისტური სამყაროს” უკომპრომისო ანტაგონისტი, რომლის ბუნებასა და ზრახვებზე ხიროსიმასა და ნაგასაკის ატომურმა დაბომბვებმაც (6. 9. VIII. 1945) კი ვერ მოახდინა მოსალოდნელი ეფექტი, და ამიტომაც ტრუმენი დიდ ხანს ვერ დარჩებოდა რუზველტის კურსის მექანიკურ გამგრძელებლად. შეერთებული შტატების მორიგი პრეზიდენტის მდგომარეობას ართულებდა ისიც, რომ მას საერთაშორისო პოლიტიკის სიბრტყეზე ორი გიგანტური ფიგურა, ი. სტალინი და უ. ჩერჩილი “ეთამაშებოდა”. მართალია ეს უკანასკნელი მალე ოფიციალურად “თამაშგარე მდგომარეობაში” აღმოჩნდა, მაგრამ დიდი ბრიტანეთის ინტერესები პრემიერის გადარჩევასთან ერთად არ შეცვლილა და ერთ საკითხში მაინც _ კომუნიზმის შემდგომი გავრცელების აღკვეთის აუცილებლობაში _ ამერიკულ-ბრიტანულ ერთობას ბზარი არ გასჩენია. პირიქით, სწორედ პრემიერობას ჩამოცილებულმა ჩერჩილმა შემოჰკრა “ცივი ომის” ზარს ფულტონში, (5. III. 1946) პრეზიდენტ ტრუმენის თანდასწრებით. ახალი საერთაშორისო წესრიგის ჩამოყალიბება ყოველთვის რთული და მტკივნეული პროცესია. XX საუკუნის 40-იანი წლების მეორე ნახევრისა და 50-იანის დასაწყისის გეოპოლიტიკური ტრანზიცია ამ მხრივაც განსაკუთრებული აღმოჩნდა. ტრუმენმა “მემკვიდრეობით მიიღო საერთაშორისო ვითარება, სადაც სადემარკაციო ხაზებს, აღმოსავლეთსა და დასავლეთიდან მოსული არმიების ერთმანეთზე მიბჯენილი ავანპოსტები განსაზღვრავდა (...). ტრუმენის თავდაპირველი, ინსტინქტური სწრაფვა იყო შეთანხმებოდა სტალინს (...) საბჭოებთან უთანხმოებას ტრუმენი ხსნიდა არა საპირისპირო გეოპოლიტიკური ინტერესებით, არამედ მათი “პოლიტიკური უმწიფარობით, თავდაჭერის, ქცევის წესების არასაკმარისი ჩვევებით”, ხოლო როდესაც შეიმეცნა, რომ შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის დაძაბულობა რაიმე გაუგებრობის მიზეზი კი არ არის, არამედ თანდაყოლილი ხასიათისაა, “ცივი ომის” ისტორიაც დაიწყო” [14. ც. 383]. ის, რომ ტრუმენმა “შეიმეცნა” საბჭოთა კავშირთან მსოფლმხედველობრივი უფსკრულის ამოვსების, ფასეულობათა შეთავსების შეუძლებლობა და კრემლის მხრიდან აშკარა თუ ფარულ გამოწვევაზე ადეკვატური მზადყოფნა, 1947 წლის 12 მარტს, კონგრესის წინაშე გამოსვლისას მთელი მსოფლიოს გასაგონად გამოთქვა (პრეზიდენტი მოწინააღმდეგე მხარეს არ ასახელებდა), ბრიტანული დიპლომატიის “ხელშეწყობის” გარეშე არ მომხდარა. ზედმეტი იყო რა საუბარი ბრიტანეთისთვის ჩვეულ ჰეგემონის სტატუსზე, ან იმპერიის შენარჩუნებაზე უწინდელი მასშტაბით, ლონდონი ყოველმხრივ ცდილობდა ისეთი პოლიტიკური როლი მიეღო ახალ მსოფლიო წესრიგში, რომ ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟი მაქსიმალურად მიახლოვებოდა ორი ზესახელმწიფოს რანგს. ამას, დიდი ბრიტანეთი ამერიკის მატერიალურ-ფინანსური დახმარების გარეშე ვეღარ შეძლებდა. ამიტომაც, უაიტჰოლს კიდევ ერთხელ დასჭირდა დაერწმუნებინა ოკიანისგაღმელი პარტნიორი იმ ფუნქციის, ანუ კომუნისტური ექსპანსიის წინაშე ბარიერის, აუცილებლობაში, რომლის ტვირთსაც იგი ომის მომდევნო ორი წლის მანძილზე, ფაქტობრივად მარტო და ნაკლებეფექტურად ეწეოდა. ევროპაში ხომ, “ბალტიის სანაპიროზე შტეტინიდან, ტრიესტამდე ადრიატიკაზე, უკვე რკინის ფარდა იყო ჩამოშვებული” [23.с.473]. იმისათვის, რომ აშშ-ის ყურადღება მიეპყრო ხმელთაშუა ზღვის მიმდებარე გარკვეული რეგიონების საბჭოური გავლენის სფეროდ გადაქცევის საშიშროებაზე და თავისი ქვეყნის ფინანსური მდგომარეობა შეემსუბუქებინა, ე. ბევინმა 1947 წლის 21 თებერვალს ამერიკელ კოლეგებს ოფიციალურად აცნობა, რომ დიდი ბრიტანეთი ვეღარ შეძლებდა უზრუნველეყო საბერძნეთსა და თურქეთში დასავლეთის ინტერესების შესაბამისი მდგომარეობის შენარჩუნება. ვაშინგტონში ასევე ვარაუდობდნენ, რომ საბერძნეთის სამოქალაქო ომში (1946-47) კომუნისტების გამარჯვებას მთელი ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილო აფრიკის ნაწილის საბჭოურ ორბიტაში მოქცევა მოჰყვებოდა. ამიტომ, ბევინის მიმართვაზე პასუხმა არ დააყოვნა და იგი ზემოთ მითითებული “ტრუმენის დოქტრინის” ფორმით გაჟღერდა [11. с. 348]. ბრიტანეთის შემდგომი აქტიურობა მარშალის გეგმის (5.VI.1947) კოორდინარებასა და ჩრდილო ატლანტიკური ორგანიზაციის შექმნაში (NAთO - 4.IV.1949), აგრეთვე მიმართული იყო ჰქონოდა “განსაკუთრებული ურთიერთობები” აშშ-თან. ამით ბრიტანეთმა ნაწილობრივ მაინც “გადაწყვიტა მთავარი ამბიციური საკითხი: იგი დარჩა პირველი კატეგორიის ქვეყნად. არ არის გასაკვირი, რომ ზოგიერთ სპეციალისტს ცივი ომი ბრიტანეთის მთავარი მიზნის მიღწევის გზაზე “თანამდევ ეფექტად მიაჩნდა” [7. გვ. 73]. ასეთი ინტერპრეტაცია საფუძველს მოკლებული არაა, მაგრამ ამ განმარტებას ამომწურავად ვერ მივიჩნევთ. ტრუმენის დოქტრინით, თავისუფალი ხალხებისადმი თანადგომა გულისხმობდა რა მათ დაცვას კომუნიზმის ექსპორტისაგან, სულაც არ ნიშნავდა ბრიტანეთისთვის დახმარებას მისი კოლონიური სისტემის შესანარჩუნებლად. 1947 წლის თებერვალში ლონდონმა საბერძნეთის და თურქეთის შემდგომი დახმარების შეუძლებლობის გარდა, ასევე ოფიციალურად განაცხადა _ არა უგვიანეს 1948 წლის 30 ივნისისა, ინდოეთის მმართველობა ამ ქვეყნის ეროვნული მთავრობის-თვის გადაეცა. რამდენიმე დღით ადრე, როგორც გვახსოვს, ე. ბევინმა თემთა პალატას მოახსენა პალესტინის საკითხის გაეროსთვის გადაცემის თაობაზე. ლონდონს ბევრის დათმობა უწევდა, ხოლო აშშ-ს ჰქონდა შესაძლებლობები განესაზღვრა რა უნდა დაეთმო ბრიტანეთს, როგორც იმპერიას და რისი დატოვება მისთვის, როგორც მოკავშირისთვის, მიზანშეწონილი იყო _ საბჭოთა ფაქტორის გათვალისწინებით. პალესტინა, ვაშინგტონელ სტრატეგთა ხედვით, ის ტერიტორია იყო, საიდანაც ბრიტანეთი უნდა წასულიყო. უმაღლეს პოლიტიკურ წრეებში აზრთა სხვადასხვაობას მხოლოდ პალესტინის მომავალი სტატუსი, ქვეყნის ტერიტორიის გაყოფა _ არ გაყოფისა და იქ ებრაული სახელმწიფოს დაარსების საკითხი იწვევდა. მაინც რითი ხსნიდა და ასაბუთებდა პრეზიდენტი ტრუმენი ებრაელ ლტოლვილთა ბედიღბალზე ზრუნვისა და სიონისტური მისწრაფებისადმი მხარდაჭერის მართებულობას? ჯერ თვით ტრუმენისეულ ლოგიკას გავეცნოთ. პრეზიდენტის ავტობიოგრაფიაში ვკითხუ-ლობთ: “I ჰად ფამილიარიზედ მყსელფ წიტჰ ტჰე ჰისტორყ ოფ ტჰე ქუესტიონ ოფ ა ჟეწისჰ ჰომელანდ ანდ ტჰე პოსიტიონ ოფ ტჰე Bრიტისჰ ანდ ტჰე Aრაბს. I წას სკეპტიცალ...აბოუტ სომე ოფ ტჰე ვიეწს ანდ ატტიტუდეს ასსუმედ ბყ ტჰე “სტრიპედ-პანტს ბოყს” ინ ტჰე შტატე Dეპარტმენტ. Iტ სეემედ ტო მე ტჰატ ტჰეყ დიდნ’ტ ცარე ენოუგჰ აბოუტ წჰატ ჰაპპენედ ტო ტჰე ტჰოუსანდს ოფ დისპლაცედ პერსონს წჰო წერე ინვოლვედ. Iტ წას მყ ფეელინგ ტჰატ იტ წოულდ ბე პოსსიბლე ფორ უს ტო წატცჰ ოუტ ფორ ტჰე ლონგ-რანგე ინტერესტს ოფ ოურ ცოუნტრყ წჰილე ატ ტჰე სამე ტიმე ჰელპინგ ტჰესე უნფორტუნატე ვიცტიმს ოფ პერსეცუტიონ ტო ფინდ ა ჰომე”11[24. პ. 25]. ტრუმენის მსჯელობაში უპირველესად საყურადღებოა შემდეგი: საკითხის ჰუმანიტარულ ასპექტის მოხსენიებისას იგი აუცილებლად მიიჩნევს აღნიშნოს, რომ ამ პრობლემის მოგვარება სულ ცოტა, საზიანო არ იქნებოდა ქვეყნის ინტერესებისთვის და მათი პერსპექტივის რაკურსში განიხილავს დახმარების შესაძლებ-ლობას. მეორე მომენტია _ პრეზიდენტის მიერ სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელთა ერთი რიგის ირონიული მოხსენიება: “სტრიპედ-პანტს ბოყს”, რაც დიპლომატიურ სლენგზე დრომოჭმული ფორმალობების, ეტიკეტის პედანტურ დაცვას ნიშნავს. მათ მიმართ კრიტიკული განწყობის გამოხატვის ფორმაში იგრძნობა პრეზიდენტის გაღიზიანება, მისი მითითებების არასრული მოცულობით ან განსხვავებული ინტერპრეტა-ციით შესრულების გამო. რასაც სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირი, თავისი პრესტიჟის დამაკნინებელ ქმედებად აღიქვამდა. და კიდევ ტრუმენისთვის, მისივე განმარტებით, ’’მთავარი იყო კვლავ დღის წესრიგში შემეტანა ბალფურის დეკლარაციით12 მიცემული დაპირებები და ნაციზმის მსხვერპლთა თუნდაც ნაწილის გადარჩენისთვის შემეწყო ხელი. მე არავითარ უპირატესობას არ ვანიჭებდი პალესტინის სახელმწიფოებრიობის რაიმე ფორმას ან კონკრეტულ მოქმედებათაგან რომელიმეს... საკითხის არსი ისაა, რომ ჩვენი პოლიტიკა _ ამერიკული პოლიტიკაა და არა ებრაული, ან არაბული” [ციტირებულია 13. с. 256-ის მიხედვით]. ძნელი სათქმელია, რამდენად გამოდგება ეს ფრაგმენტი უზადო ლოგიკური მსჯელობის ნიმუშად ან უანგარობის (?) რა დოზას შეიცავს იგი, მაგრამ ტრუმენის სიტყვებიდან, ამ შემთხვევაში აღუნიშნავი არ უნდა დარჩეს ისიც, რომ ასეთი სულიერი და აზრობრივი წყობის ადამიანისთვის მიუღებელი დარჩა მასზე რამდენიმე მხრიდან დაჟინებული ზემოქმედების მცდელობები და მან შეძლო უდავოდ ხელშესახები გარემოებების მსხვერპლად არ ექცია პრობლემის ჰუმანიტარული ასპექტი. სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციის გამო ტრუმენი წერდა, რომ ამ უწყებაში “თითქმის გამონაკლისის გარეშე მტრულად იყვნენ განწყობილნი მომავალი ებრაული სახელმწიფოს მიმართ... როგორც ინგლისელ დიპლომატთა უმრავლესობას, ზოგიერთ ჩვენ დიპლომატსაც მიაჩნდა, რომ არაბთა მრავალრიცხოვნობისა და ნავთობის უდიდეს მარაგზე მათი კონტროლის გამო, ჯობდა დაშოშმინების პოლიტიკისთვის მიგვემართა. სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო, რომ ამ დიპლომატთაგან ზოგიერთს ანტისემიტიზმისკენ ჰქონდა მიდრეკილება” [ციტირებულია 13. с. 252-ის მიხედვით]. პრეზიდენტი არ აჭარბებდა: რიგ ჩინოვნიკთა თვალსაწიერი, წლების მანძილზე არაბულ ქვეყნებში ამერიკის საელჩოებსა და საკონსულოებში მუშაობის, ან პროარაბული სულისკვეთებით გაჟღენთილი განსწავლის (მაგ., ბეირუთის ამერიკულ უნივერსიტეტში) შედეგად, არაბული სამყაროთი და მსოფლმხედველობით იყო შემოფარგლული [13. იქვე]. თუმცა, როგორც, თვით ტრუმენის აღიარებით ირკვევა, ვერც პროარაბულად განწყობილი დიპლომატების ფარული ოპოზიცია მისი კურსისადმი და ვერც პენტაგონისა და მსხვილი ნავთობკომპანიების წარმომადგენელთა ღიად გამოთქმული კრიტიკული არგუმენტები ვერ შეედრებოდა იმ ორგანიზებულ შტურმს, რომელსაც სიონისტური ძალები მიმართავდნენ შეერთებული შტატების ადმინისტრაციაზე ზემოქმედების მიზნით. გაეროში პალესტინის გაყოფის გეგმაზე კენჭისყრის წინ, 1947 წლის შემოდგომაზე, სიონისტები განსაკუთრებით გააქტიურდნენ, რამაც პრეზიდენტზე უკუეფექტი მოახდინა. ამის გამო მას აღუნიშნავს: “აქამდე, ვგონებ არასოდეს არ წავწყდომივარ თეთრ სახლზე ასეთ მძლავრ პროპაგანდისტულ ზეწოლას. ექსტრემისტულად განწყობილი რამდენიმე სიონისტური ლიდერის ჩაჟინება. ... ხელს მიშლიდა და მაღიზიანებდა” [ციტირებულია 13. с. 258-ის მიხედვით]. ამერიკელ სიონისტთა ერთ ჯგუფს რომ ზომიერების გრძნობა ღალატობდა, საკითხის უკიდურესი სიმწვავითა და შექმნილი ვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მინიჭებით აიხსნება. სიტუაცია განიხილებოდა, როგორც უკანასკნელი შანსი ბოლოს და ბოლოს აღედგინათ სახელმწიფოებრიობა ისტორიულ სამშობლოში, ერეც-ისრაელში (ისრაელის მიწა). მართალია ისინი - და არც მთლიანად მსო - აღფრთოვანებულნი არ იყვნენ პალესტინის გაყოფით, მაგრამ კარგად ჰქონდათ შეგნებული, რომ სამანდატო ტერიტორიის მხოლოდ გარკვეულ ნაწილში სახელმწიფოს შექმნის შესაძლებლობა მაქსიმუმია და მეტის მოთხოვნა ამის დაკარგვის ტოლფასი იქნებოდა. არსებული ვითარების დრამატიზმს და შანსის განუმეორებლობის გაცნობიერებას, ალბათ ყველაზე მკაფიოდ გამოხატავს სიტყვები, რომლითაც სიონისტური მოძრაობის ვეტერანმა მოღვაწემ და მთელი ამ პერიპეტიების ერთ-ერთმა საკვანძო ფიგურამ, ხაიმ ვეიცმანმა მიმართა ებრაული სააგენტოს პოლიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელ მოშე შარეთს, როდესაც ამ უკანასკნელის დარწმუნებას _ ებრაელებს თავი შეეკავებინათ დამოუკიდებლობის გამოცხადებისგან _ ვაშინგტონში მთელი მონდომებით ცდილობდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯორჯ მარშალი. იმავე საღამოს ვეიცმანს ტელეფონით უთქვამს შარეთისთვის: “თავს ნუ დააშინებინებ მათ, მოშე. სახელმწიფო ან ახლა შეიქმნება, ან, ღმერთმა ნუ ქნას და _ არასოდეს” [25. с. 384]. ეს იყო 1948 წლის 8 მაისს, გენერალური ასამბლეის მიერ პალესტინის გაყოფის შესახებ მიღებული რეზოლუციიდან (29. IX.1947) ხუთი თვის შემდეგ. რაც კოლიზიის უკიდურეს გამძაფრებაზე მიუთითებს. გაეროს გადაწყვეტილების განსახორციელე-ბელი ღონისძიებებისადმი მანდატარი სახელმწიფოს ობსტრუქციას, პალესტინაში შეიარაღებული კონფლიქტის ესკალაცია მოჰყვა. ებრაული სააგენტოს გადაწყვეტილებას, მიუხედავად ყველაფრისა გამოეცხადებინა ებრაული სახელმწიფოს შექმნა, საერთაშორისო საზოგადოების მხრივ სამართლებრივი მხარდაჭერის გარეშე წარმატების ნაკლები, თითქმის არავითარი შანსი არ ექნებოდა. ამ თვალსაზრისით კი უმთავრესი აშშ-ის პოზიცია იყო. ვაშინგტონში სიონისტების ინტენსიურ მანევრებსაც ეს განაპირობებდა. ნათქვამის საილუსტრაციოდ ორიოდე თვით უკან დავიხიოთ და კვლავ პრეზიდენტ ტრუმენს მოვუსმინოთ: “გაეროს მიერ გაყოფის შესახებ რეზოლუციის მიღების შემდეგ, თეთრ სახლზე ზემოქმედება არ შემცირებულა. ცალკეული პირები და მთელი ჯგუფები _ ჩვეულებრივ ერთობ გამომწვევი და ემოციური ფორმით _ მომმართავდნენ თხოვნით შემეჩერებინა არაბები, წინ აღვდგომოდი მათ მომხრე ინგლისელებს, გამომეყენებინა ამისთვის ამერიკელი ჯარისკაცები და სხვ. და ა.შ. (...) ზეწოლა იმდენად გაძლიერდა, რომ განკარგულება გავეცი _ აღარ დაეშვათ ჩემთან სიონისტური ინტერესების განსაკუთრებით შმაგი დამცველები” [ციტირებულია 13. с. 277-ის მიხედვით]. აკრძალვა არ გავრცელდა ვაშინგტონში საგანგებო მისიით ჩასულ ხაიმ ვეიცმანზე, რომლის ტაქტის, თავდაჭერის, ასაკისა და დამსახურების სათანადო დამფასებელი ჰარი ტრუმენიც იყო. სიონიზმის პატრიარქმა ამჯერადაც დამაიმედებელი დაპირებები გამოიტანა თეთრი სახლიდან. ეს “მიზანსცენა” იმდენად ორგანულად ჩაეწერა მოვლენების საერთო დრამატურგიაში, რომ დასკვნითი აქტისას პრეზიდენტის ქცევის მოტივაციაზე მსჯელობა ყოველთვის არასრული და დამაჯერებლობას მოკლებული ხდება, როდესაც მის მიჩქმალვას ცდილობენ. ამ ეპიზოდს მოულოდნელი გართულება მოჰყვა: ტრუმენისა და ვეიცმანის საუბრიდან მეორე დღეს, 1948 წლის 19 მარტს, გაეროს უშიშროების საბჭოში აშშ-ის წარმომადგენელმა უორენ ოსტინმა მოულოდნე-ლად განაცხადა, რომ ვინაიდან ამჟამად, პალესტინის გაყოფა მშვიდობიანი გზით შეუძლებელია, უმჯობესი იქნება ამის გადავადება და გენერალური ასამბლეის სპეციალური სესიის მოწვევა, პალესტინაზე დროებითი მეურვეობის დაწესების განსახილველად [13. с. 278; 25. с. 448, 449]. ამერიკის პოზიციის ცვლილების შესახებ ეს განცხადება საგარეო პოლიტიკურ უწყებაზე პრეზიდენტის სუსტი კონტროლით იყო გამოწვეული. საქმე ისაა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა არ იცოდა თეთრ სახლში ვეიცმანის აუდიენციისა და ტრუმენის დაპირების შესახებ. სამაგიეროდ, ამ უწყებას მხედველობიდან არ გამოჰპარვია პრეზიდენტის უარყოფითი რეაქცია სიონისტების წრეგადასულ აქტი-ურობასა და მისი პიროვნების გარშემო დაუსრულებელ მანევრებზე. სახელმწიფო დეპარტამენტში განსაჯეს, რომ რადგან პრეზიდენტი გარკვეული დროის განმავლობაში უკვე აღარ იძლევა მითითებებს პალესტინასთან დაკავშირებით და ამ საკითხზე დუმილს ამჯობინებს, მან უფრო სრულად, ვიდრე უწინ, გაიაზრა და გაითვალისწინა არაბული, ანუ ნავთობფაქტორის მნიშვნელობა და მისი პოზიცია ამ შემთხვევაში ნიშნავს უსიტყვო თანხმობას პოლიტიკური კურსის _ დიპლომატიურად და შეძლებისდაგვარად უმტკივნეულოდ _ ცვლილებაზე. აქედან გამომდინარე მიიჩნია ჯ. მარშალმა შესაძლებლად ოფიციალური მემორანდუმით მიეცა “მწვანე შუქი” ოსტინის ზემოხსენებულ განცხადებისთვის [13. с. 279; 24. პ. 35-36]. სახელმწიფო დეპარტამენტის ასეთმა “თვითშემოქმედებამ” ტრუმენი არანაკლებ აღაშფოთა, ვიდრე ცოტათი ადრე, თეთრ სახლზე სიონისტურმა “შტურმმა”. მან თავის პოლიტიკურ მრჩეველს, კლარკ კლიფორდს დაავალა გაერკვია რატომ და როგორ მოხდა ეს, მაშინ როდესაც ტრუმენისავე თქმით: “I ასსურედ ჩჰაიმ ჭეიზმანნ ტჰატ წე წერე ფორ პარტიტიონ ანდ წოულდ სტიცკ ტო იტ. Hე მუსტ ტჰინკ I ამ ა პლაინ ლიარ”13 [24. პ. 36]. როდესაც მრჩეველმა მოახსენა, რომ მომხდარს ადგილი ჰქონდა მარშალის სანქციით, პრეზიდენტი უბრალოდ ჩიხში მოქცეული აღმოჩნდა. თავისივე სახელმწიფო მდივნის უარყოფის შემთხვევაში წარმოჩნდებოდა, რომ მას მთლიანად დაკარგული აქვს კონტროლი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე. მიუხედავად ამისა, ტრუმენი ვერც იმას შეეგუებოდა, რომ შეეცვალა ნაკისრი ვალდებულება გაყოფის შესახებ. კლიფორდის გადმოცემით პრეზიდენტმა სულიერი შეშფოთება გამოხატა სიტყვებით: “თჰეყ ჰავე მადე მე ოუტ ა ლიარ ანდ ა დოუბლე-ცროსსერ,” ჰე საიდ ტო მე. ”ჭე არე სუნკ.”14 [24. იქვე]. აშკარაა, რომ თეთრი სახლის პატრონი შეურაცხყოფილად გრძნობდა თავს. ამ პერიოდში იგი ჯერ კიდევ მისი დიდი წინამორბედის ჩრდილში იმყოფებოდა და, როგორც ჩანს, ჰქონდა განცდა იმისა, რომ რუზველტს ხელქვეითები მსგავს დემარშს ვერ გაუბედავდნენ. არ შევცდებით, თუ ვივარაუდებთ, რომ მის მიერ მტკიცე პოლიტიკური ნების გამოვლინება _ გარდა ამერიკული იდეალების რწმენისა და ინტერესების ერთგულებისა _ მოტივირებული იყო აგრეთვე იმის დემონსტრირების სურვილით (და აუცილებლობითაც), რომ პრეზიდენტი არ განეკუთვნება მათ რიცხვს, ვისაც შეიძლება თავს მოახვიო გადაწყვეტილებები ან შანტაჟის ენით ელაპარაკო. მაგ., როდესაც გაეროში პალესტინის საკითხის განხილვისას, არაბულ სახელმწიფოთა ლიგა სამხედრო მუქარის შემცველი მოწოდებით გამოვიდა იშუვის წინააღმდეგ, ხოლო შეერთებულ შტატებს ნავთობის მიწოდებაზე შესაძლო შეწყვეტაზე მიუთითა, ამან ტრუმენის მხრივ პოზიციის გამკაცრება და პალესტინის გაყოფის გეგმის მხარდასაჭერად სახელმწიფო დეპარტამენტისთვის ცალსახა დირექტივის მიცემა გამოიწვია, რომელიც მარშალმა იმ ეტაპზე მორჩილად აღასრულა [13. ც. 256]. რაც შეეხება ამ გეგმის განხორციელებას, რეალური უფლებამოსილება და შესაბამისი მექანიზმები ამისათვის გაეროს არ აღმოაჩნდა (!). 1948 წლის გაზაფხულზე, განსაკუთრებით უ. ოსტინის განცხადების შემდეგ, მოვლენების განვითარებამ პალესტინაში, იშუვის სიონისტური ხელმძღვანელობის სამხედრო და პოლიტიკური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნის გაყოფისკენ შეუქცევადი ხასიათი მიიღო. ებრაულ შეიარაღებულ ფორმირებათა საბრძოლო ოპერაციების წარმატებაში უდიდესი _ თუ გადამწყვეტი არა _ მნიშვნელობა იქონია ჩეხოსლოვაკიიდან მიწოდებულმა იარაღის სოლიდურმა პარტიამ, რაც იმ დროს მხოლოდ კრემლის ნებართვით (რა თქმა უნდა, არაოფიციალურად) იყო შესაძლებელი [26. ც. 354]. სოციალისტური სახელმწიფოს მხრივ ებრაელებისთვის გაწეული ეს მორიგი დახმარება, მაშინ, როდესაც აშშ-ს ახლო აღმოსავლეთში იარაღის მიწოდებაზე ემბარგო ჰქონდა დაწესებული და იმის ფონზე, რომ საბჭოთა კავშირი კატეგორიული წინააღმდეგი გამოვიდა სახელმწიფო დეპარტამენტის ზემოხსენებული ინიციატივისა [19. док. 118. с. 299-303], ტრუმენისთვის ერთობ დამაფიქრებელ გარემოებას წარმოადგენდა. ებრაული სახელმწიფო, რომელიც, როგორც ჩანს, მაინც დაარსდებოდა, შესაძლოა რეგიონში საბჭოთა ინტერესების დასაყრდენი გამხდარიყო. პრეზიდენტს ხელიდან ეცლებოდა საკუთარი დიპლომატიის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგიც და პიროვნული მორალური დაკმა-ყოფილების გრძნობაც. ამასთან, ტრუმენისთვის ძალაში რჩებოდა მის ხელთ არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე მაღალი ალბათო-ბის ვარაუდი, რომ დასავლეთში ნავთობის ექსპორტირებაზე არაბული ქვეყნების დიდი დაინტერესებისა და იქ ამერიკული ნავთობ-კომპანიების მყარი პოზიციების გათვა-ლისწინებით, შეერთებულ შტატებთან ბოიკოტზე არაბული სამყაროს ლიდერები არ და ვერც წავიდოდნენ, თუნდაც მათ შორის არსებული მწვავე ქიშპობის გამო. თუმცა, პალესტინაში რომ ებრაული სახელმწიფო არ უნდა შექმნილიყო, ამაში არაბები ერთსულოვანნი იყვნენ. ამიტომ ომი გარდაუვალი ჩანდა. ახლო აღმოსავლეთში ისედაც რთული ვითარების გაუარესების პერსპექტივა თავსატეხს უჩენდა ვაშინგტონელ პოლიტიკოსებს. სახელმწიფო დეპარტამენტს კვლავ მიაჩნდა, რომ ებრაელებს დამოუკიდებლობის დეკლარირება ცოტა ხნით მაინც უნდა გადაედოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში საგარეო პოლიტიკური უწყება იშუვისთვის ამერიკული საქველმოქმედო ორგანიზაციების ფინანსური დახმარების ბლოკირებით იმუქრებოდა [13. ც. 292]. ამან, სერიოზულად შეაშფოთა სიონისტური ხელმძღვანელობის წრეები, მაგრამ ვერ შეცვალა ბენ-გურიონის და მისი უახლოესი თანა-მოაზრეების განზრახვა ბრიტანეთის მანდატის ვადის გასვლისთანავე გამოეცხადებინათ სახელმწიფოს შექმნა. არაბებთან წარმატებული ომის შემთხვევაში, ბენ-გურიონი იმედოვნებდა ებრაული სახელმწიფოს იურისდიქციაში მოექცია ერეც-ისრაელის რაც შეიძლება დიდი ნაწილი [26. ც. 390]. ბევრ სხვა გარემოებასთან ერთად იგი ითვალისწინებდა მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ამერიკაში, ებრაული ლობის და სიონისტური ორგანიზაციების ქმედით-უნარიანობას. 1948 წლის 12 მაისს ქალაქ თელ-ავივში, იშუვის ხელმძღვანელი პოლიტიკური ორგანოს, სახალხო მმართველობის სხდომაზე _ რომლის წევრთა შორის აზრთა სხვადასხვაობა იყო _ ბენ-გურიონმა შეძლო დადებით შედეგის მიღწევა15 და სახელმწიფოს დაარსების გამოცხადება 14 მაისისთვის დაინიშნა. მიღებული გადაწყვეტილება აცნობეს ხაიმ ვეიცმანს, რომელსაც 19 მარტის “კურიოზის” შემდეგ ტრუმენისგან ჰქონდა კიდევ ერთი დაპირება, რომ “გრძელვადიან პერსპექტივაში აშშ-ის პოლიტიკა უცვლელი დარჩება; თუ გენერალური ასამბლეა არ უარყოფს გაყოფის გეგმას და თუ 15 მაისის შემდეგ ებრაული სახელმწიფო წარმოიშვა, ვაშინგტონი მას ცნობს” [22. ც. 821]. მიუხედავად ამ დაპირებისა, იშვიათი დიპლომატიური ნიჭით დაჯილდოებულმა ხაიმ ვეიცმანმა, რომელსაც ტრუმენთან როგორც ტêტე-à-ტêტე საუბრის, ასევე ეპისტოლური მიმართვის გამოცდილებაც ჰქონდა, 13 მაისს ასეთი შინაარსის წერილი გაუგზავნა მას: “ბატონო პრეზიდენტო, ვიმედოვნებ რომ ბოლო თვეების სამწუხარო მოვლენები ვერ გამოდევნიან თქვენი მეხსიერებიდან მას, რაც იღვაწეთ პალესტინის ძველი და რთული საკითხის საბოლოოდ და სამართლიანად მოგვარებისთვის (...). ახლა ყველაზე დაბეჯითებითი მოთხოვნაა შეწყდეს ყოველგვარი ახალი გადაწყვეტილებების წამოყენების მცდელობანი, რომლებიც არა იმდენად გააადვილებენ, რამდენადაც გაართულებენ ასეთი მოგვარების მიღწევას. ამის საფუძველზე, თავს ნებას მივცემ გამოვთქვა გულწრფელი იმედი, რომ ამერიკის მთავრობა (...) დაუყოვნებლივ ცნობს ახალი ებრაული სახლმწიფოს დროებით მთავრობას. მწამს, რომ თანამედროვეობის უდიდესი დემოკრატიის ამ ნაბიჯს, პირველი მიესალმოს საერთაშორისო საზოგადოების ახალ წევრს, მთელი მსოფლიო ჯეროვნად დააფასებს” [25. ც. 455-456]. თელ-ავივში კი, 13 მაისს, საღამოს დავით ბენ-გურიონი ისრაელის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ტექსტის საბოლოო რედაქციაზე მუშაობდა, რომელიც მეორე დღეს, დილით უკვე მზად ჰქონდა [28. გვ. 536-564]. მართალია, ვეიცმანი მემუარებში აღნიშნავს, რომ “ბრიტანული ადმინისტრაციის მიერ განზრახ წარმოქმნილი ქაოსის გამო კავშირი ამერიკასა და პალესტინას შორის არასაიმედო და არარეგულარული იყო...” [25. ც. 455], რაც, ალბათ გარკვეულ სიძნელეებს უქმნიდა სიონიზმის ლიდერებს იმ, დროით არც თუ შორეულ, მაგრამ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების თვალსაზრისით, უკვე ძალზედ ძველ, არაკომპიუტერულ, არასაინტერნეტო ხანაში, მაგრამ უფრო ადრე თუ არა, დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე ერთი კვირის წინ მაინც, ვეიცმანის და ბენ-გურიონის მოქმედებები კოორდინირებულ, ლამის სინქრონულ ხასიათს ამჟღავნებს. ეს უმთავრესად აიხსნება ამ ორი მოღვაწის დიპლომატიური ალღოიანობით, ისტორიული მომენტის გრძნობით, ინიციატივისა და პასუხისმგებლობის თავისთავზე აღებისა და გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმის უნარით; რასაც ვერავითარი ინტერნეტი და მობილური კავშირი ვერ შეცვლის. ამიტომ, ძნელია არ დაეთანხმო აზრს, რომ “პოლიტიკურმა ტალანტმა, რომელსაც ვეიცმანი და ბენ-გურიონი ფლობდნენ, უდიდესი მნიშვნელობა იქონია ომისშემდგომი სამი წლის რთული პოლიტიკური ბრძოლებით აღსავსე სიტუაციაში (...) მათ შეძლეს, ებრაელთა მიმართ აღძრული სიმპათია, კატასტროფის გამო პასუხისმგებლობის გრძნობა და ბრალის გამოსყიდვის სურვილი, იშუვის ორგანიზაციულ შესაძლებლობებთან მთლიანო-ბაში მოექციათ. ამ რთულმა შენადნობმა _ კატასტროფის შეგნებამ, გადარჩენილ ევროპელ ებრაელთა სიმტკიცემ, ებრაულმა სოლიდარობამ, იშუვის გამბედაობამ და მის მიერ სახელმწიფოსთვის ჩაყრილმა საძირკვლებმა _ მოახდინა ისტორიული პროცესის ის შემობრუნება, რომლის შედეგი ისრაელის სახელმწიფოს შექმნა გახდა” [27. ც. 25]. ყველა ამ ფაქტორს უდავოდ ჰქონდა ადგილი, მაგრამ აუცილებლად უნდა ვახსენოთ კიდევ ერთი _ გეოპოლიტიკური; რომელიც ვეიცმანს და ბენ-გურიონს არ შეუქმნიათ, მაგრამ გონივრულად, მაქსიმალური ეფექტიანობით გამოიყენეს იგი, ანუ მისგან გამომდინარე სტრატეგიული ჩანაფიქრების სხვაობა, ინტერესთა წინააღმდეგობა აშშ-ს, საბჭოთა კავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის (გარკვეულ მომენტში კი უცნაური თანხვედრაც პირველი ორის მიდგომებში). გეოპოლიტიკური ფაქტორის გარეშე, მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებები ვერ შეძლებდა “ისტორიული პროცესის შემობრუნებას”. ისევე როგორც, მხოლოდ გეოპოლიტიკური ვითარება, ებრაელთა უკიდურესი ძალისხმევის გარეშე ვერ შექმნიდა სუვერენულ ისრაელს. და კიდევ ის, რასაც ჩვენ გადაწყვეტილების მიღების რაკურსით განვიხილავთ, ანუ ტრუმენის როლი. 1948 წლის 14 მაისს, ისრაელის სახელმწიფოს შექმნისა და მისი დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს, აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აწონ-დაწონა რა ყოველივე, მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება მისი დე ფაცტო ცნობის შესახებ – რაც, იმავე საღამოს ოფიციალურად გამოცხადდა. რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯის გადადგმისას ტრუმენი მხოლოდ ვეიცმანის მიმართ უხერხულობის განცდით ან ებრაელებისადმი თანადგომით არ ხელმძღვანელობდა16. მის გადაწყვეტილებაზე “უეჭველად იქონია გავლენა პოლიტიკურმა მოსაზრებებმა. ახლოვდებოდა არჩევნები და დიდ ქალაქებში კენჭისყრას, შესაძლოა, გადამწყვეტი როლი ეთამაშა. პრეზიდენტი, ალბათ ითვა-ლისწინებდა იმასაც, რომ უნდა დაასწროს მოსკოვს. საბჭოებისთვის, რომლებიც სავარა-უდოდ, დაუყოვნებლივ ცნობდნენ ისრაელს17, არ შეიძლებოდა მონოპოლური უფლების მინიჭება ებრაელი ხალხის მადლიერებაზე. თუმცა არ იქნება მართებული ტრუმენის პირადი შეუპოვრობის შეუფასებლობაც. მოგვიანებით იგი წერდა: "მე მითხრეს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ზოგიერთი ხელმძღვანელისთვის ჩემი გადაწყვეტილება სიურპრიზი გამოდგა. ასე არ მოხდებოდა, მათ რომ ჩემი პოლიტიკისთვის თანმიმდევრულად დაეჭირათ მხარი... მე მსურდა დემონსტრირება იმისა, რომ საგარეო პოლიტიკურ კურსზე პასუხისმგებელი შეერთებული შტატების პრეზიდენტია, და არა სახელმწიფო დეპარტამენტის მეორე და მესამე ეშელონები" [ციტირებულია 13. ც. 296 მიხედვით]. ტრუმენს, როგორც ჩანს, არასოდეს არ შეუცვლია აზრი კონკრეტულად ამ ნაბიჯისა თუ, ზოგადად ასეთი მიდგომის მართებულობის შესახებ. მრავალი წლის შემდეგ _ პოლიტიკურ ასპარეზს უკვე განშორებული _ დასმული შეკითხვის პასუხად იგი იტყვის: “თუ პრეზიდენტმა იცის, რა სურს თვითონ, მას ხელს ვერ შეუშლის ვერც ერთი ბიუროკრატი. პრეზიდენტი ვალდებულია იცოდეს როდის უნდა შეჩერდეს და მეტ რჩევებს აღარ მიმართოს” [14. ც. 382]. ტრუმენის სიტყვებში, წინა პლანზე წამოწეული პრინციპულობის მიღმა, შესაძლოა იგულისხმება ისიც, რომ მას, როგორც შეერთებული შტატების უმაღლესი თანამდებობის პირს, მთლიანობაში გააჩნდა უფრო ვრცელი და სანდო, მრავალმხრივ გაანალიზებული ინფორმაცია ქვეყნის შიგნით, საერთოდ მსოფლიოსა თუ კერძოდ, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების შესახებ, ვიდრე ეს შეიძლებოდა ჰქონოდა “სახელმწიფო დეპარტამენტის მეორე და მესამე ეშელონებს”, ან, თუნდაც ამ უწყების პირველ პირთ. მართლაც, ისრაელის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან სულ მალე ამერიკული ნავთობკომპანიების მოქმედების სფეროს გაფართოებას ახლო აღმოსავლეთში, არავითარი წინააღმდეგობა არ შეხვედრია არაბული სახელმწიფოების მხრივ [13. с. 298]. კ. კლიფორდიც მოწმობს “I მუსტ ადდ, პოსტ ფაცტუმ ტჰატ ნოტ ა სინგლე Aრაბ ნატიონ სევერედ რელატიონს წიტჰ უს უპონ ოურ რეცოგნიტიონ ოფ Iსრაელ, ნორ დიდ ა სინგლე დროპ ოფ ოილ სტოპ ფლოწინგ ფრომ ტჰე Aრაბ წორლდ ტო ტჰე Uნიტედ შტატეს ორ ტო ოტჰერ ნატიონს ტჰატ სუპპორტედ პარტიტიონ ორ რეცოგნიზედ Iსრაელ”18 [24. პ. 40]. XX საუკუნის 40-იანი წლების მეორე ნახევარში ამერიკული დიპლომატია და ბიზნესი წარმატების პირველ შედეგებს იმკიდა ახლო აღმოსავლეთში. მთელი დასავლეთის ნავთობით უზრუნველ-ყოფაზე საუბრისას არ უნდა დავივიწყოთ ბრიტანეთის როლიც, რომელიც იმ დროისთვის რეგიონში ტრადიციით გამოყოლილ გავლენას ინარჩუნებდა. “ცივი ომის” იმ ეტაპზე, ეს გარემოებები საკმარისი აღმოჩნდა, რათა რუსეთისთვის ესოდენ დამახასიათებელ ძველ, იმპერიულ სწრაფვას (მაშინდელი საბჭოთა კავშირის სახით) ხმელთაშუა ზღვის მისადგომებისკენ ლაგამი ამოსდებოდა. ზოგადად შეიძლება დავეთანხმოთ დასკვნას (მიუხედავად ერთგვარი ტერმინოლოგიური უზუსტობისა), რომ “აშშ-ის პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა, განსხვავებით თავისი წინამორბედებისგან, არ ისურვა ახლო აღმოსავლეთის მიტოვება სხვა ზესახელმწიფოების ანაბარა, მითუმეტეს, რომ ნათელი შეიქნა ამ რეგიონის უდიდესი მნიშვნელობა მსოფლიო ეკონომიკისთვის, იქ აღმოჩენილი ნავთობის უდიდესი საბადოების გამო” [12. გვ. 224]. ჩვენი მსჯელობიდან გამომდინარე, დავსძენდით, რომ შეერთებული შტატები ფლობდნენ პოტენციალს და ზემოქმედების ბერკეტებს, რათა არაბული ნავთობიც მიეღოთ და ებრაელებისთვისაც, სხვა დანარჩენთან ერთად აღმოეჩინათ უმთავრესი _ პოლიტიკური თანადგომა. თანაც ისე, რომ ამ საქმეში საბჭოთა კავშირის როლი თანდათანობით მინიმუმამდე დაეყვანათ. იმან, რომ კრემლმა შემდეგ, რამდენიმე არაბული სახელმწიფოს მოკავშირედ მოქცევის გზით (სამხედრო დახმარება, ეკონომიკური თანამშრომლობა, დიპლომატიური მხარდაჭერა, იდეოლოგიური სოლიდარობა) სცადა რეგიონში შეღწევა და იქ თავისი გავლენის დამკვიდრება, მიუხედავად გარკვეული მიღწევებისა 60-70-იან წლებში, გრძელვადიან პერსპექტივაში არსებითად ვერაფერი ვერ შეცვალა. პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ ამ მცდელობებმა დიდწილად განაპირობეს კიდეც საბჭოთა კავშირის კრახი და გაქრობა მსოფლიო პოლიტიკური რუკიდან (1991). რაც, ცივი ომის ფაქტობრივ დასასრულს და ბიპოლარული სისტემის ტრანსფორმაციას მოასწავებდა... ამ საკითხზე მსჯელობის გაგრძელება სცილდება ჩვენი წერილის ფარგლებს და აქ შეიძლებოდა კიდეც წერტილის დასმა, რომ არა წინამდებარე სტატიის ქვესათაურში გაცხადებული მიზანდასახულობა. საქმე ისაა, რომ თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები არ ამოიწურება მხოლოდ სახელმწიფოებს შორის დამოკიდებულებათა პრაქტიკით (აქამდე სწორედ სახელმწიფოებზე, როგორც ამ ურთიერთობების უნიტარულ მონაწილეებსა და `პროტაგონისტებზე” ვსაუბრობდით) და შესაბამისად მათი შესწავლის თეორიული ველიც გაცილებით ფართოა. საერთაშორისო არენაზე ახალი აქტორების გამოჩენამ (სამთავრობათშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, ტრანს-ნაციონალური კომპანიები, სხვადასხვა სახის ასოციაციები, ცალკეული ინდივიდები), მათმა აქტიურობამ, ურიერთობის სახეობათა (კულტურული და სამეცნიერო თანამშრომლობა, პროფესიული კონტაქტები) და “არხების” (კონფესიური კავშირები, უნივერსიტეტთა პარტნიორობა) მრავალფეროვნებამ, დარგის შემსწავლელ მეცნიერთა ერთი ნაწილი მიიყვანა დასკვნამდე, რომ პოლიტიკური რეალიზმის19 ეტატისტური პარადიგმა აღარ შეესაბამება, ვერ ასახავს საერთაშორისო სისტემაში მომხდარ სტრუქტურულ ცვლილებებს და ურთიერთობათა ძირითად ტენდენციებს. ასეთი საკითხები დადგა გასული საუკუნის 70-იანი წლების მიწურულსა და 80-იანი წლების დასაწყისისას ახალი “დიდი კამათის” ცენტრში. ჩვენ არ ვაპირებთ ამ მრავალწახნაგოვანი პრობლემატიკის სიღრმეებში ექსკურს. გვსურს მხოლოდ გამოვყოთ და მივყვეთ ერთ-ერთ, დღეისათვის განსაკუთრებით აქტუალურ “მაგისტრალს”, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება წერილის თემატიკას _ გამომდინარეობს მისგან. კერძოდ, მხედველობაში გვაქვს ის, რომ თუ პოლიტიკური რეალიზმის სკოლის დიდი ავტორიტეტი რაიმონ არონი (ღაყმონდ Aრონ) საერთაშორისო ურთიერთობების არსს ხედავდა სახელმწიფოთა ისეთ დამოკიდებულებებში, რომლის სიმბოლოებად ჯარისკაცის და დიპლომატის ფიგურები მოიაზრებოდა [5 გვ. 45]; მეორე სპეციალისტი, ამერიკელი ჯეიმს როზენაუ (ჟამეს ღოსენაუ) 70-იან წლებში უკვე მიუთითებდა, რომ მსოფლიო პოლიტიკაში მომხდარი სტრუქტურული ცვლილების შედეგად წარმო-იქმნება ახალი ტიპის საერთაშორისო კონტინუუმი, რომლის ძირითადი სუბიექტები _ განსხვავებით არონისეული კლასიფიკაციისა _ ტურისტისა და ტერორისტის ფიგურებში ჰპოვებენ სიმბოლურ გამოხატულებას [ღოსენაუ ჟ.N. Lე ტოურისტე ეტ ლე ტერორისტე ოუ ლეს დეუხ ეხტრემეს დუ ცონტინუუმ ინტერნატიონალ  Eტუდეს ინტერნატიონალეს. 1979. ჟუინ, პ. 200. მოხმობილია 6. ც. 49 მიხედვით]; რაც ერთი მხრივ სახელმწიფოთა საზღვრების “გამჭვირვალობის” ტენდენციას და მეორე მხრივ მსოფლიოში ტერორიზმის მომძლავრებას ასახავდა. მას შემდეგ ტერორიზმა უფრო ფართო, საერთაშორისო მასშტაბები და გაცილებით დიდი საშიშროების _ მათ შორის ბირთვულის _ ელემენტები შეიძინა. ცივი ომის დასრულებასთან ერთად გააქტიურებული ინტეგრაციული პროცესების “დანალექმა”, კომპლექსურად ურთიერთდამოკიდებულ თანამედროვე მსოფლიოში ტერორიზმი, გლობალური პრობლემების რიცხვში მოაქცია. აღმოსავლეთ-დასავლეთის დაპირისპირების (ვარშავის პაქტი _ ნატოს კონფრონტაცია) გაუქმებამ, დაძაბულობის ცენტრი ჩრდილოეთ, უფრო ზუსტად ჩრდილო-დასავლეთისა და სამხრეთის (იგივე მესამე სამყაროს) ანტაგონიზმზე გადაანაცვლა. მიზეზთა გამო _ რომელთა შორის ზოგს შორეულ წარსულში აქვს ფესვები გადგმული, ზოგიც თანამედროვეობამ წარმოშვა _ ამ ანტიგონიზმში, სამხრეთის მხრიდან მთავარ როლს ისლამი თამაშობს; ხოლო ყველაზე შეურიგებელ მოწინააღმდეგედ, დასავლეთს ისლამისტური ექსტრემიზმი ევლინება _ მრავალრიცხოვანი, კარგად ორგანიზებული და აღჭურვილი, იდეოლოგიურად (რელიგიურ-ფანატიკურად) “გამართული” ტერორისტული ორგანიზაციების სახით. 2001 წლის 11 სექტემბერის ტერაქტში ეს წინააღმდეგობა მთელი სისასტიკითა და ტრაგიზმით აისახა და კაცობრიობას, სხვა ყველაფერთან ერთად მიანიშნა, რომ ნიუ-იორკის ტრაგედია შესაძლოა მხოლოდ პრელუდია იყოს ცივილიზაციათა შეჯახების სავსებით მოსალოდნელ აპოკალიპსში. აშშ-ის მიმართ განხორციელებული შურისძიების ამ გრანდიოზულმა აქციამ, ვფიქრობთ წინასწარ განსაზღვრა ოცდამეერთე საუკუნის პოლიტიკური იერსახე, საერთაშორისო ურთიერთობათა განვითარების კონტურები, სტრატეგიული ამოცანების გადასაჭრელად ვარგისი მეთოდიკის შერჩევის კრიტერიუმები... ჩვენი დისკურსიდან გამომდინარე, დასავლურ სამყაროსთან ისლამური ულტრარადიკალიზმის კონფრონტაციის განმაპირობებელ ფაქტორები-დან გამოვყოფდით ორ უმთავრესს: ბრძოლას სასიცოცხლო მნიშვნელობის რესურსების მოპოვებასა და მათზე კონტროლისათვის, ანუ პოლიტიკური და ეკონომიკური დომინირებისთვის ახლო აღმოსავლეთში და იქ (პირველ რიგში იქ) აშშ _ ისრაელის მოკავშირეობას. ისლამიზმი,20 ამოდის რა მუსლიმური სამართლის ნორმიდან, რომელიც მსოფლიოს ორ ძირითად ნაწილად _ დარ ალ-ისლამ (“ისლამის მხარე, ტერიტორია”) და ჯიჰადის ანუ საღვთო ომის ობიექტი დარ ალ-ჰარბ (“ომის მხარე”) _ დაყოფს, “არამართლმორწმუნე”, “ბიწიერი” დასავლეთის ნებისმიერი სახით და საშუალებით შეღწევას დარ ალ-ისლამში და იქ საკუთარი ინტერესების რეალიზებას დაუშვებელ მკრეხელობად მიიჩნევს. ამ იდეოლოგიური პოსტულატის საფუძველზე, თანამედროვე ტერორიზმის ლეგენდარული პერსონაჟი უსამა ბენ ლადენი 1998 წელს აშშ-ის წინააღმდეგ ჯიჰადის მოწოდებისას აცხადებდა, რომ ამერიკა “ახდენს ისლამის ყველაზე წმინდა ადგილის ოკუპირებას (...) არაბეთის ნახევარკუნძულზე იგი ძარცვავს ისლამის სიმდიდრეებს, თავის ნებას ჰკარნახობს ადგილობრივ ხელისუფალთ და ამცირებს მუსლიმ ხალხს” [ციტირებულია 29. ც. 19-ის მიხედვით] დავიწყებული არ იყო არც “განუწყვეტელი აგრესია ერაყელი ხალხის მიმართ” [იქვე]. პროპაგანდისტული რიტორიკის ეს ციდა ნიმუში საკუთარი გადასახედიდან აირეკლავს სპარსეთის ყურეში 1991 წელს (16.I.-28.II) წარმოებული საომარი მოქმედებების გამომწვევ მიზეზებსა და შედეგსაც, როდესაც აშშ-ის მეთაურობით ანტიერაყულმა კოალიციამ _ რომლის შემადგენლობაში რამდენიმე არაბული სახელმწიფოც იყო _ აღკვეთა ქუვეითის მიმართ ერაყის სამხედრო აგრესიის შედეგები. აგრესიისა, რომელიც ამერიკამ მის ინტერესებზე უშუალო დარტყმად აღიქვა. საშიშროება კი მდგომარეობდა მასში, რომ ერაყის მიერ ქუვეითში შეჭრით (2.VIII.1990.) და ამ ქვეყნის “ნავთობსაბადოების მითვისებით საგრძნობლად იზრდებოდა მისი როლი ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციაში (OPEჩ) და გავლენა ნავთობზე მსოფლიო ფასების დადგენაში (...), უფრო მეტიც შესაძლოა ეს გამხდარიყო საუდის არაბეთზე თავდასხმის პრელუდია, რასაც ფაქტობრივად, მთელ არაბულ ნავთობზე ერაყის კონტროლის დამყარება მოჰყვებოდა (...) ნავთობზე ფასის 2-3 ჯერ გაზრდის შემთხვევაში, მსოფლიო, ეკონომიკური არასტაბილურობისა და წარმოების დაქვეითების მორევში აღმოჩნდებოდა” [10. с. 550]. ერაყის აგრესიაზე აშშ-ის ადეკვატური რეაქცია, გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ სანქცირებულ, ოპერატიულ მოქმედებებში გამოიხატა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სადამ ჰუსეინის მიერ ადრე ჩადენილ მსგავს ქმედებებს ამერიკელთა მხრივ ასეთი აქტიურობა და უპრეცედენტო საპასუხო ზომები არ მოჰყოლია. რა თქმა უნდა, მნიშვნელობა იქონია საბჭოთა კავშირის პოზიციამაც; ქვეყანაში მიმდინარე პროცესების (“პერესტროიკა”) და ამერიკელებთან გაუმჯობესებული ურთიერთობის კვალობაზე კრემლმა აღარ მიმართა ჩვეულ ხერხს _ უშიშროების საბჭოში კენჭისყრისას ვეტოს უფლებას. მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ცხადია რომ აშშ-ისთვის “ამ ფართომასშტაბური ოპერაციის (“ქარიშხალი უდაბნოში”_ნ. ხ.) მიზეზს წარმოადგენდა გაცილებით მნიშვნელოვანი რამ, ვიდრე უბრალოდ შეშფოთება საერთაშორისო სამართლის დარღვევის ან ქუვეითის ამირას ბედის გამო” [10. ც. 551]. ამერიკელებმა ჩინებულად ორგანიზებული სამხედრო კამპანიით აჩვენეს რარიგ ძალუძთ საკუთარი ინტერესების დაცვა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანების გადაჭრა; მაგრამ კამპანიის მეორე მიზანი _ ს. ჰუსეინის რეჟიმის დამხობა _ მაშინ განუხორციელებელი დარჩა... მთელი ამ ამბიდან ჩვენთვის საგულისხმოა ის, რომ ერაყის აგრესიამ კიდევ ერთხელ წამოწია წინა პლანზე “XX საუკუნის მეორე ნახევრის საერთაშორისო პოლიტიკის საკვანძო საკითხთა-განი: როგორ უნდა იქნეს უზრუნველყოფილი, ძლევამოსილი და ანგარი მომხმარებლებისთვის მათ ტერიტორიულ საზღვრებს მიღმა მდებარე აუცილებელი რესურსების მიწოდება” [10. ც. 560]. 1990-91 წლებში, როდესაც ერაყმა რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის და აწყობილი საბაზრო მექანიზმების დარღვევის ფაქტის წინაშე დააყენა საერთაშორისო საზოგადოება, გაჩნდა ძალის გამოყენების აუცილებლობა და აშშ-ის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა დაუყოვნებლივ მიმართა მას. თუმცა, ამით საკითხი მხოლოდ დროებით, რაღაც ათიოდე წლით მოიხსნა დღის წესრიგიდან, რადგან “აუცილებელი რესურსების მიწოდების უზრუნველყოფის” საკითხი XX საუკუნეს თან არ გაჰყოლია. ასეთ რესურსებზე მოთხოვნილება ახალ ასწლეულში კიდევ უფრო იზრდება, მათი მარაგი კი მცირდება. ამიტომ, აღმოჩენა არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ამერიკელთა მეორე ომი სპარსეთის ყურეში, (20. III. 2003 _ ?) ანუ შეერთებული შტატებისა და მისი განუყრელი მოკავშირე დიდი ბრიტანეთის სამხედრო ინტერვენცია ერაყში, ჰუსეინის დიქტატურის ლიკვიდაცია და ახლო აღმოსავლეთის შუაგულის გადაქცევა ევრაზიურ სივრცეებზე ვაშინგტონის ფართორადიუსიანი გეოპოლიტიკური დასხივების ეპიცენტრად21, უმთავრესად სწორედ ამითაა გამოწვეული და განუყოფელ კავშირშია გლობალიზაციის საერთო პრობლემატიკასთან; მათ შორის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასთან (ამ კონტექსტში განიხილება, უფრო ადრე, ავღანეთში _ უკვე 2001 წლის ოქტომბერში _ დაწყებული ანტიტერორისტული საბრძოლო ოპერაციებიც, რაც გასაგები მიზეზების გამო, აქ შეგვიძლია მხოლოდ მოვიხსენიოთ). ზემოთქმული ამერიკელებმა იმდენად საჭირბოროტო საკითხად მიიჩნიეს საკუთარი ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხო-ებისთვის, რომ ამჯერად გაეროს სანქციის გარეშე და დასავლეთის რიგი წამყვანი დემოკრატიული სახელმწიფოების აშკარად უარყოფითი დამოკიდე-ბულების მიუხედავად მოიმოქმედეს ყოველივე. ს. ჰუსეინის დესპოტური მმართველობის ანტიხალხური, დანაშაულებრივი ხასიათი და მის მიერ ტერორიზმის სტიმულირება რეგიონში რა თქმა უნდა ეჭვს არ იწვევდა; და თუმცა უტყუარი არ იყო ინფორმაცია ერაყში მასობრივი მოსპობის იარაღის წარმოების შესახებ და დიქტატორის კავშირისა ალ-კაიდას ქსელთან – ეს ოფიციალუ-რად გამოცხადებული ცასუს ბელლი _ ამერიკა, როგორც შეეფერებოდა საკუთარი თავის პატივისმცემელ “მისიონერს”, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლის დროშით, თითქმის უდანაკარგოდ (!) შევიდა ბაღდადში (9. IV. 2003)... ამ მოვლენებამდე ორიოდე წლით ადრე, 2001 წლის შუახანებში გამოქვეყნებულ ახალ ნაშრომში, ჰ. კისინჯერი _ ბოლო ათწლეულის მანძილზე მსოფლიოში განვითარებული მოვლენების, ძირითადად კი ბალკანეთის ნახევარკუნძულზე განხორციელებული ე.წ. ჰუმანიტარული ინტერვენციის კვალობაზე _ წერდა: “საერთაშორისო ურთიერთობების არსის ცვლილება, ალბათ ყველაზე მკვეთრად გამოვ-ლინდა საყოველთაო დაჯერებულობაში, რომ ზოგი უნივერსალური პრინციპის ცხოვრებაში გატარება გარდაუვალია ძალის გამოყენებასთან _ ან გაეროს მეშვეობით, ან ცალკეულ შემთხვევებში _ სახელმწიფოთა ჯგუფის, მაგ., ნატოს ქვეყნების მიერ, როგორც ეს კოსოვოში მოხდა” [31. ც. 262]. 2003 წელს აშშ-მა, როგორც ვნახეთ, ერაყში ეს გააკეთა არათუ გაეროსთან შეუთანხმებლად, არამედ თვით ნატოში კონსენსუსის არ არსებობის მიუხედავადაც. აქედან არანაკლებ ცხადად ჩანს, რომ ძალის გამოყენებით უნივერსალური პრინციპების დანერგვა არა იმდენად “საყოველთაო დაჯერებულობა”-ა, რამდენადაც ასეთი აღმატებული ძალის მქონე სუბიექტის უნარი თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენოს იგი საერთაშორისო არენაზე22. ამ ტენდენციამ პრევალირება იწყო და შეუქცევადი გამოვლინება ჰპოვა ცივი ომის დასრულების, ანუ მას შემდეგ რაც, თანამედროვე პოლიტოლოგიის ასევე აღიარებული მეტრის (საკმაოდ განსხვავებულის დოქტორ კისინჯერისგან) ზბიგნევ ბჟეზინსკის (ძბიგნიეწ Bრზეზინსკი) თქმით “ამერიკას მთავარი გეოპოლიტიკური პრიზი _ ევრაზია ერგო (...) და ამერიკის გლობალური პირველობა უშუალოდაა დამოკიდებული თუ რაოდენ დიდხანს და ეფექტიანად იქნება შენარჩუნებული მისი უპირატესობა ევრაზიის კონტინენტზე” [33. ც. 43]. ამ უპირატესობის შენარჩუნების საძირკველში ამერიკელები დებენ იმ უნივერსალურ ფასეულობებს (მათი შეხედულებით), საიდანაც საყოველთაო დემოკრატიული მშვიდობა უნდა აღმოცენდეს. ასეთი პრეზუმპცია გულისხმობს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოთა რიცხვის ზრდა პლანეტაზე, ამცირებს ომების ალბათობას. საერთაშორისო ურთიერთობათმცოდნეობაში ამ საკამათო კონცეფციას _ “დემოკრატიული მშვიდობის” თეორია ეწოდება. მაგრამ როგორ უნდა განხორციელდეს იგი პრაქტიკულად მთელი მსოფლიოს ან, თუნდაც მისი უდიდესი ნაწილის მიმართ? რამდენად შეთავსდება ძალის გამოყე-ნება მორალის პრინციპებთან, ანუ “ამერიკული ცნობიერების ამბივალენტობა” ახლაც იჩენს თავს, თუ იგი იმდენად უმნიშვნელოა, რომ მხედველობაში აღარ მიიღება? ამ კითხვებზე წინმსწრები პასუხი, რეალური უფლებამოსილებით აღჭურვილ ამა თუ იმ პირთაგან, გასული საუკუნის 90-იანი წლებში უკვე ყოველგვარ ორაზროვნებას მოკლებული იყო და შემდეგ ლოგიკას ექვემდებარებოდა: “მზარდი ურთიერთდამოკიდებულების მსოფლიოში ამერიკას სულ უფრო აღელვებს ის, თუ როგორ კარგად ან ცუდად უძღვებიან თავიანთ საქმეებს სხვა ქვეყნები. რაც უფრო იმატებს განვითარების დემოკრატიული მოდელის ამრჩევი ქვეყნების რიცხვი (...) მით უფრო უსაფრთხოდ იგრძნობს თავს ამერიკა (...) რადგან დემოკრატიული ქვეყნები უკეთ შეასრულებენ თავიანთ საერთაშორისო ვალდებულებებს და ნაკლებად შესაძლოა, რომ მათ ტერორისტული საქმიანობა წამოიწყონ (...) მითუმეტეს კი, იომონ ერთმანეთთან. ასეთი მიდგომა ხსნის, ნაციონალური უსაფრთხოების პოზიციებიდან გამომდინარე, რატომ უნდა დავუჭიროთ აქტიურად მხარი დემოკრატიულ მონაპოვრებს სხვა ქვეყნებში (...) ხოლო თუ აუცილებელია, დავიცვათ კიდეც ისინი” [შტრობე თალბოტ, “Dემოცრაცყ ანდ ტჰე Nატიონალ Iნტერესტ”, Fორეიგნ Aფფაირს, Nოვემბერ/Dეცემბერ 1996, პპ. 48-49. ციტირებულია 31. ც. 284 მიხედვით]. ფაქტობრივად, აქ საუბარია ჰომოგენური საერთაშორისო სისტემის ჩამოყალიბებაზე _ დემოკრატიული რეჟიმების სახელმწიფოთა ამერიკაზე სწორებით. ასეთი მიდგომა, ცხადია თავისუფალია ყოველგვარი ამბივალენტობისგან და მსოფლიო პოლიტიკურ მომავალს შეერთებული შტატების სტრატეგიული ინტერესებისა და ვილსონისეული პრინციპების შერწყმაში სახავს. ზემოთ ციტირებული სტატიის ავტორი, ცალსახად დაასკვნის: “... რომ წინააღმდეგ ზოგიერთი თვითმარქვია რეალისტის ინსინუაციებისა, ამერიკული ფასეულობები და ინტერესები ურთიერთმიმართებაში, ორმხრივ ძლიერდება” [შტრობე თალბოტ, “Dემოცრაცყ ანდ ტჰე Nატიონალ Iნტერესტ” პ. 49 ციტირებულია 31. ც. 287 მიხედვით]. ამ თეზისის ერთ-ერთი ზომიერი კრიტიკოსი, იზიარებს რა შეხედულებას, რომ განვითარებულ ლიბერალურ-დემოკრატიული მმართველობის ქვეყნებს შორის ომებს პრაქტიკულად აღარ აქვს ადგილი, იმავდროულად შენიშნავს: “ამ აშკარა ტენდენციის აღიარებას თან უნდა ახლდეს სიფხიზლე, რათა ორ ცთუნებას არ ავყვეთ: მითითებული ტენდენციის გენერალიზაციას, მის ექსტრაპოლაციას მთელ პლანეტაზე ან ძალადობის ყველა ფორმაზე და _ ყოველივეს ახსნას მხოლოდ ერთადერთი ფაქტორის საფუძველზე, რომლის ხარისხადაც დემოკრატია იქნება აღებული” [Hასსნერ P. Fინ დეს ცერტიტუდეს, ცჰოც დეს იდენტიტეს: უნ სიეცლე იმპრევისიბლე, - ღამსეს 2000. L’ენტრეე დანს ლე XXI-ე სიეცლე. P., 2000. ციტირებულია 32. ც. 345 მიხედვით]. მსოფლიოში ამჟამად მიმდინარე პროცესები ცხადყოფს ასეთი სიფხიზლის აუცილებლობას; მაგრამ მსგავსი შეგონებანი, სამწუხაროდ როგორც წესი რჩება “ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა” და იმ დროს, როცა მეცნიერი აკადემიური სიფრთხილით შენიშნავს, რომ დემოკრატიული მშვიდობის “თეორიული საფუძვლები და ემპირიული კონოტაციები ჯერ კიდევ საჭიროებს შემდგომ კვლევებს” [32. с. 347], ან, სხვა შემთხვევაში უფრო თამამადაა მითითებული, რომ “...დემოკრატიის გავრცელების ამერიკულმა პოლიტიკამ, შესაძლოა, ფაქტობრივად შეიარაღებული კონფლიქტების ზრდას უფრო შეუწყოს ხელი, ვიდრე პირიქით” [შნყდერ ჟ., Vან Eვერა შ. Dემოცრაცყ ანდ ჭარ. Eდუცატიონალ პროგრამ. შემინარ XXI: Fორეიგნ Pოლიტიცს, Iნტერნატიონალ ღელატიონს ანდ Nატიონალ Iნტერესტ, Mასსაცჰუსსეტს, Iნსტიტუტე ოფ თეცჰნოლოგყ, ჩენტერ ფორ Iნტერნატიონალ შტუდიეს. 1998. პ. 52. ციტირებულია 32. ც. 347 მიხედვით] _ საერთაშორისო ასპარეზზე, რეალურ პოლიტიკურ სამყაროში, ბრძოლა არსებობისა და გადარჩენისათვის თავისი გზითა და ტემპით ვითარდება. კერძოდ, ახლო აღმოსავლეთში _ უფრო ზუსტად მისი არაბული ნაწილის მნიშვნელოვან სექტორში _ დასავლეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის რესურსებზე კონტროლის აუცილებლობამ, ანტიტერორისტულმა საომარმა კამპანიამ და დემოკრატიის გენერალიზაციამ თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკის ისეთი "გორდიას კვანძი“ წარმოშვა, რომლის გადაჭრა სულ უფრო პრობლემური ხდება და ნაკლებ მოსალოდნელია თვალსაწიერ მომავალში მოხდეს ეს. ამის უმთავრეს მიზეზთა შორის ორს გამოვყოფდით, პირველის შესახებ ზოგადად ვიტყვით, რომ ამერიკის მონოპოლია ახლო აღმოსავლეთზე, რბილად რომ ვთქვათ, მაინცდამაინც არ აღაფრთოვანებს მთელ რიგ ანგარიშგასაწევ სახელმწიფოებს _ საფრან-გეთს, გერმანიას, რა თქმა უნდა, რუსეთს _ რომლებსაც საკუთარი ინტერესები აქვთ რეგიონში (შეიძლებოდა სხვა საერთაშორისო აქტორების ჩამოთვლაც) და შესაბამის ქმედებებს მიმართავენ... მეორე (არა მნიშვნელობით, არამედ დასახელების მიმდევრობით) ისლამის ფაქტორია. ისლამის, როგორც მწყობრი რელიგიური მსოფლმხედველობრივი სისტემისა, რომელსაც თვითონ აქვს ჭეშმარიტების ფლობის, ანუ უნივერსალური ფასეულობების საყოველთაო გავრცელების პრეტენზია და ისლამისტური ექსტრემიზმისა, რომელიც არ შეიძლება მთლიანად გავაიგივოთ მუსლიმურ სარწმუნოებასთან, მაგრამ თავისი მოქმედების ლეგიტიმურობის წყაროდ და საფუძვლად ისლამის ნორმებს აცხადებს; პირველ რიგში კი _ ჯიჰადს, რომელმაც მოციქულ მუჰამადის შემდეგდროინდელ სწავლებაში ჰპოვა კოდიფი-ცირება და რამდენიმე განმარტება მოეპოვება [34. გვ. 226-228; 35. ც. 467-469]. მათ შორის, ალაჰის მტრებთან ომი საბოლოო გამარჯვებამ-დე. ასეთი რელიგიური დოგმატიკის შესაბამისი ტერმინოლოგიით, ისლამური ფუნდამენტალიზ-მის რადიკალური ფრთისთვის ამერიკა განასახიერებს “დიდ სატანას”, ხოლო მისი სტრატეგიული პარტნიორი რეგიონში, სახელმწიფო _ რომელიც შეერთებული შტატების უშუალო მხარდაჭერით შეიქმნა, დღემდე დიდი დახმარებით სარგებლობს და “მუსლიმურ-არაბული დესპოტიზმის ზღვაში დასავლური დემოკრატიული ფასეულობების პატარა კუნძულია”, ანუ _ ისრაელი, “პატარა სატანას” წარმოადგენს [29. ც. 19]. ამას ემატება ბიბლიური წიაღიდან აღმოცენებული შუღლი ისმაელის მოდგმისა, მამამთავარ აბრაამის მეორე შტოს, ისრაელის ძეთა მიმართ და თეოლოგიურად გაფორმებული ანტაგონიზმი ისლამისა იუდაიზმთან. თუ აქვე გავიხსენებთ, რომ დასავლური ცივილიზაცია სულ უფრო ხშირად მოიხსენიებს თავს იუდაურ-ქრისტიანულ ფასეულობებზე დაფუძნებულ ისტორიულ ფენომენად, ცხადი გახდება რაოდენ ღრმა წინააღმდეგობის რთულ და ფართო სპექტრთან გვაქვს საქმე და რატომ შეიძინა ახლო აღმოსავლეთში _ მსოფლიო რელიგიათა ამ აკვანში _ ცივილიზაციურმა ფაქტორმა ესოდენ მწვავე ხასიათი. ამ სიმწვავის კიდევ უფრო მაღალ ხარისხში აყვანის და მართლაც საყოველთაო ჯიჰადის გამოწვევის თავიდან აცილებით იყო განპირობებული, რომ ისრაელის სახელმწიფო არ მონაწილეობდა (ოფიციალურად მაინც) არც პირველ ანტიერაყულ კოალიციაში _ მიუხედავად იმისა, რომ ერაყმა რამდენჯერმე მოახერხა ისრაელის ტერიტორიის დაბომბვა და ამით ცდილობდა მის პროვოცირებას საპასუხო სამხედრო მოქმედებებზე _ და არც 2003 წლის მარტში დაწყებულ ინტერვენციაში. თუმცა, ეჭვგარეშეა, რომ უანალოგო ისტორიული სიცოცხლისუნარიანობის მქონე ისრაელი ამ შემთხვევაშიც ნაყოფიერად თანამშრომლობს თავის ძლევამოსილ, გაცილებით “ახალგაზრდა” სტრატეგიულ პარტნიორთან და უშუალოდაა დაინტერესებული რეგიონში დასავლური ყაიდის საერთაშორისო წესრიგის დამყარებაში, ისლამიზმის გაუვნებელყოფასა და ტერორიზმის აღმოფხვრაში23. ამ უკანასკნელთან ბრძოლის გამოცდილება, ისრაელის სახელმწიფოს დიდი აქვს. იგი დაარსების დღიდან მაქსიმალურად უმკლავდება ამ ავთვისებიან, ახლო აღმოსავლეთისთვის ენდემურ პოლიტიკურ სენს. ჩვენ სრულიად შეგნებულად განვიხილავთ მას პოლიტიკის სიბრტყეზე, რადგან თუ სწორია ის, რომ “პოლიტიკაა ომის გაგრძელება სხვა საშუალებებით”, ცივი ომის დამთავრების შემდეგ გამოვლენილმა სიმპტომებმა ცხადყო, რომ ტერორიზმი _ ამჯერად უკვე საერთაშორისო მასშტაბით _ პოლიტიკის გაგრძელებაა სხვა საშუალებებით. ექსპერტთა დასკვნა, რომ "...ტერორისტების საქმიანობა ყოველთვის მიმართულია პოლიტიკური მიზნების მისაღწევად" [29. ც. 39. 38. გვ. 2.] ამის დასტურად მიგვაჩნია. ტერორიზმთან საბრძოლველად ისრაელს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სპეც-სამსახურები ჰყავს. საერთოდ, ქვეყნის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მიუხედავად იმ მრავალმხრივი და ქმედითი დახმარებისა, რომელსაც ამერიკისგან იღებს, იგი არ გახდა სხვის კმაყოფაზე მყოფი სატელიტი, კვაზი-სახელმწიფო; არამედ ეს დახმარება თავიდანვე, ძირითადად მიმართა მაღალი საბრძოლო მომზადების, დისციპლინირებული არმიის შესაქმნელად, უაღრესად კვალიფიციური სამ-ხედრო კადრების მოსამზადებლად და ზედ-მიწევნით ორგანიზებული თავდაცვითი სისტემა დანერგა. ისრაელის სახელმწიფომ დაამტკიცა, რომ ძალუძს საკუთარი ეროვნული უსაფრთ-ხოების დამოუკიდებლად დაცვა, საომარი მოქმედებების გონივრული დაგეგმვა და წარმატებით განხორციელება. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია 1967 წლის ექვსდღიანი ომი (5-10. VI), როდესაც ისრაელმა ბრწყინვალე, სამხედრო ხელოვნების ქრესთო-მატიულ ნიმუშად ქცეული, გამარჯვება მოიპოვა საბჭოური იარაღით უხვად აღჭურვილ არაბულ არმიებზე (ეგვიპტე, სირია, იორდანია). თუმცა, როგორც იტყვიან _ მედალს ორი მხარე აქვს და საერთაშორისო ურთიერთობების, ახლო აღმოსავლეთისა თუ ტერორიზმის პრობლემების მკვლევართ არ ავიწყდებათ მიუთითონ, რომ “ისლამის როლის, მისი პოლიტიზაციისა და რადიკალიზაციის საქმეში შემობრუნების წერტილი გამოდგა არაბული სახელმწიფოების ფიასკო 1967 წელს ისრაელთან ექვსდღიან ომში. რადიკალური ისლამისტური მოძრაობები სწორედ ამ პერიოდიდან იღებს უკიდურესად ანტიდასავლურ ხასიათს” [39. გვ. 206] და რომ “ისლამური ქვეყნის ლიდერებს არ შეეძლოთ ამ პროცესის იგნონირება (...) არაბი სახელმწიფო მოღვაწეების ნაწილი იყენებდა და იყენებს ისლამს (...) ისრაელის წინააღმდეგ საბრძოლველად, ამასთანავე, კრიზისული მდგომარეობიდან თავის დასაღწევად” [7. გვ. 139]. ისრაელის შეიარაღებული ძალების პრევენ-ციული დარტყმებიდან გამოვყოფდით 1981 წლის 7 ივნისს განხორციელებულ სამხედრო ავიაციის რეიდს, როდესაც საბრძოლო ესკადრილიამ ორწუთიანი დაბომბვით მოსპო ერაყის ატომური რეაქტორი ბაღდადის მახლობლად და უდანაკარგოდ დაბრუნდა თავის ავიაბაზაზე. უშუალოდ ტერორიზმის წინააღმდეგ ისრაელის ბრძოლის პრაქტიკიდან არ შეიძლება არ მოვიხსენიოთ 1976 წლის ივლისში, ასევე სრულიად დამოუკიდებლად განხორციელებული ოპერაცია, უგანდის დედაქალაქ კამპალას აეროპორტ “ენტებე”-ში მძევლად მყოფი თავისი მოქალაქეების დასახსნელად, რომელიც ამ ტიპის ოპერაციებს შორის დღემდე ყველაზე მაღალპროფესიულ დონეზე შესრულებულადაა მიჩნეული [40]. მოკლედ, ისრაელის სახელმწიფო დამაჯერებლად ადასტურებს, რომ “სიტყვა “დამოუკიდებლობა” არა მარტო თავისუფლებას, არამედ საკუთარი ძალების იმედად ყოფნასაც ნიშნავს” [15. გვ. 232]. ეს თეზისი ძალას ინარჩუნებს კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულების ზრდის თანა-მედროვე პირობებშიც, რადგან ასეთი საერთაშორისო სისტემა არა იმდენად მისი შემადენელი აქტორების რეალურად გათანაბ-რების ტენდენციას ამჟღავნებს, რამდენადაც სისტემაში იერარქიულობის მნიშვნელობას ამძაფრებს და ეპოქის შესაბამის ხარისხში აჰყავს. თუმც კი, მისი ანარქიული არსი, როგორც ეს რ. გილპინს მიაჩნია, უცვლელი რჩება. წერილში ასევე უკვე მოხსენიებული ზ. ბჟეზინსკი, მისაბაძი პირდაპირობით (და იშვიათი გულახდილობით) აკონკრეტებს: “...ამერიკის გლობალური ბატონობა ზოგიერთი მხრივ გვაგონებს ადრინდელ იმპერიებს, მიუხედავად მათი უფრო შეზღუდული, რეგიონული მასშტაბისა. ამ იმპერიების ძლიერება ეყრდნობოდა ვასალური, დამოკიდე-ბული სახელმწიფოების, პროტექტორატებისა და კოლონიების იერარქიას და ყველას, ვინც არ შედიოდა იმპერიაში, ჩვეულებრივ, ბარბაროსებად განიხილავდნენ. ეს ანაქრონისტული ტერმინოლოგია არცთუ შეუფერებელია ამჟამად ამერიკის გავლენის ქვეშ მყოფ რიგი ქვეყნებისათვის. ისევე, როგორც წარსულში, “იმპერიული” ძალაუფლების გამოყენება ამერიკის მიერ, მნიშვნელოვნად არის შედეგი (...) სამხედრო მიზნებისთვის უზარმაზარი ეკონომიკური და ტექნოლოგიური რესურსების მობილიზების უნარისა; (...) საგრძნობი კულტურული მიმზიდველობის; ამერიკის სოციალური და პოლიტიკური ელიტისთვის თანდაყოლილი მეტოქეობის სულისკვეთების და დინამიზმისა” [33. с. 21]. გეოპოლიტიკურმა კლასიკამ იცის, რომ სახელმწიფოს ასეთ (მითუმეტეს ასეთ!) გაძლიერებას გარკვეული კანონზომიერებები ახლავს; მათ შორის სივრცობრივი ექსპანსიის თვალსაზრისით [30. ც. 36-38; 51-57.]. რაც ყოველ ისტორიულ ეპოქაში შესაბამისი კონფიგურა-ციის პოლიტიკურ ლანდშაფტს ქმნის _ შესაძლო კონფლიქტების ამა თუ იმ მასშტაბებითა და ინტენსიურობის ხარისხით. თანამედროვე მსოფლიოში, ფანტასტიკას მიახლოებული სამეცნიერო-ტექნიკური მიღ-წევებისა და მაღალი ტექნოლოგიების _ ამ ორლესული მახვილის _ არნახული ტემპით განვითარების და მისი დაუფლების მსურველთა დაუნდობელი კონკურენციის პირობებში, არაპროგნოზირებადი მოვლენების, ძნელად გადასაჭრელი პრობლემების რიცხვი გაცილებით მეტია, ვიდრე ოდესმე. ამ რთული პროცესების რეგულირება _ ტოტალური ზედამხედველობის საშუალებების სიმძლავრე-ებისა და შემდგომი გაუმჯობესების მიუხედავადაც _ ნაკლებშესაძლებელი, ზოგჯერ კი ყოველგვარ მონიტორინგს მოკლებულია (მაგ., ზოგიერთი დესპოტური რეჟიმის მიერ “იატაკქვეშეთში” ბირთვული ან მასობრივი მოსპობის სხვა იარაღის პროგრამებზე მუშაობა). ჯერ-ჯერობით ამის აღმკვეთი ეფექტური მეთოდები არ ჩანს _ მითუმეტეს, სამართლებრივი გზით. მოვლენებს კი განვითარების საკუთარი ლოგიკა და ტემპი აქვთ; როგორც იტყვიან მექანიზმი მომართულია, წამმზომი _ ჩართული... დროის ამ სრბოლასა და არსებობისათვის ბრძოლაში, მსოფლიო ასპარეზზე ცალკეულ ერების ინტერესების, მათი უსაფრთხოების უალტერნატივო წარმომადგენლად კვლავ რჩება პოლიტიკურად ორგანიზებული სიცოცხლის ინსტიტუციონირებული ფორმა _ სახელმწიფო, და მიუხედავად XX საუკუნის 70-80-იანი წლების "დიდი კამათისა", ერთ ცნობილ გამოთქმას თუ მოვიშველიებთ, ხმები მისი გარდაცვალების შესახებ რამდენადმე ნაადრევი და გაზვიადებული აღმოჩნდა. გასული ასწლეულის მიწურულს ამის აღიარება მოუხდა მათაც, ვინც თავის დროზე ასკვნიდა, რომ სახელმწიფოები აღარ წარმოადგენენ საერთაშორისო სისტემის ძირითად, გამორჩეულ აქტორებს და მათი როლის შემცირება შეუქცევადად მიაჩნდათ. გამოჩენილი ამერიკელი თეორეტიკოსების რობერტ კიოჰეინისა (ღობერტ Kეოჰანე) და ჯოზეფ ნაის (ჟოსეპჰ Nყე) მოგვიანო კონსტატაციით “სახელმწიფო გაცილებით მოქნილი ფენომენი აღმოჩნდა, ვიდრე ამას მოდერნისტები ვარაუდობდნენ. სახელმწიფოები, დღემდე მსოფლიოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის თვითიდენტიფიცირების ობიექტს წარმოადგენენ (...) მეოცე საუკუნის მოდერნისტებმა მართებულად განსაზღვრეს ცვლილებათა მიმართულება, მაგრამ მათ სავარაუდო შედეგებს მეტისმეტად მარტივად უყურებდნენ (...) მხედველობაში არ იღებდნენ შეხედულებათა მემკვიდრეობას, ინსტიტუტთა ტრადიციულობასა თუ სახელმწიფო მოღვაწეთა მიერ მიღებული სტრატეგიული გადაწყვე-ტილებების მნიშვნელობას (...) ახალი კიბერ-ნეტიკული სამყაროს ნათელმხილველები, ისევე, როგორც მათი წინამორბედები მოდერნისტები, ხშირად ყურადღებას არ აქცევენ იმას, რომ ახალი სამყარო მნიშვნელოვანწილად ეყრდნობა ტრადიციულ სამყაროს, სადაც ძალაუფლება ინსტიტუტთა იერარქიულ სტრუქტურაზეა დამოკიდებული (...) სამხედრო ძალა კვლავ დიდ როლს ასრულებს სახელმწიფოთა ურთიერ-თობებში, უსაფრთხოება კი საგარეო პოლი-ტიკის წამყვან საკითხად რჩება” [41. გვ. 6-7]. აქედან გამომდინარე, ვუბრუნდებით რა ზემოთ ნახსენებ კიდევ ერთ შეხედულებას, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში სახელმწიფოს როლის დაქვეითებასა და თანამდევი სხვა პროცესების გამო, თვით ცნებისგან _ “სახელმწიფო”, განუყოფელი ფიგურის ჯარისკაცის ნაცვლად, ამ ურთიერთობების სიმბოლურ სუბიექტად ტერორისტი გვევლინება (ხოლო ტურისტი დიპლომატის ადგილს იკავებს), უნდა შევნიშნოთ რომ სინამდვილეში ამჟამად სახეზეა არა რომელიმე ფიგურის მიერ მეორის გამოდევნა, არამედ ჯარისკაცისა და ტერორისტის, ანუ სახელმწიფოს (სახელმ-წიფოთა ჯგუფის, ფართო კოალიციის) ტერორისტული ორგანიზაციის (მათი ქსელის) წინააღმდეგ ომი მთელი პლანეტის მასშტაბით. ამ ფრონტის წინა ხაზი კი დღეს ახლო აღმოსავლეთზე გადის. ყოველივე ეს, თანამედროვე საერთაშორისო კონტინუუმის უწინდელისგან განმასხვავებელ ერთ-ერთ მთავარ და ყველაზე მკვეთრად გამოვლინებულ ნიშნად მიგვაჩნია. როგორც ვხედავთ, ისტორია _ მიუხედავად ამა თუ იმ თეორიული ოპუსისა _ არ დასრულებულა; პირიქით, ინტერესთა ჭიდილი, გადარჩენისათვის ძალისხმევა უკიდურესად მწვავდება და დრამატულ ხასიათს იძენს. “მსოფლიოს დიდ ნაწილში კვლავაც აქტუალურია რეალისტების მოსაზრებანი სამხედრო ძალისა და უსაფრთხოების საკითხების დომინირების შესახებ” [41. იქვე]. ვფიქრობთ, სრული საფუძველი არსებობს იმისათვის რომ 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ, “მსოფლიოს დიდ ნაწილში”, მთელი კომპლექსურად ურთიერთდამოკიდებული საერთაშორისო სისტემა მოვიაზროთ, რომლის მცირე, მაგრამ სტრატეგიულად ერთ-ერთ მნიშვნელოვან მონაკვეთზეც მდებარეობს საქართველო; მისკენ ჩრდილოეთიდან მომართული _ ცნობილი შედეგების მომტანი _ გეოპოლიტიკური ვექტორით და არც თუ ძნელად ამოსაცნობი, შედარებით ახალი, იმავე ბუნების სხივით დასავლეთიდან. ცხადია, არც რადიკალური ისლამის აშკარა თუ ფარული საშიშროებების სათვალავიდან ამოგდება არ შეიძლება. სახელმწიფოს შექმნა და შენება ძნელი, წინააღმდეგობებით აღსავსე ჯაფაა; არასახარბიელო გარემოცვასა და ექსტრემალურ საერთაშორისო ვითარებაში _ მითუმეტეს. ისე, რომ საქართველოს ბევრი მიმართულებით მართებს კრიტიკული სიფხიზლე, საკუთარი რესურსების _ უპირველესად ინტელექ-ტუალურის _ სრული მობილიზება და დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ უმთავრესი, რის მიმართაც ყურადღების და ყურთასმენის დაძაბვაა საჭირო, არის გლობალიზაციის კაკოფონიიდან გამორჩევა ერთი დავიწყებული ქართველი რეალისტის სიტყვებში დაწურული, ყრუდ მოგუგუნე სიბრძნისა: “ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს”. ამჯერად მაინც _ “გვესმას მშობლისა”! შენიშვნები: 1. ამ გამონათქვამით [Lა პოლიტიქუე ესტ ლა ცონტინუატიონ დე ლა გუერრე პარ დ’აუტრე მოყენს // L’Iმპრéვუ. № 1, 27. 1975. პ.16. ციტირებულია 1.ც.150 მიხედვით] მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ორიგინალური მოაზროვნე, ფრანგი ფილოსოფოსი და კულტუროლოგი მ. ფუკო (Mიცჰელ Fოუცაულტ, 1926-1984) თითქოს ეპაექრება ცნობილ გერმანელ სამხედრო თეორეტიკოს, კარლ ფონ კლაუზევიცის (კარლ ჩლაუსეწიტზ, 1780-1831) თეზისს, რომ “ომი პოლიტიკის ინსტრუმენტია, პოლიტიკური ურთიერთობების გაგრძელებაა სხვა საშუალებათა ჩარევით...” [2. т. I, с.47]. ჩვენი აზრით ფუკოს ფორმულირება არსებითად არ ეწინააღმდეგება და მითუმეტეს არ აუქმებს კლაუზევიცის კლასიკად ქცეული დებულებას; არამედ ავსებს მას და განვლილი ასწლეულის 40-იანი წლებიდან ჩამოყალიბებული რეალობის გათვალისწინებით, ცივი ომის პერიოდის შესაბამისად ახდენს სათანადო აქცენტირებას 2. აშშ-ის პრეზიდენტ, ფრანკლინ დ. რუზველტისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ, უ. ჩერჩილის ერთობლივი დეკლარაცია (14.VIII.1941) მათი ქვეყნების ნაციონალური პოლიტიკის ზოგიერთი საერთო პრინციპის შესახებ; მათ შორის იმ ხალხთა თვითგამორკვევისა და სუვერენულ უფლებათა აღდგენის გამოც, ვისაც ეს ძალადობრივი გზით ჰქონდა წართმეული. ჩერჩილს ძალიან მალე (9.IX.1941) მოუხდა თავისი ქვეყნის პარლამენტის წინაშე განემარტა, რომ ატლანტური ქარტია, ნაცისტების მიერ დამონებულ ევროპის ერებს გულისხმობდა და არა კოლონიების მოსახლეობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. თუმცა, რუზველტი ქარტიის პრინციპების მოქმედების შემოფარგვლას მხოლოდ ევროპით, არ ფიქრობდა. საბჭოთა კავშირის მთავრობამ, ატლანტიკური ქარტიის ძირითადი პრინციპების მიმართ თანხმობა, საკუთარ დეკლარაციაში გამოთქვა (24.IX.1941). 3. არაბულ სამყაროსთან ურთიერთობის საკითხს ლონდონის აღმოსავლურ პოლიტიკაში უკვე დიდი ხნის ისტორია ჰქონდა. უფრო შორს, რომ არ წავიდეთ, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე და მის განმავლობაშიც ეს პოლიტიკა `დიდი ნავთობის სტრატეგიით იყო ნაკარნახევი” [10. ც. 449]. რეგიონში პოზიციების შენარჩუნების აუცილებლობამ განაპირობა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ა. იდენის ინიციატივა _ დაეარსებინათ არაბულ სახელმწიფოთა ლიგა (22.III.1945). მაგრამ ეს ორგანიზაცია არ იქცა ბრიტანეთის პოლიტიკის გამტარებელ ბრმა იარაღად. თუმცა, მის რიგებში არსებული უთანხმოების შედეგად, ლონდონი ახერხებდა ლიგის წევრ-სახელმწიფოთაგან ზოგიერთის შენარჩუნებას თავისი გავლენის სფეროში. 4. პალესტინაზე მანდატი (A კლასის), დიდ ბრიტანეთს ერთა ლიგამ 1922 წელს დაუმტკიცა და იგი ძალაში რჩებოდა 1948 წლის 15 მაისის წინასაღამოს, ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე. აქვე შევნიშნავთ, რომ წინამდებარე წერილში ადგილს ვერ ვუთმობთ პალესტინის ებრაული და არაბული მოსახლეობის დამოუკიდებლობაზე (ერთობლივად ან ცალ-ცალკე) პრეტენზიების საფუძვლიანობის, სამართლიანობისა და ამასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე მსჯელობას; მათ შორის პალესტინის (არაბთა) სახელწიფოს შექმნის პერსპექტივაზე თანამედროვე ვითარებაში. ეს თემა ცალკე და დეტალურ გადმოცემას მოითხოვს, ან ისეთი მოცულობის ნაშრომს, რომელიც ამ პრობლემატიკასაც დაიტევდა. 5. 1987 წელს, პოლიტიკური სიონიზმის ფუძემდებელ, თეოდორ ჰერცლის მიერ ქ. ბაზელში ჩატარებულ პირველ სიონისტურ კონგრესზე დაარსებული ორგანიზაცია. ერთა ლიგის მანდატი პალესტინაზე, მსო-ს ცნობდა ებრაული სააგენტოს – ანუ იმ ორგანოს სახით, რომელიც სამანდატო ადმინისტრაციასთან ითანამშრომლებდა `ებრაული ეროვნული კერის” შექმნის საკითხებში. ებრაული სააგენტოს დამფუძნებელი სხდომა 1929 წელს ქ. ციურიხში შედგა. 6. `ჩვენ არ გვყავს მარადიული მოკავშირეები და არც მუდმივი მტრები. მარადიულია ჩვენი ინტერესები და ჩვენი მოვალეობაა მივყვეთ ამ ინტერესებს”. ბრიტანელ სახელმწიფო მოღვაწე, ლორდ პალმერსტონის (1784-1865) გამოსვლიდან თემთა პალატაში, 1848 წ. 1 მარტს [ციტირებულია 16. პ. 199 მიხედვით]. მოხმობილ უცხოურენოვან ტექსტებთან დაკავშირებით, სტატიის ავტორს საჭიროდ მიაჩნია განმარტოს, რომ წინამდებარე გამოცემისთვის ვერ ხედავს აუცილებლობას ყოველთვის დაურთოს თარგმანი, გავრცელებულ _ არა მხოლოდ სპეციალისტებისთვის ცნობილ _ გამოთქმებს. ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტური მასალიდან (მაგ., რუსულ ენაზე) მოყვანილ ციტატებს, ასევე თარგმანის გარეშე, დედნის ენაზე ვთავაზობთ მკითხველს. სხვა შემთხვევებში (მემუარული ლიტერატურა, ინტერნეტით მოპოვებული ინფორმაცია), ინგლისურ ენაზე მოცემულ ტექსტთა თარგმანი ზოგჯერ შემოკლებულია. გარდა აღნიშნულისა, ასეთი მიდგომა გამოწვეულია კრებულისათვის განსაზღვრული საერთო ფორმატის მოთხოვნებითაც. 7. თავისუფლების იდეალებისთვის ხორცშესხმას ვილსონი, ერთობ პრაგმატულად რომ უდგებოდა და კარგად აპრობირებული საშუალებით ვარაუდობდა, თვითვე დაუდასტურებია წერილობით: `როდესაც ომი დამთავრდება, ჩვენ შევძლებთ ვაიძულოთ მათ (ევროპელებს – ნ.ხ.), ჩვენსავით იაზროვნონ, რადგან იმ მომენტისთვის, სხვაზე რომ არაფერი აღარ ვთქვათ, ფინანსური თვალსაზრისით ისინი ჩვენ ხელთ იქნებიან” [Aრტჰურ შ. Lინკ. ჭილსონ ტჰე Dიპლომატისტ. Bალტიმორე: ჟოჰნს Hოპკინს Pრესს, 1957. პ. 100. ციტირებულია 14. ც. 199 მიხედვით]. 8. რუზველტის ჩანაფიქრით, გაერო არა მხოლოდ ერთა ლიგის სამართალმემკვიდრე უნდა ყოფილიყო უფრო ფართო რწმუნებებით, არამედ ამ ახალ ორგანიზაციას თავიდან უნდა აეცილებინა ვერსალის სისტემის ნაკლოვანებები (მათ შორის სამანდატო მმართველობასთან დაკავშირებულიც) და რაც მთავარია აღმოეფხვრა მისი ძირითადი `მანკი” – ძალთა ბალანსზე დამყარებული მსოფლიოს დანაწილება გავლენის სფეროებად. ამის ნაცვლად, შეერთებული შტატების პრეზიდენტს სურდა “Oნე ჭორლდ”, (`ერთიანი მსოფლიო”), სადაც კოლექტიურ უსაფრთხოებას გაეროს შესაბამისი სტრუქტურები უზრუნველყოფდა. შინაგანად ერთობ წინააღმდეგობრივი ამ სქემის მიმართ – რომელშიც, რუზველტისეული ხედვით ამერიკას `კეთილმოსურნე” ლიდერის როლი უნდა ეთამაშა – საფუძვლიან სკეპტიციზმს ამჟღავნებდა უ. ჩერჩილი. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისთვის ძალთა ბალანსი იყო `პოლიტიკის კანონი... და არა უბრალო მიზანშეწონილობა, ნაკარნახევი შემთხვევითი გარემოებებით, სიმპათიებით ან ანტიპათიებით და სხვა მსგავსი გრძნობებით” [ჩჰურცჰილლ, ჭინსტონ შ., თჰე შეცონდ ჭორლდ ჭარ., Vოლ. 1, თჰე Gატჰერინგ შტორმ, Bოსტონ, 1948, პპ. 207-208. ციტირებულია 17. ც. 204 მიხედვით]. სწორედ ამაში მდგომარეობდა, საერთაშორისო ურთიერთობებისადმი მიდგომის ფუნდამენტური სხვაობა ტრადიციულ ევროპულ რეალიზმსა და ნოვატორულ ამერიკულ იდეალიზმს შორის. თუმცა, საკითხის არსში ჩაღრმავებისას ეს განსხვავება კარგავს თავიდან მკვეთრად თვალშისაცემ კონტრასტულობას. საქმე ისაა, რომ რუზველტის კონცეფცია ვილსონისეულ `იდეალიზმთან” მემკვიდრეობითობას არა მარტო კოლექტიური უსაფრთხოების პრინციპისადმი ერთგულებაში ამჟღავნებდა. რუზველტი არანაკლებ პრაგმატული მოაზროვნე იყო, ვიდრე ვილსონი. ომის დამთავრებამდე ცოტა ხნით ადრე, საბჭოთა კავშირისთვის მსხვილი ფინანსური სესხის გამოყოფის შესაძლებლობასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების ტაქტიკა, ამერიკელ ისტორიკოს თ. პატერსონის აზრით, მდგომარეობდა მასში, რომ `საბჭოეთი ჰყოლოდათ სასურველის მოლოდინის გაურკვეველ მდგომარეობაში, რათა იგი უფრო დამყოლი გაეხადათ აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში” [18. ც. 524]. თვით რუზველტს, ამის გამო, ფინანსთა მინისტრისთვის უთქვამს: `ვფიქრობ, ძალზედ მნიშვნელოვანია მტკიცეთ ვიდგეთ და არავითარი ფინანსური დაპირებები არ მივცეთ მათ, ვიდრე ყველაფერს, რაც გვჭირდება არ მივიღებთ” [იქვე]. 9. ასეთი აბრევიატურა – და კიდევ `ОНЮ” – გამოიყენებოდა რუსულ ენაზე გაეროს აღსანიშნავად, ამ ორგანიზაციის არსებობის პირველ წლებში. 10. პროგრამის სახელწოდება უკავშირდება ნიუ-იორკის სასტუმრო `ბილტმორს”, სადაც 1942 წელს (6-11.V.) გამართულმა საგანგებო სიონისტურმა კონფერენციამ სამი ძირითადი მოთხოვნა წამოაყენა: პალესტინის საზღვრების გახსნა თავისუფალი ებრაული იმიგრაციისათვის; ამ პროცესზე – ისევე, როგორც საერთოდ ქვეყნის სამეურნეო განვითარებაზე – ებრაული სააგენტოსთვის კონტროლის უფლების გადაცემა და მესამე, პალესტინის გარდაქმნა - `ახალ, დემოკრატიულ მსოფლიოში ინტეგრირებულ” – სუვერენულ ებრაულ პოლიტიკურ ერთეულად [20. Т.1., кол. 432; 22. с. 771]. პროგრამისადმი არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობდა, როგორც თვით სიონისტურ მოძრაობაში, ასევე სხვა ებრაულ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციებში. 11. `მე კარგა ხანია გავეცანი ებრაული ეროვნული კერის საკითხს და ბრიტანელებისა და არაბების პოზიციას. ჩემი განწყობა, იმ დამოკიდებულებისა და შეხედულებათა მიმართ, რომელსაც `ფორმალისტი უწვერულები” ავლენდნენ სახელმწიფო დეპარტამენტში – სკეპტიკური იყო. მათ არ ანაღვლებდათ ამ მოვლენებში ჩათრეულ ათასობით ადგილნაცვალ პირთა ბედი. ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი ინტერესების გათვალისწინებით მიმაჩნდა, რომ შეგვეძლო დავხმარებოდით დევნაგადატანილ უბედურ მსხვერპლთ, თავიანთი ისტორიული საცხოვრისის პოვნაში”. 12. დეკლარაციაში (2.XI.1917) გამოთქმული იყო `პალესტინაში ებრაული ეროვნული კერის” დაარსებისადმი დიდი ბრიტანეთის პოზიტიური დამოკიდებულება და მხარდაჭერის მზადყოფნა. ამ დოკუმენტმა ასახვა ჰპოვა ბრიტანეთისთვის დამტკიცებულ ერთა ლიგის მანდატშიც (ამის შესახებ უფრო დეტალურად იხ. ჟურნ. `ცისკარი” 11, 1997. გვ. 104-123; აგრეთვე – ქართული დიპლომატია. წელიწდეული 5. თბილისი, 1998. გვ. 409-430). 13. `მე აღვუთქვი ხაიმ ვეიცმანს, რომ მხარს ვუჭერთ გაყოფას და მტკიცედ ვიდგებით ამაზე. იგი უეჭველად იფიქრებს, რომ მე აშკარა მატყუარა ვარ”. 14. `მათ მე ორპირა და ფლიდი გამხადეს” – მითხრა მან. `ჩვენი საქმე წასულია”. 15. საერთაშორისო ურთიერთობათმცოდნეობაში პოლიტიკოსთა მიერ გადაწყვეტილების მიღების სფეროს (დონის) დიფერენცირებულად შესწავლის მართებულობას ჩვენს წერილში მოხსენიებულ ისტორიულ პერსონაჟთაგან, ტრუმენს გარდა, ბენ-გურიონის მაგალითიც ადასტურებს. მისი მიზანსწრაფვა – რომელმაც 12 მაისის გადამწყვეტი სხდომის მონაწილეებს `თითქოს შუბლზე ისტორიის პისტოლეტი მიაბჯინა” და ისე მიაღწია ხმათა უმრავლესობას [27. с. 43-44] – შესაძლოა უფრო მკაფიოდ (ვიდრე ტრუმენის მოქმედება) წარმოაჩენდა პოლიტიკური ლიდერის ნების ფაქტორს, როგორც კონკრეტულ სიტუაციაში, ასევე ზოგადად ისტორიულ პროცესში, რომელიც ფაქტობრივად. დროში განვრცობილი ექსტრემალური სიტუაციაა. 16. ვეიცმანის მისამართით ტრუმენს მაინც უთქვამს: `ახლა, მოხუცი დოქტორი კვლავ ირწმუნებს ჩემ სიტყვას” [13. ც. 296]. 17. საბჭოთა კავშირმა, ისრაელის დროებითი მთავრობის მიმართვების პასუხად, ისრაელის სახელმწიფოს სრული ცნობის შესახებ თანხმობა გამოთქვა 1948 წლის 18 და 25 მაისს [19. док. 120; 121. с. 304-305. док. 124. с. 307-308]. 18.`პოსტ-ფაქტუმ უნდა დავუმატო, რომ არც ერთ არაბულ ქვეყანას არ გაუწყვიტავს ურთიერთობა ჩვენთან მას შემდეგ რაც ვცანით ისრაელი, და არც ერთ წვეთ ნავთობს არ შეუწყვეტია დენა არაბული სამყაროდან შეერთებულ შტატებში, ან დანარჩენ ქვეყნებში, რომლებმაც მხარი დაუჭირეს გაყოფას ან ცნეს ისრაელი”. 19. ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი თეორია საერთაშორისო ურთიერთობათმცოდნეობაში. სათავე დაუდო 1948 წელს გამოქვეყნებულმა ჰანს მორგენთაუს (Hანს ჟ. Mორგენტჰაუ) ნაშრომმა `ქვეყნებს შორის პოლიტიკა: ბრძოლა ძალაუფლებისა და მშვიდობისათვის” (“Pოლიტიცს Aმონგ Nატიონს: თჰე შტრუგგლე ფორ Pოწერ ანდ Pეაცე. Nეწ Yორკ, Aლფრედ A. Kნოპფ, 1948”). ეს თეორია საერთაშორისო პოლიტიკის ცენტრში სახელმწიფოთა ურთიერთობებს განიხილავს და პოლიტიკური პროცესების ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე ახსნისას ოპერირებს საკვანძო კატეგორიებით – ეროვნული სახელმწიფო, ძალთა ბალანსი, ეროვნული ინტერესი, პოლიტიკის ავტონომიურობა. მისგანვეა ამოზრდილი ნეორეალიზმის კონცეფცია, (აქცენტი გადატანილია საერთაშორისო სისტემის სტრუქტურულ მახასიათებლებზე, მის კონფიგურაციაზე), რომლის შემმუშავებული კ. უოლცი (თჰეორყ ოფ Iნტერნატიონალ Pოლიტიცს. MცGროწ-Hილლ, NეწYორკ, 1979) თავისი ადრინდელი ნაშრომით (~Mან, ტჰე შტატე ანდ ჭარ. A. თჰეორეტიცალ Aნალყსის”. ჩოლუმბია Uნივერსიტყ Pრესს. 1954.1959) რამდენჯერმეა ციტირებული წინამდებარე წერილის ტექსტში. 20. ტერმინი მოხმობილია იმ სპეციფიკური მნიშვნელობით, რომელიც ისლამს, პირველ ყოვლისა პოლიტიკურ იდეოლოგიად განიხილავს, ძირითად ყურადღებას კი ძალაუფლების საკითხებს უთმობს და იმ გაგებით, რომ `ისლამიზმი შეიძლება მიჩნეულ იქნეს მესამე სამყაროში მიმდინარე პროცესების ერთ-ერთ გამოვლინებად, რომლის დედაარსია რელიგიის განახლება, მისგან რევოლუციური პოლიტიკური პროგრამის შექმნა და ამ პროგრამის განხორციელებით საზოგადოების რეისლამიზაცია” [34.გვ.96-97]. 21. გამოთქმა ნახმარია სპეციალურ ლიტერატურაში მიღებულ ტერმინ `გეოპოლიტიკური სხივი”-ს პირდაპირი გაგებით, რაც ნიშნავს `გეოპოლიტიკური პოლუსის (მეტროპოლია, სტრატეგიული დედაქალაქი) ძალისმიერი ზემოქმედების (ეკონომიკური, კულტურული, სამეურნეო, ადმინისტრაციული და ა.შ.) ვექტორს პერიფერიულ რეგიონებზე (...) გეოპოლიტიკაში მიღებულია საუბარი სხივებზე, როგორც უწყვეტი იმპულსის (კურსივი ჩვენია – ნ.ხ.) მქონე ღია დინამიურ პროცესზე” [30, с. 581-582]. 22. მოჭარბებული ამერიკანიზმისადმი ფრანგული ოპოზიციონერობის ტრადიციულ სტილში და ასევე დამახასიათებელი სამართლიანობის გრძნობით, ცნობილი პოლიტოლოგი შენიშნავს: `ის, რაც დასავლეთში უნივერსალიების პროგრესად განიხილება, და კერძოდ, ადამიანის უფლებები – დანარჩენი კაცობრიობის დიდი ნაწილის თვალში გამოიყურება კურთხევად თვითნებობისა და დასავლეთის, განსაკუთრებით ამერიკული ძლიერებისა, რომელიც დარტყმას აყენებს იქ, სადაც თვითონ მიიჩნევს საჭიროდ – და აღარ იცავს რა მეტად სუვერენიტეტის ტრადიციულ საზღვრებს, თვითვე დაჰყავს თავი ბარბაროსულ მდგომარეობამდე” [Hასსნერ P. Fინ დეს ცერტიტუდეს, ცჰოც დეს იდენტიტéს: უნ სიეცლე იმპრევისიბლე. – ღამსèს 2000. L’ენტრეე დანს ლე XXI-ე სიეცლე. P., 2000. ციტირებულია 32. ც. 497 მიხედვით]. 23. პოლიტოლოგებს, მიმომხილველებს და უშუალოდ დაინტერესებულ მხარეებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ აშშ-ის ახლანდელ პრეზიდენტ ჯ. ბუშ-უმცროსის განცხადებებში – 2004 წლის არჩევნების წინ _ ტერორიზმთან ბრძოლის კონტექსტში ისრაელის სახელმწიფოსა და საერთოდ ებრაელი ხალხის მიმართ ცალსახად გამოთქმული მხარდაჭერის ტონალობა. მაგ., “Aგაინ ანდ აგაინ, Iსრაელ ჰას დეფენდედ იტსელფ წიტჰ სკილლ ანდ ჰეროისმ. Aნდ ას ა რესულტ ოფ ტჰე ცოურაგე ოფ ტჰე Iსრაელი პეოპლე, Iსრაელ ჰას ეარნედ ტჰე რესპეცტ ოფ ტჰე Aმერიცან პეოპლე”[36.] (`ისრაელი კვლავ და კვლავ მარჯვედ და გმირულად იცავს თავს. და ებრაელი ხალხის გამბედაობამ, ისრაელს ამერიკელი ხალხის პატივისცემა მოუპოვა”); ან, იქვე – “ტოლდ ტჰე ჟეწისჰ აუდიენცე ტჰატ Iსრაელ ჰას ევერყ რიგჰტ ტო დეფენდ იტსელფ ფრომ ტერრორ” (“ისრაელის ებრაულ საზოგადოებას სრული უფლება აქვს თავი დაიცვას ტერორისგან’’). ჩვენი წერილის თემა თავისთავად გვიბიძგებს მივუთითოთ იმ არსობრივ მსგავსებაზე, რომელიც, ვფიქრობთ უდავოდ შეიმჩნევა ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტის წინასაარჩევნო სტრატეგიასა და ტრუმენისეული პოზიციას შორის 1947-48 წლების ანალოგიურ სიტუაციაში. რაც შეეხება ჯ. ბუშ-უმცროსის გამოსვლას რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე (3.IX.2003), როდესაც მან ოფიციალურად კვლავ წამოაყენა საკუთარი კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე, მისი რამდენიმე გამონათქვამი ამერიკული პოლიტიკური იდეოლოგიის უფრო ღრმა შრეებიდან წარმომავლობაზე მიუთითებს, ვიდრე ეს მხოლოდ ტრუმენის ეპიზოდთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას. მაგ.: თჰე სტორყ ოფ Aმერიცა ის ტჰე სტორყ ოფ ეხპანდინგ ლიბერტყ, ან ევერ-წიდენინგ ცირცლე, ცონსტანტლყ გროწინგ ტო რეაცჰ ფურტჰერ ანდ ინცლუდე მორე. Oურ ნატიონ’ს ფოუნდინგ ცომმიტმენტ ის სტილლ ოურ დეეპესტ ცომმიტმენტ: Iნ ოურ წორლდ, ანდ ჰერე ატ ჰომე, წე წილლ ეხტენდ ტჰე ფრონტიერს ოფ ფრეედომ.(...) I ბელიევე ტჰატ Aმერიცა ის ცალლედ ტო ლეად ტჰე ცაუსე ოფ ფრეედომ ინ ა ნეწ ცენტურყ. I ბელიევე ტჰატ მილლიონს ინ ტჰე Mიდდლე Eასტ პლეად ინ სილენცე ფორ ტჰეირ ლიბერტყ. I ბელიევიე ტჰატ გივენ ტჰე ცჰანცე, ტჰეყ წილლ ემბრაცე ტჰე მოსტ ჰონორაბლე ფორმ ოფ გოვერნმენტ ევერ დევისედ ბყ მან. I ბელიევე ალლ ტჰესე ტჰინგს ბეცაუსე ფრეედომ ის ნოტ Aმერიცა’ს გიფტ ტო ტჰე წორლდ; იტ ის ტჰე ალმიგჰტყ Gოდ’ს გიფტ ტო ევერყ მან ანდ წომან ინ ტჰის წორლდ[37.].(ამერიკის ისტორია, თავისუფლების ზრდა-განვითარების ისტორიაა, რათა უწყვეტი გაფართოვების შედეგად უფრო მეტი მოიცვას და გაძლიერდეს. ახლაც, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის დაარსებისას, ჩვენი ყველაზე დიდი ვალდებულებაა _ ჩვენ პლანეტაზე და აქ, ამ სახლში განვავრცოთ თავისუფლების საზღვრები (...) მწამს, რომ ამერიკა მოწოდებულია წარუძღვეს თავისუფლებას ახალ საუკუნეში. მწამს ყოველივე ამისა, რადგან თავისუფლება არ არის ამერიკის საჩუქარი მსოფლიოს მიმართ, არამედ იგი ყოვლადძლიერი ღმერთისგანაა ბოძებული თითოეული კაცისა და ქალისთვის ამ ქვეყნად’’. როგორც ვხედავთ, შეერთებული შტატების ამჟამინდელი პრეზიდენტი უფრო შორს მიდის ამერიკის მისიის არგუმენტირებისას _ ვიდრე თავის დროზე ვ. ვილსონი _ და თვით უზენაესის მიმართ აპელირებს. აქ, ცხადია არ არის ადგილი ამ და სხვა, მსგავსი პასაჟების კომენტირებისთვის, მაგრამ ვინაიდან წინამდებარე წერილის ამოცანაში მოქცეულია საერთასორისო ურთიერთობების იმანენტურ მახასიათებელთა გამოვლენის საკითხიც, არ შეიძლება არ მივუთითოთ, რომ ამ მეთოდიკას, პოლიტიკა, როგორც ასეთი _ ანუ ბრძოლა ძალაუფლებისათვის _ უხსოვარი დროიდან მიმართავს. P.შ. წინამდებარე სტატია უკვე დასრულებული იყო, როდესაც ჯ. ბუშმა, პრეზიდენტად ხელმეორედ არჩევის შემდეგ, ტრადიციული საინაუგურაციო სიტყვა წარმოთქვა. სპეციალისტთა ყურადღება ამჯერად მიიპყრო “თეოლოგიური” აქცენტების სიუხვემ ამ გამოსვლაში. 2005 წლის 20 იანვარს, პრეზიდენტ ბუშს სხვა ყველაფერთან ერთად უთქვამს: “...წე სტილლ ბელიევე ას Aბრაჰამ Lინცოლნ დიდ: “თჰოსე წჰო დენყ ფრეედომ ტო ოტჰერს დესერვე იტ ნოტ ფორ ტჰემსელვეს; ანდ, უნდერ ტჰე რულე ოფ ა ჯუსტ Gოდ, ცანნოტ ლონგ რეტაინ იტ. (...) Iნ Aმერიცა’ს იდეალ ოფ ფრეედომ, ტჰე პუბლიც ინტერესტ დეპენდს ონ პრივატე ცჰარაცტერ (...) თჰატ ედიფიცე ოფ ცჰარაცტერ ის ბუილტ ინ ფამილიეს, სუპპორტედ ბყ ცომმუნიტიეს წიტჰ სტანდარდს, ანდ სუსტაინედ ინ ოურ ნატიონალ ლიფე ბყ ტჰე ტრუტჰს ოფ შინაი, ტჰე შერმონ ონ ტჰე Mოუნტ, ტჰე წორდს ოფ ტჰე Kორან, ანდ ტჰე ვარიედ ფაიტჰს ოფ ოურ პეოპლე (...) ჭე გო ფორწარდ წიტჰ ცომპლეტე ცონფიდენცე ინ ტჰე ევენტუალ ტრიუმპჰ ოფ ფრეედომ. Nოტ ბეცაუსე ჰისტორყ რუნს ონ ტჰე წჰეელს ოფ ინევიტაბილიტყ (...) Nოტ ბეცაუსე წე ცონსიდერ ოურსელვეს ა ცჰოსენ ნატიონ; Gოდ მოვეს ანდ ცჰოოსეს ას Hე წილლს. [ჰტტპ://წწწ.წჰიტეჰოუსე.გოვ/ნეწს/რელეასეს/2005/01/20050120-1.ჰტმლ] (“ჩვენ, ისევე როგორც აბრაამ ლინკოლნს გვჯერა, რომ “ისინი ვინც ეწინააღმდეგება სხვათა თავისუფლებას, თვით არ არიან მისი ღირსნი და სამართლიანი ღმერთი არ დაუშვებს მათი დიდი ხნით ნავარდს (...) ამერიკული თავისუფლების იდეალში საზოგადოებრივი ინტერესი დამოკიდებულია ჩვენ პიროვნულ თვისებათა ხარისხზე (...), რასაც საძირკველი ეყრება ოჯახებში, (...) და ჩვენ ეროვნულ ტრადიციაში ფესვგამდგარია სინაის ჭეშმარიტებებით, მთაზე ქადაგებით, ყურანის სიტყვებითა და ჩვენი ხალხის სხვა აღმსარებლობებით” (...) ჩვენ თავისუფლების საბოლოო ტრიუმფის სრული რწმენით მივიწევთ წინ; არა იმიტომ, რომ ისტორია გარდაუვალობის გზით სრბოლავს (...) და არც იმის გამო თითქოს რჩეულ ერად მიგვაჩნდეს თავი _ მხოლოდ ღმერთის ნებით ხდება ყოველივე და არჩევანსაც იგი განაგებს”). იმავე პერიოდში (ანუ დასაბეჭდად სტატიის გადაცემის შემდეგ) ხელი მიგვიწვდა ზ. ბჟეზინსკის ახალ, ჯერ-ჯერობით ალბათ, ბოლო ნაშრომზე. სადაც იგი, უკვე 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მსჯელობს და შესავალშივე, მისთვის დამახასიათებელი საქმიანი ტონით (ზედმეტ რიტორიკას რომ ვერ იტანს) “სტრატეგიულად ყოვლისმომცველი პასუხების მომთხოვნ” არსებით კითხვებს სვამს. მათ შორის ისეთსაც, ჩვენი თემის დასკვნით ნაწილს რომ ეხმიანება. კერძოდ, მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოს პოლიტიკური აზრის ერთ-ერთი ფლაგმანი აყენებს საკითხს “როგორ უნდა რეაგირებდეს ამერიკა ადამიანთა შორის უთანასწორობის ახალ გაღრმავებაზე, რომელიც მიმდინარე სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუციის შედეგად, შესაძლოა მკვეთრად აჩქარდეს და უფრო თვალშისაცემი გახდეს გლობალიზაციის ზემოქმედებით; შეთავსდება კი ამერიკული დემოკრატია იმ როლთან, რომლის არსი ჰეგემონიაა, რარიგ საგულდაგულოდაც არ უნდა ინიღბებოდეს ეს ჰეგემონობა; ამ განსაკუთრებული როლისგან განუყოფელი უსაფრთხოების იმპერატივები როგორ აისახება ამერიკელთა ტრადიციულ სამოქალაქო უფლებებზე?” [Бжезинский Зб. Выбор. Глобальное господство или глобальное лидерство /Пер. с англ. – М.: Международные отношения, 2004. с. 12]. აქ მხოლოდ იმის თქმა შეიძლება და იმის ადგილიღა რჩება რომ ჩვენი მხრივ ვიკითხოთ: რას შეიძლება ყოველივე ეს უქადდეს პლანეტის სხვა მცხოვრებთა მთელ რიგ უფლებებს? მითუმეტეს იქ, სადაც ეს უფლებები ამერიკისგან განსხვავებულ ტრადიციებს ეფუძნება. მოხმობილი ლიტერატურის სია 1. Фуко М. Интеллектуалы и власть: Избранные политические статьи, выступления и интервью. М.: Праксис, 2002. 2. Клаузевиц К. О войне., Mосква, СПБ.Т.1.2002. 3. Gილპინ ღ. ჭარ ანდ ჩჰანგე ინ ჭორლდ Pოლიტიცს. ჩამბრიდგე Uნივერსიტყ Pრესს, 1981. 4. ალექსანდრე რონდელი. საერთაშორისო ურთიერთობები. თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი, 1996. 5. რაიმონ არონი. მშვიდობა და ომი ერებს შორის. თარგმანი (გამოუქვეყნებელი) გიორგი სანიკიძისა. 6. Цыганков П.А. Международные отношения. М., 1996. 7. არჩილ გეგეშიძე. გეოპოლიტიკა. თბილისი, 1999. 8. მილოვან ჯილასი. საუბრები სტალინთან. თბ., `მერანი”. 1991. 9. Черчилль У. Вторая мировая война. Кн., 3 (Т.თ. 5-6). М.: Воениздат, 1991. 10. Кальвокоресси П. Мировая политика после 1945 года. В двух книгах. Кн., 1. М., `Международные отношения”. 2000. 11. Гренвилл Дж. История XX века. Люди, События, Факты. М.: `Аквариум”, 1999. 12. რევაზ გაჩეჩილაძე. ახლო აღმოსავლეთი: სივრცე, ხალხი და პოლიტიკა. გამომცემლობა `დიოგენე”, 2003. 13. Говард М. Сакер. История Израиля. От возникновения сионизма до создания государства Израиль. Т.2. Библиотека-Алия, 1993. 14. Киссинджер Г. Дипломатия. М., Изд., `Ладомир”, 1997. 15. კენეთ ნ. უოლცი. ადამიანი, სახელმწიფო და ომი. თეორიული ანალიზი. გამომცემლობა ჯისიაი, 2003 16. A Dიცტიონარყ ოფ Hისტორიცალ Qუოტატიონს. Aლან ანდ Vერონიცა Pალმერ. Pალადინ Bოოკს, Gრანადა Pუბლისჰინგ, 1983. 17. Поздняков Э.А. Философия Политики. – М., 1994, ч. 2. 18. Уткин А.И. Дипломатия Франклина Рузвельта. Свердловск: Изд-во Урал. ун-та, 1990. 19. Советско-израильские отношения: Сборник документов. Т. 1: 1941-1953: В 2 кн. Кн. 1: 1941-май 1949. М.: `Международные отношения”, 2000. 20. Краткая Еврейская Энциклопедия. Т. 8. Еврейский Университет в Иерусалиме. Иерусалим, 1996. 21. ზურაბ დავითაშვილი. საერთაშორისო ურთიერთობები, როგორც მეცნიერება//ქართული დიპლომატია, წელიწდეული 5. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1998. 22. Лакер В. История сионизма. М.: КРОН-ПРЕСС, 2000. 23. Черчилль У. Фултонская речь//Бертран Рассел, Практика и теория большевизма. Уинстон Черчилль, Вторая мировая война. Избранные страницы. М.: `Панорама ”. 1998. 24. Fაცტორს ინფლუენცინგ Pრესიდენტ თრუმან’ს დეცისიონ ტო სუპპორტ პარტიტიონ ანდ რეცოგნიზე ტჰე სტატე ოფ Iსრაელ // თჰე Pალესტინე ქუესტიონ ინ Aმერიცან ჰისტორყ. AღNO PღEშშ. A Nეწ Yორკ თიმეს ჩომპანყ. Nეწ Yორკ. 1978. 25. Хаим Вейцман. В поисках пути. Кн., 2. Библиотека-Алия, 1990. 26. Михаэль Бар-Зохар. `Бен-Гурион”. Биография. Кн., 1. Библиотека-Алия, 1991. 27. День Независимости. Министерство абсорбции Израиля. Отдел социальной абсорбции. Иерусалим. 1995. 28. ნოდარ ხონელიძე. ისრაელის დამოუკიდებლობის დეკლარაცია – 1948 წლის 14 მაისი (დოკუმენტის შექმნის ისტორიისათვის) //ვალერიან გაბაშვილი 90. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2003 29. Беньямин Нетаньяху. Война с терроризмом. Как демократии могут нанести поражение сети международного терроризма. М.: Альпина Паблишер, 2002. 30. Дугин А. Основы геополитики. Геополитическое будущее России. – М., `Арктогея”, 1997. 31. Киссинджер Г. Нужна ли Америке внешная политика? К дипломатии для XXI века. М.: `Ладомир”, 2002. 32. Цыганков П.А. Теория международных отношений. – М.: `Гардарики”, 2003. 33. Бжезинский З. Великая шахматная доска. Господство Америки и его геостратегические императивы, - М.: `Международные отношения”, 1998. 34. ისლამი ენციკლოპედიური ცნობარი. გამომცემლობა `ნეკერი”, თბილისი 1999. 35. Гаджиев К.С. Политическая философия. М.: ОАО Издательство `Экономика”, 1999. 36.Bუსჰ შუპპორტს Iსრაელ (Iნტერნეტ ადდრესს: ჰტტპ://0-წებ.ლეხის-ნეხის.ცომ.ლიბრარყ.ლაუსყს.გეორგეტოწნ.ედუ/უნივერსე/დოცუმენტ?_მ= ც49ფე77ობ8დ6442181ა0ბ5ადც5084ბ5ც_დოცნუმ=1წცჰპ=დGLბVტბ-ზშკVA_მდ5=G/დბ8179ცც08ე 96ც37150257 91967ფ9) 37. Iნტერნეტ ადდრესს: ჰტტპ://უს. ცნნ.ცომ/2004/ ALLPOLIთIჩშ/09/02/გოპ.ბუსჰ. ტრანსცრიპტ/ 38. ზვიად ჩხაიძე. საერთაშორისო ტერორიზმი//საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი. ბიულეტენი #56. 2001. VI. 39. გიორგი სანიკიძე, ნინო კიღურაძე. თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები. მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაცია. გამომცემლობა `მერიდიანი”, თბილისი, 2001. 40. Ури Дан. Операция `Энтеббе”. Библиотека-Алия, 1990. 41. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის ბიულეტენი #1 (10) იანვარი. თბილისი, 1999. . Нодар Хонелидзе ПОДМАНДАТНАЯ ПАЛЕСТИНА В ФОКУСЕ ГЕОПОЛИТИЧЕСКИХ ИНТЕРЕСОВ ПОСЛЕ ВТОРОЙ МИРОВОЙ ВОЙНЫ (1945-48). К ВЫЯВЛЕНИЮ ИММАНЕНТНЫХ ХАРАКТЕРИСТИК МЕЖДУНАРОДНЫХ ОТНОШЕНИЙ В статье дан общий – далеко не подробный – обзор внешнеполитических устремлений трех великих держав антигитлеровской коалиции времен Второй мировой войны – США, СССР и Великобритании по отношению к богатому нефтью ближневосточному региону. В создавшейся тогда коллизии, в силу рядя причин, центральной оказалась проблема Палестины, подмандатной территории Британии, ставшей камнем преткновения прежде всего между США и государством - мандатарием. В тоже время, вопрос о будущем статусе этой территории и судьбе населяющих ее народов – евреев и арабов, вынесенный на обсуждение в ООН, дал возможность Советскому Союзу официально и открыто принять участие в решении этой проблемы, добиваясь упразднения британского правления в Палестине. Ретроспективный взгляд на упомянутые события обусловлен не простым пересказом достаточно хорошо известных фактов (хотя, надо заметить что значительный объем используемого в статье документального материала далеко не полностью освоен в грузинской историографии и политической литературе новейшего периода), а в силу того, что указанный период – выхваченный короткий промежуток между окончанием очередной мировой бойни и началом холодной войны – представляется весьма характерным показателем фундаментальной природы международных отношений; наглядно демонстрирует вертикаль господства – подчинения разных политических величин, изменчивость горизонталя баланса сил, “гипертрофию” идеологического измерения формировавшейся международной системы, дипломатическую приглушенность остроты борьбы за свои национальные интересы, а то и международно – правовой камуфляж всего этого, тем самым как бы подтверждая мысль Мишеля Фуко, послужившей эпиграфом к данной работе, “…что как раз не война является продолжением политики, но политика есть продолжение войны другими средствами” _ тезис, впрочем никак не отменяющий классическую формулу Карла Клаузевица. Никак не претендуя на всеобъемлющий анализ рассматриваемого вопроса, статья все таки прослеживает взаимосвязь между процеცсами и определенное сходство отдельных существенных факторов (напр., тактика предвыборной кампании в самих Соединенных Штатах, наличие стратегического сырья – нефти – в арабских странах) периода образования государства Израиль в 1948 году, при непосредственной поддержке президента США Г. Трумена ( в значительной степени обусловленной позицией Советского Союза, в собственных геополитических целях также выступавшем за создание еврейского и арабского государств в Палестине) и теперешним положением дел на Ближнем Востоке, когда единственная оставшаяся на планете сверхдержава США, после упразднения биполярного геополитического порядка, начинает полностью доминировать в регионе и под ныне провозглашенным лозунгом борьбы с международным терроризмом, “революционистски” ( термин Мартина Уайта ) насаждает угодные, соответствующие своим национальным интересам формы правления. Поскольку Ближний Восток находится в непросредственной близости с Южным Кавказом где расположенна Грузия - недавно вновь обретшая статус суверенного государства - то в конце статьи выражена надежда, что даже в условиях глобализации и все более возрастающей взаимозависимости современной международной системы, страна сумеет мобилизовать все имеющиеся у нее возможности и собственным интелектуальным потенциалом реализует веление непреходящей ценности: `самим распоряжться собственной судьбой~.