დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტების ტრაგედია

გურამ მუჩაიძე

არ უმართლებთ დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტებს. მართალია, ყველა მათგანი ამაყობდა

რუსეთისგან დისტანცირებაზე მათ მიერ აღებული კურსით, მაგრამ სწორედ ამან ითამაშა საბედისწერო როლი მათ ცხოვრებაში.

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი საერო ლიდერი (ვუწოდოთ პრეზიდენტი), ნოე ჟორდანია, მართლმადიდებელ ქვეყანას დანარჩენი მართლმადიდებელი სამყაროსგან მიჯნავდა და მოკავშირეებს ინტერვენტებს შორის ეძებდა, ეხმარებოდა მათ ერთმორწმუნე რუსეთის წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებაში.  განგებამ მკაცრად დასაჯა იგი. ჟორდანია იძულებული გახდა საქართველოდან გაქცეულიყო და პარიზის გარეუბანში დაფუძნებულიყო საცხოვრებლად, სადაც გარდაიცვალა კიდეც. დღესაც მისი ნეშტი უცხო მიწაში განისვენებს.

მეორე პრეზიდენტმა - ზვიად გამსახურდიამ, სწორად ვერ შეაფასა მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის მნიშვნელობა და ჩეჩენი ისლამისტების სეპარატიზმს დაუჭირა მხარი, ხელს უწყობდა რა ერთმორწმუნე რუსეთის დანაწევრებას. ბედმა ისიც დასაჯა. ზ. გამსახურდია იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა და მისი განსასვენებელიც წლების განმავლობაში საქართველოს ფარგლებს გარეთ იყო.

მესამე პრეზიდენტი - ედუარდ შევარდნაძე, ყველაფერს აკეთებდა ერთპოლუსიანი მსოფლიოს შესაქმნელად ამერიკის ბატონობის ქვეშ, როგორც სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრის, ისე საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე, როცა ერთმორწმუნე რუსეთთან ურთიერთობებს ძაბავდა. მისი გარემოცვა ქართველ ხალხს ატყუებდა ირაციონალური ილუზიით - თითქოს მართლმადიდებელი რუსეთი მართლმადიდებელი საქართველოს მტერი იყო.

ამ პოლიტიკის ნაყოფი გახდა წარმატებით განხორციელებული პოლიტიკური ოპერაცია იმ პარტიების და ძალების განადგურების მიზნით, რომლებიც რუსეთთან ახლო ურთიერთობებს უჭერდნენ მხარს, და მარიონეტული ორგანიზაციების შექმნა, რომლებიც მხოლოდ სიტყვით გამოდიოდნენ ქართულ-რუსული ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის, სინამდვილეში კი ამაგრებდნენ მმართველი ელიტის ანტირუსულ კურსს.

მას შემდეგ, რაც საქართველოს პარტიული სისტემის თავის გემოზე გამოჭრა დაასრულა, შევარდნაძის გარემოცვამ სიამაყით უპატაკა ოკეანისგაღმელ კურატორებს: „პროამერიკული ორიენტაცია საქართველოს ყველა პოლიტიკური ძალის კონსენსუსის საგანს შეადგენს“-ო.

შევარდნაძის და მისი გარემოცვის ანტირუსული კურსის ერთ-ერთი დამანგრეველი კომპონენტი იყო ადგილობრივი წარმოების მიზანმიმართული მოსპობა და მრწეველობის ძირითადი დარგების ლიკვიდაცია, რადგან მათი შენარჩუნება ობიექტურად უბიძგებდა საქართველოს რუსეთთან მეგობრობისკენ - როგორც ყველაზე ბუნებრივი და მოსახერხებელი გასაღების ბაზრის და ნედლეულის წყაროს არეალისკენ. როცა ამერიკელი კურატორები დარწმუნდნენ, რომ შევარდნაძემ მაქსიმუმი გააკეთა გზის გასაწმენდად და ხელისუფლებაში „ახალი ჩამოსხმის“ პროამერიკული პოლიტიკოსების მოსაყვანად, მას ზრდილობიანად მიუთითეს ვადამდელი გადადგომისკენ. „თეთრი მელა“ აშკარად გაცურებული დარჩა...

შევარდნაძემ, როგორც ჩანს, თავდაპირველად ვერ გააცნობიერა, რომ მავრმა თავისი საქმე გააკეთა და უნდა წავიდეს, ამიტომაც ამერიკელთა „უმადურობის“ საპასუხოდ რუსეთთან ერთგვარ ფლირტს მიჰყო ხელი.

ამას მოჰყვა სწორედ „მწვანე“ ანუ სავალუტო ვარდების „რევოლუცია“, რომლის წყალობითაც საქართველომ მიიღო კიდევ უფრო პროამერიკული პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის სახით. ე. შევარდნაძე კი შერცხვენილი წაბრძანდა სახლში, ფაქტიურად შინაპატიმრობაში. საგულისხმოა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის ერთ-ერთი პირველი განცხადება იყო: „საქართველოში პრორუსული ძალები ვერასოდეს მოვლენ ხელისუფლებაში“.

რატომ იჩენს აშშ - მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყანა, ასეთ დაჟინებულ ინტერესს პატარა, ღარიბი და ნედლეულის მსხვილი რესურსების არმქონე საქართველოს მიმართ? მიზეზი მარტივია: მათ აინტერესებთ საქართველო, მხოლოდ როგორც გეოგრაფიული სივრცე, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას პლაცდარმად საკუთარი გეოსტრატეგიული მიზნების განხორციელებაში. ეს მიზნები მოკრძალებული როდია - მსოფლიოზე ერთპიროვნული ბატონობის მოპოვება. სხვათა შორის, აქედან გამომდინარეობს საერთაშორისო ტერორიზმის აფეთქებაც, როგორც რეაქცია ამერიკელი პოლიტიკოსების ილუზორულ ამბიციებზე.

ლიდერობის შენარჩუნებისთვის, ამერიკას ესაჭიროება წვდომა მთელი მსოფლიოს ბუნებრივი სიმდიდრეების მიმართ. ეს იწვევს მისი საგარეო პოლიტიკის ორიენტაციას მსოფლიო სავაჭრო გზების და სტრატეგიული ნედლეულის თავმოყრის ცენტრების გაკონტროლებაზე. ამ გეოპოლიტიკურმა იმპულსმა უბიძგა ამერიკელ სტრატეგოსებს დოქტრინის შემუშავებისკენ, რომელიც ასაბუთებს აშშ-ს გადაქცევას ზესახელმწიფოდან პლანეტარულ ჰეგემონად. ამგვარ დოქტრინას წარმოადგენს მონდიალიზმი, რომელიც მიმართულია ახალი მსოფლიო წესრიგის, ანუ ერთპოლუსიანი მსოფლიოს და მსოფლიო მთავრობის შექმნისკენ აშშ-ს ეგიდის ქვეშ.

ერთპოლუსიანი მსოფლიოს შექმნის გზაზე მთავარ ამოცანად ამერიკელები მიიჩნევენ ევრაზიის ხელში ჩაგდებას, რადგან ეს უკანასკნელი წარმოადგენს პლანეტის „გულს“. მას, ვინც დომინირებს სტრატეგიული ნედლეულით უმდიდრეს ამ სივრცეზე, ხელთ უპყრია მსოფლიოს ბედი.

ქვეყანა - კარიბჭე, რომლის საშუალებითაც ამერიკელებს შეუძლიათ „შეაღწიონ“ ევრაზიაში, არის საქართველო. აქედან გამომდინარეობს ოკეანისგაღმელთა განსაკუთრებული დაინტერესება ჩვენი ქვეყნით. ევრაზიის ხელში ჩაგდებაში აშშ-ს წინააღმდეგობას უწევს რუსეთი, რომელიც თავად შეადგენს მის უმნიშვნელოვანეს ნაწილს. ამერიკელები ცდილობენ საქართველოს საშუალებით ალყაში მოაქციონ რუსეთი, არ მისცენ მას საშუალება გამაგრდეს ევრაზიის სამხრეთ საზღვრებზე, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია რუსეთის სახელმწიფოსთვის.

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს, მ. სააკაშვილს, რომელიც მზადაა ბრმად გამოაყენებინოს საქართველოს ტერიტორია აშშ-ს რუსეთთან გეოპოლიტიკური ბრძოლის ასპარეზად, როგორც ჩანს, საჭიროა განემარტოს მისი წინამორბედების ტრაგიკული ხვედრის მიზეზი - ცივილიზაციური ფაქტორის უგულვებელყოფა, რის გამოც სჯიდა მათ ღმერთი.

მართლმადიდებელი ხალხები ვალდებული არიან უზრუნველყონ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა და ერთობა საკუთარი, მართლმადიდებლური ცივილიზაციის ფარგლებში. სხვაგვარად გლობალიზაციის პირობებში გადარჩენა შეუძლებელია. საუბედუროდ, საქართველო, მისი ხელისუფლების გამო, უკვე დიდი ხანია დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს, ღვთის მიერ განსაზღვრული მიმართულების საპირისპიროდ.

ეს არის მიზეზი საქართველოს თვითგანადგურების, მისი სახელმწიფოებრიობის რღვევის. ქვეყანა უკვე არაერთი წელი იტანჯება ქრონიკული ეკონომიკური და ენერგეტიკული კრიზისის, მასობრივი უმუშევრობის, სიღატაკის, ტოტალური კორუფციის, მოსახლეობის ემიგრაციის და საზოგადოების კრიმინალიზაციის გამო. სულ უფრო დიდ შეშფოთებას იწვევს უძველესი ქართული ეთნოსის დეპოპულაციის მზარდი მასშტაბები. დამოუკიდებლობამ ფორმალური სახე მიიღო და შენარჩუნებულია მხოლოდ უცხოეთიდან ფინანსური ინექციების წყალობით. ქვეყანა იშლება. თანამედროვე პირობებში ქვეყნის დამოუკიდებლობის უმთავრესი გარანტი - მეცნიერება და ტექნოლოგიები - უმძიმეს მდგომარეობაშია. ისინი საქართველოში თითქმის აღარც არსებობენ.

ეს ყველაფერი არის შედეგი ქართველი ერისთვის და მისი კულტურისთვის არაბუნებრივი გეოპოლიტიკური ხაზის გატარებისა.

ქართველ ერს არც ისე დიდი დრო დარჩა იმისთვის, რომ შეცვალოს ქვეყნის განვითარების გეოპოლიტიკური ვექტორი. ისტორიაში შესვლა არშემდგარ ერად, თავმოყვარე ქართველებისთვის უფრო მძიმე პერსპექტივაა, ვიდრე ფიზიკური განადგურება. სწორედ აქ იმალება იმედი იმისა, რომ ჩვენი ხალხი მონახავს თავის თავში ძალას, აღადგინოს ხარისხობრივად ახალ დონეზე ურთიერთობა ერთმორწმუნე რუსეთთან და საბოლოოდ, ტერიტორიული მთლიანობაც, ამ გზაზე, ამ მიმართულებით მოძრაობის შედეგად. ---