მარაზმი გრძელდება და საშიშ ფორმებს იღებს

ამ დღეებში „სკანდალური“ ტელევიზიის, ე.წ. „იმედის“ ეთერში, სარეცხი ფხვნილების რეკლამებს შორის, გადის სარეკლამო კლიპი, ( რეკლამა "იმედზე" ) რომელიც აანონსებს ვინმე ლ. ტატიშვილის ფილმს, „ქრისტიან ანტისაბჭოთა მოღვაწეზე“ და „დისიდენტზე“, ინგლისელ დევიდ ჰეთევეიზე.

როგორც ირკვევა, ეს დევიდ ჰეთევეი თავის თავს ასაღებს „საერთაშორისო ევანგელისტად“, ანუ მისიონერად. მისი საიტის მიხედვით, ( ბმული ), ჰეთევეი განსაკუთრებით აქტიურობას იჩენდა ყოფილი სოციალისტური ქვეყნების მიმართ, სადაც, 1972 წელს, ჩეხოსლოვაკიაში, დაუპატიმრებიათ კიდეც და „უწამებიათ“. 21-ე საუკუნეში კი ინგლისელი „მისიონერის“ ძირითად სამოქმედო არეალად გადაიქცა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, ანუ პოსტსაბჭოთა სივრცე. კერძოდ, 2009 წელს, ჯერ კიდევ „ნარინჯისფერ“ პოლიტნაძირალათა ზეობის ჟამს, შეხვედრები ჩაუტარებია ხარკოვში, უკრაინა. ამჟამად კი საქართველოს „მოსაქცევად“ მოგვევლინა მისტერ დევიდი.

„იმედის“ ანონსის და „ევანგელისტის“ საიტის მიხედვით კარგად ჩანს, რომ ეს შარლატანი ქრისტეს სახელს იყენებს ანგლოამერიკული იმპერიალიზმის სამსახურში: „ცივი ომის“ დროს ებრძოდა საბჭოთა კავშირის გავლენას აღმოსავლეთ ევროპაში, ხოლო ჩვენს დროში კი ებრძვის რუსეთის და მართლმადიდებლობის გავლენას ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში. ამასთან, სარგებლობდა კომუნისტური სისტემის ათეისტური დოგმატიზმით, დღეს კი განაგრძობს ანტისაბჭოთა თემით სპეკულირებას. კიდევ უფრო საინტერესოა, რომ მისტერ ევანგელისტი, ანგლო-ამერიკული იმპერიალიზმის ინტერსებში, აქტიურად ებრძვის არა მხოლოდ რუსეთის გავლენას, არამედ ფილმებს იღებს, სადაც ევროკავშირს „ახალ ბაბილონად“ და ანტიქრისტეს პროექტად აცხადებს, ხოლო ბერლინს „ბაბილონელი მეძავის“ ადგილსამყოფელად და ლამის სატანიზმის ბუდედ (იხ. მაგალითად, აქ: ბმული ). ამგვარ პროტესტანტ „მისიონერებს“, დივერსანტებს და შარლატანებს უთმოს გაკოტრებული საქართველოს ე.წ. ხელისუფლება სპორტის სასახლეს თავიანთი შაბაშების ჩასატარებლად. ქართული ეკლესიის ნაწილი კი ლეთარგიულ ძილს მისცემია და ოკუპანტ და ანტიქრისტიანულ ხელისუფლებასთან „თანამშრომლობის“ იდეას ელოლიავება კვლავ.