ვიდეოხიდი: „რუსეთი-სომხეთი-საქართველო: ეკონომიკური ურთიერთქმედების პერსპექტივები“

ვიდეოხიდი: „რუსეთი-სომხეთი-საქართველო: ეკონომიკური ურთიერთქმედების პერსპექტივები“

რუსეთის საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს «Россия сегодня»-ს მეშვეობით და რუსეთის საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაციის „ევრაზიული არჩევნის“ ინიციატივით

გაიმართა ვიდეოხიდი რუსეთის, სომხეთისა და საქართველოს ერთობლივი ეკონომიკური ურთიერთქმედების პერსპექტივების შესახებ, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პარლამენტარებმა, ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა ექსპერტებმა. საქართველოს წარმოადგენდა ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გ. რცხილაძე.

  მსჯელობა არაერთ აქტუალურ საკითხს შეეხო, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ტელეხიდის მონაწილეებმა ძირითადად საქართველოს შესახებ ისაუბრეს.

  გულბაათ რცხილაძემ მოუწოდა სომეხ კოლეგებს, ნაკლებად იფიქრონ ჯავახეთისა და ე. წ. სადავო ტაძრების შესახებ საქართველოსთან ურთიერთობებში და აქცენტი მთლიანად ეკონომიკაზე გააკეთონ, რაც როგორც საქართველოს, ისე სომხეთის სასიცოცხლო ინტერესებს შეესაბამება. გაიმართა კამათი ქართველ და სომეხ ექსპერტებს შორის.

ქვემოთ გთავაზობთ ვიდეოხიდის სრული ჩანაწერის ბმულს. მონაწილეთა სია კი ასე გამოიყურება:

რუსული მხარე:

-          სახელმწიფო დუმის დეპუტატი ვიტალი ზოლოჩევსკი;

-          საბაჟო კავშირის მომწოდებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ოლეგ ნოგინსკი;

-          დსთ-ს ინსტიტუტის ეკონომიკის განყოფილების ხელმძღვანელი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი აზა მიგრანიანი;

-          საინფორმაციო სააგენტო "Инфорос" -ის დირექტორი დენის ტიურინი;

-          „ევრაზიული არჩევნის“ თავმჯდომარე რომან შკოლინი (ტელეხიდის ორგანიზატორი და მოდერატორი).

სომხური მხარე:

-          საინფორმაციო უსაფრთხოების სპეციალისტი, პოლიტოლოგი ტიგრან კოჩარიანი;

-          დემოკრატიული პარტია „გნჩაკიანის“ ლიდერი არამ სარქისიანი.

ქართული მხარე:

-          ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პოლიტიკურ მეცნიერებათა კანდიდატი გულბაათ რცხილაძე.

http://pressmia.ru/pressclub/20160310/950792309.html