ანონსი: ევრაზიის ინსტიტუტის საერთო-ქართული გამოკითხვის შედეგები

მიმდინარე წლის 23 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით ევრაზიის ინსტიტუტმა ჩაატარა სოციოლოგიური გამოკვლევა შემდეგ თემებზე: 1) პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო რეიტინგი და 2) მოსახლეობის დამოკიდებულება ჩრდილოატლანტიკური ალიანსისადმი.

მთლიანად საქართველოს მასშტაბით გამოკითხულ იქნა 3 ათას რესპონდენტზე მეტი - საქართველოს მოქალაქეები. გამოკითხვის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება 25 სექტემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო "თბილისი-მერიოტში", რუსთაველის გამზ., 13. გამოკითხვის შედეგები და დაწვრილებითი კომენტარი ამ შედეგების შესახებ ჩვენს პორტალზე გამოქვეყნდება.