ვლადიმირ პუტინის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი განცხადება

ვლადიმირ პუტინის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი განცხადება

ზუსტად ერთი წლის თავზე, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოსთვის სავაჭრო ბარიერების

მოხსნაზე ისაუბრა (და ეს სიტყვა მან შეასრულა კიდეც), ვლადიმირ პუტინი რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟმის გაუქმების შესაძლებლობაზე ალაპარაკდა (იხ. ბმული). პრეზიდენტი საკუთარ საგარეო საქმეთა მინისტრს შეეწინააღმდეგა კიდეც. მაგრამ ამავე დროს, ამ საკითხის საექსპერტო დონეზე შესწავლა მოითხოვა.

 პუტინის განცხადება საქართველოსა და ქართველი ხალხის მისამართით 2013 წლის 19 დეკემბერს ისეთივე პოზიტიური, თბილი და ადამიანურად გასაგები იყო, როგორც 2012 წლის 20 დეკემბრის განცხადება. რუსეთის პრეზიდენტი თავის სიტყვას ასრულებს, მან იმაზე მეტად დააფასა საქართველოს ხელისუფლების გაუბედავი ნაბიჯი რუსეთის მიმართ, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. ასე რომ, რუსთმოძულე „ნაცებს“ კიდევ ერთი დარტყმა მიადგათ პროპაგანდისტულ არენაზე.

 თუმცა ევრაზიის ინსტიტუტში ვვარაუდობთ, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ალტერნატივა არ აქვს, მათ შორის, სავიზო რეჟიმის სრულფასოვანი დარეგულირებისათვის.