აღმოსავლეთ უკრაინას თავისი იაროში სჭირდება

აღმოსავლეთ უკრაინას თავისი იაროში სჭირდება

   აქტიურმა და აგრესიულმა უმცირესობამ, პასიური და დაქსაქსული უმრავლესობის ფონზე, უკრაინაში

სახელმწიფო გადატრიალება მოახდინა. პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ ხარკოვში 22 თებერვალს გაკეთებული სატელევიზიო ინტერვიუს შემდეგ ამასთან დაკავშირებით ეჭვი აღარ არსებობს.

   ასევე არავინ დავობს იმაზე, რომ ხელისუფლების დამხობაში გადამწყვეტი როლი დიმიტრი იაროშის „მემარჯვენე სექტორის“ ბოევიკებმა შეასრულეს. ამ ორგანიზაციის ბოევიკების მართვადობა დასავლური სპეცსამსახურების მხრიდან მე ჯერ კიდევ 1 თებერვალს ვივარაუდე და ამის შესახებ ქართულ პრესაში განვაცხადე. ასეთი ვარაუდი თავისთავად გამომდინარეობდა იაროშის ხალხის ორგანიზებულობიდან და აშკარა სამხედრო გამოცდილებიდან, „მემარჯვენე სექტორის“ უეცრად გაზრდილ პოლიტიკურ წონასთან ერთად, რომელმაც მთელი დანარჩენი ოპოზიცია დაჩრდილა.

   უკრაინის აღმოსავლეთის რეგიონებმა და ყირიმმა ქვეყანაში ქაოსისა და „ბანდეროვშჩინის“ დაუშვებლობა გამოაცხადეს. ყოველ შემთხვევაში, მათ სურთ, თავი დაიცვან არალეგიტიმური „მაიდანისა“ და მასთან დაკავშირებული ბოევიკებისაგან. მაგრამ არ ჩანს მექანიზმები, თუ როგორ შეუძლიათ უკრაინის რეგიონებს, ფიზიკურად აღუდგნენ წინ ბანდერელების შემოღწევას - უკრაინის ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს არ გააჩნიათ ფართო უფლება-მოსილებანი (ყირიმში ვითარება ამ მხრივ ოდნავ უკეთესია, თუმცა ავტონომიის სტატუსი არანაირ გარანტიებსა და პრივილეგიებს არ იძლევა), ხოლო პოლიციის იმედად ყოფნა მხოლოდ სულელებს შეუძლიათ.

   სიტუაციიდან გამოსავალი მხოლოდ ქმედითუნარიანი გასამხედროებული დაჯგუფებების შექმნაში მდგომარეობს, სადაც მხოლოდ იდეოლოგიურად მოტივირებული პიროვნებები იქნებიან გაერთიანებულნი - უკრაინის პატრიოტები და, ამავე დროს, ბანდერელების გულწრფელად მოძულე ანტიფაშისტები.

   ფაშისტებმა იაროშის ხელმძღვანელობით ამას მიაღწიეს, მათ უკან იგრძნობა რეალური გარეშე ძალა, მაგრამ ვის შეუძლია მათ ანალოგიური ძალა დაუპირისპიროს აღმოსავლეთში? ცხადია, რომ ამით უნდა დაკავდნენ თავად აღმოსავლელი უკრაინელები და ყირიმელები, მაგრამ, სავარაუდოდ, მკაფიოდ გამოკვეთილი იერარქიულობისა და ლიდერების გარეშე არაფერი გამოვა. არ არის არაფრის გამოგონება საჭირო - მოწინააღმდეგემ თავად აჩვენა ყველაფერი და დაამტკიცა საკუთარი ეფექტურობა.

   მთავარი კითხვა შემდეგში მდგომარეობს: რამდენად არის აღმოსავლეთ უკრაინლების პოტენციალი ძლიერი მათ დასავლელ თანამოქალაქეებთან შედარებით და, რამდენად არის მოსკოვი მზად, მოვლენათა ამგვარ განვითარებას დაუჭიროს მხარი? ამგვარი მზადყოფნის პირველი ტესტი - მიმართავენ კი, აღმოსავლეთის რეგიონების (ან თუნდაც ყირიმის) წარმომადგენლები მოსკოვს დახმარებისთვის და აღიარებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პრეზიდენტ იანუკოვიჩის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას სახელმწიფო გადატრიალებად - უკვე ფაქტობრივად ჩავარდნილია.

  ასე რომ, უკრაინლებს თავად შეძლებისდაგვარად მოუწევთ ფაშისტებისათვის წინააღმდეგობის გაწევა, ხოლო რუსეთმა ხმა უნდა ჩაუკმინდოს იმ პორაჟენცებსა და „მეხუთე კოლონის“ წარმომადგენლებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ უკრაინას „თავისი ბედი აქვს“ და ეს რუსეთს „არ ეხება“.

   მსჯელობაში კატეგორიულობა მე არ მახასიათებს, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში სავსებით დარწმუნებული ვარ: ან რუსეთი იზრუნებს აღმოსავლეთ უკრაინასა და ყირიმზე ან უკრაინა გადაიქცევა მეორე ბალტიისპირეთად, ბევრად უფრო ხისტი ანტირუსული მიმართულებით და, აქედან გამომდინარე, ყველა შედეგით.

 

გულბაათ რცხილაძე

- სპეციალურად პორტალისათვის „ევრაზია