" ვიყავი და ვრჩები მხოლოდ ერთი ორგანიზაციის წევრი!" - გულბაათ რცხილაძის განცხადება

" ვიყავი და ვრჩები მხოლოდ ერთი ორგანიზაციის წევრი!" - გულბაათ რცხილაძის განცხადება
ვიყავი და ვრჩები მხოლოდ ერთი ორგანიზაციის წევრი, მისი ხელმძღვანელის რანგში, კერძოდ, ევრაზიის ინსტიტუტის. ჩვენს მიერ ბოლო განხორციელებული პროექტია დოკუმენტური ფილმი უკრაინული ფაშიზმის შესახებ, რომელიც ტელეკომპანია "სეზონმა" გაუშვა ეთერში.
 
ამის გამო, ტელეკომპანია "სეზონს" და პირადად ბ-ნ ნიკოლოზ მჟავანაძეს გულწრფელ მადლობას საჯაროდ ვუხდი! ორმაგი მადლობის ღირსია ფილმის გაშუქება მაშინ, როდესაც სხვა ვერც ერთმა ტელევიზიამ ეს ვერ თუ არ გააკეთა. 
 
მიმაჩნია, რომ საქართველოში "მაიდანის" ტიპის არეულობისა და მის შედეგად მორიგი ანტიქართული რეჟიმის დამყარების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ხალხის ინფორმირება პრინციპული პოზიციებიდან. თუკი სიმართლეს ხალხს ბოლომდე არ ვეტყვით, ბოლომდე ვერც ვერაფერს მივაღწევთ.
 
გულბაათ რცხილაძე,
ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორი