სააკაშვილი ბაბა იაგას პოზაში

სააკაშვილი ბაბა იაგას პოზაში

ამ საღამოს რადიო „ობიექტივის“ გადაცემაში ჩემს მიერ ითქვა: „ის ცოცხი, რომელიც ჩვენ გუშინ საკმაოდ არაესთეტიურ სიტუაციაში ვნახეთ

(იგულისხმებოდა სააკაშვილის ჯურღმულში გადაღებული ერთ-ერთი საშინელი ვიდეოკადრი), დიდი სისწრაფით მიემართება თავად მიხეილ სააკაშვილისაკენ. მასზეა დამოკიდებული, როგორ პოზაში მოუსწრებს მას ეს ცოცხი. მას მე ვურჩევდი, რომ სწრაფად შეახტეს ცოცხს, როგორც ბაბა იაგა რუსული ხალხური ზღაპრიდან, და გაფრინდეს, რომელ მხარესაც უნდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ცოცხის ტარი მას ყველაზე უხერხულ პოზაში დაეწევა“.

აღმოჩნდა, რომ ბაბა იაგას ცოცხის ლტოლვა სააკაშვილისადმი ქართველმა სტუდენტებმაც შეამჩნიეს, რომლებმაც ჩემი გამოსვლის შემდეგ მაშინვე გამართეს „ცოცხების აქცია“ ჯალათების ბუდის - ე.წ. მოდულის შენობის წინ. მაგრამ თავი რომ დავანებოთ შავ იუმორს, გასაგები ხდება, რომ ქვეყანა ერთ დღეში გამოცოცხლდა. უცნობია, ვინ და რატომ გაახმაურა საშინელი კადრები, უშუალოდ არჩევნების წინ, მაგრამ ახლა არ არის ამ საკითხის ქექვის დრო. მთავარია, რომ ხელისუფლება ბეწვზე ჰკიდია, „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ მისი შენჯღრევაღა დარჩა, რათა მიშა და კომპანია საბოლოოდ მოისროლოს ისტორიის სანაგვეზე, რომლებიც დემორალიზებულნი არიან და ვერ ინელებენ მტანჯველ კითხვებს: ეს როგორ, ნუთუ სისტემა გატყდა? ნუთუ ამერიკელებმა გვიღალატეს?

დაე იფიქრონ, ხოლო ამჟამინდელ ინიციატივას ხელიდან მხოლოდ მსოფლიოში ყველაზე უფრო შტერი ოპოზიცია გაუშვებს. იმედი ვიქონიოთ, რომ ქართული ოპოზიცია, „ქართული ოცნება“, ამ კატეგორიას არ განეკუთვნება.

გულბაათ რცხილაძე