რუსეთი საქართველოსგან აფხაზეთისა და სამხრ.ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობას ითხოვს?

რუსეთი საქართველოსგან აფხაზეთისა და სამხრ.ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობას ითხოვს?

რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის განცხადება, რომელიც მან

საქართველოსთან დაკავშირებით გაზეთ „კომერსანტში“ გააკეთა, მთლად სწორად არ აღიქმება ქართული მასმედიისა და ქართველი პოლიტიკოსების მიერ. მედვედევმა თქვა: „რუსეთი ყოველთვის ამბობდა, რომ ჩვენ მზად ვართ საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან დიალოგისათვის. მაგრამ, რა თქმა უნდა, არსებული გეოპოლიტიკური რეალიებისა და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების გათვალისწინებით“. ზოგიერთები საქართველოში, რუსეთის ხელისუფლების ამ პოზიციას მოსკოვის მხრიდან თბილისისადმი წაყენებულ მოთხოვნად ასაღებენ, რომლის მიხედვით თითქოს უნდა ვაღიაროთ ან საბოლოოდ შევეგუოთ საქართველოსთვის კანონიერად კუთვნილი, ისტორიული მიწების დაკარგვას.

მაგრამ ეს ასე არ არის. სიტყვები: „არსებული გეოპოლიტიკური რეალიებისა და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების გათვალისწინებით“ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ საქართველომ რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის წინაპირობად არ უნდა დააყენოს ტერიტორიული საკითხი. რუსეთი არ არის მზად და არ შეუძლია, განიხილოს ეს საკითხი, მაგრამ არავითარ მოთხოვნებს, რომ საქართველომ უნდა აღიაროს საკუთარივე ტერიტორიები „დამოუკიდებლად“, იგი არ აყენებს. გავიმეორებთ; ეს არის რუსული სახელმწიფოს ოფიციალური პოზიცია, იგი არ უნდა გავაიგივოთ ზოგიერთი რუსი პოლიტიკური მიმომხილველისა და აფხაზებისა და ოსების ლობისტების პოზიციასთან.

მართლაც, საქართველომ მოსკოვთან დიალოგი ჰუმანიტარულ, კულტურულ, და რა თქმა უნდა, ეკონომიკურ საკითხებზე უნდა დაიწყოს, ხოლო ტერიტორიული მთლიანობის ურთულესი პრობლემის მოგვარება უკეთეს დრომდე გადადოს.

 

ევრაზიის ინსტიტუტი