ქოცებო, ხომ არ ელოდით, რუსეთი რომ ამ ნაბიჯს გადადგამდა?! მალე დაუბერავს სუსხიანი ქარი!

ქოცებო, ხომ არ ელოდით, რუსეთი რომ ამ ნაბიჯს გადადგამდა?! მალე დაუბერავს სუსხიანი ქარი!

"ქართულმა ოცნებამ" და მისმა ფილიალმა "ხალხის ძალამ", თუ საქმე უნდათ, სიმართლე ბოლომდე უნდა თქვან და ახსნან, რა უშლით მათ ხელს იმაში, რომ გაატარონ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე პოლიტიკა, ე. წ. ეროვნული პოლიტიკა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და ზოგადად, მსოფლიოში ცვლილებები, დიდი სისწრაფით ვითარდება - ისე, როგორც ამას არავინ ელოდა სულ მცირე ხნის წინ. ამიტომ, "ოცნება" მშვიდად არ უნდა იჯდეს და მისმა წევრებმა მარტო საკუთარი ფულის და ქონების შენარჩუნებაზე არ უნდა იფიქრონ - პირველ რიგში საქვეყნო საქმეა მოსაგვარებელი, სხვაგვარად, ახალი ქარი აქეთაც დაუბერავს და "ქოცები" მის სუსხს ვერ გაუძლებენ - ამბობს პოლიტიკის ექსპერტი გულბაათ რცხილაძე, რომელიც ყურადღებას "ქოცნების" იდეოლოგიურ უსუსურებაზე აკეთებს.