ნიკოლოზ მჟავანაძეზე ერთ დღეში სამი თავდასხმა მხოლოდ იმიტომ განახორციელეს, რომ მან დაგმო რუს ტურისტებზე თავდასხმები და აღნიშნა რუსების უდიდესი როლი საქართველოს გაერთიანებაში!

 ნიკოლოზ მჟავანაძეზე ერთ დღეში სამი თავდასხმა მხოლოდ იმიტომ განახორციელეს, რომ მან დაგმო რუს ტურისტებზე თავდასხმები და აღნიშნა რუსების უდიდესი როლი საქართველოს გაერთიანებაში!

საქართველოში რუსოფობიულმა განწყობებმა კულმინაციას მიაღწია. დასავლეთის მიერ დაფინანსებული ჯგუფები არა მარტო რუს ტურისტებს,  არამედ საქართველოში მოქმედ იმ ორგანიზაციებსა და პიროვნებებს ესხმიან თავს, ვინც ანტირუსულ მოქმედებებს აპროტესტებს.

 ამ დღეებში, "ნაცმოძრაობასთან" დაკავშირებულმა ჯგუფებმა ტელეკომპანია ,,სეზონის’’ წამყვან ჟურნალისტ და ადვოკატ ნიკოლოზ მჟავანაძეზე ერთ დღეში სამი თავდასხმა მხოლოდ იმიტომ განახორციელეს, რომ მან დაგმო რუს ტურისტებზე თავდასხმები და აღნიშნა უდიდესი როლი რუსი ჯარისკაცებისა საქართველოს გაერთიანებაში, კერძოდ აჭარა-გურიის დაბრუნებაში რუსეთ- ოსმალეთის ომის შედეგად.

განსაკუთებული აღშფოთება დასავლეთის აგენტურაში გამოიწვია მჟავანაძის მიერ გაჟღერებულმა ფრაზამ: თუ გვინდა გურია და აჭარა შევინარჩუნოთ, მაშინ არა რუსული საკრუიზო გემები, არამედ სამხედრო გემები უნდა შემოივიდეს ბათუმშიო.

თადასხმა, რომელიც პირველი და უკანასკნელი არ ყოფილა ნიკოლოზ მჟავანაძეზე, რუსულ-ქართულ ურთიერთობებთან დაკავშირებით მისი დადებითი დამოკიდებულების გამო, პროკურატურის მიერ დღემდე გამოუძიებელია.

ევრაზიის ინსტიტუტი სრულ მხარდაჭერას უცხადებს ბ-ნ ნიკოლოზ მჟავანაძეს!