ჩვენ ვაფრთხილებდით ხელისუფლებას და მთელ საზოგადოებას...

ჩვენ ვაფრთხილებდით ხელისუფლებას და მთელ საზოგადოებას...

  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ”ნაცების” მხრიდან მოსალოდნელ დესტაბილიზაციის მცდელობებზე ალაპარაკდა - სრულიად სამართლიანად.

თუმცა მის ამ განცხადებებს წინ უსწრებდა ჩვენი კოლეგის, არნო ხიდირბეგიშვილის გაფრთხილება (სააგენტო ”საქინფორმი”). ხოლო ჩვენი ინსტიტუტი ”ნაცებისგან” მოსალოდნელ საფრთხეებზე დიდი სიზუსტით პროგნოზს ჯერ კიდევ 2013 წლის თებერვალში აკეთებდა.

ამონარიდი გულბაათ რცხილაძის ინტერვიუდან გაზეთ ”ახალი თაობისადმი” - 12.02.2013: 

ნაციონალური მოძრაობა“, როგორც დანაშაულებრივი ორგანიზაცია, უნდა აილაგმოს

ქვეყანაში უნდა შეიქმნას რევოლუციური გარემო, ნაც-ბანდა უნდა აილაგმოს მთლიანად, უნდა გამოვლინდეს მათ მფლობელობაში არსებული სტრატეგიული ობიექტები, ყოველივე ეს მათ უნდა ჩამოერთვათ. ვინც კრიმინალია - ციხეში უნდა მიბრძანდეს, ვინც „უბრალოდ“ ნაცების „ინტელექტუალური მხარდამჭერია“, უნდა გაირიყოს და იზოლაციაში მოექცეს. ვიცი, ფრიად მიუღებელ რამეს ვამბობ ადამიანის უფლებების დამცველთათვის, მაგრამ მე პოლიტოლოგი და პირველ რიგში, რეალისტი ადამიანი ვარ. ჯერ შევქმნათ მყარი რეალობა და მერე დავიცვათ „ნაცების“ უფლებები. თუ ასე არ მოხდა, მაშინ „ნაცებს“ მცირე, მაგრამ გარკვეული შანსები უჩნდებათ, გადარჩნენ პოლიტიკურად და გარკვეულ პროცესებზე გავლენა შეინარჩუნონ, თუმცა მათ ტრიუმფალურ დაბრუნებას ხელისუფლებაში მაინც არ ველი, ხალხში ძალზე დიდია მათდამი სიძულვილი. მაგრამ დაუშვებელია, რომ მათ რაიმე პოლიტიკური გავლენა შეინარჩუნონ ქვეყანაში, ფინანსურ ბერკეტებთან ერთად, რადგან ეს მუდმივი დესტაბილიზაციის წყარო იქნება. ამიტომ, ვიმეორებ: „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც დანაშაულებრივი ორგანიზაცია, უნდა აილაგმოს - ამა თუ იმ ფორმით.