საპროტესტო აქციები საქართველოში ალექსანდრე ებრალიძის მიერ არ ფინანსდება

"საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესი პატივს სცემს საქართველოს კანონებს და არ ახორციელებს ისეთ ქმედებებს, რომლებიც დაარღვევდნენ საქართველოს კანონმდებლობას, მათ შორის რომელიმე

პოლიტიკური ქმედებების სფეროშიც".

საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის პრესსამსახურისგანცხადება1010 ვენა, ავსტრია, შტუბენბასტაის 12/12ტელ: + 436765106439

შაბათს, 2011 წლის 21 მაისს საქართველოში „სახალხო კრება“ ატარებს საპროტესტო სახალხო აქციას, რომლის მიზანს წარმოადგენს აიძულოს ამჟამინდელი ხელისუფლება დაადგეს ქვეყნის დემოკრატიზაციის რეალურ გზას და ჩაატაროს ნამდვილად დემოკრატიული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში. საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესი სოლიდარობას უცხადებს ოპოზიციას და დიდად აფასებს იმ ადამიანთა სიმამაცეს, რომლებიც ღიად გამოდიან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ანტისახალხო და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების წინააღმდეგ. კონგრესის წევრები მზად არიან გვერდით დაუდგნენ ოპოზიციის ლიდერებს, მაგრამ, სამწუხაროდ, მოკლებულნი არიან ამ შესაძლებლობას, რადგან საქართველოს მთავრობა არ აძლევს საქართველოს მოქალაქეობას ყველას, ვინც წარმომავლობით საქართველოდანაა.

ამასთან, საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის პრესსამსახური უფლებამოსილია განაცხადოს, რომ საქართველოს ხელისუფლების ყველა პროვოკაციული განცხადება იმის თაობაზე, რომ კონგრესი აფინანსებს ოპოზიციის საქმიანობას, მოკლებულია ყველა საფუძველს. შეგახსენებთ, რომ ორი წლის წინ გივი თარგამაძემ, რომელიც საქართველოს პარლამენტის დეპუტატია სახელისუფლო პარტიიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, სიუჟეტში, რომელიც ნაჩვენები იქნა საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის ეთერში, უკვე სცადა დაედანაშაულებინა კონგრესის პრეზიდენტი ალექსანდრე ებრალიძე მუხროვანის ამბოხის მომზადების მონაწილეობაში. ა. ებრალიძის სარჩელის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადასტურა, რომ გივი თარგამაძემ ნამდვილად იცრუა საჯაროდ, მაგრამ ამისათვის პასუხი არ უნდა აგოს. ამჟამად მეორე სიცრუე მზადდება - შესაბამისი წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ძალოვან სრუქტურებში მომზადდა ფალსიფიცირებული ვიდეოჩანაწერი იმის შესახებ, თუ როგორ აფინანსებენ ქართული წარმომავლობის რუსი ბიზნესმენები ოპოზიციური აქციების ჩატარებას საქართველოში.

 

პრეზიდენტ სააკაშვილისგან განსხვავებით საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესი პატივს სცემს საქართველოს კანონებს და არ ახორციელებს ისეთ ქმედებებს, რომლებიც დაარღვევდნენ საქართველოს კანონმდებლობას, მათ შორის რომელიმე პოლიტიკური ქმედებების სფეროშიც.

საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის 430 ათასი  წევრი საუკეთესო სურვილებით ეხმიანება ქართული ოპოზიციის ლიდერებს  და წარმატებებს უსურვებს მათ კანონიერი მოთხოვნების რეალიზებაში.

გავერთიანდეთ და გავიმარჯვებთ!