ანდრეი სმირნოვი: „გადაულახავი წინააღმდეგობები ქართველებსა და რუსებს შორის ურთიერთობებში არ არსებობს“

ანდრეი სმირნოვი: „გადაულახავი წინააღმდეგობები ქართველებსა და რუსებს შორის ურთიერთობებში არ არსებობს“

 22–27 აგვისტოს სომხეთის კურორტ წახკაძორში გაიმართა პირველი ევრაზიული ახალგაზრდული ფორუმი „ახალგაზრდა ევრაზია“. ამ ღონისძიების ორგანიზატორებად გამოვიდნენ ევრაზიული თანამშრომლობის

განვითარების ფონდი, პარტია „აყვავებული სომხეთი” და რია ნოვოსტი. ფორუმში მონაწილეობა მიიღო 700–ზე მეტმა ახალგაზრდა ლიდერმა 14 ქვეყნიდან. ორგანიზატორების ჩანაფიქრით, ფორუმის ჩატარება მიმართული იყო დსთ-ს, ბალტიისპირეთის ქვეყნების და საქართველოს ახალგაზრდა პოლიტიკოსებს, მეწარმეებსა და ჟურნალისტებს შორის კონტაქტების გასამყარებლად, აგრეთვე ერთიანი საინფორმაციო ქსელის ჩამოსაყალიბებლად; პოსტსაბჭოთა სივრცეში ახალი საინტეგრაციო ფორმატის ევრაზიული კავშირის იდეის წინ წამოსაწევად .  

ჩვენს კითხვებს პასუხობს ფორუმის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ევრაზიული თანამშრომლობის განვითარების ფონდის ვიცე-პრეზიდენტი ანდრეი სმირნოვი.

 

თქვენი აზრით, სახელდობრ ახლა რატომ წარმოიშვა  ახალი საინტეგრაციო ფორმატის ფორმირების  აუცილებლობა პოსტსაბჭოთა სივრცეში? განა არაა საკმარისი არსებული თანამშრომლობის ფორმატები – ისეთები როგორიცაა დსთ, ОДКБ და სხვა მრავალმხრივი და ორმხრივი გაერთიანებანი?

 

   ევრაზიული ინტეგრაციის იდეა დღეს არ წარმოშობილა. ჯერ ერთი, მას გააჩნია ღრმა ისტორიული და ფილოსოფიური ფესვები. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში ისეთმა დიდმა რუსმა მოაზროვნეებმა, როგორებიც იყვნენ ნიკოლაი დანილევსკი, პეტრე სავიცკი, გიორგი ვერნადსკი და სხვები – ჩაუყარეს საფუძველი კლასიკურ ევრაზიულობას. გადიოდა წლები, იცვლებოდა ეპოქები, ფუძნდებოდნენ და ქრებოდნენ სახელმწიფოები... ამ კონტექსტში, რუსეთის პრეზიდენტის ვ.პუტინის აზრის გათვალისწინებით, საბჭოთა კავშირის დაშლა უპირობოდ წარმოადგენს მე-20 საუკუნის უდიდეს გეოპოლიტიკურ კატასტროფას, რომელმაც კარდინალურად შეცვალა მსოფლიოს სურათი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წარმოქმნილი ისეთ ინტეგრაციული სტრუქტურები, როგორიცაა დსთ, საწყის ეტაპზე  ასრულებდნენ უფრო მეტად ადვოკატის როლს განქორწინების პროცესში, ვიდრე წყვეტდნენ ისეთ საკითხებს, თუ როგორ ეცხოვრათ და ეთანამშრომლათ შემდგომ. აკვირდებოდა რა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ურთიერთობებს, რომლებიც გახდნენ დამოუკიდებელი სახელმწიფოები,  ნეგატიური დეზინტეგრაციული ტენდენციების ზრდას, ძალიან მწვავე და მტკივნეული სიტუაციების წარმოქმნას, დაკავშირებულს მთიან ყარაბაღში, დნესტრისპირეთში, აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში, ჯერ კიდევ 1994 წელს ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა ყველას – ერთ დროს ერთიანი ქვეყნის მოქალაქეებს- შემოგვთავაზა საერთო გამაერთიანებელი იდეის სახით დავბრუნებოდით ევრაზიულობის იდეას, ევრაზიულ ინტეგრაციას, როგორც ფილოსოფიურ საწყისს  ადამიანების გაერთიანებისათვის, რომლებიც ცხოვრობენ უზარმაზარ სივრცეში ევრაზიის კონტინენტზე.

   მაგრამ იმ პერიოდში ახალგაზრდა, დამოუკიდებელი ქვეყნების ლიდერები წყვეტდნენ სრულიად სხვა საკითხებს – ყველა ქმედება და ნაბიჯები მიმართული იყო საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისა და გამყარებისათვის; სუვერენიტეტში იგულისხმებოდა მაქსიმალური დაშორება ინტეგრაციული პროექტებისგან. გავიდა 20 წელი და ჩემი აზრით ისეთმა სტრუქტურამ, როგორიცაა დსთ, რომლის 20 წლისთავი აღნიშნულ იქნა 2011 წელს, შეასრულა თავისი როლი – ჩვენ შევძელით დეზინტეგრაციული პროცესების შეჩერება, რომლის ჩარჩოებშიც დასავლეთიდან კეთილმსურველების კარნახითაც ცდილობდნენ ჩვენს დარწმუნებას, რომ არ არსებობს საერთო მომავალი. ამ მხრივ არა შემთხვევითია, არამედ კანონზომიერია 2011 წლის ოქტომბერში ვლადიმერ პუტინის პუბლიკაცია „ახალი ინტეგრაციული პროექტი ევრაზიისათვის – მომავალი, რომელიც იბადება დღეს“, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი სთავაზობს ახალი ფორმატის თანამშრომლობის ჩამოყალიბებას – ევრაზიულ კავშირს. ამასთან ეს არ ნიშნავს, რომ დსთ-მ, ОДКБ -მ და სხვა ფორმატებმა თავი ამოწურეს. სრულიადაც არა. ურთიერთქმედების დაგროვილი გამოცდილება შეუფასებელია – დადებითი მომენტები უნდა გამოვიყენოთ თანამშრომლობის ახალ ფორმაში, ხოლო დაშვებული შეცდომები გავაანალიზოთ, გამოვიტანოთ დასკვნები და შევეცადოთ აღარ გავიმეოროთ.

 

   სამართლიანია იმ ადამიანების შეფასება, რომლებიც ცდილობენ, რუსეთის პრეზიდენტის იდეა საბჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობად და იმპერიული ამბიციების რეალიზების მისწრაფებად წარმოაჩინონ?

 

   უპირობოდ ეს ასე არ არის. ისეთი დიდი სახელმწიფოების, როგორიცაა აშშ და საბჭოთა კავშირი,  დაპირისპირების დრო შეუქცევლად გავიდა. მსოფლიო შეიცვალა, და როგორადაც არ უნდა ჰქონდეთ ჰეგემონიისაკენ მისწრაფება ჩვენს პარტნიორებს ვაშინგტონში, მსოფლიო მაინც გახდა მრავალპოლარული. ამ ახალ სიტუაციაში რუსეთს, რომელიც რჩება გავლენის ერთ-ერთ ცენტრად, განზრახული აქვს შესთავაზოს ეფექტური და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ფორმატი, რომელიც დაფუძნებულია პირველ რიგში ყველა მისი წევრის თანასწორობაზე. ევრაზიული კავშირი – არასახელმწიფოებრივი გაერთიანებაა, რომელსაც შესწევს უნარი შესთავაზოს მის წევრებს დამატებითი შესაძლებლობანი – იყვნენ კონკურენტუნარიანნი და წარმატებული სახელმწიფოები. მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ პუტინის სტატია არ წარმოადგენს კანონების და მოთხოვნების კრებულს, წაყენებულს ევრაზიული კავშირის წევრებისადმი. ესაა მხოლოდ მოპატიჟება ურთიერთობათა განსახილველად, რომელმაც უნდა მოიტანოს მხოლოდ დადებითი შედეგები პროექტის ყველა მონაწილესათვის. როცა ვლაპარაკობთ ევრაზიული კავშირის ფორმირებაზე, რასაკვირველია, პირველ რიგში ვგულისხმობთ ერთიანი ეკონომიური სივრცის ფორმირებას, რადგანაც  ეკონომიკა გამოდის ყველა ინტეგრაციული პროცესების ლოკომოტივად. გავიხსენოთ, როგორ იწყებოდა ევროპული კავშირი – ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება. ამასთან, ევროპელებისაგან განსხვავებით ჩვენ გვაქვს დიდი უპირატესობა – ყველას ჩვენ, წმინდა ეკონომიკური ინტერესების გარდა, გვაერთიანებს ერთიანი ჰუმანიტარული სივრცე, თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება, კულტურა და რელიგია, ურთიერთპატივისცემა.

 

    რატომ იყო სომხეთში გამართული ფორუმი «ახალგაზრდა ევრაზია» ორიენტირებული პირველ რიგში ახალგაზრდა ჟურნალისტებზე?

 

   უნდა აღინიშნოს, რომ ევრაზიული კავშირის ფორმირების იდეა უდიდესი ინტერესით იყო აღქმული არა მარტო პოსტსაბჭოთა  ქვეყნებში, არამედ შორს, ამ სივრცის ფარგლებს გარეთაც. კერძოდ,  ინტერესს ავლენს სერბეთი, ვიეტნამმა კი, თანხმობა გამოხატა, განიხილოს საკითხი ამ კავშირთან მისაერთებლად. ამ კონტექსტში რუსეთისათვის, როგორც მოცემული პროექტის ინიციატორისათვის, ძალიან მნიშვნელოვანია ძირითადი ამოცანა, რომელიც მდგომარეობს ეფექტურ საინფორმაციო უზრუნველყოფაში. როგორც პოლიტიკოსებს, ასევე უბრალო ხალხს, რომლებიც ცხოვრობენ ევრაზიულ სივრცეში, უნდა მოვუყვეთ და გავაცნოთ ახალი ფორმატის თანამშრომლობის უპირატესობანი. დამიჯერეთ, მაშინ არავის გაუჩნდება კითხვები, არის თუ არა ევრაზიული კავშირი „საბჭოთა კავშირი–2“ და მოსკოვის იმპერიული ამბიციების განხორციელება. სამწუხაროდ, ბოლო დრომდე ჩვენ სახეზე გვქონდა მხოლოდ ისტერია და გააფთრებული თავდასხმები ევრაზიული ინტეგრაციის იდეაზე დსთ-ს ქვეყნების, ბალტიისპირეთის და საქართველოს  მიკერძოებული პრესისგან. ყველა ეს გამოცემა და პუბლიკაცია, თუ ყურადღებით განვიხილავთ, დაფინანსებულია დასავლეთის ქვეყნებიდან. ამასთან,  მედიასივრცეში თეზისის წამოწევისას, რაც ახალ „ბოროტების იმპერიაში“პოსტსაბჭოთა ქვეყნების ჩათრევას უკავშირდება, ავტორებს არ მოყავთ რაიმე არსებითი არგუმენტი და თეზისის მტკიცებულებანი. გათვლა კეთდება საზოგადოებრივი აზრის ფსიქოლოგიურ წნეხზე და იმ ნეგატიურ მოვლენებზე, რომლებიც დაკავშირებული იყო საბჭოთა კავშირთან. ფორუმის მსვლელობისას, ჩვენის მხრივ, ვცდილობდით საერთო ჩარჩოში  მოგვექცია ახალგაზრდა ჟურნალისტები, რომლებსაც გააჩნდათ ევრაზიული ინტეგრაციის თემატიკისადმი პროფესიონალური ინტერესი.  ერთობლივად ჩატარებული სამუშაოს  შედეგებზე დაყრდნობით, მონაწილების მიერ ხელმოწერილია დეკლარაცია „ევრაზიული საინფორმაციო ლიგის“ შექმნის შესახებ. ეს ფორმატი საშუალებას იძლევა დამყარდეს ჰორიზონტალური კავშირები დსთ-ს, ბალტიისპირეთის და საქართველოს ჟურნალისტებს შორის, გაიცვალოს ევრაზიულ პროექტთან დაკავშირებული მასალები, განხორციელდეს ღონისძიებები საკუთარი მოქალაქეების ევრაზიული კავშირის უპირატესობაში ინფორმირებისა და დარწმუნებისათვის. „ევრაზიულ საინფორმაციო ლიგას“ განზრახული აქვს ერთობლივი ძალისხმევით შეიმუშაოს საინფორმაციო პაკეტი, ცალკე, თითოეული ქვეყნისათვის, რომელიც ღიად და არგუმენტირებულად გააცნობიერებს მოცემული ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, ევრაზიული ინტეგრაციის პროექტის არსსა და უპირატესობაში.

 

   რა უპირატესობას მიიღებს საქართველო მოცემული პროექტზე მიერთებით? როგორ გადაწყდება ევრაზიული კავშირის ჩარჩოში საქართველოსათვის ისეთი მტკივნეული საკითხი,როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობა?

 

   პირველ რიგში მინდა დავიწყო იქიდან, რომ პირადად მე ვერ წარმომიდგენია ევრაზიული კავშირი ჩვენი ქართველი მეგობრების გარეშე. დღეისათვის დაძაბულობა მოსკოვსა და თბილისს შორის არსებობს ძირითადად პოლიტიკურ სიბრტყეში. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ დღესდღეობით საქართველოს ხელმძღვანელობას არ გააჩნია დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარების უნარი. თბილისი თავისუფალი რომ ყოფილიყო გადაწყვეტილებების მიღებაში, არ ემოქმედა აშშ-სა და ნატო-ს მხრიდან  კარნახით, დარწმუნებული ვარ, ჩვენს ურთიერთობაში კრიზისი აღმოფხვრილი იქნებოდა. მე ვერ ვხედავ გადაულახავ წინააღმდეგობებს ქართველებსა და რუსებს შორის ურთიერთობაში. ჩვენს ხალხებს აკავშირებთ მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის ისტორია, ურთიერთპატივისცემა, საერთო უდიდესი გამარჯვებები, მართლმადიდებლობა. დარწმუნებული ვარ, არსებული მოდელი ქართველ ხალხს თავს გარედან მოახვიეს. რასაკვირველია, გასული 20 წლის განმავლობაში პოლიტიკურმა ავანტურისტებმა შეძლეს ქართველი ხალხისათვის შთაეგონებინათ დამახინჯებული აზრი რუსეთზე, რუსებზე და ჩვენს საერთო ისტორიაზე, მაგრამ მე მჯერა ქართვეელების სიბრძნისა და უნარისა, გაარჩიონ სიმართლე ტყუილისაგან. ძლიერი, წარმატებული სახელმწიფო არ შეიძლება აშენდეს ცრუ იდეოლოგიაზე და უცხო ფასეულობებზე. მოსკოვსა და თბილისს შორის რთული ურთიერთობების გათვალისწინებით, უფრო სწორად რომ ვთქვათ, პოლიტიკური თვალსაზრისით მათი არარსებობით, აუცილებელია კონტაქტების გააქტიურება სამოქალაქო საზოგადოების დონეზე, უფრო აქტიურად გამოვიყენოთ ჰუმანიტარულ სიბრტყეში სხვადასხვა პროექტების რეალიზაციის საშუალებანი.  ჩემი აზრით, მოცემულ ეტაპზე უნდა აღვადგინოთ ქართველების დიალოგი აფხაზებთან და სამხრეთელ ოსებთან. დავიამოთ საერთო ჭრილობები და წყენები, რაც საქართველოს, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ხალხებს სსრკ-ს დაშლის პერიოდში მიადგათ; მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მიერ გატარებული აგრესიული, გაუაზრებელი და  ანტიხალხური პოლიტიკის გამო  გაღრმავებული უფსკრული წარსულში მეგობარ ხალხებს შორის, ახლაც ღია ჭრილობად რჩება. ევრაზიული კავშირი უპირობოდ იძლევა მშვენიერ შესაძლებლობას, მიმდინარე დროში მოინახოს ამ პრობლემის გადაწყვეტის გზები. პოლიტიკური ამბიციები გვერდზე უნდა გადავდოთ და ერთმანეთთან ლაპარაკი დავიწყოთ.   ევრაზიულ კავშირთან საქართველოს მიერთებით რუსეთთან, დსთ–სა და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან საქონელბრუნვის აღდგენა მნიშვნელოვნად შეავსებს რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტს. ამავე დროს სარკინიგზო ხაზის აფხაზეთის მონაკვეთის დებლოკირება და მისი აღდგენა სომხეთამდე შეიძლება იქცეს ამიერკავკასიის ერთ-ერთ მთავარ ინფრასტრუტურულ პროექტად, რომელიც  დადებით გავლენას მოახდენს არა მარტო რუსეთის, საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკაზე, არამედ მათი ხალხების ურთიერთობაზეც, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია მრავალნაციონალური საქართველოს მომავლისათვის.

                           

 

 

       ესაუბრა ლაშა გაბისკირია,
სპეციალურად „პოლიტფორუმისთვის“