ტანჯული საქართველო

საბჭოთა ეპოქის ცნობილი დისიდენტი რომან ფინი თავისი პრინციპების ერთგული რჩება - ზოგიერთი სხვა ”ანტისოვეტჩიკისგან” განსხვავებით

მისთვის ისეთი ცნებები, როგორებიცაა ”ადამიანის უფლებები”, ”სიტყვის თავისუფლება”, ”მშვიდობა” და ასე შემდეგ არ იზომება ორმაგი სტანდარტებით - იმის უფლება, რაც საბჭოთა სისტემას არ უნდა ჰქონოდა, არც ახალ ”დემოკრატიულ” რეჟიმებს უნდა ჰქონდეთ, საკუთარი ინტერესებით მოქმედი დასავლური დემოკრატიების მხრიდან მათი მიშვების და წაქეზების პირობებში.

 

ამ ორმაგი სტანდარტების გამო იტანჯება საქართველო - ქვეყანა, რომელიც გულწრფელად შეუყვარდა ”მსოფლიო მოქალაქეს” - ებრაული წარმოშობის საბჭოთა რუს ადამიანს, რომელიც კანადაში წავიდა ემიგრაციით და ბოლოს საქართველოში დასახლდა და აქ უკვე 10 წელიწადზე მეტია, ცხოვრობს.

ქვემოთ, მიმაგრებულ ფაილში გთავაზობთ რომან ფინის წიგნს - "Грузия страждущая. Размышления" რუსულ ენაზე. ეს წიგნი გულიდან ამოძახილია, მაგრამ ამავე დროს რაციონალურ მსჯელობებსა და მოვლენების ანალიზზეა დამყარებული. წიგნი მოიცავს მრავალ თემას, მათ შორის რუსულ-ქართული ურთიერთობების თემას.

Roman Fin - Gruzija strazhdushchaja