სტალინის მიმართვა 1941 წლის 7 ნოემბერს საბჭოთა არმიელებს

2010 წლის 9 მაისს აღინიშნება მეორე მსოფლიო ომის დასრულების 65 წლისთავი. ამ თარიღთან დაკავშირებით დროდადრო შემოგთავაზებთ ისტორიული ქრონიკის კადრებს,

რომლებიც ასახავენ კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ომის მიმდინარეობას.

სტალინის გამოსვლა 1941 წლის 7 ნოემბერს, როცა გერმანელთა ჯარი მოსკოვის მისადგომებთან იდგა და საბჭოთა კავშირის ბედი ბეწვზე ეკიდა, საყურადღებოა თავისი სიმტკიცით და შორსმიმავალი გეგმებით. სტალინი უკვე საუბრობს ევროპის განთავისუფლებაზე გერმანელი დამპყრობლებისგან.