საქართველოს დესუვერენიზაციის გეგმა-2: ამჯერად ნებაყოფლობითი

რედაქციისგან: „კავკასიის ექსპერტების“ მკითხველს ახსოვს ჩვენი კომენტარი ბ. ბორისოვის სტატიასთან დაკავშირებით, რომელიც გამოვიდა საქართველოს „დესუვერენიზაციის“ იდეით. (ბმული რუსულ ენაზე).

ქვემოთ მოყვანილი თეზისები ასევე შეიცავენ საქართველოს დესუვერენიზაციისკენ მოწოდებას. მაგრამ ამ შემთხვევაში სახეზეა არსებითი განსხვავებები: ჯერ ერთი, ეს სტატია დაწერილია არა პოლიტოლოგის ან მომიჯნავე სფეროს სპეციალისტის, არამედ „უბრალო ადამიანის“ მიერ; მეორეც, ავტორის განწყობა პოზიტიური და კონსტრუქციულია, არა დესტრუქციული, როგორიც ხშირად გვხდება ბევრ პოსტსაბჭოთა „პოლიტოლოგ-პოლიტტექნოლოგთან“. თუნდაც, ავტორის სურვილები, ჩვენი აზრით, ისეთივე უტოპიური იყოს ამ ეტაპზე, როგორც ბ. ბორისოვის დასკვნები, მაინც ვაქვეყნებთ მოცემულ მასალას, რადგან მასში გამოთქმული იდეები ძალზე ორიგინალური მოგვეჩვენა. შესაძლოა ვინმემ მათ ღიმილით შეხედოს, მაგრამ შეიძლება მათი განხილვაც, როგორც სისტემური და კონცეპტუალური აზროვნების ერთგვარი ნაყოფისა, მოძველებული პოლიტიკური სისტემის მიმართ თამამი გამოწვევისა პიროვნების - თავისუფლად მოაზროვნე ადამიანის მხრიდან.