ლეხ კაჩინსკი დაიღუპა

დღეს, ვარშავა-სმოლენსკის რეისის შესრულების დროს, ჩამოვარდა და აფეთქდა თვითმფრინავი, რომელშიც იმყოფებოდა პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე და თანმხლები პირები.

მათთან ერთად ბორტზე იმყოფებოდნენ მგზავრებიც, ეკიპაჟის წევრები, სულ 96 ადამიანი. ყველა მათგანი დაიღუპა.

Geurasia.org-ის რედაქცია სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს და მთელ პოლონელ ხალხს, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ კაჩინსკის პოლიტიკური კურსი ჩვენთვის მიუღებელი იყო.