ძეგლებთან მებრძოლნი

საქართველოს მოქმედი ფიურერი განაგრძობს არქიტექტურის სფეროში „მოღვაწეობას“ და გმირთა მოედანზე, ჭუჭყიანი შიფერების გროვის მსგავსი „ძეგლის“ წამოჭიმვის შემდეგ, სტალინის ძეგლს ეკვეთა.

ღამით, პატრულის გაძლიერებული დაცვის ქვეშ, დაანგრიეს ძეგლი, რომელიც გორის სავიზიტო ბარათი და გორელთა სიამაყე იყო. ფიურერის დამქაშებს, როგორც ჩანს, ისე ეშინოდათ, რომ ვებ-კამერას, რომელიც ლაივ-რეჟიმში გადასცემს გორის მოედნის გამოსახულებას, ჩვარი ჩამოაფარეს.

ფიურერმა და მისმა ნაცბანდამ ისარგებლა უსუსური ოპოზიციის გამყიდველობით და ხალხის დაბნეულობით, აპათიით და „შესაფერისი“ დრო შეარჩია ამავე ხალხის კიდევ უფრო დასამონებლად და გასატეხად.

ასე ეწირება საქართველოს უდღეური ფიურერის პოლიტიკურ გადარჩენას ჩვენი ტეროტორიები, ძეგლები, ეკონომიკა, სუვერენიტეტი, კულტურა და ა.შ. ალბათ, ამ ბარბაროსული აქტის შემდეგ, ფიურერს თავზე წაუცაცუნებენ ხელს გარკვეული სუბიექტები საზღვარგარეთიდან და რამდენიმე მილიონს კიდევ წამოუგდებენ, მორიგი სიმახინჯის ასაგებად თბილისში ან საქართველოს სხვა ქალაქში.

მაგრამ საბოლოოდ, როგორც ისტორია გვასწავლის, არავის შერჩება სხვის დაკრულზე ცეკვა და მახინჯი ექსპერიმენტები საკუთარ ხალხზე.