დესუვერენიზებული საქართველო

geurasia.org-ის რედაქციისგან: რუსულ ინტერნეტ-სივრცეში ბოლო დროს ერთ-ერთ მოდურ მიმართულებად იქცა საქართველოს "დესუვერენიზაციის" გზების ძიება. მაგრამ საქართველო თავისი დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ რეალურ სუვერენულ სახელმწიფოდ ვერც ჩამოყალიბდა.

ასე თუ ისე ფორმირების პროცესში მყოფ ქართულ სუვერენიტეტს განსაკუთრებული დარტყმა საქართველოს ამჟამინდელმა "ვარდების რევოლუციის" ხელისუფლებამ მიაყენა. სწორედ ეს მომენტია თვალსაჩინოდ აღწერილი და გაანალიზებული ერთ-ერთი ქართველი სპეციალისტის გამოკვლევაში, რომელმაც თავად ისურვა ინკოგნიტოდ დარჩენა.

ირაკლი რაჭველიშვილის ფსევდონიმით ხელმოწერილ ნარკვევს ავტორმა ასეთი სათაური მისცა: "თანამედროვე საქართველო: სააკაშვილისეული საოკუპაციო რეჟიმის კოლონია". სტატიაში გაანალიზებულია საქართველოს რეალური სუვერენიტეტის მდგომარეობა. ეს ერთ-ერთი პირველი მცდელობაა (თუნდაც იგი არ წარმოადგენს "წმინდა" სამეცნიერო მცდელობას), ემპირიულად იქნას გაზომილი ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტის ხარისხობრივი მდგომარეობა. მკითხველს ვურჩევთ, ყურადღებით გაეცნოს ნაშრომში უხვად მოცემულ სტატისტიკურ მონაცემებს.

 

ნარკვევი იხილეთ ქვევით მიმაგრებულ PDF-ფორმატის ფაილში (რეკომენდაცია: გამოიყენეთ ბრაუზერების თანამედროვე ვერსიები):

თანამედროვე საქართველო