როგორ გავარღვიოთ საინფორმაციო ბლოკადა – ერთი მაგალითი (ფოტორეპორტაჟი)

როგორ გავარღვიოთ საინფორმაციო ბლოკადა – ერთი მაგალითი (ფოტორეპორტაჟი)

სრული საინფორმაციო ვაკუუმი, რომელშიც უცხოეთიდან მართული ქართული მასმედია ამყოფებს ხალხს,

ძნელი გასარღვევია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ალტერნატიული ანუ ქართული ინტერესებიდან გამომდინარე ორგანიზაციები არ ფლობენ სერიოზულ ფინანსურ სახსრებს. მაგრამ იმ მცირედით, რაც გაგვაჩნია, მაინც შეიძლება გარკვეული შედეგის მიღწევა. საქართველოს მოსახლეობის ნაწილს მაინც უშუალოდ უნდა მიეწოდოს ის ინფორმაციები, რომლებსაც მასმედია მათ უბლოკავს.

 მაგალითისათვის მოგვყავს უკრაინაში მიმდინარე პროცესების შესახებ ევრაზიის ინსტიტუტის გამოკვლევის გავრცელება საქართველოს მთელ რიგ რაიონებში. ევრაზიის ინსტიტუტის და ქართულ–რუსული ურთიერთობებისათვის სახალხო მოძრაობის აქტიური მხარდამჭერები, ბატონები – თემურ თვალიაშვილი და რობერტ ბეკურიშვილი მცხეთა–დუშეთის რეგიონის მოსახლეობას ხვდებიან (იხ. ფოტოები ქვემოთ).

  აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საინფორმაციო მხარდაჭერა უკრაინის მოვლენების გაშუქებასთან დაკავშირებით, როგორც სხვა დროს, ისე ახლაც აღმოგვიჩინეს სააგენტომ "საქინფორმი" და გაზეთმა "საქართველო და მსოფლიო", რისთვისაც მათ დიდ მადლობას მოვახსენებთ. აქვე ვაანონსებთ სააგენტო "ივერიონთან" თანამშრომლობის დაწყებას და იმედი გვაქვს ამ თანამშრომლობის ნაყოფიერებისა.