ახალგაზრდა პოლიტოლოგთა მოსკოვური ფორუმი

ახალგაზრდა პოლიტოლოგთა მოსკოვური ფორუმი

რუსეთის პრეზიდენტის დაქვემდებარებაში მყოფმა წამყვანმა პოლიტოლოგიურმა ცენტრმა, რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტმა (РИСИ),

 მოსკოვში ჩაატარა ახალგაზრდა პოლიტოლოგთა რიგით მეექვსე ფორუმი, რომელიც მიმდინარეობდა 19-დან 26 ოქტომბრის ჩათვლით, სადაც მონაწილეობა მიიღეს ევრაზიის ინსტიტუტის წარმომადგენელმა ირაკლი ყიფიანმა,  ბელორუსის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მოლდოვის, დნესტრისპირეთის (მოლდავური) რესპუბლიკის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ახალგაზრდა პოლიტოლოგებმა. ფორუმი ოფიციალურად გაიხსნა სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის, გენერალი ლეონიდ რეშეტნიკოვის გაცნობითი ხასიათის შეხვედრით, რის შემდეგაც მან ისაუბრა რუსეთის საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე.  ფორუმი სალექციო-სადისკუსიო ხასიათს ატარებდა. სალექციო გრაფიკი საკმაოდ პროდუქტიული აღმოჩნდა თითოეული ახალგაზრდა მონაწილისთვის, რაც განაპირობა განხილული თემების მნიშვნელობის და ლექტორების მაღალი კვალიფიკაციის კოეფიციენტმა.  სალექციო საათები დაიკავეს მეცნიერებათა დოქტორებმა, უფროსმა მეცნიერ-თანამშრომლებმა და სხვადასხვა სექტორების ხელმძღვანელებმა. სალექციო საათები დაეთმო ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორც: რუსოფობია, როგორც იდეოლოგია, დასავლური შეხედულება რუსეთზე, როგორც ქრისტიანული სამყაროს დამცველზე 21-ე საუკუნეში, დსთ-ს სახელმწიფოები და ახალი გეოპოლიტიკური სიტუაცია რუსეთისთვის,  რუსეთის და ნატოს ურთიერთობა ყირიმის მიერთების კონტექსტში, ეთნიკური ფაქტორის გავლენა ჯიხადური ორგანიზაციების ფორმირებაზე კავკასიაში და ა.შ.

   აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ახალგაზრდა მომხსენებელთა ნაშრომებით აღფრთოვანებულმა  დირექტორის მოადგილემ, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა თამარა გუზენკოვამ, მიიღო გადაწყვეტილება, რომ  თითოეული მომხსენებლის ნაშრომი შეიკრიბოს და  ახლო მომავალში გამოიცეს РИСИ-ის ეგიდით.  ევრაზიის ინსტიტუტის წარმომადგენლის ირაკლი ყიფიანის სამომხსენებლო თემა იყო "რუსულ-ქართული ურთიერთობების ძირითადი პრობლემები", ასევე ახალგაზრდა სომეხმა კოლეგამ ჯონი მელიქიანმა მიმოიხილა საქართველოს საგარეო პოლიტიკა და სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივები ვილნიუსის სამიტის შემდგომ. საინტერესო იყო ასევე აზერბაიჯანელი ფარდახ იბრაგიმოვის მოხსენება, სადაც საუბარი იყო აზერბაიჯანში ახალგარზდული პოლიტიკის განვითარების პერსპექტივებსა და პრობლემატიკაზე. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ საქართველოსგან განსხვავებით, აზერბაიჯანში სახელმწიფო აფინანსებს მრავალ ახალგაზრდულ ორგანიზაციას, ფორუმებს, სადისკუსიო კლუბებს, რათა მოხდეს პატრიოტული მსოფლმხედველობის ფორმირება და მომმზადნენ ჯანსაღი კადრები ხვალინდელი აზერბაიჯანისთვის და არა უბრალოდ სატელიტ არასამთავრობოებად აქციონ მსგავსი ორგანიზაციები, პოლიტიკური მანიპულაციებისთვის მიზნით, იქნება ეს მიტინგები, დებატები თუ არჩევნებისას პარტიული მუშაკთა სიის შევსება.

   ასევე აღსანიშნავია ყირგიზეთის რესპუბლიკის წარმომადგენლის დენის ბერდაკოვის მოხსენება, რომელიც ეხებოდა რუსულ, თურქულ, ამერიკულ, ევროპულ და ჩინურ Soft Power-ის გავლენას ყირგიზეთის პოლიტიკურ პროცესებზე. აღმოჩნდა, რომ ა.შ.შ არც ყირგიზეთში ზოგავს ფინანსებს, ისევე როგორც მრავალ პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკაში, საკუთარი პოლიტიკური მიზნების რეალიზების მიზნით.

   მნიშვნელოვანი და პომპეზური ღონისძიება ჩატარდა ფორუმის ფარგლებში, კერძოდ კი პირველი მსოფლიო ომისადმი მიძღვნვილი წიგნის პრეზენტაცია, სახელად "პირველი მსოფლიო ომი: ისტორიოგრაფიული მითები და ისტორიული მახსოვრობა", პრეზეტნაციას ესწრებოდნენ როგორც პრესის ასევე რუსული სამეცნიერო ელიტის წარმომადგენელები. 

 

ევრაზიის ინსტიტუტის პრესსამსახური 

სურათებზე: ირაკლი ყიფიანი გენერალ-ლეიტენანტ ლეონიდ რეშეტნიკოვთან ერთად; ირაკლი ყიფიანი (ევრაზიის ინსტიტუტი - მარჯვნივ) და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენელი ალან ჩოჩიევი ("ადამონ ნიხასის" დამაარსებელ ალან ჩოჩიევის შვილიშვილი).