საქართველოსა და კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების ყალბი და ნამდვილი მუქარები

როგორც უკვე ვიტყობინებოდით, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს – 9 აპრილს, ევრაზიის ინსტიტუტმა სასტუმრო ”ვერე პალასში” მრგვალი მაგიდა გამართა, რომელზეც განხილულ იქნა უსაფრთხოების თემასთან დაკავშირებული ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი.

 

მრგვალი მაგიდის მონაწილეებს შორის იყვნენ ცნობილი სპეციალისტები: სოციოლოგები ლევან მეტრეველი და ვალერიან გორგილაძე, გადამდგარი დიპლომატი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ჰამლეტ ჭიპაშვილი, თურქოლოგები, ყოფილი დიპლომატები – ზაურ მჭედლიშვილი და ვიქტორ ჭიკაიძე, პოლიტოლოგები და პუბლიცისტები – ნანა დევდარიანი, ხათუნა ლაგაზიძე, მამუკა არეშიძე, კოტე ჩიკვილაძე, გულბაათ რცხილაძე, დავით მხეიძე, ბადრი ნაჭყებია, ვალერი კვარაცხელია, პოლიტიკოსები – კახა კუკავა და ალეკო შალამბერიძე.

 

მრგვალ მაგიდაზე განსახილველად გამოტანილ იქნა შემდეგი საკითხები:

 

 

1. უსაფრთხოების ცნების გაგებისათვის: რას ვიცავთ გარდა აბსტრაქტული ცნებისა - ”დამოუკიდებლობა” (რა რეალური შინაარსით ივსება ეს ცნება);

 

2. საქართველოს ინტერესების ობიექტური კონსტრუირება - რაში მდგომარეობს სახელმწიფოს/ხალხის ინტერესები საგარეო პოლიტიკის კონტექსტში?

 

3. რუსულ-ქართული ურთიერთობების გაუმჯობესება: ზედმეტი ფუფუნება თუ აუცილებლობა საქართველოსთვის?

 

4. რამდენად გარანტირებულია საქართველოსა და რეგიონული უსაფრთხოება აშშ-სა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობის დღევანდელი მოდელით;

 

5. თურქეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ;

 

6. ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობის შესაძლო შედეგები კავკასიის რეგიონისათვის.

 

 

ჩვენი საიტის მკითხველებს ვთავაზობთ ამ შეხვედრის ამსახველ ვიდეო- და ტექსტურ მასალას შემოკლებით (იხ. ქვევით).

Text:

Usafrtxoeba_Shemoklebuli_Stenogr