9 მაისს, ევრაზიის ინსტიტუტის მეგობრებმა 100 წლის ვეტერანები დაიცვეს ნაგიჟარი პროვოკატორისგან!

9 მაისს, ევრაზიის ინსტიტუტის მეგობრებმა 100 წლის ვეტერანები დაიცვეს ნაგიჟარი პროვოკატორისგან!

გუშინდელი 9 მაისის ზეიმი თბილისში პანაშვიდს უფრო ჰგავდა – კიკვიძის პარკში, მას შემდეგ, რაც მცირე ხნით შემოირბინა პრემიერმა, დუმილმა დაისადგურა. არც მუსიკა, არც გამოფენა ან რაიმე სხვა ღონისძიება – აბსოლუტურად არაფერი ხდებოდა. მანამ, სანამ პარკში ევრაზიის ინსტიტუტის მეგობრები არ შეიკრიბნენ.

მათ დიდი მელიტონ ქანთარიას პაწაწა ბიუსტთან, რომელიც ქანთარიას გარდა, ყველაფერს ჰგავს, ქანთარიასა და მისი თანამებრძოლების ავთენტური ფოტომასალა მიიტანეს, ბიუსტთან დადეს და ყვავილებით შეამკეს.

პოლიციის სამარცხვინოდ, პარკში სკამზე მჯდომარე ორად ორ ვეტერანს დიდი სამამულო ომისა, არავინ იცავდა და ყურადღებას არ აქცევდა. ას-ასი წლის ადამიანებთან ვიღაც ნაგიჟარი მივიდა მენშევიკური დროშით და რაღაც გაუგებარ ლოზუნგებს დასჩხაოდა. ერთი იყო გასაგები, რომ ეს ეგზემპლიარი ანტირუსული რიტორიკით გამოირჩეოდა. ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორმა გულბაათ რცხილაძემ და ევრაზიის ინსტიტუტის მეგობრებმა თავად აღკვეთეს ეს უმსგავსობა და პროვოკატორი ვეტერანებს განარიდეს. მათ ყვავილები მიართვეს ვეტერანებს და მათ წინაშე ქედი მოიხადეს. ყოველივე ეს ქვემოთ მოცემულ ვიდეოზეა ასახული: