ივანიშვილის საგარეო პოლიტიკის პარადოქსი და გამოსავლის პოვნის შანსები

ივანიშვილის საგარეო პოლიტიკის პარადოქსი და გამოსავლის პოვნის შანსები

რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ გამოხატული კეთილი  ნების ფონზე, როდესაც პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა ყოველგვარი პოლიტიკური წინაპირობის გარეშე თავისი ბაზარი გაუხსნა  ქართულ ღვინოსა და მინერალურ წყლებს, რადიომ „გოლოს როსსიი“ ქართველ პოლიტიკურ ექსპერტებს კომენტარისთვის მიმართა - არის კი ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნება ორმხრივი ურთიერთობების დარეგულირების მანიშნებელი?

„გოლოს როსსიი“: სააკაშვილის პოლიტიკური სეზონის დასასრულით გამოწვეულ სიხარულს თან ახლავს იმის გაგება, რომ მხოლოდ ღვინითა და ტყემლით მოსკოვსა და თბილისს შორის გაყინული ურთიერთობები ვერ გამოცოცხლდება. ანალიტიკოსებში არ არის ერთსულოვნება საქართველოს საშინაო პოლიტიკის შეფასებებთან, და არც თბილისის საგარეო პოლიტიკის პროგნოზირებასთან დაკავშირებით. პოლიტოლოგის, გლობალიზაციის პრობლემების ცენტრის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ჭაჭიას აზრით, მოსახლეობის უმრავლესობამ ივანიშვილის „ქართულ ოცნებას“ არჩევნებზე მხარი სწორედ იმ იმედით დაუჭირა, რომ ეს პარტია შეიტანდა ცვლილებებს საგარეო პოლიტიკურ კურსში. მაგრამ ჯერ-ჯერობით რეალური ნაბიჯები ამ მიმართულებით არ ჩანს, რაც ივანიშვილის მხარდამჭერ ამომრჩევლებში შეშფოთებას იწვევს.

საქმე გვაქვს ერთგვარ პოლიტიკურ პარადოქსთან. ახალი ხელისუფლება წინამორბედ რეჟიმებს ბრალს სდებს პოლიტიკურ უუნარობაში როგორც შიდა მეტოქეების, ისე საგარეო პარტნიორების მიმართ, ამავე დროს ქართული ეკონომიკის ფაქტობრივ დანგრევაშიც. მაგრამ ამავე დროს, ახალი ხელისუფლება აცხადებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ურყევობის შესახებ - ხაზგასმით აღნიშნა ალექსანდრე ჭაჭიამ:

„გამოდის, რომ ამით ისინი აღიარებენ ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს არჩეულ, შემდეგ კი სააკაშვილის მიერ დადასტურებულ საგარეო პოლიტიკურ კურსს, მიმართულს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, ნატოში შესვლისკენ და, ბუნებრივია, რუსეთის ფედერაციასთან ცნობილი კონფრონტაციისკენ. თუმცა, ამის პარალელურად კეთდება განცხადებები იმის შესახებ, რომ ურთიერთობები აიწყობა რუსეთთან და ამ მიმართულებით გადატრდება ეფექტური სამუშაო. მაგრამ პრობლემა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ყველა შიდაპოლიტიკური, მათ შორის, ეკონომიკური უბედურება განპირობებულია საქართველოს მცდარი საგარეო კურსით. აღნიშნულის გამო, იმავე კურსის შენარჩუნება უცვლელი სახით არ მოიტანს რეალურ პოზიტიურ ცვლილებებს არც ეკონომიკაში, არც პოლიტიკაში, არც კულტურისა და ჰუმანიტარულ სფეროებში. აი ასეთი წინააღმდეგობრიობა არსებობს დღესდღეობით“.

მიუხედავად ამისა, ალექსანდრე ჭაჭია დარწმუნებულია, რომ ცხოვრება აიძულებს საქართველოს, მის საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებს, გადახედულ იქნას საგარეო პოლიტიკური კურსი, რაც აუცილებლად მოხდება კიდეც.

სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილის ახალი ქართული მთავრობა კვლავინდებურად მნიშვნელოვანწილად ამერიკაზე დამოკიდებული რჩება - მიიჩნევს თავის მხრივ რუსულ-ქართული ურთიერთობების საკითხებში ექსპერტი, კონსტანტინე ჩიკვილაძე:

„მე მაინც მიმაჩნია, რომ ბიძინა ბრძენი ადამიანია, და მან ძალზე რომ მოინდომოს კიდეც და გადაწყვიტოს, რუსეთისკენ შემობრუნება, როგორც რუსეთს ალბათ სურს, რუსეთმაც უნდა გადადგას შემხვედრი ნაბიჯები. ჰკითხეტ ნებისმიერ ქართველს; რა არის დღეს მთავარი პრობლემა? გასაგებია, რომ ეკონომიკა და ასე შემდეგ, მაგრამ მთავარია - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. თუკი არის თუნდაც უმცირესი შანსი, საქართველოსთვის, დაიბრუნოს თავისი ტერიტორიები, იქნება ეს კონფედერაცია, ფედერაცია თუ ნებისმიერი სხვა ვარიანტი, რომელიც საშუალებას მისცემს აფხაზებს, ოსებს და ქართველებს, კარგად იცხოვრონ, მიმაჩნია, რომ საქართველო რუსეთის მიმართ ბევრ დათმობაზე დათანხმდება. ჩემი აზრით, რუსეთი რომ ამ საკითხში რაღაც დათმობაზე წავიდეს საქართველოს მიმართ, ეს არ იქნება დათმობები მხოლოდ საქართველოს მიმართ, არამედ საკუთარი თავის, რუსეთის მიმართაც“.

რუსეთის ფედერაციისთვის ბევრად უფრო ხელსაყრელია ერთიან საქართველოსთან ურთიერთობა, ვიდრე მის ცალკეულ ტერიტორიებთან - აჯამებს კონსტანტინე ჩიკვილაძე.

წყარო: Тбилиси-Москва: дипломатия вина и ткемали

უფრო დაწვრილებით ინტერვიუ კ.ჩიკვილაძესთან იხ. აქ.