ჰომოსექსუალთა „აღლუმების“ ნამდვილი არსი და ობამას დირექტივა

17 მაისს თბილისში, ოციოდე ახალგაზრდამ, რომელთა შორის ორივე სქესის ადამიანები იყვნენ, დააპირა ე.წ. გეი-პრაიდის (ანუ „ჰომოსექსუალთა სიამაყის“) დემონტრაციის გამართვა. როგორც მოსალოდნელი იყო, ამ მცდელობას შეხლა-შემოხლა და მცირე ჩხუბი მოჰყვა.

მართალია, „სექსუალური უმცირესობის“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები ტრადიციულად შეეცადნენ, ეს შეხლა-შემოხლა ერთ-ერთი რელიგიური ორგანიზაციისთვის დაებრალებინათ, მაგრამ თვითმხილველთა თქმით, ყველაზე მეტ აქტიურობას ადგილობრივი მოსახლეობა და გამვლელები იჩენდნენ. საქმე ხელჩართულ ჩხუბამდე მივიდა და რომ არა პოლიციის ჩარევა, შეკრებილი ხალხი, სავარუდოდ, სასტიკად გაუსწორდებოდა ე.წ. დემონსტრანტებს.

მოვლენათა ამგვარმა განვითარებამ აღაშფოთა „მისი უდიდებულესობა“, აშშ-ს ელჩი საქართველოში, რომელმაც სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ საქართველოს მოსახლეობას თურმე არ მოსწონს „ჰომოსექსუალისტები“ (ხალხურად რომ ვთქვათ, პედერასტები) და „არატოლერანტულად“ არის განწყობილი მათ მიმართ. ამ არამკითხე მოამბის ჩარევამ, თავის მხრივ, აღაშფოთა ქართულენოვანი ინტერნეტის მომხმარებლები და არაერთი „ტკბილი“ სიტყვა დაიწერა ისედაც სახელგატეხილი ელჩის, ჯონ ბასის მიმართ.

თუმცა, აშშ-ს ელჩის აქტიურობაში გასაკვირი არაფერია. ჯერ კიდევ ამა წლის დასაწყისში, ამ ქვეყნის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, სპეციალური განკარგულება გამოსცა, რომლითაც დაავალა აშშ-ს დიპლომატიურ კორპუსს, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს სხვა ქვეყნებში „სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვას“. ფაქტიურად, ეს მიმართულება აშშ-ს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად გამოცხადდა. სულ ახლახან, ობამამ ისიც კი განაცხადა (პირველად აშშ-ს პრეზიდენტებს შორის), რომ მხარს უჭერს მთელი ქვეყნის მასშტაბით „ჰომოსექსუალური ქორწინებების“ დაკანონებას.

უნდა ითქვას, რომ ამ თემის ირგვლივ ატეხილი ვნებათაღელვა არ იძლევა საკითხის გააზრების შესაძლებლობას. არადა, კარგი იქნებოდა ცივი გონებით შეგვეხედა პრობლემისთვის.

მაშ ასე, დღეისათვის საქართველოში „გეი-აღლუმის“ და ჰომოსექსუალთა მიმართ ძირითადად ასეთი პოზიციებია დაფიქსირებული: მომხრეები ცდილობენ დაარწმუნონ საზოგადოება, რომ, ერთი მხრივ, ჰომოსექსუალიზმი ავადმყოფობა არ არის, მაგრამ ამ ორიენტაციის ადამიანებს „სხვაგვარად არ ძალუძთ“, „ისინი უბრალოდ ასეთები არიან“ (როგორც, მაგალითად, ცაციები, ან დალტონიკები და ა.შ.). ხოლო ზოგიერთები კიდევ უფრო შორს მიდიან და აცხადებენ, რომ ეს ადამიანის არჩევანია.

თუმცა ამ ორ პოზიციას შორის პრინციპული წინააღმდეგობაა. თუ სექსუალური ორიენტაცია არჩევანია, მაშინ პოზიცია - „სხვაგვარად არ ძალუძთ და უნდა გავუგოთ“ - არასწორია, და პირიქით.

მაგრამ ამასაც რომ თავი დავანებოთ, აშკარაა შემდეგი: მამათმავლების და ე.წ. ლესბოსელების მომხრეები ცდილობენ საზოგადოებაში დაამკვიდრონ აზრი, რომ ჰომოსექსუალიზმი არც ავადმყოფობაა და არც საძრახისი რამე, არამედ სრულიად ჩვეულებრივი მოვლენა, რომელიც არ უნდა იწვევდეს ნეგატიურ ემოციებს ადამიანთა შორის. სწორედ ამ აზრის დამკვიდრებას ცდილობენ „ჰომოების“ ბანაკის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები.

და უნდა ვთქვათ, რომ ისინი ნელ-ნელა წარმატებასაც აღწევენ ამ მიმართულებით. გავიხსენოთ, ჯერ კიდევ 20-30 წლის წინ ჰომოსექსუალიზმი ანუ მამათმავლობა სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლებოდა და მისი ღიად აფიშირება სრულიად წარმოუდგენელი იყო. არაოფიციალურადაც, „იმნაირები“, უკეთეს შემთხვევაში, მწვავე ირონიას იწვევდნენ, ხოლო უფრო ხშირად - ზიზღს, ან სიძულვილს (საუბარია მათზე, ვინც არ მალავდა თავის ორიენტაციას). დღეისათვის, „ჰომოების“ მომხრეებმა აიძულეს მოწინააღმდეგეები ძირითადად შემდეგ პოზიციაზე გადასულიყვნენ: „არ ვერჩით არაფერს, არ გვეზიზღება, არც გვძულს, ოღონდ თავისთვის იყვნენ, ქუჩაში ნუ გამოდიან და ბავშვებს ნუ ანახებენ თავიანთ ორიენტაციას“.

ეს პოზიცია, ჩვენი აზრით, საკმაოდ სუსტი და წინააღმდეგობრივია. მართლაც, თუკი მამათმავლობა არაფერი განსაკუთრებული არ არის და არ იმსახურებს გაკიცხვას ან ზიზღს, მაშინ რატომ არ შეიძლება მათმა წარმომადგენლებმა ღიად გამოხატონ თავიანთი ორიენტაცია? თუკი მამათმავლები ჩანან ესტრადაზე, ტელევიზიაში, შოუ-ბიზნესში, მოდის სამყაროში და ა.შ., რატომ არ ვუშვებთ მათ ქუჩაში? ერთგვარად შიზოფრენიულ პოზიციამდე მივდივართ: აქ შეიძლება, იქ არ შეიძლება.

სამწუხაროდ, საქმე გაცილებით უფრო რთულადაა, ვიდრე ეს ამ პოზიციებიდან ჩანს. არ შეესაბამება სიმართლეს ის, რომ მამათმავლები და მათი მომხრეები მიზნად ისახავენ მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის უფლებების დაცვას და იმის უზრუნველყოფას, რომ ჰომოსექსუალებს არ სდევნიდნენ და არ ჩაგრავდნენ საზოგადოებაში. სინამდვილეში, მათი მიზანია, ჰომოსექსუალიზმის, როგორც მოვლენის, სრული ლეგიტიმაცია, როგორც მორალური, ისე სამართლებრივი კუთხით.

ეს რომ მართლაც ასეა, კარგად ჩანს დასავლეთ ევროპის მაგალითზე. ევროპაში დიდი ხანია უკვე, მამათმავლებს ღიად არავინ სდევნის და შეურაცხყოფს, ვერც სამსახურიდან დაითხოვს ვინმე ორიენტაციის გამო და არც პოლიტიკური კარიერა გაუფუჭდება ამის გამჟღავნებისას. მაგრამ ისინი არ ჩერდებიან და ახალ-ახალ დათმობებს მოითხოვენ. კერძოდ, მათ უკვე მიაღწიეს დასავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში იმას, რომ ერთსქესიანი კავშირები სრულფასოვან „ქორწინებად“ არის აღიარებული, აქედან გამომდინარე ყველა სამართლებრივი შედეგით (შვილების აყვანა, მშობლების უფლებები და ა.შ.). ჰომოსექსუალებმა მიაღწიეს იმასაც, რომ მათი ღია წარმომადგენლები უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობებს იკავებენ და არც მალავენ თავიანთ სექსუალურ ორიენტაციას.

სწორედ ეს არის ჰომოსექსუალიზმის, როგორც მოვლენის, სრული მორალური და სამართლებრივი ლეგიტიმაცია. ასე რომ, ტყუილად ჰგონია ვინმეს, რომ თუკი ჩვენში დაუშვებენ ე.წ. გეი-აღლუმებს, ყველაფერი ამით დამთავრდება - მამათმავლები და „ლესბოსელები“ თავიანთ ჭიას გაახარებენ და დაიშლებიან. პირიქით, ეს გახდება ბრძოლის შემდგომი ეტაპების დასაწყისი. ბრძოლა კი გაჩაღდება იმის მოსაპოვებლად, რაც მათ უკვე აქვთ რიგ ქვეყნებში - ერთსქესიანი კავშირების სრული დაკანონება სამართლებრივ სივრცეში, ამგვარი წყვილებისთვის ოფიციალურად შვილების აყვანის ან სუროგატული შვილების გაჩენის ნებართვის მიცემა და ა.შ.

ახლა კი დავსვათ მთავარი შეკითხვა, რომელიც, ჩვენი აზრით, ყურადღების მიღმა რჩება ხოლმე. იგი შემდეგია: როგორ უნდა მივუდგეთ ჰომოსექსუალიზმს, როგორც მოვლენას, რა ჭრილში უნდა განვიხილოთ ის? აქ ჩვენ ვეჯახებით ისეთ საკითხს, როგორიცაა საზოგადოების რაობა. რას წარმოადგენს საზოგადოება, არის ის გამიჯნული რელიგიური ფასეულობებისგან და შეხედულებებისგან, თუ არ არის?

როგორც ცნობილია, მსოფლიოს სახელმწიფოთა უმეტესობა გამოცხადებულია სეკულარულ, საერო სახელმწიფოებად. მათ კონსტიტუციებში ჩაწერილია, რომ ეკლესია (ქრისტიანულ ქვეყნებში) გამოყოფილია სახელმწიფოსგან, განათლების სისტემა ასევე გამოყოფილია ეკლესიისგან და ა.შ. მაგრამ ნიშნავს კი ეს იმას, რომ საზოგადოებაც უნდა გამოყოფილი იყოს რელიგიური ფასეულობებისგან?

ცხადია, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ოფიციალური ათეისტების რაოდენობა 40-50%-ს აღწევს, და მორწმუნეთა მნიშვნელოვანი ნაწილიც ერთობ ლიბერალური ღირებულებითაა შეპყრობილი, რელიგიური შეხედულებები სუსტ ზეგავლენას ახდენს საზოგადოებაზე. უფრო სწორად, არ არის სავალდებულო, რომ ამგვარმა სოციუმმა გაიზიაროს რელიგიური დოგმები და ნორმები, მათ შორის საკანონმდებლო შემოქმედებაში და პრაქტიკაში. დასავლეთ ევროპის მთელი რიგი ქვეყნები სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება.

მაგრამ საქართველოს შემთხვევაში სხვა სურათი გვაქვს. მოსახლეობის 90%-ზე მეტი აცხადებს, რომ მორწმუნეა (მართლმადიდებელი და მუსლიმი, ძირითადად). არც ლიბერალური შეხედულებები არის ფართოდ გავრცელებული საზოგადოებაში. შესაბამისად, კანონმდებლობა უნდა ასახავდეს იმ ფასეულობებს, რომლებიც ახლოა მოცემული საზოგადოებისთვის, ასეთი კი არის რელიგიური (ქრისტიანული თუ ისლამური) შეხედულებები, ნორმები და ტრადიციები.

მაგრამ როგორ უყურებს ქრისტიანობა ან ისლამი ჰომოსექსუალიზმის პრობლემას? საკამათო არ არის, რომ მკვეთრად უარყოფითად. ორივე რელიგიაში ეს ითვლება უმძიმეს ცოდვად, ხოლო ისლამში, შარიათის კანონების მიხედვით, ამგვარი ქმედება სიკვდილით დასჯასაც კი ითვალისწინებს, გარკვეულ შემთხვევებში.

ამრიგად, მამათმავლობის მიმართ „ტოლერანტული“, შემწყნარებლური, ან მით უმეტეს, დადებითი დამოკიდებულება ნიშნავს იმას, რომ ესა თუ ის საზოგადოება შეგნებულად მიდის ქრისტიანობის და ისლამის კანონების წინააღმდეგ. ფაქტიურად. ეს ნიშნავს ჯანყს, ამბოხებას რელიგიის მიმართ. ამ შემთხვევაში საზოგადოება აცხადებს, რომ მან უკეთ იცის, რა არის კარგი და რა არის ცუდი, ვიდრე რელიგიამ (ხოლო რელიგიური ცოდნის წყარო, მოგეხსენებათ, მორწმუნეების თვალსაზრისით, არის თავად უზენაესი, ღმერთი). ხდება ცოდვის, როგორც ასეთის, ცნების უგულვებელყოფა.

ეს ყველაფერი კარგად ჩანს ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითზე. როგორც ცნობილია, ამ ქვეყნის ზოგიერთ შტატში მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენენ მორწმუნეები (კერძოდ, სხვადასხვა პროტესტანტული მიმდინარეობების წარმომადგენლები), ხოლო რამდენიმე შტატში დიდია ათეისტების და ლიბერალურად განწყობილი ადამიანების რაოდენობა. ყველა „პროტესტანტულ“ შტატში აკრძალულია ჰომოსექსუალების „ქორწინება“ ხოლო ათეისტურ-ლიბერალურ შტატებში კი დაშვებულია.

ამავე დროს, მართლმადიდებელი მრევლის და მუსლიმების დამოკიდებულება მამათმავლობის მიმართ კიდევ უფრო, და გაცილებით ნეგატიურია, ვიდრე თუნდაც მორწმუნე პროტესტანტების. შესაბამისად, ამგვარ საზოგადოებაში გამორიცხული უნდა იყოს არათუ მამათმავლობის ლეგალიზაციაზე საუბარი, არამედ თუნდაც მისი მორალური ლეგიტიმაცია, რადგან შეუძლებელია უმძიმესი ცოდვის მორალურად გამართლება და მისდამი შემწყნარებლური დამოკიდებულების დაშვება. აქ აღარ გავაგრძელებთ საუბარს განსხვავებაზე უკვე მართლმადიდებლებს და მუსლიმებს შორის, რადგან ამ უკანასკნელთა პოზიცია კიდევ უფრო მკაცრია, ვიდრე მართლმადიდებლების და ის თავად ამ ცოდვის მატარებლებზეც ვრცელდება და მათ დასჯას ითვალისწინებს, დამამძიმებელი გარემოებების შემთხვევაში. ამიტომ იმ ქვეყნებში, სადაც კანონმდებლობა შარიათის კანონებზეა დაფუძნებული, ჰომოსექსუალიზმი კვლავინდებურად სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება.

ქართულ კანონმდებლობაში ეს ნორმა 90-იან წლების დასაწყისიდან აღარ არსებობს და მცირე შანსია, რომ ახლო მომავალში ის კვლავ გაჩნდეს იქ. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საზოგადოება უნდა შეეგუოს ჰომოსექსუალიზმის (მამათმავლობის) ჯერ მორალურ, შემდეგ კი სამართლებრივ ლეგიტიმაციას.

გიორგი ვეკუა